მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია
150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი
http://www.compromat.ru/page_20210.htm
Сулхан и Лаша Папашвили, Sulkhan and Lasha Papashvili
სულხან პაპაშვილი (დ. 14 თებერვალი, 1966, სოფ. ჭკადუაში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი.
1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1988–1990 წლებში მუშაობდა თბილისის გარნიზონის სამხედრო პროკურატურაში; 1990–1993 წლებში ნაძალადევის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1993–1995 წლებში პროკურორის თანაშემწე; 1995 წელს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის თავდაცვის, უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი; 1996–1997 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი, 1997–1998 წლებში უფროსი; 1998–2003 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.
ლაშა პაპაშვილი 18 ნოემბერი, 1968 იურისტი დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1993 წელს, მანჩესტერის უნივერსიტეტის ასპირანტურა, მოკლევადიანი კურსი 1999 წელს.
1993-1996წწ. იყო ბანკ "ენგურის" იურისტი, საკრედიტო განყოფილების უფროსი; 1996-1997წწ. ბანკ "რესპუბლიკის" ვაკის ფილიალის საკრედიტო განყოფილების უფროსი; 1997-1998წწ. ბანკ "რესპუბლიკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1998-2004წწ. ბანკ "რესპუბლიკის" გამგეობის თავმჯდომარე; 2007 წლიდან კომპანია "რედიქსის", შემდეგ კი "რედიქსჯგუფის" გენერალური დირექტორი; 2013 წლიდან ბანკი "რესპუბლიკა" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.384; propertygeorgia.ge