სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
დიმიტრი ჟუპინასი (ჩუბინიძე) 1892-1968წწ უკრაინის გენერალი წარმ. სოფ. კრიხი ამბროლაური დიმიტრი ჟუპინასი (ჩუბინიძე) 1892-1968წწ უკრაინის გენერალი წარმ. სოფ. კრიხი ამბროლაური

1892-1968 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ჩუბინიძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

დიმიტრი ჟუპინასი (ჩუბინიძე) 1892-1968წწ უკრაინის გენერალი წარმ. სოფ. კრიხი ამბროლაური

ჟუპინასი (ჩუბინიძე) დიმიტრი ვასილის-ძე (24.05.1892 -16.09.1968)


გენერალ-ხორუნჟი (24.05.1962)

დაიბადა ტფილისში. დედით -პოლონელი იყო. 

იზრდებოდა დედულეთში - კიევის გუბერნიის, ჩერკასის მაზრის, სოფელ სმელაში.

დაამთავრა  სოფლის სკოლა. კავალერიის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1917 წლამდე მსახურობდა რუსეთის ჯარში, მე-12 დრაგუნთა პოლკის პორუჩიკად, იყო დაჭრილი.

  1917 წლიდან მსახურობდა პომორიის მე-14 მსროლელ პოლკში (ქ.ოდესა), 


1918 წლის ბოლოდან მეთაურობდა დირექტორიის ჯარების  ოდესის 1-ლ პოლკს, 1919 წლის 15 მაისიდან  მეთაურობდა გეტმან პეტრე საგაიდაჩნის სახელობის ზაპოროჟიეს 24-ე (შავიზღვის) ქვეით პოლკს, მე-2 უმანის ცხენოსან პოლკს. 

1920 წელს მეთაურობდა ცხენოსან ასეულს ,,ზამთრის,,  პირველ ლაშქრობაში.

1920 წლის ზაფხულიდან მეთაურობდა ცალკეული ცხენოსანი დივიზიის ზაპოროჟიეს მე-2 ცხენოსან პოლკს, მსახურობდა ატამან კოსტია გორდიენკოს სახელობის ცხენოსან ჰაიდამაკების ზაპოროჟიეს პოლკში უფროს ზემდეგად.

1920 წლის ივნისიდან  1927 წლამდე მეთაურობდა  ზაპოროჟიეს მე-2  ცხენოსან პოლკს.

1922 წლის  15  მაისს მიენიჭა  უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.  პოლკის  დაშლის შემდეგ ცხოვრობდა  ვოლინში.

  1939 წელს დაამთავრა  უკრაინის სახალხო მილიციის სკოლა ქ.ლუცკში. გერმანელებთან თანამშრომლობისათვის იქნა დაპატიმრებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ.

ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, 1950 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში, ქ.დეტროიტში. 

დაჯილდოებული იყო უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ორდენებით:

,,რკინის ჯვრით,, ,,სიმონ პეტლიურას,, ჯვრით და  ,,სამხედრო ჯვრით,,

გარდაიცვალა ქ.დეტროიტში (მიჩიგანის შტატი, აშშ). დაკრძალულია ქ.ბაუნდ-ბრუცის სასაფლაოზე.




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.09.2021
ბოლო რედაქტირება 11.03.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0