სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11125

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
მათე შამათავა 1951-2021წწ ვეტერანი დაბ. სოფ. მერხეული გულრიფში მათე შამათავა 1951-2021წწ ვეტერანი დაბ. სოფ. მერხეული გულრიფში

1951-1993 წწ. გარდ. 42 წლის

ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი შამათავა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

372       ბეჭდვა

მათე შამათავა 1951-2021წწ ვეტერანი დაბ. სოფ. მერხეული გულრიფში

მათე შამათავა დაიბადა 16 ოქტომბერი 1951 წელს სოფელი მერხეული, გულრიფში აფხაზეთი   გარდაიცვალა 23 აგვისტო 2021 წელი თბილისი



ამონარიდი ნუგზარ ქებურიას წიგნიდან " ჭიდილი მხეცებთან"


 16 მარტს დილის 6 საათზე დაჭრილი ელგუჯა ბერიძის გამოსაყვანად შევიდნენ გულრიფშის სამხედრო პოლიციის ასმეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი პაატა ვეკუა, ოცმეთაური მერაბ ჯიქია, ოცმეთაური მიტუშა ახალაია, ოცმეთაური რომან ძიძიგური და გულრიფშის ასეულის კბილებამდე შეიარაღებული მეომრები...

          - წინასწარ ვგრძნობ დიდი ხნის სიცოცხლე არ გვიწერია... - ჩუმად თავისთვის ჩაილაპარაკა გულრიფშელმა ოცმეთაურმა მერაბ ჯიქიამ და თითი იქითკენ გაიშვირა, სადაც, მანდარინების პლანტაციებში, ოდნავ შესამჩნევად,  წაკუზულები მოდიოდნენ აფხაზური მხარის ბოევიკები.

- ეჰ, მათე!.. მათე!.. - ძლივს გასაგონად და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამოთქვა რომან ძიძიგურმა.

- ვინ მათე!.. რა მათე!.. თუ კაცი ხარ ამიხსენი, რას ბოდავ? - მიტუშა ახალაია სიბრაზისგან ადგილს ვერ პოულობდა.

- ვინ მათე და... ჩვენი მათე, შამათავა... ხომ გვეუბნებოდა ყველაზე წინ თქვენ რას გარბიხართო!..- გაბრაზებული ხმით მიუგო ძიძიგურმა.

- სანამ მათე მოგვაგნებს, ჩვენ ალბათ, ერთიანად ამოგვჟლეტენ. - ხმადაბლა წამოიძახა მიტუშა ახალაიამ და მეგობრებს ურჩია, სანგრებში ჩავძვრეთო, მაგრამ მოულოდნელად რუსებმა რაღაც აბაჟურის მაგვარი მანათობელი ააფრინეს ცაში. ირგვლივ ყველაფერი განათდა. ორი სამი წუთიც და... საშინელი წივილით წამოვიდა ნაღმები და ჭურვები და ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ. ირგვლივ ყველაფერი ზუზუნებდა...

         სარკინიგზო ხიდთან ახლოს გამართულ საშინელ ხელჩართულ ბრძოლაში, რუსების მიერ შემოგზავნილი აფხაზური მხარის ბოევიკების სახელით მონათლული, რუსეთის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი შენაერთები, ჩვენმა მეომრებმა ამოხოცეს, მაგრამ ქართველთა მხრიდან რამდენიმე სამხედრო პოლიციელი  დაიღუპა და უამრავი დაიჭრა...

       სამხედრო პოლიციის გულრიფშის ასმეთაურ მაიორ მათე შამათავას თქმით, ოცმეთაურ მერაბ ჯიქიას ცოცხალს ვერ მიუსწრო, ხოლო თავის მოადგილეს გულრიფშელ პაატა ვეკუას, ასეულის ექიმი ბარიშნიკოვა მუხლებზე ჩაჩოქილი უწევდა პირველად დახმარებას...

    - გადარჩება?!.. - ჰკითხა გამწარებულმა შამათავამ მოუთმენლად. ბარიშნიკოვამ უიმედოდ გააქნია თავი და მეთაურს მხრების აჩეჩვით უპასუხა, მთავარი არტერია აქვს დაზიანებულიო...

              მაიორი შამათავა მიწაზე დაემხო და სიმწრისგან მუშტები თავზე წაიშინა...



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.08.2021
ბოლო რედაქტირება 03.04.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0