სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მიგრან გვილია 1961-1993წწ გარდ. მიშველის მთა აფხაზეთი დაბ. სოფ. წარჩე, გალი. მიგრან გვილია 1961-1993წწ გარდ. მიშველის მთა აფხაზეთი დაბ. სოფ. წარჩე, გალი.

1961-1993 წწ. გარდ. 32 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გვილია სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

24       ბეჭდვა

მიგრან გვილია 1961-1993წწ გარდ. მიშველის მთა აფხაზეთი დაბ. სოფ. წარჩე, გალი.

მიგრან გვილია დაიბადა გალის რაიონის სოფელ წარჩეში 1961 წლის 14 მაისს.


1992 წლიდან ირიცხებოდა 24-ე ბრიგადის 245-ე ბატალიონში მსროლელად. 1993 წლის 5 ივლისს მიშველის მთის მისადგომებთან, უშეღავათო ორთაბრძოლების დროს მიგრან გვილია გმირულად დაიღუპა


 მიშველის  მთის  მისადგომებთან “

                      

          ივლისის ცხელი საღამო იდგა. კახა სირგინავა  ბატალიონის მზვერავ ჯგუფთან  ერთად მიშველის მთისკენ გაემართა, რომელიც სტრატეგიულ ობიექტად ითვლებოდა იმ მხარეში. კახასთან ერთად იყვნენ მიგრან გვალია და ძმები გელა და ჟილიმი გერძმავები.

           ბიჭები ფრთხილად მიდიოდნენ, მთისკენ მიმავალ ბილიკებზე, გზაზე  არავინ შეუნიშნავთ. შორს ღრუბლების ქარავანთან ერთად მზე ჰორიზონტისკენ ნელ-ნელა ეშვებოდა. მთის კორტოხზე ცა როგორღაც ავისმომასწავლებლად იბურებოდა.

    - ბიჭებო, ეს ბილიკი მგონი მთაზე არ ადის!.. - ხმადაბლა წარმოთქვა მიგრან გვალიამ და თანამებრძოლებს შიშნეულად გადახედა. - ნახეთ როგორ  უხვევს!.. - და საჩვენებელი თითით ჰაერში ნახევარი წრე შემოხაზა.

          ბიჭები არ შეჩერებულან, მთის საცალფეხო ბილიკს მოსახვევამდე გაუყვნენ, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ბილიკი შავად დაბურულ ეკალბარდებიან ტყეს უერთდებოდა.

       უცებ არც ისე შორიდან ხმელი ეკალ-ბარდების ტკაცა-ტკუცი და ფოთლების შრიალი მოესმათ. ბიჭები იმ წამსვე ბუჩქნარში მიიმალნენ.

        - მგონი, ძროხა უნდა იყოს, - ჩუმად თქვა კახას გვერდით მუხლებზე ჩახრილმა, გერძმავებიდან ერთერთმა ძმამ.

         ხმაური მალევე შეწყდა.

         - ეტყობა, გაჩერდა, - უხმოდ ამოილაპარაკა უფროსმა გერძმავამ. აფხაზებმა ბილიკების დასაზვერად ძროხა, ხომ არ გამოგზავნეს ვითომ, ა? - გახუმრება სცადა მიგრან გვალიამ, მაგრამ...

          - რა დროს ეგაა!.. - თვალები დაუბრიალა სირგინავამ. - ბუჩქებს თვალი არ მოაშოროთ!.. - ამის თქმა და ბილიკზე მოხუცი აფხაზი მწყემსი გამოჩნდა. ბიჭებს წინათაც ჰყავდათ ეს მოხუცი ნანახი, ოღონდ უფრო დაბლა და მეწველ ძროხასთან ერთად, ბილიკზე ხან ზევით ხან ქვევით დაასეირნებდა ოჯახის მარჩენალს.

         - ტყუილად არ სეირნობს ეს მოხუცი აქ, - ჩუმად გადაუჩურჩულა მიგრანმა გელა გერძმავას. - მე მგონი, ჩვენს პოზიციებს ათვალიერებს.

      - მეც ასე ვფიქრობ, ძმაო. - ჩუმადვე მიუგო გელამ მეგობარს.                                                                                            

       - ძიაკაცო!.. - მოახლოვებისთანავე შეაგება კახა სირგინავამ უცხო მოხუცს.

       - რაშია საქმე?.. გზა ხომ არ აგებნათ ყმაწვილებო? - მშვიდად შეეკითხა მოხუცი და იქვე ხის გადანაჭერ ჯირკოზე დაჯდა.

        - ხო, ასეა, გზა აგვერია ბიძაჩემო. - ახლობელივით მიმართა კახამ მეგრულად, მაგრამ აფხაზური აქცენტით მოლაპარაკე მოხუცს და ყურადღებით გადაავლო თვალი.

        - აქ ყველა ბილიკი ზევით მიდის, მაგრამ ყველაზე მოკლე და უსაფრთხო ეს ბილიკია... - და მოხუცმა ჯოხიანი ხელი იქითკენ გაიშვირა, სადაც გზა შავად დაბურულ ეკალბარდებიან ტყეს უერთდებოდა.

        ბიჭებმა მადლობა გადაუხადეს საეჭვოდ მომღიმარ მოხუცს და გზა განაგრძეს, მაგრამ...

       - არ გაინძრეთ, თორემ მოვიდა ტყვია! - ჩახლეჩილი ხმით დაიღრიალა ხმელ წიფელთან ატუზულმა აფხაზმა მებრძოლმა და ავტომატის ლულა უმცროს გერძმავას დაუმიზნა. - წყნარად წიე! დააგდე იარაღი!..

       ჟილიმ გერძმავამ არ დააგდო ავტომატი. პირიქით საბრძოლველად მოემზადა. მაგრამ აფხაზური მხარის ბოევიკმა დაასწრო და მარცხენა ფეხზე მოარტყა ტყვია. ქართველი მზვერავი ბიჭი მოცელილივით ჩაიკეცა.

         - გელა მიშველე!.. - დაცემისას გასძახა მან უფროს ძმას.                                                                                                   

         - ნუ გეშინია, ძამიკო აგრ ვარ!.. - და გელა გერძმავა სწრაფად მივარდა დაჭრილ ძმას, ავტომატის კონდახზე შემოხვეული ჟგუტი მოგლიჯა და ძმისკენ დაიხარა. ამ დროს აფხაზმა მებრძოლმა ახლო მანძილიდან დამიზნებით ესროლა და პირდაპირ თავში მოარტყა რამდენიმე ტყვია. უფროსი გერძმავა ძმის გვერდით უსულოდ დავარდა.                                                          

           ორმოში ჩაწოლილი მიგრან გვილია ელვისუსწრაფესად ამოხტა ორმოდან და ავტომატის კონდახი მთელი ძალით გლიჯა თავში. აფხაზი მკვლელი შებარბაცდა და ხის გადანაჭერთან მოსხლეტით დაეცა.                                      

     მცირე პაუზის შემდეგ, აფხაზური მხარის ბოევიკებმა მიგრან გვილია ალყაში მოაქციეს და ყველა მხრიდან წამოვიდა ტყიების სეტყვა ქართველი მზვერავის მიმართულებით...

         - სად არის მეოთხე!?.. - იყვირა უსაშველოდ მაღალმა აფხაზმა და უხეირო მონადირესავით დაიწყო სირბილი ბუჩქიდან ბუჩქამდე - „სტარიკის“ თქმით, ოთხი უნდ ყოფილიყო, აქ სამი გდია... ამათი დედაც!.. - და ფეხზე დაჭრილ უმცროს გერძმავას დააშტერდა. - რამდენი იყავით წიე! ა? - და როცა პასუხი ვერ მიიღო, ავტომატის ლულა შუბლზე მიადო, მაგრამ გასროლა ვერ მოასწრო...

          ქარისგან წაქცეული,  ვებერთელა ხის ნახევრად დამპალი ფესვები შეირხა და მეოთხე ქართველი მებრძოლი ქანდაკებასავით აღიმართა მათ წინ. აფხაზური მხარის მებრძოლებმა ბუჩქნარებისკენ ისკუპეს, მაგრამ უსაშველოდ მაღალმა მკვლელმა მობრუნებაც ვერ მოასწრო, რომ კახა სირგინავამ მთელი მჭიდი მიაყარა მკერდზე...

             წუთის შემდეგ აფხაზი მეომრები სროლა-სროლით წამოვიდნენ მისკენ. კახაც სროლითვე პასუხობდა, მჭიდს-ჭიდზე ცლიდა, მაგრამ ტყვია-წამალი გაუთავდა და მძიმედ დაჭრილი აფხაზებმა ტყვედ აიყვანეს.

           მეორე დღეს ტყვედ ჩავარდნილი კახა სირგინავას უმცროსი ძმა, ზაზა სირგინავა, კახას მამა  ზაურ სირგინავა,  245- ბატალიონის შტაბის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი თამაზ შონია, (ოქუმელი), მისი მოადგილე მაიორი ოთარ შაკაია, (წარჩე), კახას ბიძა შოთა სირგინავა, (ჩხორთოლი), მამანტი ჭკადუა, (ჩხორთოლი), რამდენიმე მებრძოლთან ერთად აფხაზური მხარის სამხედროებს მიშველის მთაზე შეხვდნენ მოსალაპარაკებლად ტყვეების გაცვლაზე. 

        აფხაზები  ტყვეების გაცვლაზე თანახმანი იყვნენ, მაგრამ ორ მკვდარსა და ორ ცოცხალ ქართველზე ოთხ ცოცხალ აფხაზ ტყვეს ითხოვდნენ. უარის შემთხვევაში მოლაპარაკების ჩაშლით იმუქრებოდნენ.

          ბოლოს ორი მკვდარი ( გელა გერძმავა და მიგრან გვილია) და ერთი დაჭრილი ბიჭი, გელას უმცროსი ძმა, ჟილიმ გერძმავა, გადასცეს ქართველებს აფხაზური მხარის მებრძოლებმა.

           - ჩემი ძმა სად არის!? - ესღა აღმოხდა სიგიჟემდე აღელვებულ  ზაზა სირგინავას და ჯიბისკენ გააპარა ხელი, ხელყუმბარას დაუწყო ძებნა.

         - ცოცხალია, შენი ძმა!.. - თქვა შუახნის აფხაზმა ოფიცერმა.                                                                                        

         - სად არის!..  -  და ზაზა სირგინავა სიმწრისგან ხელებმომუშტული მიაშტერდა აფხაზ ოფიცერს.                                                                                         

         - მან ორი თანამებრძოლი მოგვიკლა და ერთი მძიმედ დაჭრა... ტყვარჩელში გადაიყვანეს... ტყვეთა ბანაკში... - ოფიცერი შიშისაგან სულს ძლივს იბრუნებდა...

          - დაწყნარდი, შვილო!.. - შედარებით მშვიდად წარმოთქვა სირგინავების მამამ, ზაურ სირგინავამ, როცა ზაზას ჯიბისკენ წაღებული ხელი შენიშნა.                                                    - როგორ და როდის წაიყვანეს, ტყვარჩელში? - მოხუცი სირგინავა თვალებში შეაცქერდა სახეგაფითრბულებულ, სპორტული შესახედაობის აფხაზ ოფიცერს,  რომელსაც საოცრად წვრილი თვალები მოგრძო, მოკაუჭებული, მტაცებელი ფრინველისებური ცხვირი ჰქონდა.

        - ტკვარჩელიდან ჩამოსულმა ჩვენმა მებრძოლებმა გუშინ წაიყვანეს  ქართველი ტყვეები. მათ შორის თქვენი შვილიც. - ენის ბორძიკით მიუგო აფხაზმა ოფიცერმა.

          - მამა არ დაუჯერო ამათ არც ერთი სიტყვა... - უთხრა ზაზამ მამამისს. - ვერაგები და მატყუარები არიან ეგენი... მოსალაპარაკებლად მოგვიტყუეს,  ვითომ ტყვეების გაცვლაზე და ახლა იგონებენ რაღაც ზღაპრებს, ამათი დედაც...

           - დამიჯერეთ, ცოცხალია თქვენი შვილი!.. - გაუმეორა ოფიცერმა. - თუ იმ კაცს მოგვიყვანთ, ვისაც ახლა გეტყვით, თქვენს შვილს ერთ კვირაში ჩამოგიყვანთ... - და აფხაზმა ოფიცერმა თავისიანებს ხელის სწრაფი მოძრაობით ანიშნა, მოლაპარაკება დამთავრებულიაო...

            ერთი კვირის თავზე აფხაზთა მხრიდან გამოჩნდა ზაზა სირგინავას მიერ წინასწარ  შეგზავნილი კაცი.      პირობის თანახმად, დაგვიანებით, მაგრამ აფხაზები მაინც მოვიდნენ. რამდენიმე რუსი ბოევიკი, რომელნიც  მათ მოაცილებდა ორმოციოდე მეტრის მოშორებით შეჩერდა.

           რა ქენი, გაიგე რამე?- ხმადაბლა ჰკითხა ზაზამ მეკავშირე კაცს. ადგილობრივმა მწყემსმა თავი მაღლა ასწია. ზაზას თვალებში შეაშტერდა. - შენი ძმა მოკლეს, ამ ძაღლის შვილებმა. იმ დღეს ტყვედ აიყვანეს და მიშველის მთაზე აიყვანეს დაჭრილი, იქ საშინლად აწამეს, შემდეგ დახვრიტეს...

             ამის გაგონებაზე ზაზას სიმწრის ოფლმა გადაასხა სახეზე. მამას და ბიჭებს გახედა შეწუხებულმა, მათ ცოცხალი ჰგონიათ ჯერაც. მდუმარედ იდგა კარგა  ხანს და უხმოდ ზვერავდა ხან ერთ, ხან მეორე აფხაზ ბოევიკს, რომელნიც ორმოციოდე მეტრის დაშორებით იდგნენ იარაღში ჩამჯდარნი.

          - თუ ასეა, მაშინ, მკვდარი გავცვალოთ მკვდარზე!.. - რაღაც არანორმალური ხმით დაიღრიალა ზაზა სირგინავამ და აფხაზ ტყვეს, რომელიც მკვდარ  ძმაზე უნდა გაეცვალა, კისერზე წაავლო ხელი და მუხლებზე დააგდო. - ჩემი ძმა აფხაზებმა წამებით მოკლეს და ახლა უნდათ, რომ ამ ბანდის მეთაურის ცოცხალ ძმაზე გავუცვალოთ!.. - დაჭრილი მხეცივით მძვინვარებდა ზაზა სირგინავა.

         ქართველი მებრძოლები მიხვდნენ რაშიც იყო საქმე, კახას მამას, ზაურ  სირგინავას ავტომატი დააკავეს ხელში და...

        მოხუცმა ცხელ გულზე კი დაუმიზნა ავტომატის ლულა, დატყვევებულ აფხაზ მებრძოლს, მაგრამ სხვისი შვილის მოკვლა ვერ შეძლო...

         ქართველთა მხრიდან რამდენიმე მებრძოლმა ერთდროულად გაისროლა და დატყვევებული აფხაზი უსულოდ დაეცა მიწაზე...

          ამის შემდეგ უხმოდ, უსიტყვოდ, ყოველგვარი რატმ და რისთვის გარეშე შედგა გაცვლა...

       კახას ძმის, ზაზა სირგინავას თქმით, გვამი დასახიჩრებული იყო. მთელი სხეული ავტომატის ტყვიებით იყო დაცხრილული. თავში რამდენიმე ადგილას ლურსმნები ჰქონდა ჩარჭობილი...                                                                     ბატალიონის მეომრების თქმით, ტანზე მატლები დაღოღავდაო... ამის მნახველი იმ საწყალ ტყვეს აფხაზებს ცოცხლად ვერ გადავცემდითო... 

                                     გარჩევითი კომენტარები:

                    Lasha Gvaramia  ლაშა გვარამია

          მახსოვს ეგ ადგილები, 2 მთა იყო, მაღალი და დაბალი.დაბალზე აფხაზები იყვნენ მაღალზე ჩვენები.

დაახლოებით მაგ პერიოდში მოულოდნელად შეტევა დაიწყეს აფხაზებმა და ის მაღალი მთაც აიღეს. ჩვენ დაახლოებით 1,5 კილომეტრით

მარჯვნივ გვქონდა პოზიციები.

წალენჯიხელი ბიჭი მალხაზ ხარჩილქვა მოგვიკლეს მანდ აფხაზებმა, დაჭრილი იყო და მე და ჩემმა ძმაკაცმა პაატა კოდუამ გამოვიყვანეთ დაჭრილი და მერე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

                              თინა თინულია

     რამდენი ახალგაზრდას სიცოცხლე შეწყდა იმ ავად მოსაგონარ დღეებში. ამ პატარა ბიჭების სახეს რომ ვუყურებ გული მისკდება, სული მეხუთება, რატომ და რისთვის! ამათ მომავალი უნდა შეექმნათ, ამის მაგიერ მოუსწრაფეს სიცოცხლე...



ავტორი ნუგზარ ქებურია ანდრიას ძე დ.1953წ. სამხედრო მწერალი დ. სოფ. დრანდა გულრიფში, აფხაზეთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.01.2022
ბოლო რედაქტირება 19.01.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 23.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0