სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გიორგი პაპაშვილი 1898-1978წწ მოქანდაკე, მწერალი, დაბ. სოფ. კობიაანთკარი, დუშეთი, მცხეთა-მთიანეთი

1898-1978 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი პაპაშვილი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

გიორგი პაპაშვილი 1898-1978წწ მოქანდაკე, მწერალი, დაბ. სოფ. კობიაანთკარი, დუშეთი, მცხეთა-მთიანეთი

ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე გიორგი პაპაშვილი (1898-1978) დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელ კობიაანთკარში. 



1920 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-ში. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის მეუღლესთან თანაავტორობით დაწერილ წიგნს "Anything Can Happen" (გამოქვეყნდა 1945 წელს, ხოლო ქართულად თბილისში, 1966 წელს), რომელიც იქცა ბესტსელერად და რომლის 1,5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში. პირველ მსოფლიო ომის დროს მენშევიკებთან ერთად კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა. იქ ორი წელი დაჰყო, ომის დასრულების შემდეგ კი ამერიკის ვიზის შოვნა და შტატებში გამგზავრება მოახერხა. პაპაშვილმა მრავალი სამუშაო გამოიცვალა – იყო მზარეული, ჭურჭლის მრეცხავი.



ერთხანს ჰოლივუდშიც კი უმუშავია. მის ბიოგრაფიაში გამორჩეული ადგილი უკავია მეუღლესა და თანაავტორს – ჰელენ უოლტს. ტანდემი შედგა და მალე მთელი ამერიკა მათზე ალაპარაკდა. 1952 წელს წიგნის – "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" მიხედვით, ჰოლივუდში ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს. გიორგი პაპაშვილი ცნობილია იმითაც, რომ აღიარებული სკულპტორი იყო. ძირითადად ქმნიდა ცხოველთა სკულპტურებს. 1979 წელს პენსილვანიაში გამოიცა მისი სკულპტურების ფოტო-ალბომები. პაპაშვილი მოხსენიებულია მე-20 საუკუნის ამერიკული მწერლობისა და ხელოვნების ანთოლოგიაში. მეუღლეთა კალამს ეკუთვნის სხვა ნაწარმოებებიც: "Dogs and People" (1954), "Home and Home Again" (1973) და მრავალი სხვა. მათვე 1946 წელს გამოსცეს ქართული ხალხური ზღაპრების კრებული "Yes and No Stories". 1960-იან წლებში, უცხოეთში გატარებული 40 წლის შემდეგ, გიორგი პაპაშვილი საქართველოში, მშობლიურ კობიაანთკარში დაბრუნდა. მწერალს თან ახლდა ერთგული მეუღლე. თბილისში ყოფნისას პაპაშვილები მწერალთა კავშირს ესტუმრნენ და ქართველ მწერლებს შეხვდნენ. ჰელენ და გიორგი პაპაშვილებმა აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა ამერიკელ ხალხს უკეთ გაეცნო ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი კულტურა. 

წყარო: ჟურნალი Civicus: civicuscela.wordpress.com

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 20.11.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0