მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი "წიგნიდან საქართველოსთვის"
სლავიკ შალვას ძე შაკაია დაიბადა 1954 წლის 30 დეკემბერს გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მიიღო ტექნიკური განათლება. 1976 წელს, უკრაინაში (კარაპატისპირეთში) მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
სლავიკ შაკაია ,აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის აპრილიდან ირიცხებოდასაქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის მსროლელად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციაში.
სლავიკ შაკაია 1993 წლის 27 სექტემბერს საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა.