სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
1.1  იოანე I — დაახ. IV ს-ის 20-60-იანი წლები მცხეთის (ქართლის) მთავარეპისკოპოსები

692      

1.1 იოანე I — დაახ. IV ს-ის 20-60-იანი წლები მცხეთის (ქართლის) მთავარეპისკოპოსები

იოანე მთავარეპისკოპოსი — ქართლის პირველი ეპისკოპოსი 326 წლიდან IV საუკუნის 40-იანი წლების ჩათვლით. ქართულ საისტორიო წყაროებში — „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში და „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“-ში მისი სახელის ფორმაა „იოვანე“. ამასთან „მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ში იხსენიება, როგორც ეპისკოპოსად, ასევე მთავარეპისკოპოსად, ხოლო „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“-ში — მხოლოდ ეპისკოპოსად. ბოდიდან მოწერილ თავის წერილში მირიან მეფის მიმართ, წმინდა ნინო იოანე ეპისკოპოსს უწოდებს „მამად-მთავარს და კეთილ მწყემსს სამწყსოთა სულიერთა“.ქართული წყაროების მიხედვით, წმინდა ნინოს მიერ ქრისტიანობაზე ახლადმოქცეულმა ქართლის მეფე მირიან III ელჩები გააგზავნა კონსტანტინე დიდთან და სთხოვა მღვდლების გამოგზავნა. იმპერატორმა მცხეთაში გამოაგზავნა იოანე ეპისკოპოსი, ორი მღვდელი და ერთი დიაკვანი[3] („მეფეთა ცხოვრების“ თანახმად: „მღდელნი ორნი და დიაკონნი სამნი“[4]). კონსტანტინეს, სამღვდელოებასთან ერთად, ელჩებისთვის გამოუტანებია ძელი ცხორებისაჲ (ჯვრის ნაწილი, რომელზედაც მაცხოვარი ეცვა), მაცხოვრის ხატი და ელენე დედოფლის წერილი ნინოსთვის. ეპისკოპოსის და მღვდლების ჩამოსვლისთანავე მოინათლნენ მირიან III, ნანა დედოფალი და მთელი მათი სახლეულობა.

სამეფო ოჯახის ნათლობის შემდეგ, იოანე ეპისკოპოსმა და წმინდა ნინომ მოთხოვეს ხე ჯვრის შესაქმნელად. ხის საძებნელად გაგზავნილმა ხუროებმა მოახსენეს მეფეს და ეპისკოპოსს, რომ იპოვეს ერთი სურნელოვანი და მშვენიერი ხე, რომელსაც სხვა ხეებისგან განსხვავებით, ფოთლები არ ცვიოდა.[5][6] როგორც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–დან ვიგებთ, ეს ხე მოკვეთეს 25 მარტს, პარასკევ დღეს. მოგვიანებით, მაისის თვეში, მისგან დაამზადეს სამი ჯვარი, რომლებიც ქართლის სამეფოს სხვადასხვა კუთხეში აღიმართა. სხვათა შორის, სწორედ ამ ქრონოლოგიური მონაცემებით მტკიცდება ქართლის მოქცევის ზუსტი თარიღი და შესაბამისად, იოანეს მოღვაწეობის დასაწყისი ქართლის მთავარეპისკოპოსის რანგში, რადგან 25 მარტი პარასკევი დღე იყო 326 წელს. მაშასადამე, კონსტანტინე დიდის მიერ გამოგზავნილი სამღვდელოების ქართლში ჩამოსვლა და სამეფო ოჯახის ნათლობა უნდა მომხდარიყო 326 წლის მარტში.[7][8]

სამეფო ოჯახის ნათლობისა და ჯვრების აღმართვის შემდგომ მირიან მეფე კვლავ აგზავნის ელჩობას კონსტანტინე დიდთან, ამჯერად, ქვისმთლელთა და კირით-ხუროთა სათხოვნელად, ეკლესიების ასაშენებლად. ელჩობის შემადგენლობა არ არის ნათელი, თუმცა, შესაძლოა სწორი იყოს „მეფეთა ცხოვრების“ ვერსია, რომლის მიხედვითაც მასში იოანე ეპისკოპოსი და ერთი ვიღაც წარჩინებული შედიოდნენ. ეს აზრი მტკიცდება სხვა გარემოებითაც: წარგზავნილებმა უკანა გზაზე ჯერ ერუშეთში ჩაყარეს ეკლესიის საძირკველი და იქ მაცხოვრის ფერხთა ფიცარი დატოვეს, ხოლო შემდეგ მანგლისში და იქ სამსჭვალნი დატოვეს. ამ ამბით შეწუხებელ მირიან მეფეს იოანე მთავარეპისკოპოსმა ანუგეშა, აუწყა რა, რომ მცხეთაში ინახებოდა მაცხოვრის კვართი და ელია წინასწარმეტყველის ხალენი.

ამ ამბის შემდეგ იოანე ეპისკოპოსი იხსენიება სოჯი დედოფლის ამბავში, რომელიც შემორჩენილია მხოლოდ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს ჭელიშურ და სინურ (N/Sin50) ვერსიებში. ბოდში ნათელღებულმა სოჯი დედოფალმა სასიკვდილოდ დასნეულებული წმინდა ნინოსაგან მირიან მეფის და იოანე მთავარეპისკოპოსის მიმართ წერილები მცხეთაში ჩამოიტანა. იოანესადმი მოწერილი წერილის შინაარსი ჩვენთვის უცნობია, ხოლო რაც შეეხება მეფისადმი წერილს, მასში წმინდა ნინო, სხვათა შორის, მეფეს სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის ბოდში მთავარეპისკოპოსი („მამად-მთავარი“) საზიარებლად, რადგან იგი გრძნობდა, რომ მისი გარდაცვალების დრო მოახლოებულიყო.[9][10] აქედანაც ჩანს, რომ მცდარია „მეფეთა ცხოვრებისეული“ და ჭელიშური ვერსიები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოსდა იოანე ეპისკოპოსი თან ახლდა წმინდა ნინოს მისი სამისიონერო მოღვაწეობის დროს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. უფრო სწორი უნდა იყოს „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს შატბერდული რედაქციის ცნობა, რომ ნინოს იქ ასევე „საბერძნეთიდან" მოსული იაკობ მღვდელი გაჰყოლია. შემდეგ ვკითხულობთ, რომ იოანე მთავარეპისკოპოსი მეფეს მიუვლენია ბოდში წმინდა ნინოს მოსაკითხად და მცხეთაში წამოსაყვანად, მაგრამ წმინდანმა უარი უთხრა, ერთი რამ კი სთხოვა, შენ შემდეგ იაკობ მღვდელმა დაიკავოს შენი ადგილიო. იოანეს თანდასწრებით მიუცია ნინოს სალომე უჯარმელისთვის ელენე დედოფლის წერილი, რომელშიც ქართლის განმანათლებელს მახარებელსა და მოციქულს უწოდებდა და ძელი ცხორებისაჲ, ნანა დედოფლისათვის გადასაცემად. ამის შემდეგ შესწირა ჟამი იოანე მთავარეპისკოპოსმა და აზიარა ნინო ქრისტეს სისხლსა და ხორცს და „წარიღო ესე საგზლად საუკუნოდ".[11] იოანე მთავრეპისკოპოსი გარდაცვლილა მირიანის შემდგომი მეფის დროს, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს ყველა ვერსიის თანახმად, ბაკურ რევის ძის მეფობაში, რომელიც „ქართლის ცხოვრებაში“ იხსენიება არაბიზებული ფორმით — ბაქარ და წარმოდგენილია მეფე მირიანის ძედ.[12][13][14][15]

2014 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მთავარეპისკოპოსი იოანე I წმინდანად შერაცხა[16]





საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


7.9 ილია II შიოლაშვილი 1977 დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.სნო ყაზბეგი(სტეფანწმიდა) მცხეთა მთიანეთი

1 0


5.13 გიორგი XII (1746-1800) 1798 -1800 წწ. კახეთის მეფე თელავი კახეთი

1 0


7.8 დავით V დევდარიანი 1972 – 1977 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.მირონწმინდა ხარაგაული იმერეთი

1 0


5.12 ერეკლე II (1720-98) 1744 -1762 წწ. კახეთის მეფე თელავი კახეთი

1 0


7.7 ეფრემ II სიდამონიძე 1960 – 1972 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.დოესი კასპი ქართლი

1 0


5.11 კონსტანტინე II (მაჰმად-ყული ხანი) 1722 -1732 წწ. კახეთის მეფე ისპაჰანი ირანი

2 0


7.6 მელქისედეკ III ფხალაძე 1952 – 1960წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.ყანდაურა საგარეჯო კახეთი

1 0


5.10 დავით II (იმამ-ყული ხანი) 1709 -1722 წწ. კახეთის მეფე

2 0


7.5 კალისტრატე ცინცაძე 1932 – 1952 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.ტობანიერი ვანი იმერეთი

1 0


5.9 არჩილ II 1664 -1675 წწ. კახეთის მეფე

1 0


7.4 ქრისტეფორე III ციცქიშვილი 1927 – 1932წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.ვერტყვიჭალა ხარაგაული იმერეთი

1 0


5.8 თეიმურაზ I 1606-1648 წწ. კახეთის მეფე

1 0


7.3 ამბროსი ხელაია 1921 – 1927 წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.ინჩხური მარტვილი სამეგრელო

1 0


5.7 კონსტანტინე I 1605 წ კახეთის მეფე

1 0


7.2 ლეონიდე ოქროპირიძე 1919 – 1921წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.დისევი გორი ქართლი

3 2


5.6 დავით I 1601 -1602 წწ. კახეთის მეფე

2 0


5.5 ალექსანდრე II 1574 -1605 წწ. კახეთის მეფე

2 0


7.1 კირიონ II საძაგლიშვილი 1917 – 1918წწ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ქვ.ნიქოზი გორი ქართლი

1 0


5.4 ლევანი(აღმაშენებელი) 1518-1574 წწ. კახეთის მეფე

7 0


საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 1928-1947წწ 202 ათასი წევრი საქართველოში მუკი

2 1


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0