გოგლიძე სერგო არსენის ძე(12 აგვისტო 1901-23 დეკემბერი 1953) დაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი ქორთა.
1934-1936წწ. იყო ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციის სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი; 1936 წლიდან სახალხო უშიშროების მე–2 რანგის კომისარი; ; 1937-1938წწ. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი; 1938-1941წწ. სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამმართველოს უფროსი ლენინგრადის ოლქში; 1951 წლის აგვისტო–ოქტომბერში, 1952 წლის ნოემბერში და 1953 წლის მაისში იყო სსრკ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე; 1953 წლის დეკემბერში ლ. ბერიას საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს და დახვრიტეს; დაჯილდოებულია სსრკ ორდენებითა და მედლებით; გენერალ–პოლკოვნიკი(1945).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.65
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002175/