სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10551

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვლადიმერ (ვოვა) ვეკუა 1949-1989წწ დისიდენტი დაბ. სოხუმი ვლადიმერ (ვოვა) ვეკუა 1949-1989წწ დისიდენტი დაბ. სოხუმი

1949-1989 წწ. გარდ. 40 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ვეკუა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ვლადიმერ (ვოვა) ვეკუა 1949-1989წწ დისიდენტი დაბ. სოხუმი

ვლადიმერ (ვოვა) ვეკუა (დ. 1949სოხუმი — გ. 15 ივლისი1989, იქვე) — აფხაზეთში მოღვაწე ქართველი დისიდენტი. 1989 წლის 15 ივლისს სოხუმში განვითარებული დაძაბულობის მსხვერპლი.


ვლადიმერ (ვოვა) ვეკუა დაიბადა 1949 წელს სოხუმში, ცნობილი ინტელიგენტების ოჯახში, მამა — ვლადიმერ ვეკუა — თავის დროზე სკოლის დირექტორი იყო, დედა — ვარვარა ჭანტურია-ვეკუა — საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, წლების განმავლობაში სოხუმის მე-6 საშუალო სკოლის დირექტორი. ვოვამაც ეს სკოლა დაამთავრა. შემდგომში სწავლა განაგრძო რუსეთში, ჩაირიცხა ქ. გორკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მესამე კურსიდან სასწავლებლად გადმოვიდა ქ. თბილისში, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1974 წელს.



ვეკუების ოჯახი იყო საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ პატრიოტთა საკრებულო, მათი თავშესაყარი. ამ ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ზურაბ ჭავჭავაძე, ნიკო ჭავჭავაძე, გია ჭანტურია, თამარ ჩხეიძე, ირაკლი ბათიაშვილი, ირინა სარიშვილი-ჭანტურია, აკაკი ბაქრაძე და სხვები. 1987 წლიდან საქართველოში არსებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი გაერთიანდა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში“. იმავდროულად, სოხუმში შეიქმნა ამ საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი თავკაცი იყო ვოვა ვეკუა. ამ საზოგადოების ინიციატივით 1988 წლის 3 დეკემბერს სოხუმში ჩატარდა მიტინგი, სადაც სიტყვით გამოვიდა ვოვა და მერაბ კოსტავას ისტორიული სიტყვები გაიმეორა: „ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზი ხალხის გულებისაკენ“. 1989 წლის 8 თებერვალს მთელი საქართველო ზეიმობდა საქართველოს სამეფო ტახტზე დავით IV აღმაშენებლის აღსაყდრების დღეს, სოხუმში „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ინიციატივით გადაწყდა, ამ დიდი თარიღის აღსანიშნავად, სოხუმის საკათედრო ტაძარში ლიტურგია ჩატარებულიყო. ვოვა ვეკუა იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც ითავა ეს პატრიოტული საქმე. მან შეიმუშავა მიმართვის ტექსტი სოხუმის მოსახლეობისადმი.

იმ რთულ და ეკლიან გზაზე, რომლის გავლაც ვოვას მოუხდა, მუდამ გვერდში ედგა მისი ცხოვრების ერთგული მეგობარი, მეუღლე, სათნოების განსახიერება ქალბატონი ეთერი.


1989 წლის 15 ივლისს, სოხუმის პირველი საშუალო სკოლის შენობასთან, სადაც თსუ სოხუმის ფილიალი იყო განთავსებული, შეგროვდნენ აფხაზი ეროვნების წარმომადგენლები. ფაქტობრივად, მათ შენობა ალყაში მოაქციეს და შიგ არავის უშვებდნენ. პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად ქართველები გადავიდნენ რუსთაველის სახელობის პარკში, თან გადაწყვიტეს მიემართათ აფხაზეთის ხელმძღვანელობისთვის, რათა მიეღოთ სათანადო ზომები. საოლქო კომიტეტში წარმომადგენლების გაგზავნამ შედეგი არ გამოიღო — პასუხი აგვიანებდა. რუსთაველის პარკში საღამოსთვის შეიკრიბა 400-მდე ქართველი, ბოტანიკური ბაღის ახლოს, პუშკინის ქუჩის მხრიდან აფხაზები შეგროვდნენ. შუადღისას სწორედ რუსთაველის პარკთან მოხდა თავდასხმა ქართველებზე, რამაც ბიძგი მისცა შემდგომ მოვლენებს. იმ დღეს პარკში ძალადობის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ვოვა ვეკუა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ვლადიმერ ვეკუას ქუჩაზე მდებარე მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 1989 წელს სოხუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.

2010 წელს აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ვოვა ვეკუას სახელი მიენიჭა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.07.2022
ბოლო რედაქტირება 15.07.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0