შმაგი გრიგოლის ძე წურწუმია დაიბადა 1947 წლის 31 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში .დაამთავრა დრანდის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,შმაგი წურწუმია 1992 წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის კავშირ გაბმულობის ოცეულის ათმეთაურად.მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.1993 წლის 23 სექტემბრიდან მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის საბრძოლო მომსახურების ოცეულის იარაღის ხელოსნად. მამაცი მეომარი 1992 წლის 27 იანვარს დაჯილდოვდა სახელმწიფო მეთაურის მადლობის წერილით.