არტიომ ელიზბარის ძე ცატავა დაიბადა 1965 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის | მოტომსროლელ ბატალიონში.
1993 წლის 16 მარტს სოფელ აჩადარასთან, აფხაზების უკან, დახევის დროს ერთი ჯგუფი გავიდა მე-3 ასეულის პოზიციისკენ.
ორმხრივი ბრძოლის შედეგად, მე-8 პოლკის პლაცაზე დაიღუპა არტიომ ცატავა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის არტიომ ცატავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული დამსახურებისათვის“.