სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
რომან ძნელაძე 1933-1966წწ. ოლიმპ. პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. თერჯოლა, იმერეთი რომან ძნელაძე 1933-1966წწ. ოლიმპ. პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. თერჯოლა, იმერეთი რომან ძნელაძე 1933-1966წწ. ოლიმპ. პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. თერჯოლა, იმერეთი

1933-1966 წწ. გარდ. 33 წლის

მაქს.წარმატება 23 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი ძნელაძე სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

რომან ძნელაძე 1933-1966წწ. ოლიმპ. პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. თერჯოლა, იმერეთი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
1
0
2

რომან მიხეილის ძე ძნელაძე (დ. 12 აპრილი, 1933, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 11 აპრილი, 1966, თერჯოლა, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. 1956 წლის მელბურნის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1956). თამაშების მესამე პრიზიორი (1956, მელბურნი), სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1952). ჭიდაობით 1948 წელს დაკავდა მწვრთნელ ნ. გ. აკოფავასთან. პირველი წარმატება მოიპოვა 1952 წელს, როდესაც საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. ამავე წელს სსრკ-ის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.


1956 წელს მოიგო საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადა — შეჯიბრება, რომელსაც სსრკ-ის ჩემპიონატის სტატუსი ჰქონდა, რა დროსაც, ფინალურ ორთაბრძოლაში დაამარცხა 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი იაკობ პუნკინი და მოხვდა ოლიმპიურ გუნდში.

1956 წლის მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე იბრძოდა 62 კგ-მდე წონით კატეგორიაში. გამარჯვებული განისაზღვრა საჯარიმო ქულების მინიმალური რაოდენობით: სუფთა მოგებისათვის (ტუშე) საჯარიმო ქულები არ დაირიცხა, მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებისთვის ერთი საჯარიმო ქულის დარიცხვა მოხდა; ნებისმიერი დამარცხებისათვის დაირიცხა 3 საჯარიმო ქულა. სპორტსმენი, რომელიც 5 საჯარიმო ქულას დააგროვებდა, ტოვებდა ტურნირს. ძნელაძე დაჯილდოვდა ბრინჯაოს მედალით.

მიღებული აქვს მედალი შრომითი წარჩინებისათვის.

დაიღუპა ავტოკატასტროფაში, აგრეთვე მოჭიდავე ავთანდილ ქორიძესთან ერთად. დარჩა მეუღლე, ნელი ძნელაძე რომელთანაც 9 წელი გაატარა და ჰყავდა ორი შვილი.

დაიბადა 1933 წლის 1 სექტემბერს თბილისში. გარდაიცვალა 1966 წლის 11 აპრილს, თერჯოლაში მომხდარ ავტოავარიაში

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (62კგ)

ტიტულები:

ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1956 (62კგ; მელბურნი)

სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი - 1956 (62კგ; მოსკოვი)

სსრკ ჩემპიონი - 1956 (62კგ; მოსკოვი)

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1952 (62კგ; ერევანი)

საქართველოს ჩემპიონი - 1952

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1956

სხვა ჯილდოები:

მედალი შრომითი წარჩინებისთვის (სსრკ)

*-რომან ძნელაძის შედეგები 1956 წელს, მელბურნის ოლიმპიადაზე:

I წრე: მიუზაჰირ სილილე (თურქეთი) - წაგება

II წრე: გუნარ ჰაკასონი (შვედეთი) - მოგება

III წრე: უმბერტო ტრიპა (იტალია) - მოგება

IV წრე: რაუნო მიაკინენი (ფინეთი) - მოგება

V წრე: იმრე პოიაკი (უნგრეთი) - წაგება

*-1966 წლის 11 აპრილს თერჯოლაში მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპა 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ავთანდილ ქორიძესთან ერთად.

პირველი ადგილი(ქვემსუბუქი წონა)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1956, მოსკოვი, რუსეთი

მესამე ადგილი(62კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1952, ერევანი, სომხეთი

მესამე ადგილი(-62 კგ)

ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 27.01.2022
სულ რედაქტირებულია 1





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16