თორნიკე ქურდაძე დაიბადა 08 ივლისი 1968 წელს თბილისში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, გარდაიცვალა 16 ოქტომბერი 1994 წელს ცხინვალის რეგიონში
დარჩა ერთი შვილი ნათია, იზრდებოდა და ცხოვრობს საფრანგეთში, მეორე შვილს ჰქვია სოფო.
დედა ნათელა სიმონის ასული გოგინაშვილი 1935 -2019წწ დაბადებულია სოფელი ტირძნისი, გორი
მამა რეზო იოსების ძე ქურდაძე 1937-2016წწ დაბადებულია 10 აპრილი 1937 წელს სურამში
ითანამშრომლა ძმამ თამაზ ქურდაძემ (ფოტოზე მარჯვნივ), შუაში უმცროსი ძმა კახაბერ ქურდაძე, ძმის შვილი კახაბერის მხრიდან, თორნიკე ქურდაძე
გლდანის საძმო – „სამშობლო და გამარჯვება (ნაწილი3) ავტორი ლალი ცერაძე
ლევან ილინი, ვეტერანი დაბადებულია 02 მარტი 1968 წელს გარდაიცვალა 2021 წელს
ლევან ილინი – ტამიშის დესანტის განადგურების შემდეგ ავტომატები მოწინააღმდეგის ტყვია-წამლით გადავტენეთ.
დაიწყო ბრძოლები აფხაზეთში… გადავწყვიტეთ წასვლა ჩვენი ქართული საქმის გასაკეთებლად, მოსახლეობის დასაცავად და მეომრული ვალის აღსასარულებლად… მოხალისეებად ჩავეწერეთ გლდანის კომისარიატში, რადგან გოჩა აბეწვაშვილმა და თორნიკე ქურდაძემ გადაწყვიტეს, რომ ცალ-ცალკე საომრად წასვლას მეგობრები და ძმები ერთად ვყოფილიყავით, რადგან ერთმანეთის უფრო მეტი გატანა და ნდობა გვექნებოდა.
ჩვენ ძირითადად ვიბრძდით ოჩამჩირის შემოგარენში და ჩემს ძმებს არაფერში შეურცხვენიათ თავი. მოქვთან, ლაბრასთან, ტამიშთან, ბესლახუბასთან და ყველგან, სადაც ვიდექით სიმამაცის მაგალითები აჩვენეს.
პირველი საბრძოლო ნათლობა და გამოცდილება მივიღე 1992 წლის ნოემბრის დასაწყისში მოქვის ჩაის ფაბრიკასთან. საკმაოდ ჩასუქებული ვიყავი და წინ და უკან სირბილით ძალიან დავიღალე. თან რაცია მეკიდა და ვეღარ მივრბოდი. მე და ლაშა ხიზანიშვილმა გადავწყვიტეთ იქვე „ბუშლატებზე“ მივწოლილიყავით და ოდნავ დაგვესვენა, რადგან ვგრძნობდით რომ განძრევის თავიც არ მქონდა. გოჩამ და გიამ მოირბინეს. „კომისარა“ შვილებივით გვივლიდა ბიჭებს. განსაკუთრებით მე და ტარასას (ტარიელი, გოჩა აბეწვაშვილის შუათანა ძმა) და ადგომას გვიბრძანებდა თავზე დამდგარი, რადგან საშიშ ადგილზე ვიწექით. უარს ვეუბნებოდი – „ძლივს წამოვწექით გოჩა, აფხაზები კი არა, ასი აფხაზები რომ მოვიდნენ ამდგომი არა ვარ მეთქი“. უცებ გაისმა სროლა. მოწინააღმდეგის ავტომატის ჯერით „ტრასირის“ ტყვიამ გიას გაუარა ჯიბეში და გოჩას ფეხებს შორის გამოვიდა… იმ წუთებში წამოვხტი დაფეთებული. ვიღას ახსოვდა დაღლილობა და თქვენ წარმოიდგინეთ ტანკს გავასწარი სირბილში…
ყველაზე მეტად ტამიშში გადმოსხმული დესანტის განადგურება დამამახსოვრდა, რადგან ეს იყო ყველაზე ნიშანდობლივი ბრძოლა ვაჟკაცობის, რაღაც სულიერი ერთობის მხრივ… მთელი ძირითადი დარტყმა მიიღო ჩვენმა რაზმმა, ბორჯომის მხედრიონმა, ლანჩხუთის მოხალისეებმა, ასურეთის საძმომ…
როდესაც ტამიშში დესანტი გადმოისხა, თბილისიდან ათას კაცამე გავიდა, მაგრამ ტყვია-წამალი არ იყო საკმარისი და საბოლოოდ წინა პოზიციებს შევრჩით 50-60 კაცი…
ტამიშის დესანტის განადგურების დროს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებიც შემოგვერთდნენ. მეღიმება როცა მახსენდება, რომ ერთ-ორი გადარბენა მათთან ერთად მომიწია ყოფნა და ლოთი ქობალიას ხალხს უკვირდათ „მხედრიონელი“ რომ ვიყავი – „თქვენც აქა ხართო?“ ძალიან ბევრი ნაწყენი იყო „მხედრიონზე“ და არც მალავდნენ, მაგრამ იმ წუთებში იმ შეტევის დროს ჩვენს შორის პოლიტიკა არ არსებობდა… იყო მხოლოდ მტერი, შეტევა და გამარჯვების წყურვილი.
ბევრმა არ იცის, რომ 2 ივლისს გადმოსხმული დესანტის საფარი ტამიშთან, მაიმუნთსაშენში ჩასვლის დღესვე გავხსენით… პირველ დღეს, როცა დავათვალიერეთ მუხლამდეც კი არ ქონდათ სანგარი გათხრილი. დილით გავიღვიძეთ და ხალხი შემოფანტული დაგვხვდა და მშივრები და სველები გამოვედრით უკან ცაგერაში. შეცვლა არ გამოგვიგზავნეს და პოზიცია დაცარიელდა. მოწინააღმდეგე კვლავ ჩამოვიდა დაბლა და უკვე სერიოზულად გაამაგრეს სანგრები და კარგი პოზიციაც დაიკავეს…
დავიწყეთ შეტევაზე გადასვლა. პირველ ეშელონში ჩვენი „გლდანის საძმო“ იყო. მე თან რაციაზე ვმუშაობდი. „მაიმუნთსაშენის” გვერდით გორაკი იყო და პრაქტიკულად მთელი ცეცხლი იქიდან მოდიოდა. მახსოვს გადმოგვცეს, რომ ვითომ გვარდიელებმა აიღეს ეს სიმაღლე და დავენდეთ და უფრო წინ წავედით, მაგრამ საბედისწერო შეცდომა დაგვაშვებინეს, რადგან ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოვყევით და მაშინვე დაგვეჭრა სამი მეომარი და ერთი გურული პატარა ბიჭი ზალიკო მდინარაძე დაგვეღუპა კიდეც. მოტიტვლებულ ადგილას მძიმე წუთები გადავიტანეთ. ცეცხლი სხეპდა ყველაფერს.
დავეკითხე რაციით, სად ხართ მეთქი? ვთხოვე ჰაერში გასროლით ენიშნებინათ მდებარეობა და მივხვდით, რომ ძალიან უკან იყვნენ და არც სიმაღლე იყო ჩვენი. ამ მომენტში ძალიან გაგვიჭირდა, ვერ ვინძრეოდით. ბიჭებიც გამოსაყვანი გვყავდა. ზალიკოც ლანჩხუთელების რადისტი იყო და როცა გადავეცი დაიღუპის შესახებ, მახსოვს ჩვენი საძმოს წევრები ისე ღელავდნენ – მე ხომ არ მომკლეს, ტყვიების წვიმაში დასახედად მოირბინა თითოეულმა მათგანმა. რწმუნდებოდნენ, რომ ცოცხალი ვიყავი და უკან გარბოდნენ პოზიციაზე.
როგორც იქნა ბოლო ქარსაცავთან მივაღწიეთ, ბევრი დაიჭრა, დაიღუპნენ კიდეც და ჩავწექით 40 კაცამდე. დაჭრილები გაიყვანეს და ველოდით მძიმე ტექნიკის წინსვლას, რადგან ის ბოლო ორმოცდაათი მეტრი ყელაზე მეტად სახიფათო იყო გადარბენის თვალსაზრისით. არა და რატომღაც ტანკების წინსვლა შეაფერხეს, რამდენიმე საათის ლოდინი შემდეგ, შინაგანი ჯარის ბიჭებს თავის თავზე აუღიათ გამოსვლა, უნებართვოდ ჩამხტარან მანქანებში და დაგვეხმარნენ. უფრო ადრე რომ წამოსულიყვნენ, ალბათ, უფრო ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა. ბოლო გადარბენა ტანკებს ამოვეფარეთ, ტყვია-წამალი პრაქტიკულად არ გვქონდა და მახსოვს ნუკრი პაპუაშვილს ერთი ტყვიაც არ ჰქონდა ლულით ეჭირა ავტომატი, კომბალივით იქნევდა და ვაშას ძახილით გადავეშვით სანგრებში.
მე შემთხვევით პირველი მოვხვდი გამორღვეულ გასასვლელთან და ჩავხტი სანგარში, ჩემთან ერთად იყვნენ დათო მუმლაძე (ბორჯომიდან), გაბინაშვილი ჯონდი (ჩიტა), გოჩა აბეწვაშვილი.
„დილას ვიწყებთ იერიშს. „ავაზა“ ცაგერას სასაფლაოსთან უნდა გავიდეს და ზურგში მოექცეს ბორცვზე მყოფ მტერს… არტირელია მუშაობს, „მხედრიონი“ უახლოვდება „პიტომნიკს“. გოგია „პულიმიოტჩიკი“ რაციით გვატყობინებს რომ მან უკვე გაიარა ბორცვი და უახლოვდება ლაბრის გზას, ლოთის ხალხი კი თითქმის ტურბაზასთანაა. ერთი ტანკი მაინც ჩაეფლო და ვერ გავიდა საბრძოლო პოზიციაზე, მეორე „კობრა“ კარგად მუშაობს, „პიტომნიკს“ ზურგიდან უახლოვდება და ცეცხლს უხსნის. ტანკთან კავშირი წყდება. გიგა გელაშვილი უბრძანებს, რომ იერიშზე გადავიდნენ. დარჩენილია რაღაც ასი მეტრი. მხედრიონელები ერთი წამოდგენენ და ისევ ჩაწვნენ – ბორცვებიდან დააყარეს. „ავაზამ“ ბორცვები ხომ გაიარა?“ – ვკითხულობ. „აბა, რა ვიცი კი ისვრიან და“… – მპასუხობს გიგა. „ადექით!“ ღრიალებს გიგა. „კაცი მომიკლეს!“ – ისმის ლანჩხუთის მხედრიონის მეთაურის აჩიკო ხოფერიას ხმა. გიგა იგინება… ვეძახი თორნიკე ქურდაძეს, გლდანის მხედრიონის უფრისს „სასწრაფოდ შეკრიბე დარჩენილი ბიჭები და წავედით! სწრაფად თორემ მერე გვიან იქნება!“ გიგა და ბიჭები ცდილობენ შემაკავონ… ათ წუთში თორნიკე მზად არის. მანქანებით გადავდივართ სასაფლაოს გასწვრივ. თვალებს არ ვუჯერებ – გოგია პულიმიოტჩიკი არხეინად მოდის. „რა ხდება აკი ლაბრასთან ვარო?“ „სასადილოდ გამოვედი“ – მეუბნება ურცხვად. „რა სასადილოდ რას მიედ-მოედები, სადაა შენი ხალხი?“ „აქვე არიან სასაფლაოსთან“ მაშასადამე არც კი დაძრულან და რაციაში იტყუებოდა. გამოძიების დრო არ არის. გადავრბივართ მინდვრებისაკენ. უცბად სროლა წყდება და ისმის ღრინცელი. ვხედავთ, ჩვენი ბიჭები „პიტომნიკის“გალავანში შერბიან. მტერი გარბის სატვირთო მანქანებით, რომლებიც დახუნძლულია დახოცილებით და დაჭრილებით..“ (ჯაბა იოსელიანი – „სამი გამზომილება“, თბ., 2007, გვ. 299).
მტერი გაიქცა და დატოვა უამრავი აღჭურვილობა, ტექნიკა. ჩვენმა ბიჭებმა მოწინააღმდეგის ტყვია-წამლით გადატენეს ავტომატები.
რაციაზე შტაბში დაიჭირეს მოწინააღმდეგის გადაცემა, როცა რუსი მეთაური იგინებოდა გამწარებული: „Кто сказал вашу мать, что грузины не умеют воевать! Ета чортава Мхедриони?!“
როცა ვიხსენებ შეტევაზე გადასვლისას ისეთ აზარტში ხარ შესული, რომ სიკვდილ-სიცოცხლეზე არც კი გრჩება დრო იფიქრო. იქ სულ სხვაგვარად არის მიმართული გონება, რომ რაც შეიძლება სწრაფად იმოძრაო, მეტი შანსი დაიტოვი გადარჩენისათვის და მოიპოვო სანუკვარი გამარჯვება.
ისე ტამიშის დესანტის გამადგურებაზე ბევრჯერ გამიგია არარსებული ისტორიები. მაშინაც ცაგერასთან „ვაიმეომრები“ შემოგვხვდნენ და ჩვენ გვიყვებოდნენ თუ როგორ იბრძოლეს და გვეუბნეოდნენ „აუ, სად იყავით, ბიჭებო? რა ბრძოლა მიდიოდა ტამიშთან, რა ბრძოლაში შევედითო, რა ომი მიდიოდაო“. ჩვენ კი ვეხუმრებოდით – „რა ვიცით, შეგვაგვიანდა, ვეღარ მოვუსწარით მეთქი შემოსვლა?“ ვითომ შეგვრცხვა ვმასხრობდით. ორი-სამი წლის შემდეგაც იმისთანა ფანტასტიკური ამბები მომიყვნენ, რომ ხუმრობით ვპასუხობდი – „კიდე კაი იქ არ ვიყავი მეთქი“.
ჩვენი მეთაური თორნიკე ქურდაძე ძალიან გამოირჩეოდა. ყველაფერს თავის თვზე იღებდა და ჩვენს საძმოზე. თუ საბრძოლო ოპერაციის ჩასატარებლად სხვა მოითხოვდა 200-300 კაცს, ტანკებს, ატრირელიას, თვითმფრინავებს ის მართლა ურთულეს ბრძოლაში გასვლის წინ კითხვაზე „ვინ წავა?“ პასუხობდა – „გლდანის საძმო წავა“. „რამდენი კაცი გჭირდებათ?“ ორასის ნაცვლას იტყოდა – „ათი, თხუთმეტი“. თუ გახარებული და გაბრწყინებული სახით მოვიდოდა, ისეთი მოუსვენარი იყო, ვიცოდით რომ ბრძოლაში მივყავდით.
მახსოვს ლაბრაში სამას კაცამდე იდგა ჩვენი ერთ-ერთი შენაერთი, მოწინააღმდეგის ტანკი შემოეპარათ და თავქუდმოგლეჯილები გამოიქცნენ. ოცდახუთმა კაცმა ისევ ავიღეთ ეს სოფელი, ძალიან არ გაგვჭირვებია – ერთი მიწოლა და პრობლემა არ იყო. აფხაზები როცა იგერიებდნენ „მხედრიონი“ მოდიოდა, შეშინებულები ყვირილით – „Всадники идут!“ მშინვე ტოვებდნენ პოზიციას და დიდ წინააღმდეგობას არ გვიწევდნენ. სამაგიეროდ მონახავდნენ სუსტ ადგილს და ახლა იქ გვიშენდნენ.
ლაბრიდან ჩვენს პოზიციებამდე უნდა მივსულიყავით როცა ტანკისტმა უარი თქვა წინამძღოლობაზე, გზა დანაღმულიაო. თორნიკე ქურდაძის ხვეწნამ რომ არ გაჭრა ჩაჯდა თავად მსუბუქ მანქანაში, იმდენად აზარტული იყო და წინ წასვლა უნდოდა და თავის თავზე აიღო გზის გახსნა. იმ ადგილებში, სადაც მამანქანეს ნაღმი ეგულებოდა ყველგან შეგნებულად არტყავდა საბურავს… ასე კაცურად გავიდა ბოლომდე და შემდეგ ტანკი გამოყვა. მივაღწიეთ კიდეც პოზიციებამდე. ასეთი შეუპოვარი იყო თორნიკე ქურდაძე…
რაც შეეხება „გლდანის საძმოს“ ბრძოლას. წარმოიდგინეთ ბიჭები, რომელთაც ომის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ და ყველაფერი ადგილზე ისწავლეს. ოჩამჩირის რაიონში ჩვენი საძმო სხვაზე ნაკლები არ იყო თუ მეტი არა. ჩვენი ხუთი კაციც რომ გასულიყო უმძიმეს სიტუაციაშიც კი, ყველამ იცოდა – რადგან საძმო გასულია, ყველაფერი კარგად მოგვარდებოდა. ჩვენ კი თითქმის ყველაფერი გამოგვივიდოდა, ჩვენს ძალებში დარწმუნებული ვიყავით და გამარჯვების შემდეგ ხომ მეცხრე ცაზე დავფრინავდით.
გოგიტა მელიქიძეს წიგნიდან სულთათანა
ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალ მსუბუქ მანქანას მეორე დაეჯახა. ამ დაჯახებაში მეორეს ბრალი იმდენად აშკარა იყო, რომ ქუჩაში გამვლელებმაც კი თვალნათლივ შეამჩნიეს, იმ მანქანის საჭესთან მჯდომი პირი, რომელიც ამ ავტოავარიაში, შეიძლება ითქვას უდანაშაულო იყო, აღელვებული მიუახლოვდა მეორე მანქანას, რაღაცის თქმას აპირებდა, რომ მეორე, ავარიის არცთუ შემთხვევით მომხდენი მანქანიდან ორი პირი გადმოხტა და დაზარალებული მძღოლი ხელის კვრით თაგიანთ მანქანაში ჩატენეს. კარებგაფელილი მანქანა ქუჩაში უპატრონოდ დარჩა, მეორე მანქანა კი ადგილიდან მოსწყდა, დაზარალებული მძღოლი გაიტაცა და გაუჩინარდა. გატაცებული პირი ერთ-ერთი ეკონომიურად ძლიერი ფირმის პრეზიდენტის ძმა გახლდათ. როგორც იტყვიან, ყველაფერი საკმაოდ კარგად იყო გათვლილი: ამის შემდეგ დაიწყო სატელეფონო მოლაპარაკებები და გამოსასყიდ თანხაზე შეთანხმებები, ეს იყო რთული და საკმაოდ დაძაბული პერიოდი, რადგან საქმე უახლოეს ადამიანს – ძმას ეხებოდა, საქმეში ჩაერიგნენ მეგობრები. მოლაპარაკება უფრო ინტენსიური გახდა და ბოლოს გაირკვა, რომ ტყვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის
ოლქის ტერიტორიაზე ჰყავდათ შეყვანილი. თანხა, რომელსაც გამოსასყიდად ითხოვდწენ, შეიძლება ერთი რაიონის ყველა ეკონომიური პრობლემის გადაჭრისაკმარისი ყოფილიყო, მისი მოგროვება გაჭირდა, მაგრამ დრო და განსაცდელში ჩავარდჩილი ძმის. მდგომარეობა დაგგიანებას ვერ ითმენდა და ბოლოს შეთანხმდნენ...
შავი ეოლგა, რომელშიც ოთხი პირი იჯდა, მოლაპარაკების თანახმად დანიშნულ ადგილს მიუახლოვდა. საპირისპირო მხრიდან დაფახფახებული ჟიგული რომელშიც იმდენივე პირი იმყოფებოდა, ათოდე მეტრის მოშორებით გაჩერდა.
შუქის ჩართვა-გამორთვით ანიშნეს, რომ მოსულები სწორედ ისინი იყვნენ ვინც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ჟიგულიდან გადმოსული პირი მშვიდი ნაბიჯით ვოლგისკენ გამოემართა, სადაც თხელი ფოცხვერივით დაჭიმული ტანის მაღალ მაღალი ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა, რომელიც საშემოდგომო "კურტკა" ბრონე ჟილეტის გამო უცნაურად გაბერვოდა. აღელვების დასაფარავად სიგარეტს დინჯად მოუკიდა და ფეხი არ გადაუდგავს, მისკენ წამოსულ ჩოფურა კაცს ადგილზე დაელოდა.
ტანი ცუდს უგრძნობდა და დაძაბულობის ამ პიკურ მომენტში ოთხიოდე წლის თმაგაწეწილი ნათია გაახსენდა, რომელიც დილით კისერზე ჩამოეკიდა, თავი ლოყაზე მიადო და ჭირვეულად მოითხოვდა, მამიკო არსად არ წახვიდე მე ჩემს მამიკოსთან მინდა! ახლა ამ უცნაური მოგონების დრო არ იყო და "ბრონეჟილეტიანმა" თავი გააქნია, თითქოს მოგონებების გაფანტვას და საშიშროებისათვის სრული მზადყოფნის კონდენციაში დაბრუნებას ცდილობდა.
ამბობენ, განსაცდელის დროს გონება არაჩვეულებრივად აქტიურდება, და დროის უმცირეს მონაკვეთში უდიდეს წარმოსახვებს და მოგონებებს წარმოაჩენსო. მხედრული აღნაგობის კაცს ცნობიერებაში წარსულის კიდევ ერთი სურათი წამოეჭრა:
მეგობრებთან ერთად წელზე თეთრზეწრებგადაკრულ "პარონიაში" ზის. ერთ-ერთი იმ დროს იგონებს, როდესაც მან გაგრის დაცემის შემდეგ თავის კლასლების, კორპუსელების, უბნელების და სხვა ახლობლებისგა, ოცდაცამეტკაციანი ჯგუფი შეადგინა და აფხაზეთში საომრად წავიდა. ოცდაცამეტი კაცი, რაოდენ სიმბოლურია ეს ციფრი მშობლიური დედა ენაც ხომ ოცდაცამეტი ბგერისაგან შესდგება, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ოცდაცამეტივე კაცს ერთი ენა და გულის ერთი კარნახი ჰქონდა.
ომში ბევრი ფასეულობა უპატრონოდ რჩება, არცერთი ჩვენგანი ხელს არაფერს ახლებს. ჩვენი საქმე სამშობლოს დაცვაა, ანუ ომი, ომია და ომია, ამიტომ ვისაც თვალი რამეზე გაექცევა, მკაცრად დაისაჯოს და საძმოდან მოიკვეთოს, ეს პირობა იყო ერთგვარი ფიციც. პირველი საბრძოლო ნათლობა ოჩამჩირის ფრონტზე მიიღეს, მათი მაღალი შინაგანი რისკის ფაქტორი და ქართველი კაცისათვის ისტორიულად დამახასიათებელი სული არ გამოჰპარვიათ, რის გამოც იქვე მხედრიონში გაერთიანება შესთვაზეს, ისინი ფრონტის ხაზზე გახდნენ მხედრიონელები და შემდეგ ქართველი მხედრიონის სახელისათვის აღარასოდეს უღალატიათ. ერთ მუშტად შეკრულ მეომართა ამ ჰგუფს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სახელიც კი შეარქვეს, მას შემდეგ შინაურულად გლდანის საძმოს წევრებად იწოდებოდნენ. ეს მაშინდელი მოგონებებია, როდესაც საძმოს სამი წევრი აღმოსავლელი მოგვებივით წელზე ზეწარგადაკრულნი "პარნიოში" რომ ისხდნენ, სწორედ მაშინ თქვა მათმა სულისჩამდგმელმა და ერთ ერთმა ლიდერმა: ბიჭებო მე გული რაღაც ავს მიგრძნობს, ამ სამ დღეში თუ არ მოვკდი მერე ჩემი მომკვლელი ტყვია აღარ იარსებებს, თავისი შიშრული სიტვის თვითონვე შერცხა და მკერდზე ხელი მიიდო. მერე აქამდე თეთრ წვერს მოვუშვებ და ტკბილი ბაბუა ვიქნები და გაიღიმა. მეგობრებმა მისი თეთრი წვერი და სიკვდილი ვერ წარმოიდგინეს, ამიტომ ყასიდად გაიცინეს, მაგრამ ნათქვამი კარგად დაამახსოვრდათ და შემდგომშიც არაერთხელ გახსენეს. ეს ყველაფერი შავი ვოლგის ღია კართან მდგომს მომენტალურად გაახსენდა.
გადასული შემსხვედრისაკენ არ წასულა, მანქანასთან გაჩერდა და მომავალს აქეთ დაელოდა. ჟიგულიდან გადმოსული მოვიდა და სალმის გარეშე, უსიტყვით გაუწოდა მანქანის მართვის მოწმობის სწორედ ის ფურცელი, რომელზედაც ტყვედმყოფის ფოტო იყო. ვოლგის ეკიპაჟმა სურათს დახეა თუ არა, დაეთანხმა, რომ მოლაპარაკება სწორედ აღნიშნულ პურზე მიდიოდა.
- ფული? - იკითხა მოსულმა.
- საბარგულშია, ანიშნა მანქანიდან გადმოსულმა ახალგაზრდამ, რომელიც მიუხედავად დაძაბული სიტუაცისა, გაწონასწორებულ სიმშვიდეს არ ჰკარგავდა, თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ იმდენი ფული რასაც ისინი ითხოვდნენ, არც საბარგულში, არც მათ სანაცნობოში არ მოიძებნებოდა.
-ტყვე სად არის? -კითხვა შეუბრუნა მოსულს და ხმაში რკინის ჟღერადობა გაერია, რაც საკუთარი ძალისა თუ თავის თავის ფასის მცოდნე კაცისათვის არის დამახასიათებელი.
- ტყვეეე ? - ორაზროვნად წარმოთქვა მოსულმა და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. მარჯვენა ხელით მანქანის მართვის სურათიან გადაშლილი მოწმობა მიაზე დადო და თვითონაც ძირს განერთხო. მისი ეს მოძრაობა იყო და მომენტალურად სამი კუთხიდან ცეცხლი გაიხსნა, ისროდნენ ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევიდან, ვოლგის კართან მდგომი ავტომატის ჯერმა მაშინათვე მოცელა, მაგრამ მანქანაში შეხტომა და რადიოგრამაში ორი სიტყვის თქმა მაინც მოასწრო:
- მოგვეშველეთ ჩაგვხოცეს ამათ . . . !
რა თქმა უნდა მიეშველნენ მაგრამ უკვე გვიან იყო . . .
"პარნოიში" ბოლოს ყოფნიდან მესამე პირმოქუფრული, საწვიმრად გამზადებული დღე იდგა, რომელიც იმ საღამოს დაიწყო და გათენაბამდე კოკისპირულად იწვიმა. თითქოს ცაც ვიღაცას ტირისო. იქნებ თორნიკეც ტიროდა. დიახ, თორნიკე ქურდაძეს. თუ ვინმეს ეს სახელი არაფერს გეუბნებათ იმისი ბრალია, რომ თორნიკე მხოლოდ 26 წლის იყო. მას ყველა ჩვენგანისა და საფიცარი სამშობლოსთვის ძალიან ბევრი დარჩა სათქმელი.
სიცოცხლე რომ დასცლოდა . . . .
ეჰ. ვინ იცის, რა იქნებოდა, თორნიკეს რომ სიცოცხლე დასცლოდა, მაგრამ ერთი კი უცილოა - საქართველო, მტერთა გულის გასახეთქად, კიდევ ერთი კარგი ქართველით მეტი ნამდვილად იქნებოდა.
,ა,ა რეზო ქურდაძე
დედა ნათელა გოგინაშვილი
ძმასთან თამაზ ქურდაძესთან ერთად
შოთა ქურდაძე მამის ძმა
ვახტანგ ჭამკოტაძე დაბადებულია თელავში ავტორი ხსოვნის წიგნი XI
წიგნი სულთათანა ავტორი გოგიტა იასონის ძე მელიქიძე დაბადებულია 02 მაისი 1961 წელი. წარმომავლობით სოფელი კლდე, ახალციხე. ცხოვრობს რუსთავში.
ითანამშრომლა ნათელა პავლეს ასული მათოშვილი დაბადებულია არალში 01 იანვარი 1966 წელს