სულხან წურწუმია ბიჭიკოს ძე დაიბადა 21 იანვარი 1956 წელს რუსთავში, გარდაიცვალა 2020 წელს რუსთავში
მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, მამა ბიჭიკო პლატონის ძე წურწუმია დაბადებულია სოფელი ლეწურწუმე ჩხოროწყუ
შვილებთან საბასთან (მარჯვნივ) და ნინოსთან ერთად. ფოტო გადაღებულია 1998 წელს
ფოტოს ავტორი: გიორგი შარაშენიძე, საქინფორმის ფოტოქრონიკა, 27 სექტემბერი 1993წ.
ფოტო საკენშია გადაღებული.
მეომარი, რომელსაც ერთი წლის გოგო სვანეთზე გადმოყავს სულხან წურწუმიაა.
სამწუხაროდ, ბატონი სულხანი ორი წლის უკან გარდაიცვალა, იანვრის თვეში.
დავაგვიანე.
უკეთილშობილესი, ნამდვილი მეომარი და ადამიანთ მოყვარული.
ბავშვი სოხუმელი ნინი ჯალიაშვილია, რომელიც ზუსტად ამ დღეს, 27 სექტემბერს ერთი წლის შესრულდა.
27 სექტემბერს 30 წლის გახდება.
ომის დამთავრების შემდეგ ოჯახი ამერიკაში წავიდა.
იქ ცხოვრობს.
ძალიან ბედნიერი ვარ.
გოგა შარაშენიძე, გმადლობთ ამ ფოტოსთვის.
შენ ისტორიის დიდი ემოცია ჩადე ამ ფოტოში
ყველას მადლობა ვინც გამომეხმაურა, დამეხმარა.
და ბოლოს მაინც მადლობა ჩემ თავსაც, რომელიც მიზნის მიღწევამდე არასოდეს ჩერდება.
ვიცი, ბევრს ცრემლს მოგვრით ეს პოსტი...
ყველა აცრემლებული ადამიანი მიყვარხართ!
Nina Jaliashvili Tsitso Jojua
პოსტის ავტორი – Tamriko Ilia Molashvili
ნინო ჯალიაშვილი
ფოტო გადაღებულია გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე
ითანამშრომლა შვილმა საბა წურწუმიამ