სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
1.3  ფარსმან II (ქველი) - ძვ.წ. II ს-ის 50-იანი წლები ქართლის წარმართი მეფე 1.3  ფარსმან II (ქველი) - ძვ.წ. II ს-ის 50-იანი წლები ქართლის წარმართი მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

17       ბეჭდვა

1.3 ფარსმან II (ქველი) - ძვ.წ. II ს-ის 50-იანი წლები ქართლის წარმართი მეფე


ფარსმან II ქველი (ლათ. Pharasmanes II) — ქართლის (იბერიის) მეფე II საუკუნის 30–50-იან წლებში. ფარსმანი ალანებისა და ჩრდილოეთის სხვა ტომთა დახმარებით ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ებრძოდა რომს და ცდილობდა მის განდევნას კოლხეთიდან და სხვა მეზობელი ადგილებიდან.


იმპერატორ ადრიანეს (117–138 წწ.) ბიოგრაფი დეტალურად აღწერს ქართლთან რომის დაძაბულ ურთიერთობას. მისი მონათხრობიდან ჩანს, რომ მეფე ფარსმან II საკმაოდ ძლიერი იყო და იგი რომისაგან გარკვეულ დათმობებსაც კი ღებულობდა.

იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138–161 წწ.) დროს კი ურთიერთობა რომსა და ქართლს შორის გაუმჯობესდა. ფარსმან II ჩავიდა რომში, სადაც მას დიდი შეხვედრა მოუწყვეს და პატივისცემის ნიშნად ცენტრალურ მოედანზე დაუდგეს ცხენოსანი ფარსმანის ქანდაკება. დიონ კასიოსის აზრით, ურთიერთობის გაუმჯობესების მიზეზი იყო იმპერატორის მიერ იბერიის შორს გაწეული საზღვრების ცნობა.

ქართული მატიანეების მიხედვით ფარსმან ქველს თანამეფე ჰყავდა. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ამ თანამეფეს იცნობს ფარსმან ავაზის სახელით, ლეონტი მროველი კი – მირდატის.

არმაზის იბერიის მეხუთე მეფე ორმეფობის პერიოდში, მცხეთის იბერიის მეფე მირდატ I-თან ერთად. პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სიის“[8]მიხედვით: მცხეთის იბერიის მეფე, ფარსმან III ქველია. მის თანა-მეფეა (არმაზელი პიტიახში): ფარსმან-ავაზ || ფარნავაზ, 130-იან – 140-იან წლებში.


უილიამ უდუარდ დევიდ ალენის მიხედვით მეფობდა 116 – 140 წლებში. მას სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის ქველიეწოდა.

 ფარსმან ქველს განუზომელი ენერგია და დიდი პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა დასჭირდა, რათა ქართლის სამეფო წინა აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ექცია. მემკვიდრეობით ფარსმანს დანაწევრებული, დაუძლურებული სახელმწიფო ერგო.

...ქართლის სამეფოში ამ დროს ორმეფობაა. ქვეყანა შუაზეა გაყოფილი. ერთი მეფე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ზის და მის რეზიდენციას არმაზციხე წარმოადგენს. არმაზელი მეფის მფლობელობაში შედიოდა ქართლის სამხრეთი პროვინციები, ხუნანიდან მტკვრის სათავემდე და კლარჯეთი. ხოლო მეორე მეფე მტკვრის მარცხენა სანაპიროს განაგებს და მცხეთაში ზის. მის მფლობელობაში მოქცეულია ქალაქი მცხეთა, ყოველი ქართლი მტკვრის ჩრდილოეთით, ჰერეთიდან ეგრისამდე. მიუხედავად ორმეფობისა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ქართლში მშვიდობიანი პოლიტიკური ვითარება სუფევდა. როგორც “ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს, არმაზსა და მცხეთაში მსხდომი მეფეები თუ მოყვრობდნენ ვინმეს, ერთად მოყვრობდნენ და თუ მტრობდნენ ვინმეს, ერთად მტრობდნენ.

II საუკუნის 20-იანი წლებისთვის ქართლში მშვიდობიანი პოლიტიკური ვითარება კარდინალურად იცვლება. ამ დროისთვის არმაზში მეფედ ზის ფარსმან ქველი, ხოლო მცხეთაში - მირდატი. ისინი თითქმის ერთდროულად გამეფდნენ, თავიდან მათი ურთიერთობა საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში ფარსმანსა და მირდატს შორის განხეთქილებამ იჩინა თავი. “ქართლის ცხოვრებაში” ვკითხულობთ, რომ მირდატმა ცოლად შეირთო სპარსთა მეფის ნათესავი, სპარსთა შეგონებით გადაემტერა ფარსმანს და მისი მოკვლა განიზრახა. მირდატმა ფარსმან ქველი მეჯლისზე მიიწვია, სადაც საკუთარი განზრახვა უნდა შეესრულებინა. ფარსმანს შეთქმულების შესახებ დროულად შეატყობინეს. მას შემდეგ ფარსმანი და მირდატი ერთმანეთის მოსისხლე მტრები გახდნენ. ამის შემდეგ “ქართლის ცხოვრებაში” მოთხრობილია მირდატისა და ფარსმანის დაპირისპირება. მირდატს ზურგს სპარსელები უმაგრებდნენ. მათ ვერაფერი გააწყეს ქართლის მეფის – ფარსმან II-ის წინააღმდეგ და ბოლოს საკუთარ მზარეულს მოაწამვლინეს იგი. ასეთია “ქართლის ცხოვრებაში” აღწერილი ფარსმან ქველის მეფობის ტრაგიკული ისტორია.

ნახატი, გურამ მღებრიშვილი დ. 1949 წ. მხატვარი დაბ. სოფ. უდე, ადიგენი. მოღვ. რუსთავი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 06.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0