წიგნი დაგვიანებული წერილი ჯონდო გოგლიძე სოფ. ახალსოფელი გუდაუთა სოფლის მებრძოლები და გენოციდის მსხვერპლი
დავით კარლოს ძე წურწუმია დაიბადა 1968 წლის 6 ივნისს ქალაქ გუდაუთაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,დავით წურწუმია 1992 წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში-მე-3 ასეულის,მე-2 ოცეულის მეტყვიამფრქვევედ. ხოლო 1993 წლის 1 ივლისიდან ამავე ბატალიონის ნაღმტყორცნი ბატარეის მე-2 საცეცხლე ოცეულის მეთაურის მოადგილედ.
დავითმა განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა 1993 წლის 15-17 მარტის თავდაცვით ოპერაციებში.
დავით წურწუმია 1993 წლის 25 სექტემბერს,სოხუმში,მდინარე გუმისთის მისადგომებთან შემოტევის დროს ხელჩართულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.