წიგნი დაგვიანებული წერილი ჯონდო გოგლიძე სოფ. ახალსოფელი გუდაუთა სოფლის მებრძოლები და გენოციდის მსხვერპლი
კახაბერ ბაძაღუა დაიბადა 1975 წელს.რიგითი კახაბერ ბაძაღუა 1992 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონში.
1993 წლის 3 მაისს მან თავი გამოიჩინა როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. ფრონტის ხაზზე გმირული სიკვდილით დაეცა მამაცი ჭაბუკი.
დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ ოდიშში.
კახაბერ ჯემალის ძე ბაძაღუა დაიბადა 1974 წლის 28 ივლისს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში
ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში. პირველი ოცეულის უფროს მსროლელად.
კახაბერი აქტიურად მონაწილეობდა გუმისთის მისადგომებთან განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში.
1993 წლის 3 მაისს კახაბერ ბაძაღუა საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად გარდაიცვალა. მისმა თანამებრძოლებმა დიდი რისკის ფასად გადმოასვენეს ბრძოლის ველიდან.
კახაბერ ბაძაღუა დაკრძალულია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში (ჯუმითში).