ლაცაბიძე გოგი ომარის ძე – დაიბადა 1964 წლის 1 ნოემბერს კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში.
1981 წელს დაამთავრა კომაროვის სახელობის სკოლა, შემდეგ ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.
1987 წელს მუშაობა დაიწყო გლდანის რაიონის რადიო-ქარხანაში ტექნოლოგად.
1991 წელს ნაძალადევის რაიონის სამხედრო კომისარიატმა გაიწვია სავალდებულო სამხედრო სამსახურში და ჩაირიცხა მე-11 მმ ბრიგადაში.
ლეიტენანტი გოგი ლაცაბიძე დაინიშნა 110-ე სატანკო ბატალიონის ოცმეთაურად.
1992 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩაება აფხაზეთის კონფლიქტში.
მეთაურობდა ტანკს. საკუთარი ხელით მეორედ შეკეთებული ტანკით რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიცვა, მაგრამ 1992 წლის 27 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულასთან მტრის ნაღმზე აფეთქდა ეკიპაჟთან ერთად ქ. სოხუმის დაცვის დროს.
მოგვაწოდა ვანო ჯახუამ ვებ გვერდი kaspi.ge დამფუძნებელი
გაგი ლაცაბიძე დაიბადა 1964 წლის 1 ნოემბერს კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში.
1981 წელს დაამთავრა კომაროვის სახელობის სკოლა, შემდეგ ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში,
მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.1987 წ. მუშაობა დაიწყო გლდანის რაიონის რადიო-ქარხანაში ტექნოლოგად.
1991 წ. ნაძალადევის რაიონის სამხედრო კომისარიატმა გაიწვია სავალდებულო სამხედრო სამსახურში და ჩაირიცხა მე-11 მმ ბრიგადაში.
ლეიტენანტი გაგი ლაცაბიძე დაინიშნა 110-ე სატანკო ბატალიონის ოცმეთაურად.
1992 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩაება აფხაზეთის კონფლიქტში. 27 დეკემბერს სოფელ მერკულასთან გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.