მიტროპოლიტი სვიმეონი (დ. 1875, რაჭის მაზრა, ბუგეული — გ. 13 ნოემბერი, 1935, თბილისი) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.
მიტროპოლიტი სვიმეონი, ერისკაცობაში სიმონ სპირიდონის ძე ჭელიძე, დაიბადა 1875 წელს რაჭის მაზრის სოფელ ბუგეულში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ბუგეულის სამრევლო-საეკლესიო სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. სიმონმა 1893 წელს მიიღო გადაწყვეტილება სასწავლებლად გადასულიყო სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დასრულების შემდეგ 1898 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში, სადაც აკურთხეს მღვდლად.
1900 წელს იგი დაინიშნა რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ და კეთილმოწესედ. 1923 წლის ნოემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) სვიმეონი აკურთხა ეპისკოპოსად. ეპისკოპოსმა სვიმეონმა 1924 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსადმი საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სახელით გაგზავნილ მიმართვაში დაპატიმრებას გადარჩენილ სხვა მღვდელმთავრებთან ერთად (ეპისკოპოსი ქრისტეფორე, დავითი, ნესტორი) საბჭოთა ხელისუფლებას აღუთქვა ლოიალობა და თანამშრომლობა. 1926 წელს საკათალიკოსო საბჭომ უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით მიიღო გადაწყვეტილება ქუთათელი ეპისკოპოსის დავითის მაწყვერელად გადაყვანისა და ქუთათელად ეპისკოპოს სვიმეონის დანიშვნის შესახებ, თუმცა მეუფე დავითი არ დაეთანხმა საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებას. 1927 წელს ეპისკოპოსი სვიმეონი დაინიშნა ურბნისის ეპარქიის მმართველად. 1930 წელს ქუთაისის ეპარქია ჩააბარეს ეპისკოპოს სვიმეონს, რომელიც ამავდროულად აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში.
1935 წლის 13 ნოემბერს მძიმე ოპერაციის დროს გარდაიცვალა მიტროპოლიტი სვიმეონი, რომელიც დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში. განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ. მიტროპოლიტი სვიმეონი რელიგიურ საკითხებზე ბეჭდავდა წერილებს “მწყემსში” , “შინაურ საქმეებში” , “ივერიას” და “ცნობის ფურცელში”.
მიტროპოლიტი სვიმეონი (ჭელიძე)
მიტროპოლიტი სვიმეონი, ერისკაცობაში სიმონ სპირიდონის ძე ჭელიძე, დაიბადა 1875 წელს რაჭის მაზრის სოფელ ბუგეულში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფ. ბუგეულის სამრევლო-საეკლესიო სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. იმ დროს თბილისის სემინარიაში უკვე იყო სერიოზული დაპირისპირება მარქსისტულად განწყობილ ახალგაზრდებსა და მორწმუნეთა შორის, ხშირად ჩაშლილი იყო სასწავლო პროცესი. სემინარიელმა სილიბისტრო ჯიბლაძემ სასტიკად სცემა სემინარიის რექტორი. ახალგაზრდა სიმონმა 1893 წელს მიიღო გადაწყვეტილება სასწავლებლად გადასულიყო სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დასრულების შემდეგ 1898 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში, სადაც აკურთხეს მღვდლად. 1900 წელს იგი დაინიშნა რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ და კეთილმოწესედ. 1912 წელს დიდი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელი რაჭას ესტუმრა. ყველა სოფელში, სადაც მგოსანი გაივლიდა, იყო ხალხმრავლობა და საზეიმო განწყობა, ყველას სურდა ახლოს ენახა დიდი ქართველი პოეტი და გამოეხატა თავისი სიყვარული და პატივისცემა მის მიმართ. მღვდელ სიმონ ჭელიძეს აკაკისათვის გამართულ ერთ-ერთ სუფრაზე უთამადია და ამ სიტყვებით მიუმართავს მისთვის: "თქვენი ცხოვრების წარსული და აწმყო ნებას მაძლევს გონების თვალით გადავხედო იმ დროს, როდესაც მაცხოვარი წაესწრო გალილეის ტბაზე მებადურ ებრაელებს და მათგან აირჩია მოციქულები. მაღალი სწავლა ქრისტიანობისა მოციქულებად მოითხოვდა ისეთ პირებს, რომელთაც უნდა უარეყოთ ყოველივე სოფლიური და მთელი არსებით შესდგომოდნენ ქრისტეს სახარების გავრცელებასა და განმტკიცების საქმეს. მოციქულებმა ზედმიწევნით შეასრულეს ღვთაებრივი მასწავლებლობა, როდესაც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მოჭირნახულევ, წამოიზარდეთ და შესძელით საღი გონებით გემზირათ ქვეყნისათვის, ქვეყნის მაცხოვარმა ძვირფასმა სამშობლომ თითქოს მოგმართა მაცხოვრის აღნიშნული სიტყვებით, რომ მისი სიყვარულისათვის ყოველივე ამქვეყნიური დაგეტოვებინათ. თქვენ, როგორც ზეგარდამო მადლით განგრძნობილმა მოციქულმა საქართველოს დიდებისამ, კიდეც შეასრულეთ დიდმნიშვნელოვანი მოწოდება სათაყვანებელი სამშობლოსი: დაუტოვეთ მამა, დედა, ცოლი, ძე და ასული, აღიღეთ ჯვარი სამშობლოს მსახურებისა და ნახევარ საუკუნემდე მეტი დაუღალავად ატარებთ მას თქვენდა სასახელოდ და ჩვენდა სასიქადულოდ. დღეს პირნათლად და მოციქულებრივი ბრწყინვალებით დგახართ ქართველი ერის წინაშე შემკობილი უკვდავების გვირგვინითა, რომლის ძარღვს და ფოთლებს შეადგენს უსაზღვრო სიყვარულის გრძნობა მამულისა თავისი უსაყვარლესი შვილისადმი." (56, 70).
1923 წლის ნოემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) სვიმეონი აკურთხა ეპისკოპოსად. მეუფე სვიმეონს ურთულეს პერიოდში მოუხდა ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება. ამ დროს საქართველოში ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების მიერ მიმდინარეობდა ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა, საეკლესიო სიწმიდეთა განადგურება. დაპატიმრებული იყვნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრების უმრავლესობა, დაპატიმრებული იყო კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი. ეპისკოპოსმა სვიმეონმა 1924 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსადმი საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სახელით გაგზავნილ მიმართვაში დაპატიმრებას გადარჩენილ სხვა მღვდელ¬მთავრებთან ერთად (ეპისკოპოსი ქრისტეფორე, დავითი, ნესტორი) საბჭოთა ხელისუფლებას აღუთქვა ლოიალობა და თანამშრომლობა. 1926 წელს საკათალიკოსო საბჭომ უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით მიიღო გადაწყვეტილება ქუთათელი ეპისკოპოსის დავითის მაწყვერელად გადაყვანისა და ქუთათელად ეპისკოპოს სვიმეონის დანიშვნის შესახებ, თუმცა მეუფე დავითი არ დაეთანხმა საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებას. ეპისკოპოს სვიმეონს ვიღაცამ შეატყობინა, რომ შენი ქუთათელობა არ უნდათო და მანაც უსაბუთოდ დაიჯერა ეს ჭორი. გულმოსულმა თბილისში დეპეშა აფრინა - ვწყვეტ საკათოლიკოსო საბჭოსთან ურთიერთობასო. ეპისკოპოს სვიმეონის შეცდომა იყო ქუთაისის საეკლესიო კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღება და დროებითი მმართველობის წევრად თანხმობის მოცემა. 1927 წელს ეპისკოპოსი სვიმეონი დაინიშნა ურბნისის ეპარქიის მმართველად. 1930 წელს უკიდურესად გამწვავდა ურთიერთობა მიტროპოლიტ დავითსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ს შორის. საკათოლიკოსო სინოდმა ეპისკოპოს სვიმეონს თავმჯდომარეობით მიიღო გადაწყვეტილება მიტროპოლიტ დავითის პენსიაზე გაშვების შესახებ, მაგრამ უწმიდესისა და უნეტარესის, ქრისტეფორე III-ის რეზოლუციით იგი გადაიყვანეს ბათუმ-შემოქმედელად, ხოლო ქუთაისის ეპარქია ჩააბარეს 1930 წელს ეპისკოპოს სვიმეონს, რომელიც ამავდროულად აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში.
1935 წლის 13 ნოემბერს მძიმე ოპერაციის დროს გარდაიცვალა მიტროპოლიტი სვიმეონი, რომელიც დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში. განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ, რომელმაც ისაუბრა განსვენებული მღვდელ¬მთავრის ღვაწლზე და პიროვნულ ღირსებებზე. მიტროპოლიტი სვიმეონი რელიგიურ საკითხებზე ბეჭდავდა წერილებს "მწყემსში", "შინაურ საქმეებში", "ივერიასა" და "ცნობის ფურცელში."
საპატრიარქოს უწყებანი N41 9-15 დეკემბერი 2010წ გვ. 18
მიტროპოლიტი სვიმონი (ჭელიძე) 1875-1935
მიტროპოლიტი სვიმონი, ერისკაცობაში სიმონ ჭელიძე, 1875 წელს, რაჭის მაზრის სოფელ ბუგეულში, მღვდელ სპირიდონ იოსების ძე ჭელიძისა და კესარია ექვთიმეს ასულის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი სპირიდონი, 1889-1904 წლებში სოფელ ღვარდიის მაცხოვრის ეკლესიაში, ხოლო 1904 წლიდან საკეციის მაცხოვრის ეკლესიაში მსახურობდა. მამის ლოცვა-კურთხევით სიმონი პატარაობიდანვე ჩაება საეკლესიო ცხოვრებაში. სწავლობდა ბუგეულის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1893 წელს სიმონმა თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, მაგრამ ამავე წლიდან სტავროპოლის სასულიე-რო სემინარიაში განაგრძო სწავლა. 1897 წელს მან აღნიშნული სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. სიმონი იმავე წელს დაბრუნდა სამშობლოში და იქორწინა სოფიო ყარამანის ასულზე. მათ ოთხი შვილი გაუზარდეს ქვეყანას: აკაკი და აბიბოსი (ტყუპები), პეტრე და თამარი. 1898 წლის 18 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) სიმონი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 21 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი და რაჭაში, ქვემო კრიხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1898-1905 წლებში იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების ყრილობაზე დასასწრებ დეპუტატად გამოირჩიეს. ამავე წელს ბუგეულის ორკლასიან სამინისტრო სკოლაში მუდმივ მეთვალყურედ დაინიშნა. 1899 წლის 15 დეკემბერს მეუფე ბესარიონმა საკეციის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა. 1900 წლის 13 ივნისს რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ და სადმელის ოლქის კეთილმოწესედ აირჩიეს. 1904 წლიდან ბუგეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლსიის წინამძღვრად დაინიშნა და ამავე წელს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1909 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს, ხოლო 1913 წლის 6 მაისს კამილავკა.
1912 წლის ივლის-აგვისტობი ყველასათვის საყვარელმა და დაუვიწყარმა ქართველმა პოეტმა და მწერალმა აკაკი წერეთელმა იმოგზაურა რაჭა-ლეჩხუმში. ამ საინტე-რესო მოგზაურობასთან დაკავშირებით შემორჩენილია უხმო დოკუმენური კინოფილმი, ასევე ჩანაწერები, სადაც აღწერილია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. 23 ივლისს სოფელ წესში, ბარაკონზე თავად შამადავლე ასლანის ძე ერისთავის ეზოში გაიშალა დიდი სუფრა, რომელსაც 300-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. სუფრაზე თამადად აირჩიეს მთავარხუცესი, მღვდელი სიმონ ჭელიძე. ჩვეულებისამებრ, მან ჯერ დაილოცა, ადღეგრძელა ქართველი ერი, შემდეგ აიღო ყანწი, გაავსო ღვინით და მიმართა მგოსანს: „ბატონო აკაკი! შენი ცხოვრების წარსული და აწმყო მოქმედება მაძლევს მიზეზს გონების თვალით გადავხედო იმ დროს, როდესაც მაცხოვარი შეხვდა გალილეის ტბაზე მებადურ ებრაელებს და აირჩია მათგან მოციქულები. მა-
41-1საპატრიარქოს უწყებანი N41 9-15 დეკემბერი 2010წ 19
მიტროპოლიტი სვიმონი (ჭელიძე) 1875-1935 (გაგრძელება)
-ღალი სწავლა ქრისტიანობისა მოციქულებად მოითხოვდა ისეთ პირებს, რომელთაც უნდა უარეყოთ ყოველივე სოფლიური და მთელი არსებით შესდგომოდნენ ქრისტეს სახარების გავრცელების და განმტკიცების საქმეს; და აკი მაცხოვარმაც ამ სიტყვებით მიმართა ახლად არჩეულ მოციქულებს: „რომელსა უყვარდეს მამა ანუ დედა უფროს ჩემსა, არა არს იგი ჩემ- და ღირს; და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს;
და რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“. მოციქულებმა ზედმიწევნით შეასრულეს წინადადება ღვთაებრივის მასწავლებლისა. როდესაც შენ, ჩვენო ძვირფასო მოჭირნახულევ, წამოიზარდე, და შეიძელი საღი გონების თვალით გემ- ზირნა ქვეყნისათვის, შენმა ქვეყნიურმა მაცხოვარმა ძვირფასმა სამშობლომ თითქო მოგმართა მაცხოვრის აღნიშნული სიტყვებით, რომ მისი სიყვარულისათვის ყოველივე ქვეყნიური დაგეტოვებინა, შენ, როგორც ზეგარდამო მადლით განბრძნობილმა მოციქულმა საქართველოს დიდებისამ, კიდევაც შეასრულე დიდმნიშვნელოვანი მოწოდება სათაყვანებელ სამშობლოსი: დაუტოვე მამა, დედა, ცოლი, ძე და ასული, აღიღე ჯვარი სამშობლოს მსახურებისა და ნახევარ საუკუნეზე მეტი დაუღალავად ატარებ მას შენდა სასახელოდ და ჩვენდა სასიქადულოდ. მას შემდეგ, რაც იცანი და აიღე გემო მამულისადმი სიყვარულისა, დაუტოვე ქვეყნიური გემოვნება, ოჯახური სიამოვნება, მოქალაქობრივი მშვიდობა და კმაყოფილობა და დღეს, აღმასრულებელი თავის მოვალეობისა, პირნათლად და მოციქულებრივის ბრწყინვალებით სდგეხარ ქართველი ერის წინაშე, შემკობილი უკვდავების გვირგვინითა, რომლის გვერგვს (ჩიჩილაკის ერთ-ერთი სახეობა რაჭა-ლეჩხუმში) და ფოთლებს შეადგენს უსაზღვრო გრძნობა სიყვარულის სრულიად საქართველოისა თავის უსაყვარლეს შვილისადმი... ინეტარე, ძვირფასო მგოსანო, რომ ნაყოფი შენის შრომისა, ერთი ათასად მომკილი და მოსამკალი, პირისპირ იხილე შენ! შენი ხვედრი ძვირფასი ხევდრია, ხვედრი ღირსი თავდადებულის შრომისა და ღვაწლისა, რომელსაც ეღირსებიან მხოლოდ შენსავით რჩეულნი, მაგრამ ასეთნიც იშვიათად, ძლიერ იშვიათად. ნება მიბოძე, როგორც ჩემს მასწავლებელს, მოგილოცო ეს ძვირფასი წამები შენის ცხოვრებისა და მოგესალმო ლექსით: სამშობლო ქვეყნის სიყვარულის ხმას შენი ჩანგური ძლიერად უკრავს, და მამაპაპურს ტკბილ შემოძახილს დღეს შენი ქნარი ეუბნება ბანს. ეგ ქართველური ამოძახილი კვლავ საიმედო აწ მეცა მხიბლავს, ხალისს მიღვიძებს, ძალას მიმატებს და აღფრთოვანებს ამ ჩემს გულის თქმას. მგოსანო, მაგ შენს სულის კვეთებას გლახ-მომაკვდავი როგორ მივსწვდები? მსურს კი, რომ გავხდე მამულიშვილი, თუმც ამ სურვილს და ლოდინში ვდნები. შენს აზრთა ელვას, გრძნობათა ღელვას, გვედრებ, უღირსი მეც მაზიარე, უსაზღვრო გრძნობა სიყვარულისა მამულისადმი გამიზიარე! იქნებ მეც შევსძლო, უბრალო მწირმა, თითით შევეხო შენს უღელს მძიმეს, შევამსუბუქო და საადვილო გადავულოცო ჩემს ასულს და ძეს. ამას გთხოვ მხოლოდ, ჰოი, მგოსანო, გემუდარები ცრემლების ფრქვევით: გმირული გრძნობა გადმომილოცე მამაპაპურის ლოცვა-კურთხევით. რომ მეც მეღირსოს შესვლა იმ გუნდში, წინ რომ უძღოდა შავ დროში შენს ერს და მათთან ერთად ვსტიროდე და ხან ლხენით ვმღეროდე მრავალჟამიერს“. მამა სიმონის სიტყვასა და ლექსს ტაში და „ვაშას“ ძახილი მოჰყვა. ამ დროს ტაძრის მახლობლად ორჯერ დაიცალა ჯაზაირები, რაზედაც მინდა-ციხიდან ლაღუმის დაცლით უპასუხეს. განგებ გაგზავნილმა გლეხებმა აგრეთვე თოფ-დამბაჩები გაისროლეს და შესძახეს: „ვაშა აკაკის, გაუმარჯოს!“ 1917 წლის 11-17 სექტემბერს თბილისში ჩატარდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის პირველი საეკლესიო კრება. კრების ბოლო დღეს, 17 სექტემბერს, აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქი. კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის პატივი წილად ხვდა ეპისკოპოს კირიონს (საძაგ- ლიშვილი), რომელსაც მისასლმებელი სიტყვით მღვდელმა სიმონ ჭელიძემ მიმართა: „ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდენ გალილიას მთასა მას, სადა უბრძანა მათ იესო, იხილეს იგი და თაყვანი სცეს მას“ (სახარება მათესი). „თქვენო უნეტარესობავ! როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე აწამეს, მოჰკლეს და დაჰფლეს, მისი მოციქულები გაიფანტნენ და ზოგს მათგანს ეჭვიც დაებადა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომაში, მაგრამ
41-2საპატრიარქოს უწყებანი N41 9-15 დეკემბერი 2010წ 20
მიტროპოლიტი სვიმონი (ჭელიძე) 1875-1935 (დასასრული)
როდესაც მათ იხილეს იგი მკვდრეთით აღდგომილი გალილიას მთაზე, ფრიად განიხარეს და თაყვანისცეს მას. 117 წლის წინეთ ჩვენი ქვეყნიური მაცხოვარი — ძვირფასი სამშობლო, თავის ეკლესიით, მისმა მტრებმა აწამეს, მოჰკლეს და დაასამარეს, ხოლო მოციქულნი საქართველოს დიდებისა და თავისუფლებისა ― გაიფანტნენ და რჩეულნი მათგანნი ასი წლის განმავლობაში თუმც თავდადებით ემსახურებოდნენ მის აღდგენის საქმეს, მაგრამ თითქმის ყველა მათგანს ეჭვი ჰქონდა საქართველოს აღდგენისა. ერთი ამ თავდადებულ მოციქულთაგანი თქვენც ბრძანდებით, უნეტარესო მეუფეო! ძვირფასი სამშობლოს და ეკლესიის გულისათვის მრავალი ტანჯვა და მწუხარება აიტანეთ, ბევრი წამება მიიღეთ; ამისდა მიუხედავად, თქვენ სულით არ დაცემულხართ და კურიაჟის მონასტერში დატყვევებული, პირიქით, ამხნევებდით მნახველ ხარკოველ ქართველ სტუდენტებს: ნუ დაეცემით სულით, დრონი და გარემოებანი იცვლებიან და თქვენც და ჩვენი ძვირფასი სამშობლოც უკეთეს დროს მოესწრებითო. და აი, აღსრულდა თქვენი სიტყვები. 117 წლის ტყვეობით დასამარებული საქართველოს ეკლესია აღსდგა მკვდრეთით დღეს და ამ აღდგომილი ეკლესიის გარშემო, თქვენის მეთაურობით, ვითარცა ქრისტეს გარშემო, თავის საკუთარ გალილიაში ― ჩვენს დიდებულ სიონში შემოკრებილია დღეს ეს უთვალავი ქართველობა და მეტი სიხარულით ცრემლმორეულნი თაყვანსა ვცემთ მას ამ ჩვენს ქვეყნიურ მაცხოვარს — მკვდრეთით აღდგომილსა. დიახ, საქართველო აღსდგა მკვდრეთით! მაგრამ მხოლოდ ნახევრად: მისი მოქალაქეობრივი და პოლიტიკური თავისუფლება ჯერ კიდევ ტყვეობაშია და ჩვენ გვმართებს ყველას, რომ ამ მხრივადაც ვეცადოთ მის მკვდრეთით აღდგინებას. უნეტარესო მეუფეო! კათედრა სრულიად საქართველოს ეკლესიის პატრიარქ-კათალიკოზისა იქნება გოლგოთა ყველა კათლიკოზისათვის მანამდე, სანამ საქართველო არ მოიპოვებს პოლიტიკურ თავისუფლებასაც. მანამდე ყოველმა ქართველმა კათალიკოზმა თავის მხრებით უნდა აიტანოს ამ გოლგოთაზე ჯვარი საქართველოს თავისუფლებისა და, თუ გარემოებამ მოითხოვა, უნდა ხელგართხმულად ეცვას ზედ, აი ასე (განაპყრობს ხელებს)! და ვსთხოვ ყოვლად შემძლებელს ღმერთს და საქართველოს მფარველს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რომ ჩვენი ქვეყნიური მაცხოვრის — საქართველოს — პოლიტიკურადაც მკვდრეთით აღდგომას მოსწრებოდეს თქვენი ნაწამები, მაგრამ სპეტაკი ჭაღა-რა!“ 1920 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) მამა სიმონს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1923 წლის 18 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, დეკანოზ სიმონს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, სვიმონი უწოდეს და ჭყონდიდის ეპარქია ჩააბარეს. 1927 წლის აგვისტოდან მეუფე სვიმონი ურბნისის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. 1930 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით, ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გადაიყვანეს და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭეს. მიტროპოლიტი სვიმონი 1935 წლის 13 ნოემბერს, თბილისში, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მისი ცხედარი 18 ნოემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაასაფლავეს. მეუფე სვიმონი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებთან: „მწყემსი“, „შინაური საქმეები“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ. მისი ფსევდონიმები იყო: „სენსიმონი“, „მოგზაური“, „ივერიელი“. სამწუხაროდ, უღმერთო ხელისუფლებამ 1937 წლის რეპრესიების დროს მისი მრავალი ხელნაწერი და ნივთი გაანად-გურა.