სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დავით (ძგვიბი) მჟავანაძე 1968-93წ. გარდ. 25 წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი დავით (ძგვიბი) მჟავანაძე 1968-93წ. გარდ. 25 წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი დავით (ძგვიბი) მჟავანაძე 1968-93წ. გარდ. 25 წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მჟავანაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

266       ბეჭდვა

დავით (ძგვიბი) მჟავანაძე 1968-93წ. გარდ. 25 წლის აფხაზეთი დაბ. თბილისი

დავით მჟავანაძე  მახსოვს, მესამე კლასში ვიყავი, შენ ავად გახდი, მე დამყავდი ყველგან, შენ ხშირად ცრემლებს მალავდი და გული მიკვდებოდა. ვერ ვიტანდი დედის ტირილს,სწორედ ამიტომ აუტირდება მტერს დედები.


დედაჩემო, თურმე ამხანაგები ჩემზე ასე ამბობენ: ასეთი სამეგობრო ბიჭი არ გვყავს და არც გვეყოლებაო.

მე ხომ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი... მიყვარდით ყველა და ყველაფერი.

25 წელი ვიცოცხლე და ასე მგონია, ცოტა რამ მოვასწარი, საშუალო პროფესიული სასწავლებელის დამთავრების შემდეგ ავტოშემკეთებელი ზეინკალი გავხდი, სწავლა მწყუროდა და ჰუმანიტარული ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე შევედი.

პირველი კურსის სტუდენტი სპეცრაზმის მეთაურის წოდებით ჩავები სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში.

საბედისწერო შეიქნა ჩემთვის 12 ივლისი, გვერდით ჩემი თანამებრძოლი ფხაკაძე დაიჭრა, მე კი ბიჭებს იმედიანად გავძახოდი: – ბიჭო, დათო, ახლა მაინც გაჩერდი, მტერი ყურისძირთანაა, არ გეშინია?!


„მშიშრებს დედები აგიტირდებათ, დედები“ – ჩავილაპარაკე: რა ვიცოდი, ჩემო დედი, თურმე შენ ატირდებოდი მალე.

თავის არეში მომხვდა ტყვია. იქვე საველე ჰოსპიტალში ლამპის შუქზე,გამოუხარშავი ხელსაწყოებით, უნარკოზოდ გამიკეთეს ოპერაცია.

დაჭრილები მეორე დღეს ჰოსპიტლიდან გამოგვიშვეს, ვიდექით ასე ენაჩავარდნილები ცის ქვეშ და რომ არა ქუთაისის მერი, ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი, მტრის ხელში და განადგურებულ სოხუმში ჩავრჩებოდით.

თეიმურაზ შაშიაშვილმა ქუთაისიდან სპეციალური თვითმფრინავი ჩამოიყვანა.ქვეყანა მიაწყდა თვითმფრინავს, მაგრამ მისი განკარგულებით თვითმფრინავში პირველად ჩვენ აგვიყვანეს...

შემდეგ ბიჭები მეუბნებოდნენ, რა გამღერებდაო. მძიმე ოპერაციის შემდეგ ენაწართმეული კაცი ინსტინქტურად ავმღერდი თურმე. ალბათ, უკანასკნელი მადლობა ვუთხარი ჩვენს მხსნელს.

სოხუმელმა ჟორა ბერიძემ, რომელსაც აფხაზებმა სახლ-კარი გადაუწვეს,ძმა მოუკლეს და ერთი შვილი ბრძოლაში დაკარგა, მეორე ვაჟი ზურა და მე თბილისში ჩამოგვიყვანა.


# 8 საავადმყოფოში ერთი თვე მიმკურნალეს, თქვეს, სოხუმში რომ არ გაეკეთებინათ ოპერაცია, ჯობდაო.

რას იზამ, დედი, თურმე ატირების დრო ახლოვდებოდა!

სიკვდილის კართან ვიდექი, მთელი სხეული მოწყვეტილი იყო, მხოლოდ გულს ამუშავებდნენ, შენ მკოცნიდი, ჯერ კიდევ თბილ ლოყებსა და მოთენთილ ხელებს ეფერებოდი, ექიმები კუთხეში ჩურჩულებდნენ – დათო ისეთი ვაჟკაცი ბიჭი იყო,რომ გადარჩენილიყო, ასეთი ინვალიდი თავს მაინც არ იცოცხლებდაო, შენი დათო“.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.07.2021
ბოლო რედაქტირება 11.04.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0