ბეგო შავგულიძე
,,ერთი ქუთაისელი ჩვეულებრივი ბიჭი იყოო!“ - ვერ ვიტყვით;ბყრთი უყვარდა და მოედანიც ჰქონდა;ფეხბურთი უყვარდა და მერე როგორ...ფეხბურთით იყო გატაცებული,მაგრამ მისთვის სამშობლოს სიყვარულის,მისი დაცვის ნიჭი უფრო ძლიერი აღმოჩნდა,ამ სიძლიერემ კი უკვდავების ბინადრად აქცია ჩვენს თვალწინ,ქუთაისელების თვალსა და ხელშუა წამოჩიტული და დავაჭკაცებული ჭაბუკი.ბეგო თავის და-ძმასთან თინიკოსა და ფრიდონთან ერთად რუსთაველზე იზრდებოდა ალალი,მშრომელი,ნაზი და დავით შავგულიძეების ოჯახში.ძმები უფროსები იყვნენ ციცქნა დაიკოზე და ბიჭები ანებივრებდნენ.ფრიდონი და ბეგო უღლად ეწეოდნენ ძმურ სიყვარულს.ერთადერთი გამყოფი მათ ურთიერთობაში ფეხბურთი იყო.ის ლამაზი ფეხბურთი,რამაც ბეგო ხან ,,ტორპედოში“,ხან წყალტუბოს ,,სამგურალში“,ხანაც ზესტაფონელ ფეხბურთელთა რიგებში მიიყვანა,საყვარელი გუნდების ღირსების დასაცავად. .
ასეთი კარგი ფეხბურთელი არც თბილისის ,,დიანამოს“ დარჩენია შეუმჩნეველი და ფეხბურთის ვეტერანის ძოძუაშვილის მიწვევით ,,დინამოში“ უნდა გადასულიყო.მამამ კი უთხრა: ,,აქ დარჩი,ჩემო ბიჭო,შენს ქალაქს უფრო გამოადგებიო!“.საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყო მოწვეული.აფხაზეთში ომის დაწყებიდან ფრიდონი მხედრიონელი ოჯახის წევრი გახდა და ერთი დღითაც არ მიუტოვებია ვეფხვებივით მეომარი ბიჭები.ფრიდონი მოხალისედ წავიდა,ბეგომ: ,, სადაც ძმა,იქაც მეო“ და წყალტუბოს კომისარიატში მვიდა,მანაც ითხოვა მოხალისედ წასვლა.ფრიდონი ცხრა თვის მანძილზე ებრძოდა აფხაზ სეპარატისტებს,სხვის მიწაზე მოძიძგილავე ჩეჩნებსა და კაზაკებს,ყაბარდოელებსა და სხვა ათაი ჯურის მომხვურთ.ფრიდონი სამჯერ მძიმედ დაიჭრა... მაინც ვერ ჩერდებოდა,ცოტას ,,სულს მოითქვამდა“ და საომრად ბრუნდებოდა.ბეგოს რა მოასვენებდა,უმცროსი ძმა ომში ეგულებოდა და მითუმეტეს ფრიდონისაგან ოთხი თვის განმავლობაში არაფერი არ იცოდნენ.1993 წელის ათ მაისს შეჯიბრი იყო საქართველოს თასზე ბათუმის ,,დინამოსთან“ და ბეგოც იძულებული გახადეს უკან დაბრუნებულიყო.მერე კი მოხდა ის,რაც უნდა მომხდარიყო,რამაც ჩვენს თვალწინ დავაჟკაცებული ბიჭი უკვდავების წილნაყარი გახადა.იქ,აფხაზეთში ძირძველ ქართულ მიწაზე სისხლი იღვრებოდა.ტყვიების სტვენისა და ყუმბარების ზათქში იღუპებოდნენ ქართველი ბიჭები.აშკარა იყო უთანასწორო ომში ქართველებს უჭირდათ საბრძოლო ტექნიკაც და ტყვია-წამალიც.დაყოვნება არ შეიძლებოდა,ბიჭებს რაღაცით უნდა მიშველებოდნენ და სხვა მხედრიონელებთან ერთად ჩვენს ქალაქში დისლოცირებულ რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს მოაკითხეს.სიტყვა სიტყვა იყო და ბეგო თანამოაზრეებთან ერთად ნაწილში მანქანით მისულა.თავდაპირველად თითქოს ყველაფერი რიგზე ყოფილა,ყველაფერი პროგრამით მიდიოდა,ბიჭები თითქოსდა მიუახლოვდნენ მიზანს საცაა ჯავშნოსანი და ტყვია-წამალი მათი საკუთრება უნდა გამხდარიყო.როგორც ყოველთვის აქაც გამოერია შადიმანი,რუსი შადიმანი და საქმეც გაფუჭდა.ბიჭები უკვე ჯავშნოსანში იყვნენ,სამშვიდობოს უნდა გამოსულიყვნენ.ატყდა ავტომატების კაკანი,სამხედრო ნაწილის მებრძოლები ქართველ ბიჭებს სამკვიდრო-საციცოხლო გაფრთხილებას აძლევდნენ.ბეგო თანამებრძოლებთან ერთად მტკიცე უარზე დადგა:არა,ბიჭებო,დათმობა არ შეიძლება,სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლოთ,სამხედრო ტექნიკა აფხაზეთში უფრო სჭირდება ჩვენებსო.ბეგო წინ გადახტა: ,,ვერ გაგატანთ საქართველოდან ისევ ჩვენთვის შემოსაბრუნებლად ტყვია-წამალსო“.გადახტა და ეგონა ბიჭებს დაიფარავდა.ვერ შეძლო,მკერდიდან სისხლი გადმოსკდა და მოცელილი დაეცა.მთელი ქალაქი დასტიროდა უღმერთოდ ჩაცხრილულ ბეგო შავგულიძეს-კარგ ბიჭს,ნაღდ ქუთაისელს,ამიერიდან უკვდავების ბინადარს.
ლამარა გველესიანი
ტექსტის აკრეფაში ითანამშრომლა მარიამ გიორგის ასული მანჯგალაძე, დაბადებულია 2003 წელს ბათუმში