სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
ანზორ კიკალაშვილი (Аксентьев-Кикалишвили) დ. 1948წ. მილიარდელი პლიტიკოსი დაბ. მოსკოვი ანზორ კიკალაშვილი (Аксентьев-Кикалишвили) დ. 1948წ. მილიარდელი პლიტიკოსი დაბ. მოსკოვი
ბმულის კოპირება



გამოჩენილი ადამიანები სრული სია

473       ბეჭდვა

ანზორ კიკალაშვილი (Аксентьев-Кикалишвили) დ. 1948წ. მილიარდელი პლიტიკოსი დაბ. მოსკოვი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Аксентьев-Кикалишвили, Anzor Kikalashvili 
Анзор Иосифович Аксентьев-Кикалишвили (фамилия при рождении Кикалишвили, по паспорту Иосиф Иосифович Аксентьев[1]) (24 июня 1948Москва) — российский политический и общественный деятель, предпринимательмеценат, дважды кандидат в президенты России, выпускник Дипломатической академии МИД РФ. Кандидат юридических наук.

В конце 1980-х годов основал с другом и партнёром криминальным авторитетом Амираном Квантришвили компанию «Ассоциация XXI век» («Анзори — XXI век») ставшую на то время самой крупной и влиятельной организацией в области шоу-бизнеса, которую и возглавлял до середины 1990-х годов, передав, впоследствии, управление ею в руки хоккейной звезды Павла Буре.

Учредив и возглавив «Всероссийскую политическую партию народа», занялся политикой, где фигурирует под фамилией Аксентьев — в честь предка, служившего в русском гарнизоне в Грузии. Дважды (в 2000 и в 2004 гг.) выдвигался в Президенты Российской Федерации

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D0%BA%D1%81%D0%B5%D0%BD%D1%82%D1%8C%D0%B5%D0%B2-%D0%9A%D0%B8%D0%BA%D0%B0%D0%BB%D0%B8%D1%88%D0%B2%D0%B8%D0%BB%D0%B8,_%D0%90%D0%BD%D0%B7%D0%BE%D1%80_%D0%98%D0%BE%D1%81%D0%B8%D1%84%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87

რუსეთის პრეზიდენტობაზე პრეტენზია ორჯერ განაცხადა, თუმცა ორჯერვე წარუმატებლად - ვერც 2000 და ვერც 2004 წელს ოფიციალური რეგისტრაცია ვერ გაიარა.


მოსკოვში დაბადებული, ქართული გვარის მქონე ანზორ კიკალიშვილი რუსეთში ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქართველი მილიარდერების ათეულში მოხვდა 1 მილიარდი დოლარით.


მართალია, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, მეწარმესა და მეცენატს, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატსა და მილიარდერ ანზორ კიკალიშვილს ოფიციალურად არავინ აღიარებს კრიმინალად, თუმცა ისიც ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ის საერთაშორისო სპეცსამსახურების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო - აკრძალული ჰქონდა ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა, ლიტვაში ჩასული კი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს და უკან, რუსეთში გააბრუნეს. თავად ანზორ კიკალიშვილი მის გარშემო ატეხილ ხმაურს ფილოსოფიურად უდგება - დრო ყველაფერს განსჯისო, ამბობს.


წლების წინ 66 წლის მილიარდერმა ქართული გვარი სწორედ რუსეთის პრეზიდენტობის სურვილს ”შესწირა” და 2004 წელს აქსენტიევ-კიკალიშვილი გახდა. როგორც თვითონ ამბობს, საბოლოოდ ქართულ გვარზე უარი არ უთქვამს. უბრალოდ, ქართულ გვარს რუსულიც მიუმატა.


„ჩემი დიდი წინაპარი საუკუნეების წინ თბილისში დასახლდა და ცოლად დადიანების შთამომავალი ქალი შეირთო. დიდი სამამულო ომის დაწყებისას მამაჩემი, რომელიც იმხანად თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ომში მოხალისედ წავიდა. თავის დროზე რეზო ჩხეიძის „ჯარისკაცის მამას“ სწორედ მამაჩემისა და ბაბუაჩემის ისტორია დაედო საფუძლად. ისე მოხდა, რომ მამაჩემი და ბაბუაჩემი ერთმანეთს ომში შეხვდნენ და მერე ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ“, - იხსენებს ანზორ კიკალიშვილი.


როგორც თავად ამბობს ძირძველი მოსკოველია, თუმცა არ უარყოფს თავის ქართულ ფესვებს და ამით ამაყობს კიდეც. სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა პოლიტიკოსმა იურისტობა გადაწყვიტა და სარატოვის იურიდიულ ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის ლექტორებიც გამომძიებლის ბრწყინვალე კარიერას უწინაწარმეტყველებდნენ. შემდეგ იყო სამხედრო სამსახური, რაიკომისა და მოსკოვის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორობა, რასაც 80-იან წლებში შედარებით საპასუხისმგებლო თანამდებობა მოჰყვა - ანზორ კიკალიშვილს ოლიმპიური თამაშების კულტურულ პროგრამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა.


ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანსწრაფული ანზორ კიკალიშვილი ყველა დავალებას ართმევდა თავს, შესაბამისად მისი კარიერული წინსვლა აღმავლობას განიცდიდა - მომავალი მილიარდერის შემდეგი ”გატაცება” საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია აღმოჩნდა, სადაც ქართული გვარის ბიზნესმენმა დისერტაცია დაიცვა და რომ არა 80-იანი წლების ცვლილებები, როდესაც საბჭოეთის სოციალისტური ეპოქა კაპიტალისტურმა ჩაანაცვლა, ალბათ ანზორ კიკალიშვილიც დამსახურებული მეცნიერ-მუშაკი გახდებოდა. თუმცა, მან ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა და ბიზნესში წასვლა გადაწყვიტა. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი „ასოციაცია XXI საუკუნეს“ , რომელიც ანზორ კიკალიშვილმა ქართველ ბიზნესმენ, ”კრიმინალურ ავტორიტეტად” ცნობილ ოთარ კვანტრიშვილთან ერთად შექმნა.


ასოციაციციის საქმიანობის სფეროს, ძირითადად ქველმოქმედება და რუსული ესტრადის ვარსკვლავთა კონცერტების მოწყობა წარმოადგენდა. თავდაპირველად ორგანიზაციას ოთარ კვანტრიშვილი ხელმძღვანელობდა. თუმცა, მისი მკვლელობის შემდეგ ორგანიზაციას ანზორ კიკალიშვილი ჩაუდგა სათავეში.


„ასოციაცია XXI საუკუნის” საქმიანობას რუსეთშიც და მის მიღმაც შეკითხვები მოჰყვა - ბევრი ეჭვობდა, რომ რუსული შოუ-ბიზნესის ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ორგანიზაცია მხოლოდ მასობრივი ღონისძიებების მოწყობითა და ქველმოქმედებით არ იყო დაკავებული, რომ მის უკან რუსეთის კრიმინალური სინდიკატი და იარაღი იდგა. თუმცა, ეს ფაქტები ოფიციალურად არასდროს დადასტურებულა.


ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობის შემდეგ „ასოციაცია XXI საუკუნის” მართვის სადავეები ანზორ კიკალიშვილს გადაეცა, თუმცა მილიარდერმა მალე პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. ორგანიზაციის მმართველობა ცნობილ რუს ჰოკეისტს, პაველ ბურეს გადააბარა, ხოლო თვითონ პოლიტიკური პარტია - ”რუსეთის ხალხთა პოლიტიკური პარტია” ჩამოაყალიბა.


მიუხედავად არასასურველი შეკითხვებისა და ხმებისა, საბოლოოდ „ასოციაცია XXI საუკუნემ” ანზორ კიკალიშვილს რუსეთში დიდი აღიარება მოუტანა - ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მეცენატია რუსეთში, 1998 წელს კი წლის ადამიანად დაასახელეს.


აღიარების მიუხედავად, ანზორ კიკალიშვილის პოლიტიკური კარიერა წარუმატებელი აღმოჩნდა - ცნობილმა მეცენატმა ვერც ერთხელ ვერ შეძლო რუსეთის პრეზიდენტობაზე კენჭისყრა, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი ორჯერ ჰქონდა, მისი პარტია კი დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობდა. არჩევნების წინ რუსულ პრესაში მასზე ხშირად წერდნენ, ერთ-ერთი გამოცემა ანზორ კიკალიშვილის სახით ახალი სტალინის დაბადებასაც კი ვარაუდობდა. მაგრამ, თავად მილიარდერი კატეგორიულად უარყოფდა სტალინისტობას.


პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მას ხშირად ეკითხებოდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. კითხვაზე კი, რუსეთის პრეზიდენტი რომ იყოს, რას გააკეთებდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, პასუხობდა, რომ პირველ რიგში აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხს მოაგვარებდა.  „აფხაზებსა და ქართველებს ერთი ფესვები აქვთ, საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად, მეგობრულად და ამ მეგობრობის აღდგენა ადვილი იქნებოდა, ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდებოდა, მხოლოდ რუსეთის ნება რომ იყოს“, - აცხადებს ანზორ კიკალიშვილი.


მარი ჯავახიშვილი

https://www.bpn.ge/article/6134-kartveli-miliarderi-romelsac-rusetis-prezidentoba-undoda/




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.12.2021
ბოლო რედაქტირება 06.01.2022
სულ რედაქტირებულია 3





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0