ეპისკოპოსი ტარასი (ერისკაცობაში — იაკობ გიორგის ძე კანდელაკი; დ. 1871, სოფ. კავთისხევი, გორის მაზრა — 12 დეკემბერი, 1951, მცხეთა) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.
ეპისკოპოსი ტარასი, ერისკაცობაში იაკობ გიორგის ძე კანდელაკი, დაიბადა 1871 წელს გორის მაზრის სოფელ კოხტისხევში. ყმაწვილი იაკობი მშობლებმა თბილისის სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში მიაბარეს, რომელიც 1890 წელს დაასრულა, შემდეგ სწავლობდა ქვათახევის სამონასტრო სკოლაში. 1891 წლის 4 აგვისტოდან ამავე მონასტრის მედავითნეა. 1899 წლის 6 აპრილიდან პირადი თხოვნით გადაყვანილ იქნა ჰერეტის ოლქის სამრევლოში სოფელ ქოთუჭალის ეკლესიის მედავითნედ. ახალგაზრდა იაკობი დიდი პატივისცემით სარგებლობდა ინგილოთა შორის, ეხმარებოდა მათ.
1900 წლის თებერვლიდან იაკობ კანდელაკი გადმოყვანილ იქნა ალავერდის ეპარქიაში, იმავე წლის 4 მაისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა ბერად აღკვეცა ალავერდის მონასტერში და უწოდა სახელად ტარასი, 16 მაისს ყოვლად უსამღვდელოესმა კირიონმა შუამთის მონასტერში აკურთხა იეროდიაკვნად, 17 მაისს მღვდელმონაზონად და დაინიშნა შუამთის მონასტრის იკონომოსად. 1902 წელს დაჯილდოებულ იქნა საგვერდულით. 1900 წლის 22 ივლისიდან არქიმანდრიტი ტარასი დაინიშნა ალავერდისა და თეთრი გიორგის ეკლესიების იკონომოსად. 1902 წლის 25 ოქტომბრიდან იგი გადაყვანილ იქნა წმიდა სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად ხირსაში. არქიმანდრიტი ტარასი იყო ეპისკოპოს კირიონის ერთგული თანაშემწე და თანამებრძოლი. 1903 წლის 4 სექტემბრიდან, როდესაც ეპისკოპოსი კირიონი გადაყვანილ იქნა ხერონისა და ოდესის ეპარქიაში, არქიმანდრიტი ტარასი თან გაჰყვა მეუფეს და ასრულებდა აღნიშნული ეპარქიის ხაზინადარის მოვალეობას. 1904 წლის 10ივნისიდან ორიოლის ეპარქიის იკონომოსია, 1904 წლის 30 ივლისიდან შეთავსებით მუშაობდა ორიოლის საეკლესიო არქეოლოგიური მუზეუმის გამგედ. 1906 წელს არქიმანდრიტი ტარასი ეპისკოპოს კირიონთან ერთად მოღვაწეობდა სოხუმის ეპარქიაში. იგი ეპარქიის ქართველ მოღვაწეთა, დიაკონთა და მედავითნეთა კურთხევის კომისიას ხელმძღვანელობდა, ამავე დროს დიდ დახმარებას უწევდა უპოვარ ადამიანებს, ქვრივ-ობლებს.
1908 წლის 10 ივლისს საქართველოს ეგზარქოსმა ინოკეტმა დანიშნა თბილისის ფერიცვალების ეკლესიაში. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოსურნე სასულიერო პირების მიმართ რეპრსიების პერიოდში, როდესაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სანაქსარის უდაბნოში გადაასახლეს ეპისკოპოსი კირიონი, არქიმანდრიტმა ტარასიმ უყოყმანოდ გაიზიარა მისი ბედი. იგი გვერდიდან არ მოსცილებია კირიონს და ცდილობდა, შეემსუბუქებინა მისი მდგომარეობა. ეპისკოპოსი კირიონი ყოველთვის აფასებდა არქიმანდრიტ ტარასის ამ ერთგულებასა და თავდადებას. პირველი მსოფლიო ომის დროს არქიმანდრიტი ტარასი რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის ხაზზე სამხედრო საავადმყოფოს მოძღვრად იმყოფებოდა. რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ბრძანებით იგი წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი რომელმაც ქრისტეშობის დღესასწაულზე მონათლა სამი კვირის ყრმა ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი (პატრიარქი) მარცხნივ კათოლიკოს პატრიარქის ნათლია მონაზონი ზოილე დვალიშვილი ფოტო გადაღებულია 1933 წელს.
არქიმანდრიტი ტარასი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს თბილისში გამართულ პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. 20 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის მიერ დანიშნულ იქნა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვრად. 1918 წლის 26 ივნისს, დილის 5 საათზე არქიმანდრიტი ტარასი უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-სთან ერთად გაემგზავრა მარტყოფის მონასტერში, 11 სათზე მარტყოფში ჩავიდნენ, მცირედ დაისვენეს, პატრიარქი შეუდგა მუშაობას (ამ დროს იგი "საქართველოს კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში"-ს ქართულ ვარიანტს ასწორებდა). გათენდა 27 ივნისი. უწმიდესი პატრიარქი წესისამბერ დილის 5 საათზე დგებოდა, გახდა 6 საათი, პატრიარქის ოთახიდან არავითარი ხმა არ ისმის... შეაღეს მისი საძინებლის კარები... პატრიარქი კირიონ II სისხლში ცურავს. იქვე გდია მისი ბრაუნინგი... ყველას თავზარი დაეცა, ვინ შევიდა მალულად პატრიარქის ოთახში ისე, რომ წინა ოთახში მყოფმა არქიმანდრიტმა ტარასიმ და მისმა თანმხლებმა ვასილ კბილაშვილმა ვერ გაიგეს ბრაუნინგის გასროლის ხმა? ეს კითხვები პასუხგაუცემელ კითხვებად დარჩა. არქიმანდრიტი ტარასი დაუყოვნებლივ თბილისში გამოემგზავრა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ შეატყობინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს.
1918 წლის 27 ივნისს 11 საათზე შეიკრიბა საკათოლიკოსო საბჭო თბილელი მიტროპოლიტის ლეონიდეს თავმჯდომარეობით, სხდომას ესწრებოდნენ: ურბნელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე), დეკანოზები კალისტრატე ცინცაძე, ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქენი პეტრე ბარათაშვილი, რაფიელ ივანიცკი. მოისმინეს არქიმანდრიტ ტარასის ინფორმაცია მარტყოფის მონასტერში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ და განაჩინეს: ეცნობოს ეს სამწუხარო ამბავი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სათანადო განკარგულებისათვის... მარტყოფის მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის მკვლელობისა და მკვლელების შესახებ მრავალი ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელებმა მოისყიდეს არქიმანდრიტი ტარასი... ეს ვერსია, ისევე როგორც სხვები ვერსიის დონეზე დარჩა... მარტყოფის ტრაგედია გამოუცნობი დარჩა, საუკუნეებში გარდასულმა კათოლიკოსმა თან წაიღო მომხდარის საიდუმლო და შთამომავლობას ბევრი კითხვა დაუტოვა. ჩაქრა ლამპარი, რომლის მსგავსი საუკუნეში ერთხელ აინთება, რათა სიბნელიდან სინათლისაკენ გზა გაუნათოს თანამემამულეებს და აზიაროს ჭეშმარიტებას. არქიმანდრიტმა ტარასიმ უპატრონა უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ს უმდიდრეს არქივს და მოწესრიგებული გადასცა მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას.
1925 წლის 25 ოქტომბერს არქიმანდრიტი ტარასი ეპისკოპოს იოანეს (მარღიშვილი) მიერ დაინიშნა სოფელ საქობიოს წმიდა სტეფანეს ეკლესიის წინამძღვრად. ბოდბელ ეპისკოპოსად სტეფანეს (კარბელაშვილი) დადგენის შემდეგ ურთიერთობა ახალ მღვდელმთავარსა და არქიმანდრიტ ტარასის შორის დაიძაბა. იგი არ ემორჩილებოდა მღვდელმთავარს. დაპირისპირების გარღმავების თავიდან ასაცილებლად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტფორე III-მ, რომელიც 1918 წლის შემდეგ დაუახლოვდა არქიმანდრიტ ტარასის, იგი გადმოიყვანა თბილისის კუკიის წმიდა ნინოს ეკლესიის წინამძღვრად, ხოლო 1931 წლის 29 ნოემბერს გადაიყვანა ქ. ორჯონიკიძის (ვლადიკავკაზის) წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვრად. ვლადიკავკაზის ქართველობისათვის ეს ეკლესია ქართულ სკოლასთან ერთად დედა სამშობლოსთან სულიერი კავშირის საშუალება იყო.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო ქართული ეკლესიის შევიწროება. 1930 წელს წმიდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი გიორგი ნათაძე პატრიარქ ქრისტეფორე III-ს სწერდა: "რუსი მღვდლები უკეთეს მდგომარეობაში არიან. ჩვენ კი ყოველთვიურად გადასახადებს გვიმატებენ. იქნებ ვინმე ყოჩაღი ბერი ნახო და აქ გამოგზავნო, თუ არა ოჯახიანი მღვდელი თავს ვერ შეინახავსო." (39, 1954ა) არქიმანდრიტი ტარასი ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმიანობას, მაგრამ წინააღმდეგობები კიდევ უფრო გაძლიერდა. 1933 წელს არქიმანდრიტი ტარასი შექმნილი პრობლემების შესახებ დაწვრილებით წერდა უწმიდეს კალისტრატესადმი გამოგზავნილ წერილში, - გვავიწროებენ, უნდათ ქალაქის განაპირა ადგილზე გაგვყარონო. 1933 წლის 25 ივლისს ვლადიკავკაზის ქართველობა უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატესადმი გამოგზავნილ წერილში აღნიშნავდნენ: "გვართმევენ შენობას, ქუჩაში გვერეკებიან, დაგვანებონ თავი, თუ არა დავიფანტებით აქაური ქართველობა უცხო მხარეში და მთლად რჯულზედ აგვაღებინებენ ხელს. ისედაც გულშეწუხებულთ და გადარჯულებულთ. თვით ჩვენი მღვდელიც არქიმანდრიტი ტარასი აღარ დადგება აქ და სხვა მღვდელს ვერ მოვითხოვთ და რომ მოვითხოვთ კიდეც სად წავიყვანოთ, თუკი ეკლესია აღარ გვექნება." (8, 251).
1933 წლის იანვარში არქიმანდრიტმა ტარასი კანდელაკმა ვლადიკავკაზის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში მონათლა პატარა ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი. ჭაბუკის ნათლია იყო მონაზონი ზოილე დვალიშვილი... 1938 წლის 24 თებერვალს, მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, გააუქმეს ვლადიკავკაზის ქართული ეკლესია, არქიმანდრიტი ტარასი დაბრუნდა სამშობლოში. თუმცა არც აქ იყო მშვიდობა, ქალაქ თბილისის ფინგანის გამგე უწმიდეს კალისტრატეს წერდა, რომ საჭირო იყო სასწრაფოდ დაებეგრათ არქიმანდრიტი ტარასი. 1938 წლის 27 მარტს არქიმანდრიტი ტარასი დაინიშნა სვეტიცხოვლის მონასტრის წინამძღვრის მოადგილედ. 1939 წლის 19 მარტს აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და ჩაბარდა წილკნის ეპარქია. ეპისკოპოსი ტარასი წირავდა სვეტიცხოვლის ტაძარში. 1945 წლის 10 ოქტომბერს დაჯილდოვდა კუნკულბარტყულზე თვლიანი ჯვრით. რაც უფრო ემატებოდა ასაკი ჯანმრთელობას უჩიოდა, ხშირად ავადმყოფობდა. გარდაიცვალა 1951 წელს, დაკრძალეს სვეტიცხოვლის ტაძრის გალავანში. ეპისკოპოსი ტარასი იყო ხალხური სიტყვიერების, ფოლკლორის შემკრები. მას ჰქონდა ლამაზი კალიგრაფია, შემორჩენილია მის მიერ შესრულებული ანბანი. ეპისკოპოსი ტარასი საქართველოს ეკლესიის ცოცხალი მატიანე იყო... ბევრი რამ იცოდა და ბევრი საიდუმლოც თან გაიყოლა...
კირიონის წერილი ტარასი კანდელაკისადმი
1906 წ. იანვარს 4.
"ტარასი!
მე რაც საწერ მაგიდასთან მოტრიალე კანტორკაზედ წიგნები და ქაღალდები დავსტოვე და ხელნაწერი წიგნები, ბიბლიოთეკის ოთახში ყველა ერთად შეჰკარ და წამოიღე. აკადემიის ეკლესიაში შენ უნდა სწირო და ილოცო 13 და 14 იანვარს - ნინოობას. ისე წამოდი, რომ აქ თავის დროზედ მოხვიდე. თან წამოიღე ფოსტა, რომელიც საწოლ ოთახში ნალის ქვეშ დარჩა. აფონსკის თხოვნა შევასრულე, მღვდლის ადგილზედ დავნიშნე მთავარი ვინოგრადსკი, მაგის ნათესავი სერაფიმეს დანიშვნა ამ თვის 20-25-ზე ადრე არ მოხდება. სერაფიმემ მნახა, მოთმინება არა აქვს, ჩქარა უნდა ორიოლში წამოსვლა; აქ ხმები მოდის, რომ ორიოლელები უკმაყოფილოები არიანო სერაფიმის გადმოყვანით, შეიძლება საქმე გადაბრუნდეს. მკითხა სერაფიმემ, როგორი მდივანი გყამთო, მე ვუთხარი: ხოროში ისპალნიტელი, ტრეზვი ი დეიატელნი მეთქი. იმან სთქვა: მე ჩემი ერთგული მდივანი მყავსო, სხვას ვერ ვენდობიო.
კასების წიგნებს გიგზავნი, შიდ ორი თაბახია ხელმოწერილი, დააწერინე ზედ და მიიღე ყველა რენტები, ხუთ პროცენტიანი სესხისა და რაღაც ფული მერგება. ვერტოგრადოვსა სთხოვე ჩემ მაგიერად იმანა და ჩემმა მდივანმა ლაზარეთის შესავალ-გასვლის წიგნი, რომელსაც აწარმოებდა მდივანი როჟდესტვენსკი, შეამოწმონ, აქტი შეადგინონ და ამოიწერე რამდენია ლაზარეთის ფული. ამასთანავე ცნობაში უნდა მოიყვანონ, რამდენია ფლოტისთვის კიდევ გასაგზავნი შეწირულება. რენტები ხუთ პროცენტიანი და ფულები თან წამოიღე."
ე.კ. 1906 4/I. (21. 57).
საპატრიარქოს უწყებანი N24 8-21ივლისი 2010წ გვ. 21
მღვდელმონაზონი ტარასი
ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) 1871-1951
ეპისკოპოსი ტარასი, ერისკაცობაში გიორგი იაკობის ძე კანდელაკი, 1871 წელს, გორის მაზრაში, სოფელ კავთისხევში აზნაურის ოჯახში დაიბადა. პატარა გიორგი მშობლებმა სწავლა-განათლების მისაღებად თბილისის სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში შეიყვანეს, რომელიც მან 1890 წელს დაამთავრა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ მისი ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა დედაეკლესიას. ბერად შედგომის სურვილმა ახალგაზრდა და ნიჭიერი ყმაწვილი ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიიყვანა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1891 წლის 4 აგვისტოს იგი ამავე მონასტერში მორჩილა განამწესეს. 1899 წლის 6 აპრილს მორჩილი გიორგი საში, სოფელ ქოთუქ-ჭალის ყოვლადწმინდა სამების საინგილოში, ზაქათალის ოლქხელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. 1900 წლის 5 თებერვალს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის საძმოში მიიღეს. მეორე დღეს ალა- ვერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად ტარასი უწოდა. აქედან მოყოლებული მამა ტარასი მუდმივად და განუშორებლად იმყოფებოდა მეუფე კირიონთან და მათი ესეთი მჭიდრო ურთიერთობა 1918 წლამდე არ შეწყვეტილა.
არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 8-21ივლისი 2010წ 22
ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) 1871-1951 (გაგრძელება)
1900 წლის 24 აპრილს ეპისკოპოსმა კირიონმა ბერმონაზონი ტარასი დიაკვნად აკურთხა, ხოლო 12 მაისს — მღვდლად დაასხა ხელი და შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის საძმოში დაადგინა. ამავე წლის 17 აგვისტოს ამ მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1901 წლის 8 აპრილს მამა ტარასი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლის 22 ივლისს ალავერდისა და თეთრი გიორგის მონასტრების ხაზინადრად გადაიყვანეს, ხოლო ამავე წლის 25 სექტემბერს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში განამწესეს. 1903 წლის 2 აპრილს ხირსის მონასტ-რის ხაზინადრად დაინიშნა. ამავე წლის 4 სექტემბრიდან რუსეთში მყოფმა ეპისკოპოსმა კირიონმა მამა ტარასი თავისთან იხმო. მეუფე იმჟამად ხერსონისა და ოდესის ეპარქიას მართავდა. მამა ტარასი, როგორც გამოცდილი ბერი და მასთან დაახლოებული პირი, სამღვდელმთავრო სახლის ხაზინადრობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. 1904 წლის 13 იანვარს ოფიციალურად დამტკიცდა ხაზინადრად. 1904 წლის 10 მაისიდან ეპისკოპოსი კირიონი ორიოლის ეპარქიაში გადაიყვანეს. მამა ტარასი აქაც მის გვერდითაა. ამავე წლის 8 ივნისს იგი სამღვდელმთავრო სახლის ხაზინადრად დაინიშნა, ხოლო 29 ივნისიდან მეუფე კირიონმა ეკონომოსობაც მას ჩააბარა. ამასთანავე, დაევალა საეკლესიო-არქეოლოგიური მუზეუმის ზედამხედველობაც. 1904 წელს რევოლუციური მოძრაობის გაძლიერებასთან დაკავშირებით, წმინდა სინოდის ბრძანებით, ქუთაისში გაუქმდა სასულიერო სემინარია. სწავლა-განათლებას მოწყურებული ქართველი სტუდენტები რუსეთის სემინარიებს მიაწყდა, რადგან თბილისის სემინარიამ ყველა მათგანის მიღება ვერ შეძლო მეუფე კირიონის მიწვევით მრავალი მათგანი ორიოლის ეპარქიაში ჩავიდა, სადაც მეუფის აქტიური ჩარევის შედეგად ადგილობრივ სემინარიასთან დაარსდა მეორე პარალელური კლასი, რომელიც, ძირითადად, ქართველი სტუდენტებისგან დაკომპლექტდა. მღვდელ-მონაზონი ტარასი თავისი მხრიდან დიდ ყუ-რადღებას იჩენდა მათ მიმართ და თავის მამობრივ მზრუნველობას ერთნაირად უნაწილებდა ყველა მოწაფეს. იგი მათ როგორც მატერიალურად, ისე სულიერად`ეხმარებოდა და ამხნევებდა. ეს სტუდენტები იყვნენ: იროდიონ ალავერდაშვილი, ანდრია ახმეტელაშვილი, მოსე დაქიშვილი, ალექსანდრე კალანდარიშვილი, იოსებ ცუცუნაშვილი, გიორგი ხატისკაცი, ერმო-ლაოს ჯობავა, ანდრონიკე კეკელიძე, იასონ ცხომელიძე და გიორგი ქოქოშვილი. იმ პერიოდში მეუფის ლოცვა-კურთხევით მამა ტარასიმ იმოგზაურა მოსკოვში, მოილოცა რუსეთის წმინდა ადგილები და ეკლესია-მონასტრები. გაეცნო იქაურ სამონასტრო ცხოვრებას და ფრიად კმაყოფილი დარჩა იქ მოღვაწე სასულიერო პირებით, მათი სიმრავლით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იგი დიდად სწუხდა საქართველოში ბერმონაზვნების შემცირებაზე და სამონასტრო ცხოვრები' დაუძლურებაზე. შემდგომი მამა ტარასი ამ მოგზაურობის შესახებ გაზეთ „ივერიაში“ წერდა: „მოსკოვი იგივეა რუსეთისათვის, რაც მცხეთა იყო ქართველებისათვის, სანამ ახალ სატახტო ქალაქს დააარსებდა იმპერატორი პეტრე დიდი.
სხედან მარცხნიდან წილკნელი ეპისკოპოს ტარასი, უწმიდესი და კალისტრატე (ცინცაძე) და მისი ოჯახის წევრები. მცხეთა 1949 წელი.
მოსკოვს ამ ორასი წლის მანძილზე არ დაუკარგნია თვისი მნიშვნელობა და იგი დღესაც გულია რუსეთისა. ჩვენს მეფეებს მისვლა-მოსვლა და ელჩების გზავნა რუსეთში იმ დროს, ძირითადად, მოსკოვში ხდებოდა. ქართულ- საეკლესიო წიგნების ბეჭდვაც, ჩვენის ბატონიშვილების წყალობით, მოსკოვის ახლოს დაიწყო. მთელი ახალშენი იყო აქ ქართველებისა. „ქართველების მოედანზე“ თავისი ეკლესიაც ჰქონდათ ქართველებს, მაგრამ, სამწუხაროდ, რაღაც გაუგებარ მიზეზების გამო, დღეს იგი სომხების ხელშია. სასიამოვნოდ უნდა ჩაითვალოს ამას წინად გაზეთებში დაბეჭდილი ცნობა, რომ პეტერბურგის ქართველებს განუზრახავთ საკუთარ ეკლესიის აშენება ქართულ წირვა-ლოცვითაო. მოსკოვშიც ბევრია ქართველობა და დიდად საჭიროა აქაც ქართული ეკლესია. განსვენებული ჩვენი თანამემამულე (გობრონი) მიხეილ საბინინი, რომელმაც დიდი ამაგი დასდო ჩვენს სამშობლო ეკლესიას, ამ სასარგებლო და დიდ მნიშვნელოვან საქმეს ადვილად დააგვირგვინებდა, ცოტა კიდევ რომ ეცოცხლა. საბინინის უპატრონოდ და ობლად დარჩენილი საფლავი ვნახე და ტირილი მომივიდა. ერთი უბრალო ხის ჯვარი ადგია. ქართველობა მო-ვალეა ამ საქმეში, საწყალს ანდერძად ჰქონდა ნათქვა-
24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 8-21ივლისი 2010წ 23
ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) 1871-1951 (გაგრძელება)
მი ― „ნუ დამტოვებთ რუსეთშიო“. თუმცა ფული და ნივთეულობა საკმარისი დარჩა, მაგრამ მემკვიდრეებმა ქონება ჩაიბარეს და ეს უკანასკნელი მისი თხოვნა კი არ შეიწყნარეს.
მღვდელი გიორგი კალანდარიშვილი ოჯახით. ფეხზე დგას ოჯახის მეგობარი მღვდელმონაზონი ტარასი.
აღსრულდა გულთამხილავ შოთასსიტყვები: „ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი“. მას დიდი ამაგი და ღვაწლი მიუძღვის, როგორც ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის წინაშე, აგრეთვე დავით გარეჯის უდაბნოს წინაშეცა. გარეჯის ლავრას ბევრი რამ შესძინა: კანკელი, მარმარილოს ტრაპეზი, ჯვრები, ბარძიმ-ფეშხუმები, ხატები, მრავალი შესამოსელი და ყოველივე სამკაული ეკლესიისა. მან ბრძანა: ეს რა არისო, პატარა დამაცადეთ. ეს მონასტერი უნდა ავაყვავო და ჩემი ძვლებიც აქ უნდა ჩავყაროო. მაგრამ ულმობელმა სიკვდილმა არ აცალა, ადრე მოუსპო სიცოცხლე. ძველად ათასობით ბერი იყო ამ მრავალმთის უდაბნოში და ვაი, ჩვენს დაუძლურებას და ვაი ჩვენს დაკნინებას, რომ დღეს ერთი ბერიც აღარარის იქ, რომ ოლარი დაიკიდოს და ილოცოს. სულ სხვა მნიშვნელობა აქვს უდაბნოში წირვა-ლოცვას, როგორც თვით უფალი ბრძანებს დავით წინასწარმეტყველის პირით: „ესრეთ წმიდასა შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა შინა გეჩვენო შენ“. 1906 წლის დასაწყისში ეპისკოპოსი კირიონი სოხუმის ეპარქიაში განამწესეს, რომელმაც მამა ტარასი თავისთან გადაიყვანა და ამავე წლის 21 მარტს სამღვდელმთავრო სახლის ეკონომოსად დაადგინა. 1906 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და საკურთხევლად მომზადებულ მღვდელთა, დიაკონთა და მედავითნეთა გამოსაცდელი კომისიის წევრად დაინიშნა. ამავე წლის 6 ივლისს სოხუმის ეპარქიის მზრუნველობა მოკლებულ სასულიერო პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებელ კომისიის წევრად დაინიშნა. 1907 წლის 19 ოქტომბერს გათავისუფლდა ეკონომოსის თანამდებობიდან. 1908 წლის 7 ოქტომბერს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში ბერ-დიაკვნის შტატში დაინიშნა. 1911 წლის 7 ნოემბერს მღვდელ-მონაზვნის შტატში დაადგინეს. 1912 წლის 12 თებერვლიდან — 1913 წლის 13 მაისამდე ამავე მონასტრის ხაზინადარია. 1914 წელს, თავისი თხოვნის საფუძველზე რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის ხაზზე სამხედრო საავადმყოფოს ეკლესიის მოძღვრად განამწესეს, სადაც გამოჩენილი მამაცობისათვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტილით) აღდგა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წლის 9-17 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადი- დებელი სამოციქულო ეკლესიის პირველი საეკლესიო კრება. საქართველოში დაბრუნებული მღვდელ-მონაზონი ტარასი კრების მონაწილეა და აქტიურად უჭერს მხარს ეპისკოპოს კირიონს, რომელიც ხმების უმრავლესობით ამ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. უწმინდესმა და უნეტარესმა კირიონმა, ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის, მღვდელ-მონაზონი ტარასი გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. 1918 წლის 26 ივნისს არქიმანდრიტი ტარასი თან ახლდა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონს, მაშინ როდესაც იგი მუხანათურად მოკლა მტარვალის ხელმა. არქიმანდრიტი ტარასი დაუყონებლივ გამოემგზავრა თბილისში და ყოველივე შეატყობინა საკათოლიკოსო საბჭოს. 1925 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ დახურა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი და არქიმანდრიტი ტარასი უადგილოდ დარჩა. 1925 წლის 25 ოქტომბერს ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) იგი კახეთში, სოფელ საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და სიღნაღის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დანიშნა. ამავე წელს ალავერდის ეპარქია ორად გაიყო და არქიმანდრიტი ტარასი ბოდბის ეპარქიის დაქვემდებარებაში აღმოჩნ-და. მალე ბოდბელ ეპისკოპოს სტეფანესა (კარბელაშვილი) და არქიმანდრიტ ტარასის შორის ურთიერთობა გამწვავდა. კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) იგი ჯერ თბილისის კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად, შემდეგ კი 1931 წლის 29 ნოემბერს, ვლადიკავკაზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. ვლადიკავკაზში ჩასული არქიმანდრიტი ტარასი ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმიანობას, მაგრამ წინა-
24-3 საპატრიარქოს უწყებანი N24 8-21ივლისი 2010წ 24
ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) 1871-1951 (დასასრული)
აღმდეგობები კიდევ უფრო გაძლიერდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. 1933 წლის 7 იანვარს სწორედ მან მონათლა ვლადიკავკაზის ქართულ ეკლესიაში ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი, მომავალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. 1938 წლის 24 თებერვალს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახურა ვლადიკავკაზის ქართული ეკლესია და მამა ტარასიც სამშობლოში დაბრუნდა. ამავე წლის 27 მარტს, უწ- მინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა- კურთხევით, არქიმანდრიტი ტარასი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა. 1939 წლის 19 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატემ, ურბნელი მიტროპოლიტ მელქისედეკისა (ფხალაძე) და ნინოწმინდელი ეპისკოპოს იეროთეოზის (აივაზაშვილი) თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წილკნის ეპარქია ჩააბარა. ეპარქიაში ახლად დანიშნულ მღვდელმთავარს მეტად მძიმე მდგომარეობა დახვდა. 1939 წელს ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირების დაბეგვრის არსებულ წესში შეიტანეს ცვლილება, რო- მელიც კიდევ უფრო ამძიმებდა მოქმედი ეკლესიების მდგომარეობას. უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე კანდიდ ჩარკვიანისადმი გაგზავნილ წერილში პირდაპირ აცხადებდა: „ფინანსთა სახკომის ინსპექტორის ასეთი შეუზღუდავი თავისუფლება რამდენიმე დღეში ბოლოს მოუღებს ათასექვსასწლოვანს საქართველოს ეკლესიას, მღვდლები იძულებულნი იქნებიან თავი გაანებონ სამსახურს... სანამ საბჭოთა კონსტიტუციიდან არ არის ამოშლილი 124-ე მუხლი, ნუ იქნება ხელოვნურად მიჩქმალული და ადმინისტრაციული წესით განადგურებული საქართველოს ეკლესია, მით აღგვილი პირისგან ქვეყნისა ქართველი ერის უძველესი კულტურის ცოცხალი ნაშთი“. 1941 წლის 4 მაისს განმეორებით წერილში კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე კ. ჩარკვიანს წერს „გადასახადების გადაუხდელობის გამო დახურულ ეკლესიათა შორის არის მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესია. გამოიძახეს მისი წინამძღვარი ეპის- კოპოსი ტარასი და უბრძანეს 48 საათის განმავლობაში ტაძრის დაცლა. უწმინდესი კალისტრატე მოითხოვდა: 1) ჩაითვალოს სვეტიცხოვლის კრებულის შრომა და ღვაწლი ტაძრის მოვლა-პატრონობისათვის მასზე შეწირული გადასახადის ანგარიშში; 2) დაუყოვნებლივ გახსნილ იქნეს სვეტიცხოველი; 3) ჩამოეწეროს ტაძრის წინამძღვარს გადასახადები“. XX საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს ეპისკოპოს ტარასის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგ- რძნობლად შეირყა, ხშირად ავადმყოფობდა, ერთხანს წყალტუბოშიც მკურნალობდა. 1951 წლის 12 დეკემბერს, 80 წლის ასაკში, წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი გარდაიცვალა. იგი 16 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძრის გალავანში დაკრძალეს