წიგნი დაგვიანებული წერილი ჯონდო გოგლიძე სოფ. ახალსოფელი გუდაუთა სოფლის მებრძოლები და გენოციდის მსხვერპლი
დაიბადა 1961 წლის 26 ოქტომბერს გუდაუთის რაიონის სოფელ
ახალსოფელში. 1968-78 წლებში სწავლობდა ახალსოფლის #1 საშუალო
სკოლაში. 1979-81 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.
1988 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის
სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით.
1988-92 წლებში მუშაობდა ქ. გაგრაში #113 პროფტექსასწავლებელში
საწარმოო სწავლების ოსტატად.
1992 წელს ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე
ბრიგადის მე-2 ბატალიონში. 1993 წლის მაისიდან დაინიშნა 23-ე ბრიგადის
მე-2 ბატალიონის მე-4 ასეულის მეთაურად.
ამჟამად მუშაობს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ქვემო
ქართლის რეგიონულ განყოფილებაში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ძმა ბადრი გივის ძე გოგლიძე. დაიბადა 1960 წლის 16 მარტს გუდაუთის რ-ნ სოფ. ახალსოფელში. 1977 წელს დაამთავრდა ახალსოფლის პირველი საშუალო სკოლა. 1978-80 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1981-88 წლებში სწავლობდა ტომსკის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. 1988-92წწ წლებში მუშაობდა ქ. ტომსკის მეტალურგიულ ქარხანაში ინჟინერ-ტექნიკოსად. 1992 წლის 17 დეკემბერს აფხაზმა ბოევიკებმა, ძმებმა ლარიკ და ჯოფიკ ფუგელიებმა, გურამ კეტიამ, სლავიკ აშხარწავამ, დიმა დბარმა და ვინმე ლიხნელმა ჟიბამ, გაიყვანეს საკუთარი მშობლების სახლიდან და წამებით მოკლეს სოფ. ლიხნში.