გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
გიორგი ირემაშვილი დაიბადა 1962 წელს.
დაამთავრა კასპის მე-2 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის მე-9 ტექნიკურ სასწავლებელში.
გიორგი მსახურობდა რკინიგზის მე-8 სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფის შტაბის უფროსად.
საქართველოში დატრიალებულმა ტრაგედიებმა სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ჭაბუკს ხელში იარაღი ააღებინა და არც გაუგდია ხელიდან ტყვიაგამოლეული ავტომატი, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ებრძოდა სოხუმჰესზე შემოჭრილ მტერს.
ორი ობოლი დაუტოვა ოჯახს და დიდი სიმწარე.
კაპიტანი გიორგი ირემაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
თბილისში ნაძალადევის რაიონში ჟღენტის ქუჩას ეწოდა გიორგი ირემაშვილის სახელი. დასაფლავებულია კასპის რაიონის სოფელ იდლეთში.
ითანამშრომლა ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი ცხოვრობს კასპი