სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბადრი ჭრელაშვილი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. დიმი ბაღდათი იმერეთი ბადრი ჭრელაშვილი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. დიმი ბაღდათი იმერეთი ბადრი ჭრელაშვილი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. დიმი ბაღდათი იმერეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჭრელაშვილი სია

ბაღდათი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

352       ბეჭდვა

ბადრი ჭრელაშვილი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. დიმი ბაღდათი იმერეთი

ბადრი ჭრელაშვილი აღსასრულის დღე იყო"..... 1993 წლის 17 ოქტომბრამდე ერთი თვე თუ რჩება. სოხუმი ალყაშემორტყმულია.


არსებობს იმედი, რომ ქალაქი გადარჩება, თუმცა რკალი თანდათან ვიწროვდება და ახლა მხოლოდ სასწაული თუ იხსნის აფხაზეთს.

21 სექტემბერს, სანამ ქუთაისიდან 21-ე ბრიგადის ბიჭები ჩავიდოდნენ, სოხუმის აეროპორტში ორი თვითმფრინავი აფეთქდა,

ტელეეკრანი ისეთ კადრებს აჩვენებს,დანტეს „ჯოჯოხეთის“ მეცხრე წრეც კი ბავშვურ თამაშად მოგეჩვენებათ.

ბრიგადასთან ერთად სოხუმში ჩავიდნენ ქუთაისის მერი თეიმურაზ შაშიაშვილი, ქუთაის-გაენათის და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის ეპისკოპოსი კალისტრატე, ჟურნალისტები ნანა კუხალაშვილი და ვოვა ბლინოვი.

ბრიგადის ბიჭებიდან ოთხი მებრძოლის საფლავი იქვე, სოხუმში გაითხარა.


 ამ ოთხიდან ერთი ქუთაისელი ბადრი ჭრელაშვილი იყო.

მისი საფლავის მიგნება მხოლოდ თანამებრძოლებს შეუძლიათ იმ ნიშნით,რომელსაც უკეთებენ დაღუპულ თანამებრძოლებს იმ იმედით, რომ იქნებ დადგეს დრო და ბიჭებს თავის საგვარეულო საფლავში ეღირსოთ გადმოსვენება.

სამაჩაბლოსა თუ აფხაზეთში მებრძოლ სხვა მეომრების მსგავსად, ბადრის ბიოგრაფიაც არაფრითაა გამორჩეული. დაიბადა და გაიზარდა მაიაკოვსკის რაიონის სოფელ დიმში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, მუშაობა დაიწყო საავტომობილო ქარხანაში გამმართველად, დაქორწინდა მარინე ნატრიაშვილზე,ჰყავდა ორი შვილი – მეშვიდეკლასელი ინეზა და მეექვსეკლასელი თეიმურაზი.

აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე აიღო იარაღი, იბრძოდა ოჩამჩირეში, სოხუმში,დაიღუპა სოფელ აგუძერასთან ბრძოლაში.

ამქვეყნად სულ 36 წელი დაჰყო.

თანამებრძოლების გადმოცემით, ბრძოლაში 22 სექტემბერს, ჩასვლიდან მეორე დღეს ჩაებნენ. სოფელ აგუძერასთან ალყაში მოჰყვნენ, ასე, დაახლოებით,ასორმოცდაათნი იქნებოდნენ. ან უნდა გაერღვიათ ალყა ან დანებებულიყვნენ.ბრძოლის წამოწყება სცადეს დათო ზივზივაძემ და ბადრი ჭრელაშვილმა. ორივენი დაიჭრნენ. ბიჭებმა სასწაულით გამოიყვანეს ორივე, ბადრი უკვე გარდაცვლილიყო,დათო კი საავადმყოფოში მიიყვანეს, იქვე აგუძერაში, მერე ბრიგადა დაიშალა.

როცა სოხუმი დაეცა, დათო მოიკითხეს, მაგრამ ისიც გარდაცვლილიყო საავადმყოფოში.

სხვა ორ დაღუპულ თანამებრძოლთან ერთად ბადრი და დათო დაასაფლავეს და საფლავები დანიშნეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.08.2021
ბოლო რედაქტირება 25.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0