სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მერაბ სილაგაძე 1992წ. გარდ. აფხაზეთი მერაბ სილაგაძე 1992წ. გარდ. აფხაზეთი მერაბ სილაგაძე 1992წ. გარდ. აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი სილაგაძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

მერაბ სილაგაძე 1992წ. გარდ. აფხაზეთი

მერაბ სილაგაძე

პატარა ოთახი...საწოლზე ლამაზად დაწყობილიფოტოსურათები...სისხლიანი პირადობის მოწმობა...ტყვიებით დაფლეთილი საომარიტანისამოსი...სიმყუდროვე...მამის აცრემლებული თვალები, აკანკალებული ხმა...

შავძაძება და ნაღვლიანი, დაღონებული გამოხედვა, სევდიანი ღიმილი ბუკას ხსენებისას...მოგონებათა კრიალოსანის ჩათვლა...

ამ სახლში მოგონებებით ცხოვრობენ: ბუკას მხიარული, უდარდელი წარსული,დაოჯახება... პირველი ვაჟიშვილის სიხარული...

მეორე ვაჟკაცი – ბედნიერების ცრემლი...განქორწინება – სევდა, კაეშანი. დედით აფხაზი მეუღლის გაქცევა, ბავშვების წაყვანა და ორი ვაჟკაცის ბებიის გვარზე გადაწერა...ომი... საზიზღარი არასასურველი ომი...

და ბუკას თამამი განაცხადი:

„ერთი კარგი საქმე უნდა მოვითავო, მერე ოჯახსაც მივხედავ და შენც მოგეფერები, მამა“.

მამის გაოცებული მზერა, გაფითრებული სახე და ფართოდ გახელილი თვალები.

„რა საქმეა, შვილო?“

„აფხაზეთში უნდა წავიდე, მამი“ – ბუკას დაუყოვნებელმა პასუხმა ბიძინა სილაგაძეს თვალები აუცრემლიანა. სევდამ და სიხარულმა ააცახცახა მოხუცი.კაეშანი შვილთან განშორებისა იყო, ხოლო სიხარული – მამაცი, ნაღდი ქართველი შვილის გაზრდისა. ახლაღა მიხვდა მეორე სამამულო ომის მონაწილე ბიძინა, როგორ გაზრდილიყო მისი მერაბი, რა მალე დავაჟკაცებულიყო...

სიტყვის კაცი იყო და აღასრულა კიდეც თავისი ვალი ღირსეულად – 1992 წლის 22 ოქტომბერს ბუკა ომში წავიდა...

ბრძოლის ქარცეცხლი...

ცივი ქარაშოტი...

ზაფხულის მცხუნვარე მზე...

გაუძლო...

ბესლახუბა, კინდღი, ოჩამჩირე, ლაბრა, კოჩარა ბრძოლით განვლო. არ დათმო,ვერ დააჩოქეს!

მერაბმა „ბუკას რუსად“ წოდებული 22 წლის სერგეი შეიკედლა, გული გაუზიარა და ოჯახის სითბო გაუქო. ბუკა ხომ თავისი სულის უზარმაზარ ნათელს ყველას აფრქვევდა, კაეშანს უქარვებდა და გულს უცისკრებდა.

გერმანიაში ჰქონდა გავლილი სამხედრო სამსახური. მდუღარე, ქართული სისხლი ჩქეფდა ბუკაში და იცოდა, რომ სიკვდილი ქართველს ვერარას დააკლებდა, რომ გარდაცვალება მხოლოდ გზა იყო საუკუნო სიცოცხლისაკენ,უკვდავებისაკენ..-

და დათრგუნა კიდეც სიკვდილითვე სიკვდილი...პირველი ჭრილობა...

უშიში – ოჯახის წევრებმა არ გამიგონ, შეეშინდებათო.მამის დაეჭვებული კითხვა:„ფეხი შეხვეული რატომ გაქვს?“

მერაბის სწრაფი პასუხი:

„არაფერია, ძირმაგარა გამიმიზეზდა“.

მხოლოდ შემდგომ გაიგეს, რომ მერაბი დაჭრილი იყო.

ღმერთმა უშველა, გადარჩა...მეორე ჭრილობა...

თვალთან მიყენებული იარა უსივდებოდა, ტკიოდა, მაგრამ არ ეპუებოდა,მაინც სიკვდილ-სიცოცხლის გასაყართან იდგა ურყევად.

კვლავ ბრძოლა...

ფრონტის წინა ხაზი...

დახოცილი, ნაწამები ბუკას მეგობრების – გია ნოზაძის, შოთიკო ლეჟავას,რამაზ რაზმაძისა და ბევრ „კაი ყმათა“ სისხლით გაჟღენთილი მიწის სურნელი საავადმყოფოში მყოფ დაჭრილ ბუკას არ ასვენებდა, მეგობართა უმოწყალოდ დაღვრილი სისხლი შურისძიებას ითხოვდა.

ბუკამ მათი უსულო სხეულები მშობლიურ მიწას მიაბარა, მეგობრების სახელზე მრავალი არაკაცი გამოასალმა წუთისოფელს.


მირანდა ლომიძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1


სილაგაძე

1 0

ისიდორე სილაგაძე ანდრიას ძე (1898-1970) საბჭოთა გენერალი დაბ. სოფ. ნალეფსაო მარტვილი სამეგრელო

1 0


ავთანდილ სილაგაძე 1992წ. გარდ. აფხაზეთი

6 0


თენგიზ სილაგაძე 1951-93წწ. გარდ. სოფ. ახალდაბა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი

3 0


გოჩა სილაგაძე დაკარგულია. აფხაზეთი 1992-93წწ

2 0

ჯეირან სილაგაძე 1966-16/03/93წწ. გარდ. გუმისთა, აფხაზეთი დაბ. სოფ. მახა ცაგერი რაჭა-ლეჩხუმი

3 0


სერგო სილაგაძე 1954-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ცაგერა, ოჩამჩირე, აფხაზეთი.

3 0

ელვარდ(ვლადიმერ) სილაგაძე 1950-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


ნუგზარ სილაგაძე 1963-92წწ. გარდ. ძველი კინდღი ოჩამჩირე დაბ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ნოდარ დავითის ძე სილაგაძე ვეტერანი დაბ. 1969წ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი

3 0


ვალერი სილაგაძე 1944-92წწ გარდ. დაბა განთიადი აფხაზეთი დაბ. ლესელიძე გაგრა

2 0


რომეო სილაგაძე 1975-1993წწ. გარდ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


ჯემალ (ჯუანშერ) სილაგაძე 1939-2002წწ პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, დაბ.თბილისი წარმ. სოფ. წილამიერი ცაგერი

2 0