სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ბარნაბა კანდელაკი 1855 - 1910წწ გარდ. 55 წლის რუსეთის გენერალი, მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომებში. ფოტო სიმბოლურია, დაბ. ოზურგეთი, გურია ბარნაბა კანდელაკი 1855 - 1910წწ გარდ. 55 წლის რუსეთის გენერალი, მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომებში. ფოტო სიმბოლურია, დაბ. ოზურგეთი, გურია

1855-1910 წწ. გარდ. 55 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი კანდელაკი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

ბარნაბა კანდელაკი 1855 - 1910წწ გარდ. 55 წლის რუსეთის გენერალი, მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომებში. ფოტო სიმბოლურია, დაბ. ოზურგეთი, გურია

გენერალ-მაიორი (10. 12. 1910) 10. 01. 1855 - 1910 ფოტო სიმბოლურია

ბარნაბა იასეს ძე კანდელაკი დაიბადა ქ. ოზურგეთში, მღვდლის ოჯახში.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ტფილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი მე-2 თანრიგით. სამხედრო სამსახურში შევიდა 1871 წელს.

მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომებში.

1878-1891 წწ. მსახურობდა ასმეთაურად, ხოლო 1892 წლიდან ბატალიონის მეთაურად.

1904-1905 წწ. მეთაურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მე-7 პოლკში 

1905 წელს დაინიშნა სახელმწიფო მილიციის მე-16 ქვეითი დრუჟინის მეთაურად.

1905 წლის 19 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.

1906 წელს მსახურობდა დოროგობუჟის 143-ე ქვეით პოლკში.

1906-1908 წწ. მეთაურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მე-8 მსროლელ პოლკს.

1908-1910 წწ. მეთაურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მე-16 მსროლელ პოლკს.

1910 წლის დეკემბერში გადადგა სამხედრო სამსახურიდან.

დაჯილდოებული იყო:

„წმ.სტანისლავის“ III (მახვილებით და ბაფთით – 1878), II ხარისხით (1894) და I ხარისხით (1895);

„წმ.ანას“ III (1890) ხარისხით;

„წმ. ვლადიმერის“ IV (მახვილებით და ბაფთით –1903) ხარისხით „25-წლიანი უმწიკვლო სამხედრო სამსახურისთვის“.

სავარაუდოდ, გარდაიცვალა 1910 წლის შემდეგ, ოზურგეთში. მისი დაკრძალვის ადგილი უცნობია.

ფოტო სიმბოლურია გიორგი კანდელაკი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.03.2022
ბოლო რედაქტირება 20.03.2022
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0