სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
ტარიელ შაქროს ძე ვასაძე დ. 1947წ. მაქს. 0,72 მილიარდი დაბ. სუფსა ლანჩხუთი გურია ტარიელ შაქროს ძე ვასაძე დ. 1947წ. მაქს. 0,72 მილიარდი დაბ. სუფსა ლანჩხუთი გურია
ბმულის კოპირება



გვარი ვასაძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

461       ბეჭდვა

ტარიელ შაქროს ძე ვასაძე დ. 1947წ. მაქს. 0,72 მილიარდი დაბ. სუფსა ლანჩხუთი გურია

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Тариел Васадзе (Украина) Tariel Vasadze

Возраст: 59 летДолжность: владелец корпорации «УкрАвто», народный депутат (БЮТ)Состояние: $720 млн.Сфера интересов: автомобилестроение Семейное положение: женат, двое детей

ტარიელ ვასაძე - (15 ოქტომბერი 1947, სუფსა, ლანჩხუთის რაიონი). უკრაინის რადის დეპუტატი, ბიზნესმენი.

Тариэ́л Ша́крович Васа́дзе (укр. Таріел Шакрович Васадзе; род. 15 октября 1947СупсаЛанчхутский муниципалитет) — украинский политик и предприниматель, народный депутат Верховной Рады, президент ОАО «Украинская автомобильная корпорация». Член Фракции Партии Регионов (до 21 февраля 2014), Глава подкомитета по вопросам тарифного и нетарифного регулирования внешней торговли (включая вопросы антидемпинговых расследований) Комитета Верховной Рады Украины по вопросам налоговой и таможенной политики.

ბიოგრაფია

ტარიელ ვასაძე ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსებთან, ქალაქის მერთან, პრეზიდენტთან და მის გარემოცვასთან დაახლოებულ პირად ითვლება (2003წ.). ავტოქარხანა დეუს მფლობელი, ტოიოტასა და ნისანის გენერალური წარმომადგენელი უკრაინაში, მანქანების დიდი მაგნატი უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ თავს ქართველად თვლის.

ტარიელ ვასაძე სუფსაში დაიბადა. მამამისი ურეკში სკოლის დირექტორად მუშაობდა და მშობლებმა იქ რუსულ სკოლაში შეიყვანეს. გვარში რუსი არავინ ჰყავს, მაგრამ მაშინ ისეთი დრო იყო, რუსულ განათლებას ბევრი იღებდა. ნიჭიერი ბავშვი იყო და ძალიან კარგად სწავლობდა. მისი მონაცემების პატრონს ჩაბარების პრობლემა არსად ჰქონდა, მაგრამ კიევში ჩასვლა ერთმა ფაქტორმა გადააწყვეტინა, ის და ერთი მისი მეგობარი ფეხბურთის ფანები იყვნენ, გარკვეული პერიოდი თბილისის "დინამოს" აქტიურად გულშემატკივრობდნენ. კიევის "დინამოს" გააქტიურება მისი სკოლის დამთავრებას დაემთხვა და გეზიც უკრაინისკენ აიღეს. ასე ჩავიდნენ უცხო ქალაქში. როგორც თვითონ იხსენებს: მამამისმა თავის ცხოვრებაში შვებულება პირველად აიღო და წაჰყვა. კიევის "დინამოს" გარდა, მათთვის ნაცნობი არავინ და არაფერი იყო. ინსტიტუტში ჩაირიცხნენ და მისი დამთავრების შემდეგ, საქართველოში უნდოდა დაბრუნება. პირველ წლებში საშინელი ნოსტალგია ჰქონდა. ინსტიტუტიდან გაანაწილეს, თავიდან ფიქრობდა, ერთი წელი ვიმუშავებ და წავალო. ცხადია, სადაც არავის იცნობ, იძულებული ხარ, საქმეზე იყო ორიენტირებული. მერე კი ისე მოხდა, მთელი ცხოვრება ამ სფეროში მუშაობს, შეგირდობიდან დაწყებული.

მშობლებისგან ფინანსურად ყოველთვის უზრუნველყოფილი იყო. მეხუთე კურსზე ექვსი თვე სადიპლომო პრაქტიკა ჰქონდა ტაქსოპარკში (საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ფაკულტეტი დაამთავრა). ათ დღეში დიპლომი დაწერა. მერე, რაღაც ხომ უნდა ეკეთებინა, გართობის მიზნით სატაქსაოდ გადიოდა და მთელ უკრაინას მანქანით უვლიდა. ბავშვობიდან ოცნებობდა, ავტომრბოლელი გამოსულიყო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ამ სფეროში თითქმის ყველა საფეხური გაიარა, ბოლოს იყო მთავარი საავტომობილო კომიტეტის უფროსი, რომელიც სააქციო საზოგადოება გახდა. პირველად ავტომობილების ტექნიკური მომსახურებით, რემონტით და ავტომობილების გადაზიდვით დაიწყო მუშაობა პარტნიორებთან ერთად. დღეს საავტომობილო ქარხნის მფლობელია, სადაც 43 ათასი კაცი მუშაობს და ყველგან იდეალური წესრიგია.

ვერ იტანს უსუფთაობას, შემოვლას ტუალეტების დათვალიერებით იწყებს. მათ აქვთ 405 დაწესებულება მთელ უკრაინაში. რაც შეეხება შემკვეთებს, 100 ათასზე მეტია. აქვთ შვილობილი კომპანია და "დაიმლერ კრაისლერის" გენერალური წარმომადგენლობა უკრაინაში, მეორე შვილობილი კომპანიაა "ტოიოტას" გენერალური წარმომადგენლობა, მესამე შვილობილ კომპანიას უკრაინაში წარმოადგენს "ნისანი". ზაპოროჟიეს ქარხანაში მალე დაიწყებენ "ოპელის" წარმოებას. ასევე, პირველებმა მიიღეს "E" კლასის "მერსედესების" წარმოების უფლება. "მერსედესის" პირველი საცდელი პროექტი უკვე გაიარეს. ის შემოყვანილთან შედარებით 15%-ით იაფი ეღირება.

მეგობრებთან ერთად სადაზღვევო კომპანია "გარანტ-ავტოს" თითქმის სრულ პაკეტს ფლობს, რომელიც უკრაინის სადაზღვევო კომპანიების ოთხეულში შედის.

მისი ჰობია ნადირობა და ამიტომ გააკეთა მაღაზიები, სადაც "შმაისერის" ფირმის სანადირო თოფები იყიდება. ნადირობს მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან.

ფარცხალაძესთან ერთად აქვს რესტორანი "პერვაკი", სტუმრებისთვის, მეგობრებისთვის, თუმცა მისი ძირითადი საქმე მაინც საავტომობილო ბიზნესია.

პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველია, ვინც მუშაობს "მერსედესთან", "დეუსთან" და "ოპელთან".

ცხრა წლის მანძილზე "მერსედესთან" მუშაობით და თავიანთი საქმიანობით დაამტკიცეს, რომ ღირსეულად შეუძლიათ წარმოადგინონ ეს კომპანია. 2001 წელს აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო გენერალურ წარმომადგენლად აღიარეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ისინი პარტნიორობაზე წამოვიდნენ. რაც მთავარია, ამ საქმეში მათ აქვთ სახელმწიფო მხარდაჭერა. "მერსედესის" ხელმძღვანელობა სამი წელი აკვირდებოდა მათ, იოლად არაფერი მოსულა, ასეთი სერიოზული კომპანია ქვეყანაში უბრალოდ არ შედის. რუსეთი ამ ფაქტმა აღაშფოთა, რადგან პრივილეგია უკრაინას ერგო, ამას დიდი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. როცა ასეთი ტრანსნაციონალური კომპანიები ქვეყანაში შედიან, მას თან მოჰყვება პოლიტიკურ-ეკონომიკური წარმატებები.

საავტომობილო ინდუსტრიაში "მერსედესი" ელიტარულად მიიჩნევა. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი კუჩმა მათ ქარხანაში იყო და პრეზენტაციაზეც აპირებს მისვლას, რომელიც მხარს უჭერს და პრიორიტეტული სტატუსიც მისცა.

ის თვლის, რომ ამხელა საავტომობილო ინდუსტრია სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე ვერ განვითარდება. ძალიან ბევრი ოპონენტი ჰყავს. ვინც იმპორტზე მუშაობს, ცხადია, მათთვის ისინი დიდი კონკურენტები არიან.

ვასაძე ამბობს, რომ საქართველოში მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს და დაიცვას ბიზნესი, რათა ადამიანმა მუშაობის სურვილი არ დაკარგოს. საქართველოში ბევრი პოლიტიკური შეცდომა მოხდა. არც აქ არის ტკბილი ცხოვრება. თუმცა შევეცდები, აქედან დავეხმარო ჩემს სამშობლოს, იქნება ეს საქართველოს საელჩოს მშენებლობის საკითხი, ქართული ეკლესიის თუ სხვა.”

ჯერ კიდევ პატიაშვილის დროს ჰქონდა ტრანსპორტის მინისტრის პოსტზე შემოთავაზება. დღეს რომ შესთავაზონ, არ წამოვა, რადგან როგორც თვითონ ამბობს აქვს რეალური საქმე, რომელიც მისი ცხოვრების მიზანია. თანაც მადლიერია უკრაინელი ხალხისა, რომელმაც თავიდანვე თბილად მიიღო.

რამდენიმე წლის წინ ჯერ საავტომობილო ქარხნის სახელმწიფო პაკეტის მმართველი გახდა, შემდეგ ქარხნის წილი - 50% ტენდერით იყიდა, დანარჩენი 50% კორეელებისაა. მაგრამ ზაპოროჟიეს საავტომობილო ქარხნის 81%, საკონტროლო პაკეტი მისია, დანარჩენი - სხვა აქციონერების. 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 45 მილიონი კრედიტი კორეელებმა ჩადეს, ვასაძემ მხოლოდ 10 მილიონი.

მიუხედავად ყველაფრისა, ამბობს, რომ "კრიშა" არა ჰყავს. აქვს ძლიერი აქციონერის ავტორიტეტი და ძლიერი აქციონერული კომპანია, მისი "კრიშა" ხელისუფლებაა, რადგან იცავს საკუთარი მწარმოებლის ინტერესს. იქ არიან ძალები, ვისაც ნამდვილად უნდათ უკრაინის აღორძინება და მათ მოკრძალებით ეპყრობა. შეეძლო სუფთა იმპორტზე ემუშავა და ფულიც ჰქონოდა. "ამისთვის ტოიოტაც მეყოფოდა, მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს როცა ამდენ ადამიანს აპურებ, იმხელა ნდობის ავანსი მივიღე ქარხნის მშრომელებისგან." - ამბობს ტარიელ ვასაძე. ქარხანაში მარტო 18 ათასი მოსამსახურეა. ხელფასი ჯერ დიდი არ არის, მაგრამ ზრდის ტენდენცია აქვს. გენერალურ წარმომადგენლობაში თითქმის 350 დოლარია. 405 ავტოსერვისი უკრაინაში პატარა საქმე არ არის. ნაწილები იქ იჩარხება, იქ მზადდება და ა. შ.

პერსონალურად ჰყავს სხვადასხვა მანქანები: "მერსედესი" სხვადასხვა სახის, ტოიოტას ჯიპი. თვითმფრინავი, ვერტმფრენი ან კატერი ჯერ არ ჰყავს, ბიუჯეტი არ აძლევს ამის საშუალებას.

კომპანიის საქონელბრუნვა წელიწადში თითქმის მილიარდ ნახევარი დოლარია. ხელფასი კი იმდენი აქვს, რომ ჰყოფნის.

კონკურენცია მართლა მკაცრი და დაუნდობელია. "თქვენ წარმოიდგინეთ, ევროკომისია წინააღმდეგი იყო უკრაინაში საავტომობილო ინდუსტრიის აღორძინების. მათ ურჩევნიათ, 500 ათასი გამზადებული მანქანა შეიყვანონ უკრაინაში, არ უნდათ მოწილე ჰყავდეთ ამ საქმეში" - ამბობს ვასაძე. პრობლემები იყო, მაგრამ სახელმწიფო გვერდით დაუდგა, რადგან ცუდი და გადამგდები კაცის სახელი არ ჰქონია, არავინ გაუნადგურებია.

1995 წელს სუფსაში, ოჯახში დააყაჩაღეს, დედამისი დაჭრილიც იყო. ისევ ქართველები ემტერებიან. მის შემთხვევაში მსგავსი ინციდენტი უკრაინაში არ მომხდარა, შესაბამისი ძალაც ჰყავს და ავტორიტეტიც აქვს, ეს რომ არ აკადრონ. საქართველოშიც შეეძლო ამის მიღწევა, მაგრამ არ უნდოდა ძალების დემონსტრირება მოეხდინა.

რამდენიმე წელია საკანონმდებლო დოკუმენტების მომზადებით და მისი ლობირებით არის დაკავებული. ბაზრის დარეგულირებაზე მუშაობდა, რომ ინვესტორი შემოსულიყო. ამ ყველაფერს კი პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება. შეეძლო ზაპოროჟიედან მაჟორიტარადაც გასვლა, მაგრამ ეს ტყუილი ფულის ხარჯვა იქნებოდა. ის მიიწვია უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირმა, უპარტიოა, ფული ამაში არ გადაუხდია, სიაში კი მეექვსე იყო. ამ პარტიას მაშინდელი პრემიერი კინახი ხელმძღვანელობდა.

ქარხანაში შვილსაც და თანამშრომელსაც ერთნაირ მოთხოვნას უყენებს. მისმა შვილმა, ვახტანგმა, რომელიც "მერსედესი"-ს სერვისის მენეჯერია, თუ თვეში მინიმუმ ათი მანქანა არ გაყიდა, ხელფასს არ გადაუხდის, რადგან თვლის, რომ კარგმა მენეჯერმა თვეში უნდა გაყიდოს ათი, ეს ნორმალურად ითვლება.

ის ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებს. მაგალითად უკრაინაში, ისე როგორც საქართველოში სამწუხაროდ, საშუალო ფენა არ არის, რაც ცუდია. სამაგიეროდ, არჩევანის ფართო სპექტრი აქვს: "ტავრიით" დაწყებული, ძვირფასი მანქანებით დამთავრებული. რაც შეეხება მთავრობას, მათ მანქანებით ესენი უზრუნველყოფენ. უქმნიან სრულ კომფორტს, მათ ტერიტორიაზეა საბაჟო, ემსახურებიან სწრაფ განბაჟებაში, ტვირთის გადაზიდვაში და ა.შ.

გეგმაში, შექმნას სრული სერვისი. ვთქვათ, თქვენ ყიდულობთ მანქანას, იქვე იქნება სადაზღვევო კომპანია, ბანკის ფილიალი, რესტორანი და ა.შ.

ყოფილი პრეზიდენტის, კუჩმას სიძე, პენჩუკი, უკრაინაში მილიარდერად ითვლება. მის ხელში იყო მედიაჰოლდინგი და უამრავი პრიორიტეტული ბიზნესის სფერო. მართალია, ვასაძე მისი მეგობარი არ გახლავთ, თუმცა მისთვის პენჩუკს გზა არ მოუჭრია. ეს კი უკვე ვასაძის პრეზიდენტის ოჯახთან სიახლოვეზე მეტყველებს. ის დღეს უკრაინაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთა შორის წინამძღოლად ითვლება, თუმცა შეიძლება მასზე დიდი ფული დავით ჟვანიას აქვს. ის არ ცხოვრობს სამსართულიან სახლში, მაგრამ აქვს სამოთახიანი ბინა და კიდევ ბევრი რამ. ჰყავს ყველა ძლიერი ფირმის, ძალიან პრესტიჟული მანქანები - ჯიპები თუ კაბრიოლეტები. მას იცავენ უმაღლეს დონეზე. ჰყავს ორი შვილი და მეუღლე - შორენა შელია, პროფესიით გინეკოლოგი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.12.2021
ბოლო რედაქტირება 14.10.2022
სულ რედაქტირებულია 4





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0