წიგნი დაგვიანებული წერილი ჯონდო გოგლიძე სოფ. ახალსოფელი გუდაუთა სოფლის მებრძოლები და გენოციდის მსხვერპლი
თამაზ დავითის ძე რეხვიაშვილი დაიბადა 1950 წლის 20 აგვისტოს გუდაუთის რაიონის სოფელ ორჯონიკიძეში.
თამაზ რეხვიაშვილი 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის ნაღმსატყორცნი ბატარეის მე-2 საცეცხლე ოცეულის მუხტის შემდგენლად. მალევე დაინიშნა ამავე ბატალიონის პირველი ასეულის პირველი ოცეულის მეტყვიამფრქვევედ. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 29 მაისს მდინარე გუმისთის მისადგომებთან აფხაზი სეპარატისტების მიერ განხორციელებული საარტილერიო იერიშის დროს,თამაზ რეხვიაშვილი მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.