სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მამა იოაკიმე (იოსებ რამაზაშვილი) 1874-1965წწ არქიმანდრიტი, მღვდელ მონაზონი დაბ. სოფ. კაჭრეთი, გურჯაანი მამა იოაკიმე (იოსებ რამაზაშვილი) 1874-1965წწ არქიმანდრიტი, მღვდელ მონაზონი დაბ. სოფ. კაჭრეთი, გურჯაანი

1874-1965 წწ. გარდ. 91 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი რამაზაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

120       ბეჭდვა

მამა იოაკიმე (იოსებ რამაზაშვილი) 1874-1965წწ არქიმანდრიტი, მღვდელ მონაზონი დაბ. სოფ. კაჭრეთი, გურჯაანი

მღვდელმონაზონი მამა იოაკიმე რამაზაშვილი 1875-1965წწ


1911-18 წლებში მოღვაწეობდა ათონის მთაზე მამა იოანე მაისურაძე ბეთანიელთან ერთად (შერაცხულია წმიდანად). ათონის მთაზე იქნა აღკვეცილი ბერად და შემდგომ ბერ დიაკვნად. მამა იოანე და მამა იოაკიმე სხვა ქართველებთან ერთად შევიწროებული ბერძენი ბერების მიერ იძულებულებულნი იყვნენ  დაეტოვებინათ ათონის მთა და დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. 

წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) (+1957) და გიორგი-იოანე (მხეიძე) (+1960)  ხსენება 8 (21) სექტემბერი ცხინვალი

სამშობლოში კი ჯერ ნოე ჟორდანიას ათეისტი მთავრობა დახვდათ შემდგომში უღმერთო კომუნისტები დაეპატრონნენ ჩვენს სამშობლოს. მრავალი დამცირება და შეურაწყოფა დაითმინა თავისი ცხოვრების განმავლობაში. გარდაიცვალა 1965 წელს და დაკრძალული იქნა კაჭრეთის საერო სასაფლაოზე. 

მისი გარდაცვალებიდან 48 წლის შემდეგ მოხერხდა მისი ნეშტი მამა შოთა ორველაშვილის ინიციატივით, გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსის მეუფე ექვთიმეს (ლეჟავა) ლოცვა კურთხევით და რამაზაშვილების საგვარეულო კავშირის ძალისხმევით გადმოსვენებულ იქნა კაჭრეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში.

მეუფე ექვთიმე( თეიმურაზ გიორგის ძე ლეჟავა დ1953) გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი დაბ. თბილისი

მამა შოთა ორველაშვილი წინამძღვარი კაჭრეთის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია დაბ. 11 ოქტომბერი 1960 წელს

ზვიად (გაბრიელ) რამაზაშვილი დავითის ძე. რამაზაშვილების საგვარეულო კავშირი, თავმჯდომარე. დაბადებულია 1974 წელს თბილისში

მამა იოაკიმეს მოძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე : (იაშვილი) : 1863-1947 // XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა / გ. მაჩურიშვილი, ლ. ტოგონიძე. - თბ., 2012. - გვ.476-484.

1923 წელს მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე იაშვილი, რომელსაც ხალხი წმინდა კაცს უწოდებდა და დიდად სასოებდა, "საკათალიკოსო საბჭოს სწერდა: "თანამდებობისამებრ ჩემისა, ვაცწნობებ რა თქვენს. უწმინდესობას გარემოებას ჩვენი მონასტრისა შესახებ იმისა, რომ მარტყოფი-წორიოს კომიტეტის წევრნი უპირებენ ჩამორთმევას ყოველწაირი ქონებისა და დათხოვნასა ჯეელი ბერებისა.

(დიდ ხუთშაბათს აღწერეს ყოველივე ქონება, ხოლო ეკლესიის შიგნით არსებული საგები ვეღარ მოასწრეს. თხოვნა ჩემი დააკმაყოფილეს იმით, რომ საღმრთო მსახურებისათვის არ შემიშალეს ხელი.

აღდგომის მესამე დღეს უნდა მოსულიყვნენ წასაღებად ქონებისა, მაგრამ ხალხი ურმებს არ აძლევს და არცა თანახმანი არიან მონასტრის გამარცვაზე.

არ ვიცი, რით დამთავრდება ეს ჩვენი საქმე, დეკრეტი არა ჰქონდათ თან წამოღებული და შემპირდნენ მოტანას. უმორჩილესად გთხოვთ თქვენს განკარგულებას, თუ როგორ მოვიქცეთ ქონების ჩამორთმევის დროს”.

1923 წლის 19 აპრილს მარტყოფის აღმასრულებელმა კომიტეტმა აღწერა მოწასტერი როგორც მამა გერმაზე იუწყება, იმ დროისათვის მოწასტრის სამმო, გარდა საქოწლის მწყემსისა და კურატი ბიჭისა, 12 კაცისაგან შედგებოდა. ესეწი იყვნენ: არქიმანდრიტი. გერმანე (იაშვილი), მღვდელმონაზონი ევაგრე (დიასამიძე), მღვდელმონაზონი ხარლამპი (ხომასურიძე), მღვდელმონაზონი იოანე (მაისურაძე), მღვდელმონაზონი ანტონი (ოროჟდანოვი), ბერდიაკონი იოაკემე (რამაზაშვილი) ბერდიაკონი აიათალა (ძამაშვილი), ბერდიაკონი იოსები, ბერი იოსები (მელაძე) და კიდევ სამი უცნობი ბერი. ამ 14 კაციდან (დასტოვეს მონასტერში ბრმანი, მკელობელნი და მოხუცებულნი, სულ ნ კაცი, და ერთი: ჯეელი ბიჭი. ბერდიაკონი აიათალა მომვლელად უძლურია. მწყემსი და კურატი: სრულიად დაითხოვეს, დანარჩენთ, რომელთაც სიჯეილე შესწევთ, ე. ი. 3. მღვდელმონაზონს, ერთ ბერს და ერთ მორჩილს, გამოუცხადეს, - თუ იგინი ისურვებდნენ. მოწასტერში დარჩეწას, მაშინ უნდა გადაიხადონ სენაკების ნალოგი (ხარკი), ხოლო. მოხუცებულწი კი უხარკოდ იცხოვრებენ. მათი სიტყვით, ნალოგი იქნება თვეში 2 მაწეთი.

ოქროთი, რომლის გადახდა შეუძლებელია ჩვენი ბერებისათვის შესანახად მოხუცებულთა ძმათა მონასტერს დაუტოვეს 2 დესიატინა მიწა და ძროხა თავისი ხბოთი, ხოლო დანარჩენი ერთი უღელი ხარი და ერთი მოზვერი წაიყვანეს. გარდა ამისა, მორთულობა, რაც უკეთესი იყო, თავისი სამმართველოსათვის წაიღეს. აპირებენ სამზარეულოს ჭურჭლის წაღებასაც უმორჩილესად გთხოვთ, დარიგება მისცეთ. ამ ჩვენი მონასტრის ძმათ, თუ როგორ მოიქცნენ ამ შემთხვევაში”.

ბერ იოაკიმე რამაზაშვილის ბერდიაკვნქად კურთხევის მოწმობა


ვადასტურებ (რეგისტრაციაში გატარებ) საპატრიარქოდან (იგულისხმება მსოფლიო საპატრიარქო) ივერთა წმინდა მონასტრის მოწვევას, მას შემდეგ რაც ივერთა მონასტრის წევრებმა გადაინაცვლეს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართველთა კელიაში, რომ 1917 წლის 26 მაისს წმინდა ტაძარში ხელი დავასხით სული წმიდის მოწვევის ლოცვითი მადლით და ზემოთ დასახელებული წმინდა ტაძრის წინამძღვრის ბერი იოანეს მიერ შესრულებული ლიტურგიკული წესით ბერ იოაკიმეს ბერდიაკვნად წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წესის თანახმად.
გამოიცა წინამდებარე მოწმობა წერილის სახით ბერდიაკონ იოაკიმეს ხელდასხმის დამადასტურებლად.

ნისის მიტროპოლიტი პაისი

გაზეთი საპატრიარქოს უწყებანი N 4   26 იანვარი - 01 თებერვალი 2012
ვიწრო, ეკლიან გზით მავალი მოწაფე ქრისტესი მღვდელ. მონაზონი იოაკიმე (რამაზაშვილი)
1874-1965

'მღედელ-მონაზონი იოაკიმე, ერისკაცობაში –- იოსებ სტეფანეს ძე რამაზაშვილი 1874 წელს სიღნაღის მაზრაში სოფელ კაჭრეთში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. ოცდაცამეტ წლამდე იოსები მშობლიურ სოფელში.
ცხოვრობდა და სხვადასხვა სამუშაოთი ირჩენდა თავს. დადიოდა კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და ერთ-ერთ ჩვეულებრივ რიგით მრევლად ითვლებოდა. 1907 წლის შობის მარხვაში, მის ცხოვრებაში მოულოდნელი გარდატეხა მოხდა და მან მტკიცედ გადაწყვიტა თავი ღვთის სამსახურისადმი მიეძღვნა და ბერული ცხოვრების მძიმე გზა აირჩია. ამ მიზნით, 1907 წლის 10 მაისს იოსები დავით გარეჯის ლავრაში მივიდა, სადაც ცოტა ხანში მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოსითეოსმა (ბერძნიშვილი) მორჩილის კაბა უკურთხა. 

დავით (დოსითეოსი) ბერძენიშვილი, 

იმ პერიოდში გარეჯის მონასტრის ბერები ხშირად ჰყვებოდნენ ამბებს ათონის მთის ქართველთა მონასტრის სავანის შესახებ, რამაც ახალგაზრდა მორჩილს აღუძრა სურვილი წასულიყო და მოელოცა წმინდა მთა, სულიერი მოძღვრისა და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისაგან შესაბამისი ნებართვის მიღების. შემდეგ, 1911 წლის ივლისში იოსები სხვა ქართველ მომლოცველებთან ერთად ათონის მთაზე გაენგზავრა.
ათონის მთის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართველთა სავანე XIX საუკუნის 60- იანი წლების მიწურულს იმერეთის ეპისკოპოს წმინდა გაბრიელის (ქიქოძე), სამეგრელოს ეპისკოპოსი ტარასის (ელიავა) და გურიის ეპისკოპოს გაბრიელის (ტუსკია) ლოცვა-კურთხევით დააარსეს მორჩილმა ბესარიონ ნოდიამ და მამა ბენედიქტემ (ბარკალაია).
არქიმანდრიტი გაბრიელ ტუსკია 1846-1856წწ, შემდგომში გურისს ეპისკოპოსი 1860-1882წწ

სავანე ოფიციალურად ირიცხებოდა, როცორც ივერთა მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი სენაკი, ათონის მთაზე მოქმედი კანონით კი სენაკში მოღვაწე ბერების უფლებები შეზღდული იყო, დედამონასტრის ნებართვის გარემე ძმათა რიცხვის გაზრდა 6 თუნდაც რაიმე შენობის აგება, მკაცრად იკრძალებოდა. ამ უფლებრივ მდგომარეობას ბერძენი ბერები ბოროტად იყენებდნენ. თავს კი იმით იმართლებდნენ, რომ ათონის, მთის. განაწესს იცავდნენ, ქრისტიანი მოღვაწის უპირველესი. მოვალეობა კი სრულიად ავიწყდებოდათ.
ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე მორჩილის ჩასვვლამ ძალიან გაახარა ქართული საძმო. სავანის წინამძღოლმა მღვდელ-მონაზონმა იონამ (ხოშტარია) იოსები ბერად აღკვეცა და სახელად იოაკიმე უწოდა. იმ  დროისათვის მონასტერში მყოფი მწირველი მამებიდან ზოგი გარდაიცვალა, ზოგიც საქართველოში დაბრუნდა და სავანე ორი მოხუცებული მღვდელ-მონაზვნის ამარაღა იყო დარჩენილი. მამა იონას უნდოდა.

ახალგაზრდა ბერების კურთხევა, მაგრამ ბერძნები. ამის უფლებას არ აძლევდნენ, ამასობაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. 1917 წლის დიდ მარხვაში ათონის მთას რუსული ჯარი მიადგა. ქართველმა ბერებმა დრო იხელთეს და ბეთანიის მონასტრის არქიმანდრიტ იოანეს (მაისურაძე) მოგონებების თანახმად, ბერძენ ეპისკოპოსს ძალით აკურთხებინეს სამი ქართველი ბერმონაზონი. 1917 წლის 24, 25 და 26 მაისს ეპისკოპოსმა პაისიოსმა ბერები: იოანე მაისურაძე მღვდლად, ხოლო მელეტი თოფურია და იოაკიმე რამაზაშვილი დიაკვნებად აკურთხა.

მამა იონას გარდაცვალების გამო ქართველთა სავანეში ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ბერების ნაწილი წმინდა სტეფანეს კელიაში გადავიდა, ხოლო ნაწილი 1918 წლის მაისში მღვდელ-მონაზონ ილიას (ფანცულაია) მეთაურობით საქართველოში დაბრუნდა.
მათ შორის იყო მამა იოაკიმე (რამაზაშვილი), ისევ არქიმანდრიტ, იოანეს (მაისურაძე) მოგონებებს ჩავხედოთ: „ახლა უკვე არმაზში ვართ: მე იოანე მაისურაძე მღვდელმონაზონი, ათონში ძალით ნაკურთხი დიჩისაგან, რუსის ოფიცრის ბრძანებით, იოაკიმე მთავარდიაკონი და პეტრე აბაშიძე. რამდენ ხანს დარჩა მამა იოაკიმე არმაზის მონასტერში სამოღვაწეოდ ცნობილი არ არის. 1921 წელს კომუნისტებმა არმაზის მონასტერი დაარბიეს და მამა.
იოანე მაისურაძე და კიდევ ერთი ბერი დაქრეს. სამწუხაროდ, მამა იოანე მოგონებებში არ ახსენებს, ვინ იყო ის მეორე ბერი.
საქართველოს ეროვნულ ხელნაწერთა არქივში დაცული საბუთებიდან ირკვევა, რომ 1922 წლის 13 მაისს ბერ-დიაკონი იოაკიმე საკათოლიკოსო საბჭოს. სთხოვს, ნება დართონ იცხოვროს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში და ამავე წლის 5 ივნისს მას ეხ უფლება ეძლევა.

1923 წლის ივლისში კომუნისტებმა ხირსის მონასტერიც დაარბიეს. იქ მოღვაწე ბერები გაკრიჭეს (მათ შორის წმინდა აღმსარებელი გიორგი მხეიძე, რომელიც იმ პერიოდში ხირსის მონასტერში მოღვაწეობდა) და დაამცირეს. ამდენი შიშსა და შევიწროებას ვეღარ გაუძლო მამა იოაკიმემ, ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა, მიატოვა ბერული ცხოვრება და სოფელ კაჭრეთში დასახლდა. ასე გავიდა სამი წელიწადი.

1926 წლის 16 ივლისს მამა იოაკიმე მონანიების სურვილით მარტყოფის მამათა მონასტერში მივიდა, სადაც მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ გერმანეს (იაშვილი) ლოცვა-კურთხევით, ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) მას სინანულის კანონი განუჩინა.

სტეფანე (კარბელაშვილი) (დ. 1 იანვარი1853გორის მაზრაქვემო ჭალა — გ. 8 აპრილი1936) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდანი (2011).

"წელიწადნახევარი ღრმა სინანულში გაატარა მამა იოაკიმემ, მისი ახალი სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე, ძველი ბერმონაზვნური ტრადიციებისა და ასკეტური გამოცდილების მქონე მოღვაწე გახლდათ. იგი ღრმად იხედებოდა მონანულის გულსა და გონებაში, და ბრძნული დარიგებებითა და ხელმძღვანელობით ნელ-ნელა შეძლო მისი კვლავ გზაზე დაყენება,

1928 წლის 24 იანვარს არქიმანდრიტი გერმანე ეპისკოპოს სტეფანეს წერდა: „უწინარეს ყოვლისა გეანბორებით წმინდა მსხვერპლის შემწირველ მარჯვენასა ზედა და ვითხოვ თქვენს დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩემდა მოსახსენებლად.

ამასთანავე უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მეუფებას, რომ შეუმსუბუქოს სასინანულო კანონი, ჩემს მონასტერში მყოფ ბერს იერო დიაკონს იოაკიმეს იმდენად, რამდენადაც სულმან წმიდამან გაუწყოთ, რადგან გულსმოდგინებით ასრულებს თავის საკანონოს. ხორცეულს სრულებით აღარ გიახლებათ, სასმელსაც იშვიათად და იმასაც ცოტას ერთ ნახევარი წელიწადი უკვე შეუსრულდა საკანონოს მიცემის დღიდან.
გიგზავნით თქვენს მიერ გამოგზავნილ წერილსაც, რომელზედაც წააწერავთ თქვენს განკარგულებას ზემო ხსენებულის საგნის შესახებ. მაპატივეთ მეუფეო რომ გაწუხებთ.
კრებულმან ჩვენის მონასტრისამან ხელთ ანბორობა მოგახსენესთ.. მისამართი ვაზიანი, სოფელი მარტყოფი ვასილ მიხეილის ძე ახალკაციშვილს",

რადგანაც ამ თხოვნაზე პასუხმა დაიგვიანა, 1928 'წლის 30 ივლისს მამა გერმანე მეორე წერილს უგზავნის მეუფე სტეფანეს, უკვე თავად მამა იოაკიმეს ხელით უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მეუფებას, რომ ამ წერილის მომრთმევს იერო დიაკონს იოაკიმეს შეუმსუბუქოთ საკანონო, რომელსაცა აქვს თქვენგან მიცემული ეპიტიმია სამი წლის უზიარებლობის 1926 წლის ივლისის 16 რიცხვიდან. ორი წელიწადი უკვე შესრულდა და ერთიღა დარჩა. ხორცის
ყამა სრულებით აღკვეთილი აქვს, იმედია სიკვდიამდის სინანულში გაატარებს, როგორც ბერი:

თქვენი მეუფება თუ ინებებს, გაქვთ უფლება მესამე წლის პატივებისა. თქვენს მიერ მიწერილი წერილი (დედანი) რომელშიაც იყო აღნიშნული სათანადო წეხი და კანონი სამი წლის შესრულების შემდეგ, თუ როგორ უნდა მოვიქცე, იმისი პირი ჩემთან გახლავსთ დატევებული, ხოლო დედანი კი თქვენ გამოგიგზავნეთ ფოშტით შუამდგომლობის წერილითურთ 24 იანვარს 1928 წელს, მაგრამ თქვენი პასუხი ვერაფერი გერ მივილე, იმედი მაქვს დააკმაყოფილებთ ჩემს თხოვნას და მისცვმთ ნებას, როგორც ზიარებისას, ისე თანამწირველობისას,

მაპატივეთ მეუფე, რომ ლიტონ წერილს გიგზავნით ნაკლულოვანებისა გამო ჩვენისა. მშეიდობით ბრძანდებოდეთ. ღმერთსა ვთხოვ, ისე წარმართოს თქვენი საქმე, როგორც თქვენთვის საუმჯობესო იონი.

ეპისკოპოსმა სტეფანემ გაითვალისწინა გამოცდილი და მრავალჭირნახული მოძღვრის თხოვნა და  ამა წლის 21 ივლისიდან მამა იოაკიმე სასულიერო ხარისხში აღადგინა. აი, რას წერდა იგი მამა გერმანეს ჩემს მიერ კანონ ქვეშ დაყენებული იერო დიაკონ იოაკიმეს 1926 წლის 16 ივლისიდან თანახმად სჯულის კანონებისა: მოციქულთა –_ 81, 83; IV კრების < 3,4, 5, 6,7, ნიკეის კრების –- 14; VI კრების –- 10; კართაგენის კრების 16 და კონსტანტინეპოლის
კრების –- 11 მიცემულ ჩემდა საღმრთო მადლით, დამოწმებული არქიმანდრიტ გერმანეს მიერ, გულმხურვალე მონანიების მიხედვით, ნებას ვაძლევ მას იერო დიაკონ იოაკიმეს წმიდა საიდუმლოს ეზიაროს ფერისცვალებას, კუთვნილი ტანისამოსის სხურებით მიღებას და სადიაკვნო შესამოსლის მოხმარებას ღვთისმსახურებისას, იმ განზრახვით, რომ იგი განაგრძობს თავის სურვილითაც მონდომებულ მოღვაწეობას ბოლომდე“.

1928 წლის მარიამობის მარხვიდან მოყოლებული მამა იოაკიმე მონდომებით აღასრულებდა თავის მოვალეობას და არჩეული გზიდან აღარ გადაუხვევია, თავისი პატიოსანი და თავმდაბლური ხასიათით მონასტრის ძმობაში მან მალევე მოიპოვა პატივისცემა. და სიყვარული. მაგრამ ბოროტი მაინც არ ასვენებდა ღვთისმსახურს და მალე ახალი განსაცდელი მოუვლინა მას. რადგანაც მამა იოაკიმე ოფიციალურად არ ითვლებოდა მარტყოფის მონასტრის საძმოში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელნი გასაქანს არ აძლევდნენ, ხშირად აპატიმრებდნენ, სთხოვდნენ მოწმობას და საეკლესიო მანდატს. ამას ისიც.
ემატებოდა, რომ მისი პატარა ძმა დაპირისპირებული იყო კომუნისტებთან და ტყეში იმალებოდა, მამა იოაკიმეს დაპატიმრება ელოდა. 1930 წლის 24 იანვარს არქიმანდრიტი გერმანე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) წერდა: „უმორჩილესად ვსთხოვ თქვენს უნეტარესობას, რომ ჩარიცხოთ ჩემდა რწმუნებულ წმინდა ანტონის მონასტრის ძმათა რიცხვში ბერი წმინდა სტეფანეს (ხირსის) მონასტრისა, იერო დიაკონი იოაკიმე, რომელიც იმყოფება ჩვენთან უკვე 1927 წლიდან და ასრულებს სათანადო მორჩილებას ერთგულად“. 1930 წლის 28 იანვარს იგი ოფიციალურად ჩაირიცხა მონასტრის საძმოში.

შესაბამისი მომზადებისა და რამდენიმენლიანი პატიოსანი და კეთილსინდისიერი მსახურების შემდეგ, არქიმანდრიტმა გერმანემ ბერ-დიაკონი იოაკიმე სამღვედელო ხარისხზე წარადგინა. ამასთან დაკავშირებით, 1932 წლის დიდმარხვაში მან თხოვნით მიმართა უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს (ცინცაძე).

XX საუკუნის 30-იან წლებში საგრძნობლად შემცირდა თეთრი სამღვდელოების რიცხვი, რის გამოც 'მათ ადგილებს მონასტრებში ჯერ კიდევ შემორჩენილი ბერმონაზვნობა იკავებდა. უწმინდესი კალისტრატე კარგად ხედავდა, თუ რამხელა განსაცდელის ქვეშ იყო საღვთო მადლსა და ღვთის სიტყვას მოკლებული მრევლი. იგი ყველანაირად ხელს უწყობდა დარჩენილ სამღედელოებას და განამტკიცებდა მათ უმძიმეს მსახურებაში. ამიტომაც, იგი დიდი სიხარულით შეხვდა არქიმანდრიტ გერმანეს წინადადებას. მან ურბნისისა და აწყურის ეპარქიის დროებით მმართველს, ეპისკოპოს ეფრემს (სიდამონიძე) დაავალა მარტყოფში ჩასვლა და ხელდასხმის საიდუმლოს შესრულება.
1932 წლის 9 აგვისტოს მეუფე ეფრემმა მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის სავანეში ბერ-დიაკონ იოაკიმეს მღვდლად დაასხა ხელი და შესაბიმისი კურთხევის სიგელიც გადასცა.

ახლადნაკურთხი მღვდელ-მონაზონი არქიმანდრიტ გერმანეს ლოცვა-კურთხევით მონასტერთან ახფოიმდებარე სხოფალენბი გადიოდიდა უპიტრონოდ დატოვებულ სოფლებში ქრისტიანულ წესებს! აღასრულებდა, მამა იოაკიმე წვიმასა და ქარში, თოვლსა თუ ავდარში, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა ყველგან დაუზარელად ქადაგებდა ღვთის სიტყვას. აზიარებდა მომაკედავებს, ნათლავდა ბავშებს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს და ვინ იცის რამდენი დამცირებისა და (დევნის დათმენა მოგნია მას ამ პერიოდში: იგი ასევე ხშირად ჩადიოდა მშობლიურ სოფელ კაჭრეთშიც, სადაც დიდი სიყვარულითა და მოკრძალებით ხვდებოდნენ. არქივში შემორჩენილია ამის დამადასტურებელი
საბუთებიც „უმორჩილესად ვსთხოვ თქვენს უწმინდესობას, რომ უბოძოთ ერთი თვის ვადით სათანადო მოწმობა, ჩემდამო რწმუნებულ წმ. ანტონის ტაძრის მღვდელ-მონაზონ იოაკიმე რამაზაშვილს რომელიც მიემგზავრება თავის სამშობლო კაჭრეთში, რომ შეძლოს შემთხვევითი ქრისტიანული წესების შესრულება, მთხოვნელთა დასაკმაყოფილებლად – თქვენი უწმინდესობის პატივისმცემელი, არქიმანდრიტი გერმანე. 1935 წლის 30 დეკემბერი.

'დადგა ავადსახსენებელი 1937 წელიც. ქრისტიანებისა და საერთოდ ნებისმიერი ადამიანების დევნამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, გაუსამარილებლად დაიხვრიტა ანდა გადაასახლება უამრავი მოქალაქე, უმძიმესი წლები დაუდგა. ეკლესიასაც, კომუნისტებმა მარტყოფის მონასტერი საბოლოოდ გააუქმეს და ბერმონაზვნები გამოყარეს. მამა იოკიმე იძულებული გახდა კვლავ კაჭრეთში თავისი ძმის ოჯახში გადასულიყო საცხოვრებლად. დანარჩენი ბერებიც ზოგი საით წავიდა და ზოგიც საით. მოძღვარი, მისდა საბედნიეროდ, დახვრეტასა და გადასახლებას გადაურჩა. იგი მინაზე მუშაობით ირჩენდა თავს და უჩუმრად საეკლესიო წესებსაც ასრულებდა.




1943-1944 წლებში ტაძრების ხელახალი ამოქმედების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს. (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით მღვდელმსახურებას, შეუდგა 135-ზე მეტი საეკლესიო პირი. მათ შორის იყო მამა იოაკიმეც, აი, რას წერდა. 1946 წლის 27 მარტს იგი უწმინდესს კალისტრატეს:

„ლოცვა-კურთხევას მოვითხოვ თქვენგან თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ. მუხლმოდრეკით ვეამბორები ნათლით შემოსილ თქვენ წმიდა მარჯვენას.

1937 წლის 12 სექტემბრიდან როცა დაგვითხოვეს ჩვენ ყველა ბერები, მეც იძულებული გავხდი ჩემს სამშობლოში წავსულიყავი და დღემდე განვაგრძობ იქ სასოფლო-სამეურწეო არტელში მუშაობას,.
მასთან ერთად მაქვს ყოვლათ მთავარი მოსახსენებელი თქვენ უწმინდესობასთან. მთელი ამხნის განმავლობაში, ჩემს მიერ მეტნაკლები თუ რაიმე დამსახურებულია თქვენ უწმინდესობასთან, თუმცა ზოგიერთ დამაბრკოლების მიზეზები თქვენც მოგეხსენებათ, მაგრამ მუხლმოდრეკით მოგოხოვო თქვენ უწმინდესობას მაპატიოთ.

ამ თხოვნით კიდევ მსურს მოგახსენოთ ერთი აქ სოფლათა, აგრეთვე ახლო სოფლებში მორწმუნე ერი მთხოვს მათ შეუსრულო სამხთო წესი, წმიდა მირონი ძალიან ცოტა მაქვს, აგრეთვე გთხოვთ მოწმობას.

იმედი მაქვს თქვენი უწმინდესობის, რომ შეიწყნარებთ ჩემს თხოვნას და ღირსი გავხდები ჩემი სურვილის დაკმაყოფილებისა",

კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვაკურთხევით მღვდელ-მონაზონი იოაკიმეზე გაიცა. შესაბამისი მანდატი და იგი ოფიციალურად სიონის. საპატრიარქო ტაძარს მიაწერეს. ამასთანავე მას დაევალა კაჭრეთსა და მიმდებარე სოფლებში საეკლესიო წესების შესრულება. მოხუცებული მოძღვარიც, შეძლებისდაგვარად ასრულებდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობას. წირვა-ლოცვის ჩასატარებლად და საზიარებლად პერიოდულად დადიოდა ახლომდებარე მოქმედ ტაძარში.


მღვდელ-მონაზონი იოაკიმე 1965 წლის 22 აპრილს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. წესი აუგო და დაასაფლავა საგარეჯოდან ჩასულმა არქიმანდრიტმა ევაგრემ (დიასამიძე) სამღვდელოებასთან ერთად. მისი ცხედარი სოფელ კაჭრეთის საერო სასაფლაოზე



არქიმანდრიტი ევაგრე (დიასამიძე) (ფოტო მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ)



წინასიტყვაობა.

მამა იოანე მაისურაძის ხელნაწერი ჩემი აზრით აუცილე-ბლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა – თითქმის ჩვენი თანამედროვე ბეთანიელი წმინდა მამის – მხოლოდ იმიტომ, რომ ოდნავ მაინც შეიგრძნოს და გაითავისოს თუ რა ძნელია წარმოადგენდე, როგორც ჩვენ ვუწოდებთ წმინდანთა ჯაჭვის, თუნდაც ერთერთ რგოლს, მამა იოანე იყო ასეთი, იყო და არის, იმიტომ რომ წმინდანები არ კვდებიან, მარად იმყოფობენ ქრისტეში. მაგრამ რა დგას ამის უკან, რა სულით განვლილი გზა? – ეს ხომ უნდა ვიცოდეთ. ეს ჩანაწერები ამ გზას ეძღვნება სწორედ, ამ გზას ასახავს. „მაგრამ ჩემთვის სუყველგან ძნელი გახდა ღმერთო" ერთხელ აღმოხდება ბერ იოანეს და ამ სიტყვებით თავის ბედუკუღმართობას კი არ ასახავს მხოლოდ, კი არ. გამოხატავს, არამედ სამშობლოს ბედ-იღბალსაც მის ისტორიულ გზაში განხორციელებულს: ყოველმხრივ დევნა, ყოველმხრივ.  შეკინრიკები და რაც მთავარია უსამართლობა ყველგან, ყოველთვის – ეს ხომ ჩვენი.
ისტორიული გზაა და ბედისწერა. ამიტომ არ გწყვირს. ადამიანს, როდესაც ბეთანიელი არქიმანდრიტის ცხოვრებას ეცნობი,  მით აყურადებ მისივე უბრალო ენით აღწერილს. თანამედროვე ქართველს თუკი ოდნავ გაგაჩნია წინაპრის განცდა,  უბრალოდ ხვდები, რომ ძნელი გადასატანი იქნებოდა ეს ყველაფერი, გუმანობ. მარტო სულიერად კი არ იქნებოდა ძნელი, ანდა კიდევ ხორციელად, წმინდად ადამიანურიც.
ძნელი კი არა, გაუსაძლისი. და აი, ეს გაუსაძლისი მდგომარეობა ღირსეულად დაძლიეს და გადაიტანეს ჩვენმა წინაპრებმა წმინდა ბერებმა, მათ შორის, დამსახურება გახლავთ ის, რომ თანამედროვე საქართველო სუნთქავს და არსებობს ძველი სულით, ძველი ცოდნით და ძველი განცდებით. თაყვანი და დიდება მათ და მათი წინამძღოლობით მთლად საქართველოს!

ლაზარე ზაქარიაძე 15.09.2013.
იოანე მაისურაძე ათონელი, ბეთანიელი
არქიმანდრიტი 1955,/XI.

იყო და არა იყო რა, ღთის უკეთესი რა იქნებოდა. არს ქართლში სოფელი, რომელსაც ეწოდების ერედვი სოფელსა ამას შინა სცხოვრობდა ანდრია მაისურაძე და ჰყამდა ძე, რომელსა ერქვა ვასილი. იყო ესე ვასილი ათთორმეტი წლისა, ოდეს წარმოგზავნა თბილისში ოჯახში ვისიმესა მსახურად. ისმინეთ, აწ თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყო ბერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ. თვით სპირიდონ ბერი იყო ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედას მარინე. ამ ბერმა
სპირიდონმა მოისურვა ბეთანის მონასტრის შეკეთება. სპირიდონ ბერი ბეთანის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდა თოთხმეტში (1894, II), მარტის თვეში მოვიდა.
გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობსო: უნდა განვაახოლოვო. თითონ რითი უნდა განახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქს და სასმელი, მოდიან სოფლები, უყურებენ შორიდან. გაუხდა ცოლი ავად ვანო აფციაურსა (ღვეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო. ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანის მონასტრისა. ბეთანის მადლითა სხვანიც იკურნე-
ბოდნენ. ესრეთ ღთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა. ამისა შემდგომად, ვისაც უნდოდა ბეთანიაში ბერობა, მოდიოდნენ ნელ-ნელა, სამუშავო ბევრი
04
იყო, მუშაობდნენ მაგრად, მადლი ღთისა გვაიძულებდა, თუ არა სპირიდონ ბერი არავის ხელფასს არ გვაძლებდა. არაფერი ნოყიერი საჭმელი არა გვქონდა, კარტოფილი, ხანდიხან ლობიო და ჩაი, ხოლოთ ისიც უნდა კრიპუსკით. ზოგიერთები მარხულობით თავს იკლამდნენ და ისინი რა სუქან საჭმელს მოითხოვდნენ. ეხლა ისინი მოვიხსენოთ, თუ ვინ იყვნენ ბეთანიის მონასტრის შემომწირველნი: კოწია მუხრანიშვილი – 20 ფუთი ჟესტი, ღვევიდან, ამირანიანთ ოჯახი წყლულეთიდან, თეზელაშვილები ნახშირგორიდან, ქალბატონი ბებუთოვის ცოლი – სახლისათვის მუხები, სოფელ პრიუტიდან ალეკსანდროვის ოჯახი რუსები, საერთოთ, თუ კი ვისთანმე მივიდოდით, ყველანი მოწყალენი იყვნენ, თბილისიდანაც – დეპოს მუშები, მათ შორის უფრო ივან ივანიჩი და ტოკმაჩოვ მიხაილი, ზოგიერთები ბენათიისა სახელზე მოგვინგროებდნენ ფულს და მოგვცემდნენ. ეს ჩამოთვლილი ხალხი ზოგი
ფულით, ზოგი პურით გვეხმარებოდნენ... ანდრია და ძმა მისი აკურისელები, ფანჯაკიძეები. ისე კიდევ, ეგზახოსოს ნება-დართვით თბილისში, გორში, ცხინვალში, ხაშურში, სურამში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ქუთაისში და ამ ქალაქების სოფლებში, კიდევ ბეთანიდან მანგლისის გზაზე აგვქონდა ხატი, ჯვარი, ქოხი გვქონდა და დღე-ღამე იქ ვიყავით ზაფხულობით, მგზავრებს ვთხომდით ფულს. კვირაში ხუთი მანეთი, ექვსი შვიდი მანეთამდინ გროვდებოდა.
ეხლა კიდევ ისმინეთ ჩემი ბეთანიაში მოსვლა; რომელიც სოფელ ერედვი ვახსენე თავში და ანდრია მაისურაძე

05

წმიდა მამა იოანე მაისურაძე 

და შვილი მისი ვასილი ვიყავით თბილისში. ვხედავდი ბერი სპირიდონი რომ ჩამოდიოდა და ჩემ მეგობრებთან რო მიდიოდა, იმ დროებში იბეჭდებოდა წმიდანების ცხოვრება. ვყიდულობდი და ვკითხულობდი უფრო ბერულ წიგნებსა. ჩამებეჭდა მეც ბერობის სურვილი ღრმათ, დავიწერე პირიჯვარი და შევდექი ბეთანიის მონასტრის გზაზე. ცოტა იყო თუ ბევრი ვიარე და მოვედი ბეთანიაში, გამიჭირდა მშიერ-მწყურვალეს, მაგრამ მაინც მოვედი, პური მაჭამეს და აბა, ჩემო ვასო, ეხლა მობრძანდი.
ჩვენთან, უნდა იმუშავოო იმ დროს აშენებდნენ სახლსა. რასაკვირველია, მივედი. ვასო, აი ის დიდი ქვა როა მომაწოდე, აი ის პატარა ქვა მომაწოდე, ეხლა ტალახი მომიტანე, მეც ხმა ამოუღებლათ. მალე დამეჟეჟა ხელები, შებრალება არა სჩანს, რო ვეღარ აუვედი იმდენ მუშაობას. ახლა კი ვიტირე, აღარ შემიძლიან მეტი-თქვა, იმათ ჩემს სიტყვაზე გაიცინეს. ბეთანიაში რო მივედი თოთხმეტი წლისა ვიყავი, მაშინ ბეთანიის მონასტერში იყვნენ თითონ მამა სპირიდონი, დოსითე ბერი არევაძე, მიხაილ მღვდელმონაზონი მოლარიშვილი გურული, ზოსიმე ქოჩორაშვილი კუმელი სომეხი კალატოზი, დავითი ცალთვალა“ მეგრელი ღვაბერია, ალექსი სიდამონიძე გრდანელი, ვასო თბილისელი გვარი არ ვიცი, იოსებ ხიზანაშვილი და მოსე ხიზანაშვილი. ვითომ ბერობდნენ, მოვიდოდნენ, ისევ წამოვიდოდნენ, ვინ იმუშავა ბეთანიაში, მოვიდოდნენ, ზოგიერთნი ისევ წამოვიდნენ გვყამდა ხელოსანი, რომელმაც იცოდა დურგლობა და კალატოზობა, ვაძლემდით თვეში ხუთი თუმანს, ეს ხელოსანი იყო ნიკოლა ადუაშვილი,

06 გვერდი
ჰყავდა მოწაფე ვანო რაჭველი, გვარი არ ვიცი. ბეთანიის მონასტერი მიგდებულ-მივიწყებული იყო. მინამდინ სპირიდონ ბერი არ მოვიდა ტაძარი ესრეთ მდგომარეობაში იყო არავინ არ იყო მისი მსახური, ტყეში გახვეული ზე სახურავზე ხეები იყო ამოსული. სახურავი იყო დიდი, ქართული კრამიტითა. გუმბათი ჩახვრეტილი იყო, გუმბათის ორი სვეტი გამოვარდნილი იყო, ტაძარი შუაზე იყო გახეთქილი და ტაძრის კედლები ზევიდან ჩამოშლით. იყო ტაძრის ნაწილობრივ გვერდებიც ჩამოშლილი იყო, წვიმის წყალი ჩადიოდა შიგნით, მხატვრობა ჩამორეცხილი იყო, კიდევ იყო გვერდი – კედლებზე მხატვრობა.
მარცხნიდან მამა სპირიდონ კეთილაძე, მარჯვნიდან მეორე 14 წლის მამა იოანე მაისურაძე
ძველი ბეთანიის მონასტერი აღდგენამდე 1895 წელი

დარჩენილი, როგორც თამარ დედოფლის სურათი და მამისა და ძის და სხვანი, როგორც ვიცით, ხუნდებიან და სადაც მხატვრობა არ იყო, ის ადგილი შევლესეთ გაჯითა.
ეს გაჯი დელისიდან მოგვქონდა გამოივლიდა ბაგებსა, წყნეთსა, სამადლოსა, კვერეთსა და ჩამოვიდოდა ბეთანიაში. ეგრეთვე, მინამ დაიხურვებოდა, დიდი მწუხარება იყო ბერი სპირიდონის გულში. რასაკვირველია გაძნელდა, მაგრამ სუყველაფერი შევძელით. კარები არა ქონდა და ფანჯარა. თქვენ წარმოიდგინეთ, თითო ოროლა შაურით მოკრეფილმა, რამოდელა საქმე გააკეთა. შიგნით იატაკი. იყო, დიდი ქართული აგურით დაგებული, სულ დამტვრეული. დავხურეთ ეკლესია, შიგნითაც გავლესეთ, კანკელი დავდგით, კარები შევაბით, ფანჯრები გაუკეთეთ. ეხლა როგორც უყურებთ, ესრეთ შევქმნენით. შიგნით იატაკი დავაგეთ. თითი-თითო, მოთხნილი ფიცრით. უმადლო
ნიკოლოზის სამღვდელოებას არაფერი დაუმადლია, არც მენშევიკების სამღვდელოებას, ერთი ჰეკტარი მიწა არი იქვე, კარებზე, ისიც კი ჩამოართვეს. ჰო, ისიც ბეთანის მონასტერსა არა ჰქონდა სახნავი მიწა, ვიმუშავეთ ჩვენ.
მორჩილებმა, სახლი გავაკეთეთ, სახნავი მიწა გავაკეთეთ, ეზო გავნწმიდეთ. ამ ეზოში ბევრი მიწა იყო დაგროვილი, ბევრი მუშაობა დაჭირდა. ჩნდებოდა საფლავები: ადამიანისა და ძვლებს ვაგროვებდით პადვალში. ჰო, ეს.
დამავიწყდა თავის ადგილზე მეთქვა, ჯვარი რომელიც მონასტრის გუმბათს ადგია, თბილისის დეპოში გაკეთდა. დეპოს მუშებმავე მოიტანეს, დეპოს მუშებმავე დაადგეს. მეც ვეხმარებოდი, ვასო. ეს მუშები იყვნენ რუსები.

09 გვერდი
ბეთანიის მონასტერი აღდგენის შემდეგ

ეს ბეთანიის შეკეთება იმისთვის მოვიგონე და ავწერე, რომ ბეთანიას მოვიდა დიმიტრი გარდიევი, მკვლევარი, შევეკითხე: დიმიტრი პეტროვიჩ, ბეთანიის მონასტრის. განახლების ისტორია როგორ იცით-მეთქი, ასე მითხრა: ვინმე იტალიელსა განუახლებიაო, მე შევეკითხე: ვინ გითხრა-მეთქი? დავითაშვილმაო, ჩამოვედი თბილისში და სიძველეთა დაცვის კომიტეტის დირეკტორს შევეკითხე, დათიკო ლომაძეს, იმ ლომაძემაც აგრევე მითხრა; იტალიელმაო. ვინ გითხრათ ასეთი ტყვილი-მეთქი? – დავითაშვილმაო. მერე მე უთხარი: ბეთანიის მონასტერი არც ისე. დიდი ხნის განახლებულია მეთქი, თბილისიდან არც ისე შორს არის, რატო კარქა არ იცით განახლების ისტორია,
მერე ლომაძემ მითხრა: აბა, ჩემო ივანეო, რამდენათ შენ იციო ბეთანის მონასტრის ამბავიო, დასწერეო, მეც გავიჭირვე და დავწერე. ჩვენი შრომა და წვალება რათ უნდა მისჩემდეს იტალიელს. ჰო, ბეთანიის მონასტრის ისტორიაში დიდი დახმარება მიუძღვით კირიონ ეპისკოპოსს, ექვთიმე თაყაიშვილს, არისტო ქუთათელსა, სათავადაზნაურო შკოლის მასწავლებელსა. ეხლა როდესაც გაკეთდა ყველაფერი, სხვადასხვა მიზეზების გამო დასტოეს მონასტერი და წავიდნენ სხვაგან.
დავრჩით სპირიდონ ბერი და მე – ვასილი და მეც უკვე კენჭში გასავლელი ვარ, ვეთხოვები ახლა მეც. ბეთანის მონასტერს, რჩება მარტი სპირიდონი და ერთიც ცალთვალა დავითი, მეგრელი მოხუცებული. ეხლა უკვე, მეც უკვე ვეთხოვები ბეთანის მონასტერსა. მომცა სპირიდონ ბერმა ათი მანეთი და დამწერა ჯვარი და განმიტევა.
ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი 

ლოცვა-კურთხევით. მეც დავიწერე პირიჯვარი, ვენთხვიე ხელზე და ვაკოცე მონასტრის კედლებს და წავედი. ბეთანის მონასტერში მოვედი მე – ვასო მაისურაძე, ათასრვაას ოთხმოცდა თექვსმეტში, ეხლა უკვე მივდივარ ათას ცხრაას სამში. ეხლა მივდივარ ცხინვალში, კენჭის ამოსაღებლათა. შევედი როგორც სხანი. ეხლა მივიდა რიგი. უნდა ბერმა ამოიღოს კენჭი. ყველანი ინტერესით იყურებიან, აბა ბერს ერგება თუ არა? მერგო ჯარში წასასვლელი კენჭი, ყველას გაუხარდა, ყველამ გაიცინა.
ახლა გაშინჯვამ მოიწია, გამშინჯეს, დამიწუნეს, არ ვიყავი ჯანმთელი, მომცეს სრული თავისუფლობის ბილეთი, თეთრი ქაღალდზე დაწერილი. ახლა ვინაიდან სპირიდონ ბერმა შეხედა, რომ აღარავინაა მონასტერში, მაშინ გლეხი
კაცი შემოუშვა საცხოვრებლათ წყლულეთიდან, გიორგი თეზელაშვილი... მე, ვასო მაისურაძე ცხრაას სამში წავედი მთაწმიდას ესე იგი ათონში, მოვბრუნდი სამშობლოში ცხრაას ოცში. ცხრაას ოცდაორში მომიხდა ისევ ბეთანიაში მოსვლა. ეს 4 გლეხი, რომელიც სპირიდონ ბერმა შემოასახლა, წავიდა თავის სოფელში.... მამა სპირიდონმაც შეხედა, ცხოვრება გაუჭირდა, წავიდა თავის სამშობლო ხონში და იქიდან ციხეში და ესრეთ დასრულდა სპირიდონ ღვდელ მონაზონის სიცოცხლე.

ცხრაას სამში მე უკვე მივდივარ ათონის მთაზე, ავიღე ჩვენი მთავრობის ნებართვა, ესე იგი ბილეთი, ჩავედი ბათუმში, თათრის კონსოლმა შემიმოწმა ბილეთი და ჩავჯექი იტალიის დიდ პარახოტში და მივდივარ ტრაპი-
ზონის მხრივა, შემიღონდა გული, რომ დავტიე სამშობ-
14
ლო მეტირება, ჩემი გულისთვის ვინ მოაბრუნებს უკან პარახოტს. როგორც უნდა „ვსთქვათ, ახალგაზდა ვარ, ოცი წყლისა ვარ, მარტო ერთი ქართველი პარახოდში, მენანება სამშობლოს დატოვება. მეხუთე დღეა ბოსფორში რო შევდივართ. პირველი საელჩო სახლია, რუსეთის მარჯვნივ, ახლა ბევრი სხვა სახელმწიფო ელჩების სახლებიც არიან, თითონ სულთანის საზაფხულო სახლიც.
მიეცურავთ ჩვენი დიდი პარახოდითა, ყველანი პარახოდის ბანზე არიან ამოსულები, იყურებიან აქეთ-იქით, შევედით ნამდვილათ სტამბოლში. ახლა ჩვენი პარახოდიცა ჩადგა თავის დანიშნულ ადგილს. დიდი გრძელი სანავთ სადგომი, მოსაწონი, ახლა ჩამოვდივართ პარახოდიდან, გვიშინჯამენ პასპორტებსა, გვკითხამენ; სად მიდიხარო, პანტელეიმონის პოდვორიაში. ეს პოდვორია ათონის მთაზეა, რუსი მონასტერი არი და მისია. წამიყვანეს, ჩამაბარეს ამ რუსის პადვორიას. ამ პანტელეიმონის მონასტრის პოდგორიაში ჩამოსულიყო ათონიდან ვენედიკტე იღუმენი, გვარად ბარკალაია, თანა ჰყამდა ბერი დანიელი, შეშჩიოდა ოსმალოს და რუსეთის საელჩოს რაიმე ყურადღება მიექციათ მისთვის, რომ ათონზე რო ივერის მონასტერია, იტცნონ საქართველოს მონასტრათ. რასაკვირველია ეს მე არ ვიცი, რა პასუხს აძლევდნენ. ეს ჩივილი პირველი არ იყო ვენეტიკტე ბარკალაიასი, მთელი საქართველო შესძრა, რუსეთის მთავრობა, მაგრამ არავინ ყურათგდება არ მიაქცია. ეხლა რო მე – ივანე ბეთანის მორჩილმა ვნახე სტამბოლში, ეს იმისი უკანასკნელი შეჩივლა იყო და არც ახლა რამეს მიახწია და ჩამოვიდა ათონში და ათონიდან
15
უკანასკნელი სასოდაკარგულმა წამოვიდა საართველოში. ესრეთ დასრულდა ვენედიკტეს ჩივილი ათონის მონასტერზე.
იღუმენი ბენედიქტე ბარკალაია

ეხლა კიდევ, როგორც ჩვენ საქართველო რუსეთის. ქვეშევრდომნი, პანტელეიმონის მონასტრის პოდვორია პატრონობას მიწევენ. მოვიდა რუსი პარახოდი და რომელიც, მიდის პირდაპირ ათონში, მითხრეს რუსმა ბერებმა აბა,
ახლა ათონში მიდის პარახოდიო და წავედითო. წამიყვანეს, ამიღეს ბილეთი და ჩამსვეს საღამოთი და გათენდა და მივედით დარდანელში. იქ საღამო ჟამამდის დარდანელში იდგა. საღამო ჟამს უკვე წავიდა ათონისაკენ.
გავედით დარდანელსაც, მივდივართ ათონისკენ, გამოჩდა ერთი დიდი თევზი და გაუძღვა პარახოტსა, თითქოს გზის მაჩვენებელი იყოსო, იმას მეორე მიემატა. დიდი ხანი: იცურეს პარახოტის წინა, თითქოს გვართობდნენ. ესრეთ
მივცურდით ათონის ნავთ სადგურში. ღამეა უკვე, შემოვიდნენ პარახოდში სამი ბერი, ერთი პანტელეიმონის მონასტრისა, მეორე ანდრიას სკიტისა, მესამე ილიას სკიტისა. იძახოდნენ: კტო პანტელეიმონა, კტო ანდრეივსკ, კტო. ილინსკის. ვინ სად უნდა წასულიყო, ის მას წაყვებოდა. მე ივანე პანტელეიმონის ბერს მოვკიდე ხელი. პანტელეიმონის მონასტერსა ჰქონდა პატარა საკუთარი პარახოდი და ჩამსვეს თავის პატარა პარახოდში, როგორც მე, ისე სხვები, პანტელეიმონის მონასტერი, შეიძლება ითქვას, სამი კილომეტრით იყოს ნავთ სადგომიდან. მივედით, ღამეა, არ ვიცი რამდენი საათი იქნებოდა, მიგვრეკეს სასტუმრო სახლში, მიგვიღო მესტუმრე ბერმა, გაგვიმასპინძლდა,
მოგვასვენა, დარეკეს ცისკრის ლოცვა. წაგვიყვანეს ეკლესიაში, გვალოცეს. გათენდა, წირვაზე დავესწარით. წირვა გათავდა, ტრაპეზში შევედით. ტრაპეზი დიდია, მთელი

17 გვერდი
ტრაპეზი დახატულია. ტრაპეზი რო გათავდა, ისევ ეკლესიაში შებრუნდნენ, გმადლობი იქ, ეკლესიაში გადიხადეს. მერე მე გამოვედი მონასტრის გარეთ, შევეკითხე ერთ ბერს, ქართველების მონასტერი სად არი. ქართველებს
მონასტერი არა აქვსთო. მაშ, რა აქვსთ – ქილიო. ეს ქილი სახელწოდებაა. ეს ქილიარი სამი, ოთხი ან ხუთი კაცის საცხოვრებელია. ვკითხე, საით არის მეთქი, შორს არისო, ოცდახუთი ვერსიაო, გზა ვკითხე, მიჩვენა. დავადექი ამ გზას და მოვედი, პატარა ბაზარია, დიდი აღმართი იყო ძველ რუსიკონშიც, გამოვიარე ამ პატარა ბაზარში, ვნახე ბერი ვინმე, ვკითხე ქართველების მონასტერი, გამომყვა, გზაზე დამაყენა, დამანახვა, ჯერ კიდევ შორს ჩანდა, მაგრამ შორიდანვე მომეწონა თითონ მონასტერი ივერია და სადაც ქართველების ახალი მონასტერია, ოცდაათი კაცის საცხოვრებელი. ბათუმიდან აქამომდის ქართველი კაცი აღარ მინახამს, ვჩქარობ, მინდა, ჩქარა ვნახო ქართველები. ვნახე, გავიხარე, ამ ქართველ ბერებსაც გაუხარდათ ჩემი ნახვა. ესენიც მონატრულნი არიან ქართველი კაცის ნახვას. მართალია, ვნახე ქართველი ხალხი, მაგრამ გული მაინც იძახის – დედა მინდა, ვტირი. დედა მინდა, ესე იგი სამშობლო. დავწყნარდი, მაგრამ სამშობლოს მაინც რა დამავიწყებს. ახლა ჩემს თავს სასუფეველში ვგრძნობ, მაგრამ მაინც დედა მინდა. რა ვქნათ, რაც მოხდა მოხდა. მაინც ჩვიდმეტი წელიწადი გავატარე ამ ტყვეობაში.
ჰო, მართალია, ვენეტიკტე ბარკალაიამ დასტოვა ბერძნებთან ბრძოლა, მაგრამ ახლა მამა იონამ წამოავლო ხელი.
18
ივერიის მონასტერსა მოსკოვში ქონდა შემოწირულობა და ივერიის მონასტერი“შვიდ წელიწადში ერთხელა სცვლიდა მოსკოვში მოსამსახურეებსა. ეს შვიდი კაცი უნდა ყოფილიყო, ესე იგი ბერები. ამ დროს უპოვიდა მამა
იონა დროსა და გადუდგებოდა გზაში ამ ივერიის მონასტრის გაგზავნილ ბერებს მოსკოვში. სტამბოლში რო რუსეთის საელჩო იყო, ამ საელჩოს უნდა სჩვენებოდნენ და ნებართვა აეღოთ მოსკოვში და ისე წასულიყვნენ. ამ
თროს საელჩოში დახვდებოდა მამა იონა და საელჩოს შეჩიოდა, ივერიის მონასტერი ქართველებისა არიო, უბრძანე ან მონასტერში ძმათ მიგვიღონ, ან სადაც ვართ სკიტობა მოგვცენო. ესრეთ საელჩოც აწვალებდა დიდხანსა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდოდა. მამა იონას ეტყოდნენ, არაფერს არ იძლევიანო და ერთხელაც იმდენი ხანი არ გაუშვა საელჩომა, რომ უკან მობრუნდჩენ, ათონში. ივერიის მონასტრის ბერების პასუხი ის იყო, ქილიოტები არიან და მორჩა და მოისვენაო. მონასტერი ჩვენია, ვინცა ვართ მონასტერშიო, რასაკვირველია, აქ ბერძნები ქრთამით კაცით და თავიანთ სურვილს მაინც ასრულებდნენ. ესეთი შენთხვევა სამჯერ მოხდა ჩემს იქით ყოფნას. ბერძნებიც თავიანთ დროს უცდიდნენ, როცა მამა იონა მოკვდებოდა, მერე თავიანთსასა იზამდნენ, ან ქილიოტი ანდა განდევნა. მაშინ უკვე ძალა აქთ, თუ არა ისე სამართალი არ მისცემს ნებას რო გამოჟერეკეთ. ჩამოიარა ისპანკამა და მოკლა მამა იონა.
ჩვენ მონასტერს არ შევატყობინეთ. როდემდინ იქნებოდა ფარულათ. გაიგეს მონასტერმა, ამოვიდნენ, შეგვეკითხ-

19
ნენ, რატომ არ შეგვატყობინეთო. ჩვენ უთხარით, თქვენ მაინც არ გიყვარდათ მამა იონა. აბა, ოც დღეს გაძლემთ დროსაო, იფიქრეთ და დაგვემორჩილეთო. ჩვენ ამ ოც დღეშიც არაფერი პასუხი არ მივეცით. ამ დროსაც მენშევიკები გამოეყვნენ რუსეთსა. მენშევიკებმაც, რაც მამულები ქონდათ საქართველოში, სულ ჩამოართვეს ივერიის მონასტერსა და ახლა რაღას მოგვეხათრებიან, იფეთქებდა. აბა, დაგვესხნენ თავსა. ათონის მთაზე ოცი თვით უფლებიან მონასტერია. ამ მონასტრებსა საერთო კრება აქვსთ და სამართალი. ეს ჩვენ შესახებ წარუდგინეს კრებას, ქართველები არ გვემორჩილებიანო და ჩვენ საერთო კანონი გვაქს, რომ უნდა განიდევნენ. აბა, ვინ იტყოდა უარსა, მაგრამ იქაც ისხდნენ ანა და კაიაფა და იმათთან ისხდნენ იმათი მსგავსები. ათონში მითხრეს მე, როდესაც ივერიის მონასტერში ქართველი ბერები შეცოტავდნენ, ორ ბერზეღა დადგა, მაშინ მთელი მონასტრის საბუთები ჩააწყეს რკინის სკივრში და რომელიც ზემოთ ვახსენე, ათონის საერთო კრება და სამართალი, ამათ მოუტანეს და ჩააბარეს ეს მონასტრის საბუთები და გასაღებები. როცა ქართველები მოვიდნენო, მიეცითო.
უეჭველად ხელწერილსაც ჩამოართმევდნენ, მაგრამ ვინ იცის, სად არის ეს ხელწერილი. უმისოთაც კარქა იციან, რო ივერიის მონასტერი ქართველებისაა, მაგრამ მაინც საჯეს, ჯვარს აცვით, ჯვარს აცვით ქართველები, ეს უსამართლება ჩვენზე და მთელი ათონის მთაზედა. რასაკვირველია მთელი მათი უსამართლო დადგენილება მოიტანეს ივერიის ბერებმა და გამოგვიცხადეს. ჩვენ არ

20
მივიღეთ, მაგრამ ეხლა კი მიდგა იარაღის ძალაზე საქმე. მოუწოდეს მილიციას ვინტოვკიანებს. სამ მელიციონრებს ჩვენ შევშინდით და გაუღეთ კარები. მერე როგორც მათ უნდოდათ ჩამოგვართვეს ყველაფრის კლიტე-გასაღები
და თუ ვინმე გარეთ გამოვიდოდით სახლში აღარ გვიშყებდნენ, ისეთ გუნებაზე იყვნენ. ერთი ცოტა და დარტყმის გუნებაზე იყვნენ. რას ვიზამდით, უცხო ქვეყანაში მთავრობა იმათია სასულიერო და სახორციელო. ესეთი
ავაზაკობა მოახდინეს ათას ცხრაას თვრამეტში, ცხრა მარტსა. უთხარით; აღდგომა მაინც გავათენოთ ჩვენს სახლში, მაგრამ არც ის ინებეს. მერე მე უთხარი; მე რო ჩვენში ბერძენს დავინახამდი-მეთქი, ისე გამეხარდებოდა, მეგონა ანგელოსი ვნახე-მეთქი, თქვენ როგორი ხალხი ყოფილხართ. ბერძნები ჩვენში ნახევარ მილიონი ხალხი სცხოვრობს, ჩვენ ოცი კაცმა, ისიც ბერებმა-ბებრებმა რა უნდა დაგიშავოთ. მაინც მათი გული იყო მოშხამული, რომ ივერიის მონასტერი საქართველოსი არი, ისე იყვნენ შურით დამხვჩვალები, რო აღდგომა რო ჩვენ სახლში გაგვეთია, ისიც ვეღარ გაგვიშვეს. თორნიკე ერისთავმა მთელი სახელმწიფო გაუმთავისუფლა და ეს ივერიის მონასტერი ააშენა, ესეც ყიდვითა, რას ვიზამთ, მოგვერივნენ. თავიანთი ქვეყანაა. არაფერი არ წარმოიდგინეს, სულ გამხეცდნენ. ასე იყო ჩვენს თავსა. რაც უნდოდათ, თვითონ ითვისებდნენ, დარჩათ სრულობით ახალი ეკლესია, სრულობით მოწყობილი. ხატი ამ ეკლესიაში დარჩა, რომელიც მთელი ათონის ლატარიაში გვერგო. ამ ხატის ისტორია ასეთია. ამ ათონის მთასა აქს პატარა ბაზარი, ესე
21
რომა, ამ ბაზრის გარშემო მთელი ათონის ოც მონასტერსა აქთ სახლები თავიანთი, საერთო. სასამართლო მთავრობიდან დანიშნული კაციც აქ იმყოფება. ამ პატარა ქალაქში აქთ საკრებულო ეკლესია. ამ საკრებულო ეკლესიაში აქთ ძველი ღვთისმშობლის ხატი. ეს პატარა ქალაქის მაცხოვრებლები აღდგომის მეორე დღეს აასვენებდნენ და მიულოცამდნენ ახლო-მახლო მცხოვრებსა. ეს ხატი ძრიელ სიძველე ეტყობა. აღარ უნდათ რო ატარონ.
მოილაპარაკეს და სხვა ახალი ხატი გააკეთეს, უფრო პატარა. ეს ახალი გაკეთებული ხატიც აღარ მოეწონათ. ახლა ლატარიაში უშვებენ, მთელი ათონი ხელს აწერს. ეს ხატი შევერცხლით, თორმეტ-ცამეტი ვერშოკი სიმაღლე,
ათი ან მეტი, ან ნაკლები. ეს ხატი ჩვენ, ქართველებს გვერგო. არ შეგვატყობინეს კენჭის ამოღების დრო. ჩვენმა ერთმა ბერმა აიჩემა: დღეს კარიაში უნდა წავიდეო.
ჩვენ ქართველებისაგან არ არი ისე შორსა. რო მივიდა ამ საკრებულო ეკლესიის ეზოში ჩოჩქოლია რაღაც. თურმე ამოუღიათ კენჭი, გვრგებია ჩვენ, ქართველებსა და აღარ იძლევიან. იძახიან ქილიოტიაო, პანტელეიმონის მონასტრის ბერმა წასტაცა ხელიდან და იძახის: „ქტო ზდეს გრუზინ.“ ეს ქართველი ბერი რო წავიდა თავის ნებითა კარიაში, ამან მიირბინა ბერთანა: „ია ზდეს გრუზინ ნა ციბე იკონ ბოჟი.“ უნდოდათ ბერძნებსა წაერთმიათ, მაგრამ ვეღარ დაეწივნენ, მორბის ჩვენი ბერი, მოაპრიალებს, იძახის ჩვენია ღთისმშობელიო და ეს ღთისმშობლის ხატია ჩვენს სავანეში, რო დავტოვეთ სხვა კიდევ კარქი ნახატი ხატები საკურთხეველში ჭერში: ადიდებს
22
სული ჩემი უფალსა, მიძინების, წმინდა გიორგისა და სხვანი ბევრი კიდენ გვერგო. ბარძიმი ღთის მშობლის ხატის წინ ისიც იქ დაგვატოებინეს. იმის მერე აღარ მიგვიღეს ლატარიაში. ეკლესია კიდევ კანვლები, სახლები ზეით სართულში, ხუთი საცხოვრებელი ოთახი, ერთი სტუმრის მისაღები ოთახი და საძილო. ერთი კიდევ სტუმრის მისაღები ოთახი. საწინამძლვრო ოთახი ეკლესიის ქვეშ.
ასთი ოთახი ქვეით სართულში, ათი ოთახი ბალკონების ქვეშ, ხუთი ოთახი პატატირად წოდებული, ესე იგი საწნახელი ზეთი იწურებოდა, ყურძენი ამ პატატირში გვედგა და ხორბალს ვინახამდით. რკინის ზეთის სახდელი დიდი ბოჭკა, ყურძნის საწურავი და დიდი საარყე ქვაბი იქვე დარჩა. კარქი გაჭიმული სახლია, ერთსართულიანი, მხოლოდ მაღალი. ორი ოთახიც იმაზეა მიდგმული. მეორე ძველი ეკლესია, ისიც გამოწყობილი, ფურნე, ძველი სახლები და მას შინა სასეფისკვერე, იქვე ჩაი წყალის სადუღარი, ამ ძველ სახლებში საჯორე და სათივე, პადვალი და მისი მომართულობა, ბოჭკები, ჭურები, ტრაპეზი თავისი საწოლებით, საკუჭნავო თავისი ბოჭკებით და თავისი ზანთოკებით, სამზარეულო, ფეხის ადგილი მსგავსი ბაშნისა, საბოსტნეები, ზეთის ხილები ცხრა ასი. ვაზი, რომელიც ჩვენ გვყოფნიდა. წყალი გვქონდა შორიდან მოყვანილი, ერთი ვერსი მეტი იქნებოდა ხის გათლილ ღარებზე. ეს რო რკინის მილებით მოგვეყვანა მონასტერი არ იძლეოდა.
ვინაიდან ჩვენ ქართველებს და ივერიის მონასტრის ბერძნებსა არა გვქონდა ერთი მეორეში თანხმობა, ამისთვის ისინი აღარ გწყალობდნენ. ეკლესია გვქონდა საკურთხი,

23

ღვდელი გვყამდა საკურთხი, არ გვიკურთხევდნენ. ეს საქმე უნდა მომხდარიყო მონასტრის ნებართვით. კიდევ ყოველ წლიურად უნდა შეშა მოეცათ ხოლმე და როგორც არ ვიყავით ტკბილათ, არც შეშას გვაძლემდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს შემოვიდა ერთი რუსი ოფიცერი სამოცი სალდათითა. ბერძნებს სულ დაუბნია მთავარი გონება. ჩვენ ქართველებმა შევთხოვეთ, რომ მონასტრისათვის ებრძანებინა, რომ მონასტერს ეკურთხებინა ეკლესია და ღვდელი და შეშა მოეცათ. მაშინათვე დაიბარა და უბრძანა, აბა, ქართველები ასე თხოულობენო:
„ბეზ რაზგავორა.“ ეს ოფიცერი იყო ლიტველი დიჩი. გვიკურთხეს ეკლესია, ღვდელი, მოგვცეს შეშა, მაგრამ როცა ოფიცერი წავიდა, მეორე წელს აღარ მოგვცეს შეშა. პირველი მსოფლიო ომის დროს შემოგველია სახარჯო და
ივერიის მონასტერსა ყამდა ორი-სამი ქართველი თავიანთ ხარჯზე მონასტრის გარეთ და რომელიც იყო ილია ფანცულაია. ამ ილია ფანცულაიამ დაგვეხმარა და ივერიის ბერებისაგან გვასესხებინა სამასი ოქრო. ამ ივერიის
ბერებსა ერქვათ: ერთსა გრიგოლიოს, მეორეს პართენი ვგსვნი-იყვნვნ-ძმვბი. გრიგოლისა იყო ორასი და პართენისა ასი. ამათ ორთავეს დაეკარქათ, გამოგვრეკეს და ვიღა მისცემდა. ეს სავანე როცა იყიდეს ქართველებმა, სამასი ოქრო მისცეს თურმე.
ამ ახალი სავანის ყიდვაც ასე მომხდარა: იმერეთიდან ვითომ წასულიყვნენ (მგონი უფრო მეგრელები) იერუსალიმში, იერუსალიმიდან გამოუვლიათ ათონში და ივერიის მონასტერში ყოფილა იმერეთის მეფის სოლომონ მეფის

24
ნამოძღვრალი ვენეტიკტე და ამ ვენეტიკტეს რჩევით უყიდიათ ეს ახალი იოანე ღთისმეტყველის სავანე. ჩვენებს როცა ათონში შკოლა ქონიათ, ვითომ ეს იოანე ღთისმეტხყველის სავანე ყოფილიყოს შკოლადა და ვითომც შოთა რუსთაველიც აქა ყოფილიყოს, ივერიის ბერძნის ბერმა ასე სთქვა, ივერიის მონასტერმა რო გამოგვრეკეს, პანტელეიმონის მონასტერსა ვთხოვეთ სადმე თავ შესაფარითა მოგვცა წმიდა სტეფანეს ქილი, კარეის ახლო, მხოლოთ გადასახადის ქვეშ, მხოლოთ მარტო სახლები. ბერძნები ახლა იმის ცდას შეუდგნენ, რო ათონის მთაზედ არ ვიყვნეთ. წარმოუდგენელია, თუ ვითარ მწუხარებაში და უონუგეშოთ არიან, ვინც იქ დარჩნენ. მამა იონა რო არ მომკვდარიყო  – აპირობდა დამორჩილებასა ბერძნებზე, ესე იგი ივერიის მონასტერზე. ჩვენ რო გამოგვრეკეს ბერძნებმა, ეს ამბავი გაიგო ჟორდანიამ და ორი კაცი წარგზავნა ათინაში შესაკითხად და შეეკითხნენ თურმე;
ქართველი ბერები რათ გამორეკეთო და პასუხი ასეთი იყო, კანონს არ ემორჩილებიანო. ეს იყო და გათავდა სუყველისფერი. რაში იყო ეს კანონის დაუმორჩილობლობა აღარც ის იკითხეს და აღარც სხვა, გამოიქცნენ
და მოვიდნენ საქართველოში. არც აქედან გამოგვიარეს და არც იქიდან. ასრე გათავდა ჩვენი ამდენი მწუხარება.
თაღაცათუ ძრიელ გულით მიყვარდა სამშობლო, მაგრამ მაინც არ წამოვიდოდი, რო არ გამოვერეკეთ. ბევრი რო არ ვილაპარაკო, უკვე ვქენით პირი საქართველოსაკენ. ილია ფანცულაია იყო უკვე ჩვენი ამ გზის წინამძღვარი. ჩამოვედით საქართველოში: ილია ფანცულაია, ივანე მაისურაძე,

25

 პეტრე აბაშიძე, იოაკიმ რაზმაძე”, გიორგი მორჩილაძე, მელეტი თოფურია. ჩამოვედით საქართველოში ატირებულნი, გამოდევნილნი, გვგონია ვინმე ცრემლს მოგხოცამენთქვა. ჟორდანია თურმე ისიც მდევნელია
ეკლესიებისა და ის რა ცრემლებს მოგვხოცამდა და ავირჩიეთ ვითომ არმაზში ცხოვრება, მაგრამ ვისაც გონება მახვილი ქონდა იმან არ ინება არმაზში ცხოვრება და ვინც გონება მარტივი ვიყავით დავრჩით. ეს დამავიწყდა თავის ადგილზე მომეგონა, სავანის წიგნები ჩავაბარეთ ანდრიას სკიტესა, მხოლოთ აღურიცხავათ. ერთი წიგნი გვქონდა, სახელად თვენი ანუ გულვანი, სამათ შეკრული, გელათიდან ნათხოვარი. ეს კი ჩვენთანა გვქონდა ხელით ნაწერი იყო, ვინ იცის სად არი. ილია ფანცულაია ივერიის მონასტრის ბერათ ითვლებოდა და იმან კიდევ დასტოვა თავისი ბინა რომელიც იყო მონასტრის გარეთ. ილია წინასწარმეტყველის პარაკლისათ წოდებული. ესრეთ ერთსა და იმავე დროს განთავისუფლდნენ ივერიის ბერძნები ქართველების რყევისაგან, შევიდნენ ნავთ საყუდელში, იშვებენ და იხარებენ მრავლითა სიხარულითა. ვინღაა მათი შემწუხებელი. როგორცა ვთქვი, ილია ფანცულაიამაც თავისი საკუთარი წიგნებიც ანდრიას სკიტეს ჩააბარა.
ახლა უკვე არმაზში ვართ: მე, იოანე მაისურაძე ღვდელმონაზონი, ათონში ძალით ნაკურთხი დიჩისაგან რუსის ოფიცრის ბრძანებით, იაკიმე მთავარდიაკონი, პეტრე აბაშიძე.


( სხვა ინფორმაციით რაზმაძე – რამაზაშვილადაც იხსენიება.)
26
 ვნახოთ, გარბის ჟორდანია საქართველოდან. შემოდიან უკვე ბოლშევიკები საქართველოში. აიღეს საქართველო, დაბანაკდნენ, ცხეთის სტანციაშიაცა არის ჯარი. ბოლშევიკისა. არმაზში ვართ, ვნახოთ კარებსა რეკავენ, გავაღე კარები, ოთხი ვინტოვკიანი სალდათები. რა გინდათ? – პური. მივეცი პური. გზა გვიჩვენეო, მივდივარ წინ, მოდიან უკან. გავარდა ვინტოვკა, მომხვდა მარცხენა ბეჭის ბოლოში, გაიარა გვამი, წამომხეთქა პირიდან სისხლმა, ვაიმე მომკლეს, მომკლეს-მეთქი. გავჩანჩალდი, იმ ღამეს ტყეში ვეგდე, სიკვდილს ველი, გათენდა, ცოცხალი ვარ, კიდევ ავდექი, წამოვედი ცხეთაში. ჩემზე წინ ჩემი ამხანაგი ჩამოვიდა ცხეთაში, ისიც თავშია დაჭრილი. ეუბნევა ცხეთელებსა – წადით ივანე მოკლეს, დამარხეთო. მე ივანე ცოცხალი ჩამოვედი ცხეთაში. სამი თვე სახლში ვიწექი, არ მოვკდი, წამიყვანეს საავათმყოფოში, ჩირქით ვიმსებოდი. მომარჩინეს, ორჯელ ოპერაცია მიყვეს. რო ვრჩებოდი, ახლა ტიფი დამემართა საავათმყოფოში. ესეც გადავიტანე, მოვრჩი, აღარ წავედი არმაზში, არამედ წავედი მამა ანტონში ცოტა ხანი და ამოვიდა.
მარტყოფის საპჭო და გამოგვიცხადა, არ გვინდიხართო, სადაც გინდათ წადითო, ვაი ჩემს უბედურებას. ეს ერთი კაცი ვეღარ დამიტია ქვეყანამა. ჩამოვედი თბილისში, შევეფარე ამბროსი კათალიკოს. ეს ამბროსი კათალიკოსიც თავის სახლშია  დაკრძალული, გარეთ გამოსვლის. ნება არა აქს. ვიღაც ღამით შემოიპარა სასახლე ეკლესიაში, მოგვიკიდეს ცეცხლი, ესე იგი როდესაც იყო ეგზარხოსისა. ახლა მივდივარ ბეთანიის მონასტერში ილია.

27
ფანცულაიას სანახავათ. თურმე სპირიდონ ბერს აღარ უნდა ბეთანიაში ყოფნა და ამბროსი კათალიკოსისათვის განცხადება მიუცია, მე აღარა ვდგები ბეთანიაში და ვინც გნებავს, გაგზავნეო. ამბროსი კათალიკოსმა ილია ფანცულაია გაგზავნა. ილიამ ჩაიბარა ბეთანია. მე რო ილია ვნახე. ილია გატყუებენ-მეთქი. მაინც ისე იქნა და მე რო ილიამ ბეთანიაში მნახა, მითხრა, დღეს აქ მომიცადეო და თბილისში საქმე მაქსო და ხვალვე ამოვალო.
მართლა ამოვიდა, მაგრამ ჩემი დაგლეჯილი ლოგინი ბეთანიაში მომიტანა. მამა სპირიდონი ახლა წავიდა მონასტრიდან, მაგრამ ახლა გარედან იბრძვის რო ჩვენ არ დავრჩეთ მონასტერში, არამედ დავსტოვოთ მონასტერი
და წავიდეთ. ეს სპირიდონ ბერსა ჯიშათ სჭირდა, ჯერ გადასცემდა სხვასა და მერე ჩივილით უნდა დაებრუნებინა მონასტერი. ილია ბერსაც აგრე უყო. რომელი გლეხიც რო სპირიდონსა ყამდა ჩასახლებული წინათვე აჩივლა ის
გლეხი და რაც გადასცა ილია ბერსა ისევ უკან ჩააბარა ამ გლეხსა, თვინიერ ეკლესიისა. ილია ბერმაც ბევრი არ იდარდა, როგორც იყო სუყველთვის უკუღმართი და გაიძვერა, ადგა და წავიდა მრევლში მანგლისის ახალსოფელში. მე კი ჩავრჩი ბეთანიაში. ბევრი მებრძოლა მამა სპირიდონი, უნდოდა მეც წავსულიყავი, მაგრამ მე უკვე მთავრობამ ჩამაბარა, როგორც ძველი ნაშთი. მე ვეუბნებოდი – მოდი როგორც მამა-შვილი ვიყვნეთ ერთათ, მამა-შვილურათ, ბერულათ. თუ მაშინ გინდოდი, როცა
ბეთანიის ტაძარი
28
დიდი მუშაობა იყო, ახლა აღარ გინდივარ. არა მე აღარ უნდივარ, არამედ გლეხი და სწორეთ ამბროსი კათალიკოსთან შეასმინეს რომაო გლეხი ჩამოასახლაო და ამისთვის კათალიკოსმა აყვედრა და სამაგიერო უნდოდა გადაეხადა კათალიკოსისათვის, მაგრამ არ წაუვიდა მოხერხებულათ საქმე. წავიდა თავის სამშობლო ხონში და იქედან ციხემი და იქედანაც საიქიოს. დავრჩით მე – იოანე ბერი ეს გლეხი მაცხოვრებელი. ამ გლეხ მაცხოვრებელს
არ უნდოდი, რომ ბეთანიაში დავრჩენილიყავი, მიჩივოდა, სანამ მთავრობამ თითონ გლეხი გაიყვანა მონასტრითას, დავრჩი მე, ივანე ბერი. მომემატა გიორგი ბერი მხეიძე მეთოდის ძე, კახეთის ხირსის ბერი, წმიდა სტეფანეს მონასტრისა. მამა გიორგი მოვიდა ათას ცხრაას ოცდაოთხში, მე კი მეორეთ რო მოვედი – ათას ცხრაას ოცდაორში მოვედი და ამ რიცხვის მერე ბეთანიის მონასტერში ვართ. მრავალი გაჭირვება გავიარეთ, რამდენჯერ გაგვძარცვეს, რამდენჯერ აგვაწიოკეს, თუ ფუტკარი, თუ სახლში, თუ ძროხები, თუ მწყემსები. ძრიელ  მოკლებაში შევარდი. თუ მამა გიორგი არ მყოლიყო გამამხნევებელათ, აღარ შემეძლო ბეთანიაში დარჩენა, მაგრამ ჩემთვის სუყველგან ძნელი გახდა. ღმერთო, ამიერითან მაინც მშვიდობა მომადლე, იყავნ, იყავნ!
29


წმიდა მამა იოანე (მაისურაძე) და წმიდა მამა გიორგი (მხეიძე)
მე-20 საუკუნის დასაწყისში ათონზე ივერთა მონასტრის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში ცხოვრობდა მღვდელ-მონაზონი ილია ფანცულაია, რომელმაც შეადგინა „ათონის ივერიის მონასტრის წიგნების კატალოგი". იგი წერს „ვინაიდგან, უკვე მრავალგზის შეგვხდება ვენედიქტე და ილარიონის ხსენება, ამ წიგნებში და ივერიის მონასტრის წიგნთსაცავში დაცულ წიგნებში, ამისთვის, სათანადო არს, რათა მკითხველს გავაცნოთ მათი ვინაობა და მოკლე ბიოგრაფია: ვინაითგან ისტორია მათი, მათი გამოსლვა საქართველოდან, ივერთა მონასტერში მისლვა და არა მიღება, და სხვაცა მერმინდელი თავგადასავალი ყოვლადვე არ უგულებელს საყოფელია, არამედ დიდი საგულისხმიერო და მრავლად ჩასაფიქრებელი. იყო ბერი ვენედიქტე, მღვდლობაში ბესარიონ ქიოტიშვილი, იმერელი, შორაპნის მაზრიდან და რადგან მღვდელი ვიყავიო, მამულის ურჩობაში ჩავვარდი (მამულის ურჩება არის: ხალხს აფიცებდნენ წინააღმდეგ რუსეთისა, ხოლო ვენედიქტეს არ უსურვებია ამ საქმეში ჩარევა (წმინდა სოლომონ მეფე აპირებდა თურქეთიდან დაბრუნებას და ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა.
ბენედიქტემ ნახა ხილვა: – და ვიხილე ერთ ღამეს ღვთისმშობელი და მრქვა: „ბესარიონ, ბესარიონ“... მე ვარქვი: „ვინ ხარ, დიდებულო დედუფალო!“ მან მომიგო: „რაკი შენ ურჩი გამოხვედი ჩემი ერისა, ისეთს ადგილას წარგავლენ, რომ შენს დღეში ქართული ვეღარ გაიგონო!“ გაღვიძებისას ვიფიქრე, თუ ეს როგორ და რანაირათ მოხდება. გავიდა ერთი კვირა და მომიკვდა ცოლი, გავიდა ერთი
35
კვირა კიდევ – გარდამეცვალა პირველი შვილი, კიდევ ერთი კვირის შემდეგ მომიკვდა მეორე შვილი და დავრჩი ცალიერი. მაშინ მოვეგე გონებასა და ვთქვი: იყავნ, დედოფალო, ნება შენი! აღვდექ და წამოვედი იერუსალიმს.
პატრიარქისგან მიღებულ ვიქმენ დიდითა პატივითა (მამა ბენედიქტე ზოგ მინაწერში წმინდა სოლომონ მეფის მოძღვრადაც იხსენიება) და მიბოძა ყოველივე სახმარი და ქრისტეს საფლავის ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართულად ოთხი წლის განმავლობაში. შემდეგ წარმომგზავნა პატრიარქმა თვისი ხარჯით ათონზე, რადგან მყუდრო ცხოვრებას ვეძებდი და მივედ ქართველთა მონასტერში. ხოლო შიგ მდგომმა ბერძნის ბერებმა უარი გამომიცხადეს მიღებაზე, ვერ გიცნობთო ვინ ხარ, ერთი ბერი რომ მაინცა იყოს ქართველი, მიგიღებდითო, იყვნენ კი და აღარ არიანო. მაშინ მივმართე პანტელეიმონის მონასტერს.
... საბერძნეთი აუჯანყდა ოსმალეთს დიდი არეულობა იყო 1821 წელს ვინაიდან ამ ჟამის ათონის ბერებმა მონაწილეობა მიიღეს აჯანყებაში 6000 ბერი შეიარაღებული იქნა და წავიდნენ საბრძოლველად. როცა ეს შეიტყვეს თურქებმა გამოგზავნეს ჯარი დასასჯელად ათონზე და 1822 წელს თურქების ფაშა ჩადგა ივერიის მონასტერში ჯარითა. ბერები ჩაკეტილ იქმნენ მონასტერში და ჯარისაგან გაჭირვება და განსაცდელი ედგათ. იმ ჟამად მე დიონისიატის გარეთ ერთ კელიაში ვცხოვრობდი, სადაც თათარმა კინაღამ მომკლა, მე ვუთხარი: „მე რას მერჩით, მე არც ბერძენი ვარ და არც ბოლგარი „გურჯობა“ რომ გაიგო, ფაშას მიმგვარა და მოახსენა. გამოვიდა ფაშა და
36
ქართულად დამეკითხა: „ვინ ხარ შენ კაცო?“ ეს რომ გავიგე, მეტი სიხარულისაგან შემოვეხვიე საამბოროდ. ხოლო მან შემაჩერა: – მე მუსლიმანი ვარ და ნუ შემეხები, თუმცა ქართველი ვარ, ჭყონია, გურიის მაზრიდანო და შემიყვანა მონსატერში. ბერძნებს უბრძნა ამ ჩემს მონასტერში ქართველი ბერები არ ყოფილა, ყველა ამას დაემორჩილეთო და ოდეს შეატყვეს ფაშასა ბერძნებმა უსიამოვნება მონასტრიდან ქართველების გამოწყვეტით... მაშინ შემომევედრნენ მუხლთმოდრეკით ბერძენი არქიმანდრიტი და იღუმენები: „მამაო ვენედიქტე, გვიშველე ღვთის გულისათვის, ფაშა ქართველია და სთხოვე, ნუ აგვაოხრებსო, გადაარჩინე ეს ქართველების მონასტერი“. მაშინ ვუპასუხე:
„მე რომ მოველ მაშინ არ მიცანით ქართველად და არც მიმიღეთ ივერონში და ხომ ახი იქნება თქვენთვის ახლა ყველას თავები რომ დაგაყრევინონ, შური რომ ვიძიო, მაგრამ ამას როდი ვიზავ“. მივედი და ვთხოვე ფაშას,
არაფერი წაეხდინა ჯარსა. ხოლო მან თქვა: მე ხონთქრისაგან ბრძანება მაქვს ივერიის მონასტრის განადგურება რადგან ამ მონასტერში მოახდინა პატრიარხმა ჩვენი საღალატო კრება, მაგრამ რადგან ქართველთა სამეფო
მონასტერია, ამისათვის მე გადავარჩინე აოხრებისაგან და აი, შენ გაბარებ, ვითარცა ქართველთა მონასტრის წინამძღლვარსა და გაძლევ ამ კლიტეს დიდ ლავრა მონასტრისას. ფაშა დიონისიატის მონასტერში წავიდა და მონასტერი ჩვენი სრულს უფლებაში დატია, საკუთრად მე ჩამაბარა დიდი კარის ღვთისმშობლის ეკლესია და გავატარე დეკანოზობაში 10 წელი (ვენედიქტეს დატოვე-
37
ბულია და შეწირული დღესაც სასწაულთმოქმედი დიდი კანდელი ივერიის მონასტრის ტაძარში რომელიც თავისით მოძრაობს). ბერი ილია ფანცულაია განაგრძობს  ხოლო ილარიონ იყო დიონისიატის მონასტერში და
შემდეგ წმინდა ანას სკიტეში და განთქმული იყო მთელ მთაწმინდაში და საბერძნეთში მოძღვრებითა. რამეთუ არეულობა დროს გამოგზავნილი იქმნა ვინმე სხვა ფაშა, თანახლებითა მიტროპოლიტისაითა, რათა ილოცონ ოცმა მონასტერმა ნიშნად ოსმალეთის ერთგულებისა. და ვინათგან, საუბედუროდ, დიდი ეკლესია დამორჩილებოდა ესე ვითარი განაჩენს და შეასრულებინა გარეშე საეკლესიო კანონისა ლოცვა წყეულთა აგარიანთათვის; აგრეთვე შიშისა რა გამო ოცმა მონასტრებმა ილოცეს სულთანის შესაწევნელად, გარდა პანტელეიმონის მონასტრისა, სადაცა შეხვდა ილარიონი და წინ აღუდგა ფაშას და მიტროპოლიტს და მათ მოთხოვნილებასა. აგრეთვე წმინდა გრიგორის მონასტერში, ვითარცა მოიწივნენ, რიგის მღვდელი შინა იყო: და მას ვითარცა უბრძანეს ლოცვად, უპასუხა, აი თავი ჩემი, აიღეთ ჩემგან და მე ესე ვითარ ლოცვას ვეღარ ვილოცავო. ხოლო იღუმენმა და სხვებმა ულოცეს, ხოლო შემდეგ წასლვისა მათისა განკანონებულ იქმნენ ილარიონის მიერ იღუმენები და უმფროსები, რომელთა ესე უჯერო ლოცვა შეასრულეს, ხოლო გრიგორის მონასტრის იღუმენს უთხრა: „აი, ნამდვილი საიღუმენო კაცი ის მღვდელი ყოფილა, იმას ეკუთვნის იღუმენობა. შენ არ ყოფილხარ ღირსი იღუმენობისაო“.
ეს მოთხრობა მამისა ვენედიქტე ქიოტიშვილისა
38
და ილარიონ ყანჩაიშვილისა, როგორათაც მათ უამბიათ თვისთა მოწაფეთათვის, ესრეთ გვაქვს მოსმენილი და გაგონილი მათგან. შემდეგ ჟამებში მათ მოემატა საქართველოდან რამდენიმე წარჩინებული ბერი და ცხოვრობდნენ
ერთად წმინდა ილიას კელიაში. ხოლო აქვნდათ წუხილი და გლოვა მასზედ, რომ ივერიის მონასტერში ახალი ჩამოსულ ქართველებს ბერძნები აღარ იღებდნენ, არცა სჩანდა საიდანმე პატრონობა და იქ ესრეთ მათ თვალწინ იკეტებოდა ჩვენთვის კარი ივერიის მონასტრისა.

მაშინ დაებადათ მათ აზრი ქართველთათვის ახალი სავანის აშენებისათვის. რომელიცა იმათ სიცოცხლეშივე იქმნა აღსრულებული, ვითარცა ესე ხედავთ. ხოლო მე ამა კატალოგსა შინა ვყავ აღნიშნული, რათა არა დავიწყებასა
მიეცეს და საუკუნომცა არს ხსენება და კურთხევა მათი და ნეტართა შორის დაამკვიდროს ღმერთმან, ამინ“.
39
ბერი ილია ფანცულაია ათონელის წერილები ათონის ქართველთა მონასტერი 12 ნოემბერი 1911წ.

მის მაღალ კეთილშობილებას ბატონ მოსე ჯანაშვილს!
მოწყალე ხელმწიფეს!

· ამდენ ხანს დამაგვიანდა პასუხი, მაგრამ მიზეზი იყო, რაღაცა დაბრკოლებები შემხვდა, რაღაცა პასპორტის პასროჩკები არისო, 200 მანეთამდე გადამახდევინეს და მისთვის დამაგვიანდა. სხვა ბატონო მოსე, გულითადი მწუხარებით გაუწყებთ ჩვენ ამბავს: ასეთ ღელვაში ვართ აქაური ქართველი ბერები, მეტი არ შეიძლება ბერძენი ბერებისგან... ბატონმა ცაგარელმა ბრძანა შინაურულად შეიძლება მაგენთან მორიგებაო.რასა ბრძანებთ, მორიგება კი არა 20-მა მონასტერმა რაპორტი შეგვიდგინა და ხელი მოაწერეს, რომ ქართველი ბერები გაყარონ და როგორ იქნება ჩვენი საქმე, აღარ ვიცით. ეს მეორეჯერ არის ასე.
ახლა გამოგვიცხადეს – ძველ მონასტრებს ვჩიოდით და ძველი კა არა, ამასაც გვართმევენ და ჩვენი საზოგადოება ერთ ხმას არ იღებს. იქ ჩვენში დამჯდარა ბერძენი ბერები და იმოდენა ფული მოაქვთ და ჩვენი ნაყიდი, ერთი მილიონი ფული ჩაყრილი, უნდა წაგვართვან.. ამისთანა უსინდისობას სჩადიან, რომ კალმით აღწერაც არ შეიძლება. ვარძიის ღვთისმშობელმა ნუ შეარგოთ ბერძნებს, რაც ქართველების სისხლით არის დანთხეული. ასე არის ჩვენი საქმე და როგორ დაბოლოვდება აღარ
40
ვიცი. თხოვნა მივეცი რუსის ელჩს და თათრის ვეზირსაც.
.. მდაბალი ღვთისადმი მლოცველი მღვდელი მონაზონი ილია ფანცულაია. ათონის ქართველთა მონასტერი 1911 წლის 8 მარტი თქვენო აღმატებულებავ ბატონო მოსე!
უწინარეს ყოვლისა მოგიკითხავთ მე გლახაკი ესე ბერი და ყოვლის შემძლებელს ღმერთს ვსთხოვ თქვენს მშვიდობით ცხოვრებას ყველა თქვენი ნათესავებით. ამასთანავე უმორჩილესად გთხოვთ ერთი თქვენი თავზე შრომა მიიღოთ და წერილით მაცნობოთ, მუზეუმში ტიბიკონი რომ არის, იმაში ნახოთ 2 თებერვლის მირქმის დამთხვევა, უკვე თუ მარხვის პირველ ორშაბათს დაემთხვეს ვითარცა ამ წელში სიას უჩენს. ჩვენი სადღესასწაულო ტიბიკონში და სლავიანურში ერთნაირად სწერია – გადმოაქვს აქეთ ყველიერის კვირაში, ხოლო ბერძნებმა იმ დღეს იდღესასწაულეს მათი ტიბიკონისაებრ წირვის იოვანე ოქროპირით და გახსნეს ზეთი ღვინით, და რუსებიც რამოდენიმე შეუერთდნენ მას და რამოდენიმე გაემიჯნენ ამისგან. ჩვენ ძალიან გვიკვირდა ასეთი შემთხვევა, ამიტომ გვამტყობინებენ კარგი არ ქენითო და ამისთვის გთხოვთ ესე საქმე
41
გამიგოთ ჩვენ ხელნაწერ ტიბიკონში როგორ სწერია, და ანუ როგორ გადაიხადეს ეს დღესასწაული ჩვენში. ამასთან ბატონო მოსე არ შემიძლია ჩემი გულისტკივილი არ გაგიზიაროთ: ამ დღეებში ჟურნალ „კლდის“ ნომრებში წავიკითხე, ვითომც ჩვენი საეკლესიო მუზეუმი გადააქვთო, რამაც უზომოდ შემაწუხა: ისე როგორ დაბეჩავდა და ღმერთი გაუწყრა ჩვენ საზოგადოებას მისი შენახვა ჩვენში ვერ მოხთეს. არა კმარა რაც დაიკარგა და უცხოელებმა დაიტაცეს და ახლა ჩვენ სანახავად გვენატრება?! და ეგეც გინდათ რაღაც ერთი ბეწო დაგვრჩენია და სამუდამოდ ჩვენს სამშობლოს დაუკარგოთ? ამას მე როგორც უსწავლელი კაცი ვიდრე სისხლის დათხევამდე არ დავთანხმდები. თუ რომელიმე ნასწავლი და ჭკუიანი კაცი ამისთანა საქმეს დაემორჩილება მკვდართაგან არად განირჩევა, ანუ და ჩვენი მეზობელი აგერ ბერძნები ხუთასი წელია ოსმალეთის ხელში იმყოფება. და ამათ თავიანთ ძვირფასი ნივთები რამოდენი აქვთ შენახული, რამდენი უბედურება დაიტანეს. ნუ თუ მუზეუმს ჩვენში ადგილი არ მოეპოვება? შორს რომ არ წავიდეს, 1821 აჯანყება რომ იყო საბერძნეთში, მაშინ რაც უბედურება დაატყდა ბერძნებს, ვინ გამოთქვამს. ივერიის მონასტერში ახლაც არი ერთი ძირი კვიპაროსის ხე, სადაც ერთი ივერიის არხიმანდრიტი გრიგორი მიაბეს და თითო თითოთ კბილები დააძვრეს და ზურგზე ტყავი ააძვრეს და ეგრე მოკლეს. გვიჩვენე საუნჯე სადა გაქვთო, მაგრამ არ გსაცა მაინც და დღესაც ინახება საუნჯეში ძვირფასი, ჩვენი მეფეების გვირგვინები და სხვა მრავალი ნივთი თორნიკე ერისთავის საჭურველი
42
ამოდენი წლის განმავლობაში და არ დაკარგულა. და ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრა ეს ერთი ბეწო რაღაცა დარჩენილი ვერ შევინახეთ, თუ ეს მართალია, ახლა აღსრულებიათ ჩვენი ეკლესიის მტრებს რაც მრავალჟამია რომ სურდათ
მაგისი გადატანა, მადლობა ღმერთს ამ ომიანობამ ხელი შემიშალა, თორემ ჩემი ძვირფასი წიგნები მანდ უნდა გამომეგზავნა და იმასაც უცხოეთში გაამგზავრებდნენ. თქვენი მარადის მლოცველი და მომხსენებელი მდაბალი მღვდელი მონაზონი ილია ათონელი.
ათონის იოანე ნათლისმცემლის ქართველთა სავანე
43

ჩვენს მიერ მოძიებული იქნა ერთ-ერთი ძველი დოკუმენტური მასალათა ნაწილი ათონის ივერიის მონასტრის ქონებისა და მისი დამტკიცების შესახებ ათანასეს ლავრის სიგელი იოანე იბერისადმი"

(ხხ. ქვემოთ)

ლავრის მონაზონისა და წინამძღვრის სიგელი 6493 (=985) წლისა, თვესა დეკემბერსა, ინდიკტიონსა 13 – სა. ათანასიმ, საწყალობელმა მონაზონმა და ლავრის წინამძღარმა, საკუთარი ხელით წინ წარვუძღვარე პატიოსანი ჯვარი ჩემს სახელს ათონის ჩვენს მთაზე არსებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ლავრის წინამძღვარი, საწყალობელი მონაზონი ათანასი წინამდებრე წერილობით სიგელს მარტივსა და უქცეველ საჩუქარს ვდებ და ამას ვაკეთებ ჩემი თავისუფალი ნებით და საკუთარი გადაწყვეტილებით და არა ვისიმე იძულებით, ან ძალდატანეთ, ან ფარისევლურად, ან ზაკვით, ან უმეცრების საქმით, არამედ, როგორც იტყვიან, სრულის სულგაშლილობით, განბჭობით და შემეცნებით, და მთელი ჩემი სავანის ძმობის დასტურით, ღვთის თანაშეწევნით ამ ჩვენს ლავრაში შეკრებილთა თანხმობით, და განსაკუთრებით არჩეული ძმათა საკუთარი ხელის მოწერით და თავიანთი შეგნებით გიბოძებთ თქვენ, იოანე იბერს უღვთისნიერეს მონაზონსა და წინამძღვარს და ამით მთელ

# გეორგიკა: ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს
შესახებ. ტომი მერვე.ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა. და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა.

44

მის უწმინდეს ლავრას, ეგრეთწოდებულ კლიმისას ხსენებული უღვთისნიერესი მონაზონი იოანე. როგორც კი მოვიდა ჩვენს მთაზე და შემიერთდა მე, საწყალობელსა და ცოდვილს, და დაემორჩილა ჩემს საწყალობლობას,
და ღვთის მცნების გზით და საკუთარი სათნოებით და ღვთისნიერებით მიაღწია მრავალ და სხვადასხვაგვარ სულიერ წარმატებას, შეასრულა მრავალი და დიდი მსახურებანი ზემოთ მოხსენებული მორჩილების დროს, ამით
მან არა მარტო ღმერთს, არამედ მეც, საწყალობელს, და მთელ ჩვენს ქრისტეს მიმართ ძმობას ემსახურა ისე როგორც არც ერთმა სხვამ, არც ჩვენს დროში და არც ძველ წლებში რომ ბრწყინავდნენ.
რამეთუ ამდენი იშრომა და იღვაწა ამ კაცმა, ხშირად სამეუფეო ქალაქშიც ჩადიოდა, ვხვდებოდა იმდროინდელ მეფეებს მარადსახსენებელ მეფით უფალ ნიკიფორეთი დაწყებული ვიდრე დღედმდე, ისე რომ მისი სასარგებლო რუდუნებით და კეთილი შუა მდგომლობით მიიღო ხრისობული“ უფალ იოანე მეფისაგან, რომელიც შეიცავდა ჩვენი ლავრისათვის ლემნოსის (კუნძული) შემოსავლიდან (სოლემნიდან) ორასორმოცდაოთხი ნომიზმის (ფულადი
ერთეულია) ბოძებას, რასაც ჩვენ დღევანდლამდე ვღებულობთ ყოველწლიურად. უფალ ბასილი მეფემაც” უძღვნა მას სხვა ხრისობული კუნძულ ნეონის შესახებ, და ეს მან აჩუქა ლავრას კუნძულთან ერთად.
ოქროს ბეჭდით დამოწმება.
##. იგულისხმება კეისარი ბასილ პორფიროგენეტი 979 – 1025 წ.
45
შემდეგ ღვთის თანაშეწევნით თავისი საკუთარი ლავრა რომ დააფუძნა და თავის მფლობელობაში და წინამძღვრობაში დაიმკვიდრა, ამით კი არ შეუწყვეტია თავისი მოღვაწეობა, ან სრულიად მოუსპია თავისი სულის დადება
ჩვენი თავისთვის და ჩვენი ლავრისათვის, არამედ კვლავაც ჩვენთან ერთად შვრომობდა, იღვწოდა და გვერდით ედგა ყველა ჩვენ საქმეს, და მოგვანიჭებდა ხოლმე, თუ შეიტყობდა, რომ ჩვენ რამე გვესაჭირებოდა.

ნაცვლად ყველა ამ მრავალ და შეუდარებელ დიდ და მიხვედრითაც კი წარმოუდგენელ ღვაწლთა (ვგულისხმობ ჭეშმარიტ მორჩილებას, და შრომას და რუდენებას, ზრუნვას და მეცადინეობას და ნიჭებას, რომ არ ვთქვა მხოლოდ ბოძებათა), გადავწყვიტეთ ჩვენც მცირეოდენი საჩუქარი გვებოძებინა მისთვის და მისი ლავრისათვის, რაც მადლიერების ნაწილად ვიგულისხმეთ და გავაკეთეთ და ძლივს გამოხატავს დანაპირებს.

და, აი, ჩვენ ვუძღვნით მას უფალ ბასილი მეფის ხრისობულს, რომლითაც უფლება ეძლევა ნავები ჰყავდეს, ექვსიათასი (წყალწვა, მოცულობა ნავისა. რომელიც (ხრისობული) ჩვენ გვობოძა ხსენებულმა ღვთისნიერმა მეფემ გარდა ექსკუსატთა ოცდახუთი კომლისა, რათა ჰქონდეს იგი და თვით ლავრისადმი ბოძებული ეს ხრისობილი სამუდამოთ, საბოლო მფლობელობაში და უქცეველ ბატონობაში, მას და მის შემდეგ მონაცვლეებსა და მემკვიდრეებს; და არ გვქონდეს უფლება არც მე თვითონ, არც ჩემ მონაცვლეებს და არც მომავალ წინამძღვრებს, ან სხვა ვინმე უცხოს ან შინაურს ჩვენი ლავრა ააღელვონ

46
 ან სხვა რამე მოიმოქმედონ ამ ხრისობულის ჩუქების გარშემო, ვიდრე კნინღამდე სიტყვისა. თუ კი ვინმე ჩამოთვლილ პირთაგან ამაში შემჩნეული იქნება ან ეცდება რომ ჩაიდინოს, პირველ ყოვლისა
ჰქონდეს წყევლა ჩვენი წმინდა მამებისა, რომლებიც ძველი დროიდანვე უფლის მიერ კეთილმოწონებულ არიან, და შეჩვენება ჩემი საწყალობლობისა, და იყოს იგი უცხო და გამოთიშულ ჩვენი ქრისტიანების, ნდობისაგან, და ჰქონდეს მას ხვედრი იუდასი. შემდეგ, არასოდეს ეს არ გვსმენოდეს არც სამოქალაქო კანონების, არც ღვთაებრივი წმინდა კანონებისგან, არამედ იყოს ძალუმი და უეჭველი, უქცეველი და უძრავი, და ჩემ მიერ ამიერიდან დადასტურებული, და ქრისტეს მიერ ჩემი ძმებისგან მიღებული, როგორც მარტივი და უზრუნველი საჩუქარი.
ხოლო რადგან თვით ხრისობულში ოცდახუთი კომლია შესული, როგორც ზემოთ ითქვა, შეუვალ ქმნილნი ხრისოპოლში, და ჩვენ ლავრაში ირიცხებიან, თუ კი ოდესმე დადგება საკითხი ხრისობულისა, საჩვენებლად და საუწყებლად გამომძიებელთათვის, ვბრძანებთ, რომ კეთილსათნო კლიმის ლავრის პატრონებს ჰონდესთ ეს ხრისობული, უფრო მეტიც: კლიმის ძმათა და ჩვენი ლავრის
მეშვეობითვე გაიგზავნოს მსურველთათვის განიხილონ იგი და კვლავ მიიღონ ის კლიმის ლავრის ძმებმა საკუთარ მონასტერში. :
ეს დაიწერა და წაკითხულ იქმნა ჩემ წინაშე და წინაშე ჩემი ხელქვეითი ძმებისა, რომელთაც საკუთარი ხელით მოაწერეს თავიანთი ნებით და თანხმობით. მე

47
ყოვლითურთ მოვიწონე და საკუთარი ხელით დავსხი პატიოსანი ჯვრები, და ჩემი სახელი თანდასწრებით სანდო. და ქვემდებარე მოწმეთა, რომელთაც საკუთარი ხელმოწერით დაადასტურეს ეს. დაიწერა წინამდებარე ძღვნა იოანე მონაზონის ხელით, თვესა ოქტომბერსა, ინდიქტიონსა მეცამეტესა, წელსა. 6493 (= 985),
ათანასი მონაზონმა, წინამძღვარმა ლავრისა წავიკითხე რა მთელი მასალა და ყველაფერი მოვიწონე, დავადასტურე და საკუთარი ხელით დავადე პატიოსანი ჯვარი.
და ჩემი სახელი.
1 ანტონი მონაზონმა ნიშნად თანხმობისა წინამდებარე. მარტივ საჩუქარზე საკუთარი ხელით მოვაწერე.
+ დიონისე მონაზონი ვეთანხმები... L თეოფანე მონაზონი და მამა... 1 ეფრემი მონაზონი და მამა... 1 ევსტა-თი მონაზონი და მამა... 1 თეოფანე მონაზონი და მამა...
+ თომა მონაზონი და დიაკონი... + კოზმა მონაზონი და დიაკონი... 1 პაფნუტი მონაზონი, და. დიაკონი... 1 პავლე მონაზონი... ამბროსი მონაზონი... იოანე მონაზონი. ვეთანხმები. თეოკტისტე მონაზონი... არსენი მონაზონი. და იკონომოსი დავესწარი წინამდებარე საჩუქრის გაცემას, ვამოწმებ და საკუთარი ხელით ვაწერ. ფილადელფოს მონაზონი და ხუცესი დავესწარი წინამდებარე მარტივ ჩუქებას და დავემოწმე რა, საკუთარი ხელით ვაწერ. კირილე მონაზონი და წინამძღვარი... და სხვ. მე იოანე მონაზონი ვემოწმები 1 +. მე არსენი, უღირსი მონაზონი მოწმე. ვარ. + არისტობულე მონაზონი დავესწარი და სხვა,

48

ტიმოთე გაბაშვილის მხატვრობა ძველი ივერიონი

1015 წლის პროტოსის სიგელი ექვთიმე იბერისადმი

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ნიკიფორე მონაზონი, რომელიც არის ჩვენ დროში მთაწმინდის პროტოსი, და იმავე მთის ყველა დანარჩენი მონაზონები და წინამძღვრები, რომელთაც სახელები
გამოცხადებულია თითოეულის საკუთარი ხელმოწერით, წინამდებარე ხელმოწერილი საბუთით ვიძლევით მარტივსა და უქცეველ ბოძებას და უზრუნველყოფას და ვაკეთებთ ამას ჩვენი ნებითდა თვითარჩეული გადაწყვეტილებით და არა ვინმეს მიერ იძულებით ან ხრიკით ან ძალით და ზაკვით, ან ანგარებით (I), ან შიშით, ან უგნურების გამოვლინებით ან სხვა რამით, რაც აკრძალულია ღვთაებრივი კანონებით და სახელმწიფო წესებით;
არამედ ვაკეთებთ ამას უფრო მეტად სრული მოფიქრებით და წრფელი გულით შენ მიმართ, უფალო ექვთიმე იბერიელო, რომელიც ხარ ჩვენი სულიერი ძმა და კეთილსათნო ბერ მონაზონი, და შენი სახელით კლიმენტის...
მონაზონების მიმართ. რადგანაც ნეტარხსენებული შენი მამა, უფალი იოანე იბერი მთელი თავის სიცოცხლის მანძილზე აღვსილი იყო ჩვენ მიმართ სიყვარულით და მეგობრული ტრფობით და რამდენადაც ღმერთმამისცა
ძალა და ჯანი, არ აკლებდა მომსახურებას და კეთილქმედებას ჩვენ ძმობას, პირადად და საზოგადოდ, მორთო ჩვენი წმინდა ეკლესია მრავალი საჩუქრებით და გაამდიდრა საღვთო ჭურჭელით, ისე რომ საკუთრივ შენც,

50

ორმხრივი ვაჟი, როგორც ხორციელს ისე სულიერს ვგულისხმობთ, ხსენებული ბერ-მრნაზონი ექვთიმე, ჩვენი სულიერი ძმა მის შემდეგ რაც ის ღვთისადმი მივლინდა, თავისი აზრით და მეგობრული განწყობით არის ჩვენ მიმართ, და ჩვენ ყველანი ღირს – გვყვნა ამჟამად წმინდა პასექის საერთო შეკრებილობაზე მივსულიყავით. მიმდინარე მეცამეტე ინდიქტიონს 6523 (= 1015) წლისა და გვებოძებინა შენთვის ჩვენი მხრით საჩუქრების სახით ერთი ადგილი რომელიც მდებარეობს ჩვენი მთაწმინდის მიდამოებში და საზღვარზე, ეგრეთწოდებული ლავრიონი; ჩვენ ყველანი ჩენს თხოვნას მივყევით სიამოვნებით და გიძღვნით ამ ადგილს ბატონობისა მფლობელობის უქცეველ წესით, რათა გქონდეს ის საქონებოდ და საბატონოდ.. თვითფლობით, საკუთრივ და ცალმხრივად, გაყიდვის, გაჩუქების, გაშენების და გამწვანების უფლებით, საკუთარი მოწაფეების გადაცემის უფლებით და, როგორც შენ გინდოდეს და გსურდეს, ისე მოიხმარე ის, როგორც სიცოცხლეში ისე გარდაცვალების შემდეგ, დღევანდელი დღიდან ვიდრე ყველა მომავალ წლებამდე; ნუ იქნება იგი შეკვეცილი ან დაბრკოლებული ვინმეს მიერ იქვე ან მის შემოგარენში; იყოს ასე, როგორც ჩვენ გავსაზღვრეთ იგი, აწ მყოფთა მომავალში ჩვენ მონაცვლეთაგან, ნაწლობრივ ან სრულიად, რომელ დროსაც და რომელ სახითაც არ უნდა იყოს ეს.

ეს ჩვენ გავაკეთეთ არა უსაფუძვლოთ და უსარგებლოთ, არამედ იმ მრავალი კეთილი საქმის და წყალობის გამო თქვენი მხრით ჩვენს მიმართ, როგორც საერთოდ

51
ისე ყოვლითურთ, თითოეული ჩვენთაგანის მიმართ აღმოჩენილი, უფრო კი ჩვენ დავალებული ვართ დიდი თქვენი კეთილწყალობების გამო, რომლებიც გამოიჩინეთ ყველა ჩვენთაგანის მიმართ, და ცოტა მაინც რითმე გვინდა შევძლოთ სამაგიერო გადაგიხადოთ.

და დღევანდელი დღიდან, რომელიც არის 19 მიმდინარე აპრილის თვისა 6523 (=1015) წლის, მეცამეტე. ინდიქტიონისა, ჩვენ საერთო დადგენილებით და გადაწყვეტილებით, ყველა ჩვენთაგანის მოწონებით, განიჭებთ შენ ჩვენ სულიერ ძმას, უფალ ექვთიმეს, ხსენებულ ადგილს მთელი მისი შემოგარენით, რათა გქონდეს იგი, როგორც ზემოთ არის განცხადებული, სამფლობელოდ ბატონურად და თვითთავადურად, საკუთრივ და ცალმხრივად, და გქონდეს უფლება გააკეთო იქ ყველაფერი, რაც კი ღვთაებრივი და კეთილსათნო კანონებით ნება ეძლევათ ადგილებისა და ქონებათა მთელი მომავალო წლების მანძილზე; არავის ჰქინდეს უფლება ამ ჩვენს მთაწმინდაზე, როგორც ამჟამად მყობფთ, ისე მომავალში ვინც იქნება, ან ჩვენს მონაცვლეებს ცვლილება შეიტანონ ამ ჩვენ მარტივ და უქცეველი საჩუქრის ვითარებაში, არც ავნონ რამე ან შეგაწუხონ როგორც შენ, ისე შენი წილის მკუთვნელნი და ამ ჩვენი მარტივი და უქცეველი საჩუქრის გამო და უზრუნველობის გამო ჩაიდინონ რამე.
ხოლო უკეთუ ვინმე ჩვენთაგანი, ან ამჟამად მყოფთაგან ან მომავალში ჩვენ მონაცვლეთაგან, ამის ჩადენაში იქნება მხილებული და დაარღვევს ამ ჩვენ წინამდებარე უზრუნველ ყოფის საქმეს, და ჩვენ მიერ კარგად განსჯილ

52

 და ღვთისმოყვარედ მოგვარებულ საქმეს დაარღვევს და უარყოფს ამ დარღვევას, უფრო კი პატიოსანი ჯვრების, ჩვენ მიერ საკუთარი ხელით ამოკაწრული და ხელმოწერილი ადგილების მოსპობით და ჩვენ მიერ შენთვის
 ბოძებული ადგილის და მის შემოგარენის გამო ზოგიერთ არევ-დარევას შემოიტანს, ნაწილობრივ ან სრულად, ამის მოქმედი, პირველ ყოვლისა, იყოს უცხო ქრისტეს წმინდა და უმწიკვლო სარწმუნოებისათვის, მათთან ერთად იყოს ხვედრი და წილი მისი დღესა მას განკითხვისასა იმათი, ვინც ყვიროდა „ჩქარა, ჩქარა, ჯვარს აცვით ქრისტე“, ჰქონდეთ წყევლა სამას თვრამეტი წმინდა და ღვთისმოსავი მამისა და არ ესმოდეს მას არავითარ შემთხვევაში (I) ხმა საეკლესიო ან სამოქალაქო მსაჯულისა.
მაგრამ თუ რამე ხარჯს გასწევ ან სიახლეს შეიტან ჩვენ მიერ შენთვის მიძღვნილ მაგრამ დაზიანებულ ადგილში, უნდა უკან დაგიბრუნოს შენ მიმართ არ მსურველმა გაუმჯობესობის თანხა ორმაგად, და შემდეგ ამნაირად დარჩეს ხელუხლებელი და უეჭველი წინამდებარე ჩვენი ხელმოწერილი საბუთი საჩუქრისა და უზრუნველობისა.

ხოლი რადგან ერთდროს ჩვენი მთის მესის (პროტატის) მსახურებმა ჩვენ მიერ შენთვის მოცემული ადგილის შემოგარენში მცირეოდენი ვაზი ჩაყარეს, რისი მთელი ხარჯებიც ოცდათოთხმეტი ნომიზმას უდრიდა, რომ არ გსურდა ამა-
ში რაიმე ზარალი გვენახა, მამობრივად და სიყვარულით მუდამ რომ ხარ განწყობილი ყველა ჩვენთაგანის მიმართ, აქ იგულისხმება ნიკეის 325 წლის კრების მონაწილე წმინდა მამები.
53
ნაცვლად ვაზის ჩაყრისთვის გაწეული მთელი ხარჯებისა ოცდათოთხმეტი ნომიზმის რაოდენობით, შენ მიეცი მტკიცე ღირებულების ასი ოქროს ნომიზმა კეთილ მოყვარულობის და ლოცვის გამო, რომელი ორასი ნომიზმაც შენ ხელიდან ჩვენს ხელში გადმოვიდა და მთაწმინდაზე არსებული ჩვეულების მიხედვით როქის (როქა: ფულადი სარგო ჯარისკაცებისა და მოხელეებისთვის) სახით დაურიგდა და გაუნაწილდა თანაბრად ყველას, ასეთი ცნობები ჩავურთეთ წინამდებარე საბუთში, რათა არავის ეგონოს მომავალ თაობებს, რომ ჩვენ მიერ საჩუქრის გაცემა მოხდა დაუდევრობით ან რაღაც სიახლის გამო, არამედ იცოდნონ იმათაც (ე. ი. მომავალმა თაობებმა), თუ რა უმვნიშვნელო ბოძებათა ნაცვლად რა დიდი საჩუქრებით გაგვამდიდრა და სანაცვლო ბოძებით (ექვთიმემ). რადგან ჩვეულება მოითხოვს, რომ, თუ ვინმე ჩვენთაგანი მოისურვებს თევზაობას ხსენებულ კალამიძებში (ადგილია მთაწმინდაზე, ახალ ნაჩუქარ სამფლობელოში), ვბრძანებთ, რომ არავინ ჩვენგანი დაბრკოლდეს ამ საქმეში, ე. ი. თევზაობაში, შენი (ე. ი. ექვთიმეს) ძმებისგან, ერთხელ და სამუდამოდ.

წინამდებარე მარტივი და უქცეველი ჩვენი საბუთი შესახებ საჩუქრის და უზრუნველობისა დაიწერა ყველა მონაზონის საერთო თანხმობით იოანე მონაზონის ხელით, რომელიც არის არხისტრატეგოსის მონასტრის წინამძღვარი და გრამატიკოსი, მიმდინარე აპრილის თვის 19 რიცხვს, წინაწერილ მეცამეტე ინდიქტიონს

54

6523 წლისა თანდასწრებით მოწვეული და ხელისმომწერ წინამძღვართა. ·
საბუთს ხელს აწერენ:

ნიკიფორე პროტოსი, თეოდორე (თეოდორიტე) ლავრის უფროსი, პავლე მონაზონი, კირილე მონაზონი და წინამძღვარი, სვიმონ ლუთრაქიელი, ნიკიფორე სტავრონიკიტი, თეოქტისტე ესფამმენის, გიორგი ფილოთეუს წინამძღვარი, გიორგი სარვარის წინამძღვარი, ელია მილეონის წინამძღვარი, დიონისი... ნიკონი პეფლაგონის წინამძღვარი, ნიფონი ზიგის წინამძღვარი, კიპრიანე მონაზონი, გიორგი ტოლმატის მონაზონი, ანტონი წმ. ნიკიფორეს წინამძღვარი, ევსტატი, ხელანდარის წინამძღვარი, სვიმონი წმ. იოანეს წინამძღვარი, ფანტინე ხილიადის წინამძღვარი, ნიკიტა წმ. ტრიფონის წინამძღვარი, ვლასიოსი ქსეროპოტამის (მონაზონი), ევსტრატი ღომატელი, ნიკოლოზი წმ. პანკრატის წინამძღვარი, ათანასი მაღულას მონაზონი, კოზმა წმ. ნიკოლოზის წინამძღვარი, გიორგი კლამიტის მონაზონი, პავლე გლოსის მონაზონი, არისტობულე წმ. ანდრიას წინამძღვარი, ლეონტი მონაზონი აგათანგელოსო, თეოქტისტე ვოროსკოპის წინამძღვარი, კოზმა ხალდელი, მიხეილი რავდას წინამძღვარი, კლიმენტი სტომბის მონაზონი, ეპიფანე მონაზონი სიფ..., პავლე კატადემონის წინამძღვარი, კირილე წინამძღვარი, ნიკიფორე კინეგის წინამძღვარი, ათანასი წმ მაქსიმეს წინამძღვარი, იოანე, ლუკიტის წინამძღვარი.
55
ივერთა მონასტრის მამულები – 1259 წლის სიგელით „ხრისობული ათონის ივერთა მონასტერს: რადგან მონასტერი დარბეულ იქმნა ლათინ ყაჩაღების მიერ და მონაზონებიც დაიფანტნენ, გარდა ამისა ფირალებმა სიგელ-გუჯრებიც მოსპეს, კეისარს სურს (მიხაელ პალეოლოგს 1258-1282) დარჩენილი მონაზონების თხოვნით კვლავ უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს მონასტერი. ამ მიზნით მას ყველა გადასახადი მოეხსნა და შემდეგი სამფლობელოებს უმტკიცებდა:

1. მამული რადალიონი სანახებითურთ;

2. მამული გენესიოსის მეტეხითურთ”;

3. მამული დოვრენიკია სანახებითურთ;

4. მამული მელინძიანე ვულაოსის პრასტინითურთ”';

5. მეტეხი ღვთისმშობელ ელეუსასი სტრუმიძაში მისი კუთვნილითურთ;

6. მეტეხი მელისურგიონო სანახებითურთ;

7. გლეხთა სამი მამული: ამპელიძინი, კლამიძინი, და წმ. ექვთიმე სტელაიარში, სადაც აგრეთვე მეთევზეობასაც მისდევენ.

8. პრასტინი პროვლაკასი თავისი კოშკითურთ;

9. პრასტინი იერისოს მხარეში მეტეხითურთ, ვენახებით და ვანებითურთ, აბანოთი და სხვა ყველაფრით;

10. პრასტინი არსენიკეა თავისი წისქვილებით, ბაღებით და მთელი სანახებით. მეტეხი: მეტოქე იგივე სამყოფი, მონაცვლე. პრასტინი ბერძნული სიტყვაა, სამყოფი ადგილი ქართულად.

11. სტრატონიონის ყანები;

12. მეტეხი პროდრომოს ლივადიაში რომ აროს სანახებითურთ;

13. მამული კამენა მეტეხითურთ სოხასტერითურთ
ყველა უპირატესობებითურთ;·

14. მამული დეველიკია მისი უპირატესობებირი;

15. მამული ვოლვოსი ღვთისმშობლის მეტეხითურთ, კოშკითურთ და სამრეცხაოთი;

16. მოედანი აკლოსი იქაური გლეხებითურთ;

17. პრასტინი პინსოსი თესალონიკესთან მეტეხითურთ და სანახებით;

18. კალამოკოპიონი თესალონიკესთან სანახებით;

19. მეტეხი ქალაქ თესალონიკის შიგნით კუთვნილი მონასტრებით და საჯარო უფლებებით და დანარჩენი კუთვნილებით;

20. ყანები კერმეში ბაღი და მონასტერის სამფლობელო გალიკონში.

21. გარდა ამისა კეისარი (მიხაელ VII პაულუღოლოგოსი) ხელახლა უბოძებს სოფელ ერისოს მთელ მისი კუთვნილით გარდა სვიმონის პრასტინისა რომელიც ლავრის მონასტრის კუთვნილებაა; ივერთა მონასტერს იქ უნდა ჰქონდეს ყველა უფლება, როგორც ამას იყენებდნენ გარდაცვლილი თეოდორე პეტრალაფასი ლა მიხეილ ლასკარისი“.” ' ·

» ფრ. დელგერის ცნობით ამ სიგელს ფოტოები მოე<პოვება გერ-
მანიაში, ბავარიის მეცნიერებათა აკადემიაში.
57

ეს სიგელები გვიდასტურებს ქართველებისათვის ივერის მონასტრის და მისი მამულების საკუთრებას სამუდამო. მფლობელობაში, შესაბამისად ჩვენ როგორც წმინდად სუ'ლიერი, ისე იურიდიული თვალსაზრისით სრული უფლება
 გვაქვს მოვითხოვოთ წინაპრების მემკვიდრეობა. გეორგიკის მე-8-ე ტომში არის კიდევ სხვა სიგელები.

(რედაქტორები)

1880 წლის ზაფხულის თვეებში გაგზავნილ ათონზე. გაგზავნილ იყო პროფ. სპირიდონ ლამ ბროსის მეთაურობით ექსპედიცია ათონის მონასტერთა ბერძნული კატალოგის შესადგენ ად. ათონის 20 მონასტერთაგან ყველაზე მდიდარი ბერძნული ხელნაწერებით აღმოჩნდა ივერთა მონასტერი. სულ ყველა მონასტერში აიწერა 5766 ხელნაწერი. აქედან ივერთა მონასტერში აღმოჩნდა 1386 ხელნაწერი.
გვ. 126. 1903 წ. გერასიმე სმირნაკისმა. (ბერძენი მკვლევარი) გამოსცა წიგნი ათონის შესახებ, სადაც. ამ დროს სხვა და სხვა მონასტრებში ბერების რაოდენობა.
ყოფილა:

ლავრაში 1187; ვატოპედიაში 966; ივერიონში 456; ხილანდარიონში 385; პანტოკრატორში 385; როსიკონში 198.
1) ვატოპედიაში 966 კაციდან: რუსი იყო 570; ბერძენი 366.

2) ივერთა მონასტერში 456 კაციდან: ქართველი იყო 48; ბერძენი იყო 350; რუსი იყო 48;

58
რუმინელი იყო 10.
3) ხილანდარში 385 კაციდან: რუსი იყო 22; ბულგარელი 92. ბერძენი 60. (დანარჩენი 211 კაცი ვინ იყო არ არის აღნიშნული.)
4) როსიკონში 1928 კაციდან: რუსი იყო 1858; ბულგარელი 32; ბერძენი 38.
ივერიონის მონასტერი (კარლ ჟირარდეტი ლითოგრაფია - 1860 წ.) მოგზაურობა წმ. ათონის მთაზედ დეკანოზის პეტრე დავითის ძის კონჭოშვილისა, „ათონის ძველი ივერიის მონასტერი და ახალი ქართველთა სავანე და მათი ურთიერთშორისი დამოკიდებულება“
(ქვემოთ მოყვანილ ტექსტს გაწვდით შემოკლებული სახით)
 აქედგან გამოვიარეთ იმავე დღეს ივერიის ქართველთა ძველს დიდებულს მონასტერში; შევედით ეკლესიაში დაუბრკოლებლივ, როგორც რუსნი, თაყვანივეცი კარისა ლვთისმშობელის ხატს; შევედით საკრებულო ტაძარშიაც, დავათვალიერე და ყოველგან მოუსპიათ ნაშთნი და კვალნი ქართველთა მამათა აქ მოღვაწეობისა;
რომ შესაძლებელი იყოს, სახელსაც ივერიის მონასტრისას მოსპობენ, მაგრამ არ შეიძლება, რადგანაც სიგელ-გუჯარნი ამ მონასტრის მამულებისა ივერიის მონასტრის სახელზედ არიან ბოძებულნი ბიზანტიის იმპერატორთა
და საქართველოს მეფეთაგან.

აქედგან გამოვიარეთ წმ. ათანასეს ლავრაში, რომელიც პირველობს ათონის სავანეთა შორის. ათონის მთაზედ მხოლოდ ეს ერთი იწოდება ლავრად. ჩვენდა სამწუხაროდ, არ გვაჩვენეს ამ ლავრაში შესანიშნავნი სამკაულნი და არც
წიგნთსაცავი, სადაც ქართული წიგნებიც არის.
 გარდმომცეს, რომ ათონის ბერძენთა წმიდა ათანასეს ლავრაში არის დაცული ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის კონსტანტინე მე-XI პორფირა, გვირგვინი და სკიპტრა. უკანასკნელი დედოფალი ბიზანტიისა მარიამ იყო ასული საქართველოს მეფისა, ამ დედოფალს

60

შეუწირავს ათონის მონასტრებისათვის დიდი სახნავი მამულები და მონასტერთათვის საჭირო პური იქ ითესება. ამ დედოფალს უწოდებენ: „კალი მარიამ“, ესე იგი „კეთილი მარიამ“.

... 5 ივლისს, ორშაბათ დღეს, მოვიდნენ ათონის რუსთა პანტელეიმონის მონასტერში ორი ინგლისელი სტუდენტი, ერთი ოქსფორდის უნივერსიტეტისა, ხოლო მეორე – კემბრიჯისა; ესენი მოსულიყვნენ ათონზედ ძველის ხელნაწერების სანახავად. გავიცან ესენი მონასტრის სასტუმროში საღამოს ჩაიზედ. ველაპარაკებოდით ჩვენ რუსის მონაზონის (თავად ვიაზემსკის) შუამავლობით, რომელიც თავისუფლად ჰლაპარაკობს ფრანგულად. ამ სტუდენტებმა რომ შეიტყეს ჩემი, ქართველია ეროვნებითაო, სთქვეს, ათონის წმ. ათანასეს ლავრაში ვნახეთ სახარება ბერძნული მერვე საუკუნისა, რომლის უკანასკნელი თავი იოანნეს სახარებისა განსხვავდება ეხლანდელ ეკკლესიის მიერ მიღებულ ტექტისაგანაო. ამაზედ მე მოვახსენე, რომ ძვირფასი იქმნება-მეთქი ღვთისმეფყველების მეცნიერებისათვის შეთანასწორება ქართულს სახარებასთან, რომელიც ეკუთვნის მეშვიდე საუკუნესა და დაცულია აწ ტფილისას სიონის საარქეოლოგიო მუზეუმში. სტუდენტებმა სთქვეს, რომ ჩვენ გადავიღეთ ფოტოგრაფიით რამდენიმე ფურცელი ძველის ქართულის პერგამენტისა და მნიშვნელობა მისი არ გვესმისო. ვუთხარი: მე მზა ვარ გემსახუროთ ამ საზოგადო სამეცნიერო საქმეში, ძალისაებრ ჩემისა. აღმითქვეს, გაჩვენებთ იმ ხელ-ნაწერსაო. მეორე დილით ისინი ადრე წასულიყვნენ ბერძენთა
61
გრიგორიანთ მონასტერში ზღვით, ხოლო მე ამ დღესვე, დილის 8 საათზედ, ჯორებით გავემგზავრე ქართველთა სავანეში და, სამწუხაროდ, ის სტუდენტები შემდეგ აღარ შემხვედრიან.

„. მივედით პირდაპირ ჩვენს ქართველთა ძმათა ახლად დაფუძნებულს სავანეში. მომეგებნენ ყოველნივე ძმანი ჭეშმარიტის ძმობრივის სიყვარულითა; გაიხარეს სულიერად ჩემის მისვლით და გავიხარე მეც ფრიად
უცხოებაში ასეთის მოგებებით. როდესაც ვიხილე ქართველთა ძმათა შორის მშვიდობა, სიყვარული, პატივისცემა, მორჩილება და საზოგადოდ კეთილი განწყობილება ურთიერთ-შორის,
ამ ქართველთა ძმათ შეუსყიდნიათ ივერიის მონასტრისაგან 1870 წ. ორმოცი დღიური მიწა 2,000 მანეთად და აქ დაუფუძნებიათ ახალი სავანე წმ. მოც. იოანნე ღვთისმეტყველის სახელზედა.
ივერიის ათონის მონასტერი, ქართველთა მამათა სამკვიდრებელი, არს აღშენებული მეათე საუკუნის დასასრულ თორნიკე ერისთავის მეთაურობით, "ქართველთა მეფეთა და მთავართა საფასეთი და შეწირულებითა, ქართველთა მამათა შრომით, რუდუნებითა, მოღვაწეობითა და სისხლის ოფლით, ლოცვითა და ცრემლით დამყარებული.
ამ ივერიის სავანეში დასრულდა თარგმანი საღმრთო და საეკკლესიო წიგნებისა ქართულს ენაზედ. ამ ივერიის მონასტერს აწ ძალ-მომრეობით ჰფლობენ ბერძენთა მონაზონნი, მონასტერს აქვს შეწირული საქართველოსა და რუსეთშიაც დიდი შემოსავლიანი მამულები,

62

 რომლითაც ჰსარგებლობენ ბერძნები სრულიად, კანონოდ, ძალმომრეობით. 

7 ივლისს, დილის 4 საათზედ, მივადექით ივერიის მონასტრის ეზოს კარებსა. იგი შემოზღუდულია მაღალის ქვითკირის გალავნითა და ზღვის მხარეს მაღალი ექვსსართულიანი ციხე აქვს აშენებული ქართველთა მამათა მიერ მტერთაგან მოსაგერებლად. გაალეს ბჭენი ეზოსანი; ჩემთან იყვნენ ამ დროს ქართველთა სავანეს ძმანი მღვდელ-მონაზონი გიორგი, კაცი დიდად გამოცდილი სულიერს მოღვაწეობაში და მხცოვანი წლოვანობითა, მღვდელი ალექსი ბაქრაძე, აგრეთვე მოხუცებული; მაგრამ შრომით ჭაბუკი მოხუცი, დიდი მშრომელი წმ. მამათა თხზულებათა გადაწერაში და მთარგმნელი რუსულიდგან ქართულად, და მონაზონი გაბრიელ (აბაშიძე), ჯერ წლოვანობით ახალგაზრდა, გარნა განვითარერული და მცოდნე ბერძნულის ენისა. მორიგე მეკარე მონაზონმა ბერძენმა იჭვნეულად შემოგვხედა და ჰკითხა მ. გიორგის, ვითომც ვერ იცნო, ვინა ხართ და რა გინდათ? ეს სიტყვები გვითარგმნა მამა გაბრიელმა. ქართველთა ძმათა ახალი სავანე მდებარეობს ივერიის მონასტერზედ სამი ანუ ოთხის ვერსის მანძილზედა, მაშასადამე, ესენი კარგად იცნობენ ერთმანეთს. მ. გიორგიმ უჩვენა ჩემზედთ, და უთხრა რომ მოსულა საქართველოდგან, ჰსურს თაყ ვანისცეს კარის ღვთისმშობლის ხატსაო. უფრო უსიამოვნოდ შემოგვხედა მონაზონმა და არ უნდოდა ჩვენი შეყვანა ეკლესიის ეზოში. მომიბრუნდა მ. გიორგი და მითხრა მე: მ. დეკანოზო, რა უყავ შენი ჯვარი? რათ ჰფარავ

63
ანაფორას ქვეშ? გავიხსენ ზევითი ანაფორა და როდესაც დაინახეს ბერძენთა მონაზონთა მკერდზედ ჯვარი, ამას სცეს პატივი და შეგვიყვანეს ეზოში. მოვისმინეთ ადრე წირვა, თაყვანი-ვეცით ივერიის ღვთის მშობლის ხატსა და ვილოცეთ წინაშე საფლავისა წმ. მამათა იოანნე და ეფთვიმისა. წირვაზედ პატივი არა გვცეს და არა გვთხოვეს სიმბოლო სარწმუნოებისა და საუფლო ლოცვა წაგვეკითხა ქართულს ენაზედ, ვითარცა აქვთ მიღებულ წესად სხვა მონასტრების ბერძენთა, ბოლგართა და მოლდავანთა წირვის დროს.
ნაცნობი ბერძენი ბერის თხოვნის შემდეგ წაგვიყვანეს წიგნთ-საცავში, რომელიც მეორე სართულშია. გვიჩვენეს ის წიგნები რომელიც შკაფების თავზედ ეყარა, ნახევარზედ ჩრჩილითა და მტვრით შეჭმულნი; მათ შორის მომეტებული ნაწილი დასტამბულია მე-18 საუკუნეში. როდესაც მიუთითე დაკეტილ შკაფზედ და ვთხოვე ეჩვენებინათ ის წიგნები, მაშინ მომიგეს პასუხად: აქ არ არის ამ შკაფების გასაღების მქონი, კარეაში წავიდა 12 ვერსზედა და არ ვიცით, როდის დაბრუნდებაო; შევწუხდი და ვუპასუხე, 6 ათასის ვერსის მანძილზედ მოვსულვარ აქ წიგნების სანახავად და პატივი უნდა სცეთ ამ გარემოებას, ანუ იმ სამეცნიერო აზრს, რისთვისაც მინდა წიგნების გადათვალიერება, ანუ პატივეცით ჩემს მოხუცებას და ხარისხსა.
არ შეიძლება ეხლაო, მაინც უარი გამომიცხადეს. მეც, რა გამეწყობოდა, უნებლიედ დავმორჩილდი ამათ წინადადებას, რადგან დამპირდნენ წიგნების ჩვენებას ოთხის დღის შემდეგ. როგორც შემდეგ მითხრეს, წიგნების მცველიც

64

იქა ყოფილიყო და გასაღებიც იქვე ჰქონოდათ, მაგრამ არ გამიღეს პირველს მისვლაზედ შკაფი, რადგანაც ჩვენის წამოსვლის შემდეგ მონასტრის ძმობას თათბირი ჰქონოდათ და გარდაეწყვიტათ, რის ჩვენება შეიძლებოდა და
რა უნდა დაეფარათ ჩვენთვის. დანიშნულის დროის წინა საღამოს გამოეგზავნათ ივერიის მონასტრიდგან მორჩილი ქართველი – მეგრელი მაკარი, მხოლოობითი კაცი ჩვენის ქვეყნისა ივერიის მონასტერში. ამას მონასტრის
გარეშე აქვს მიცემული სენაკი სასაფლაოს ეკკლესიასთან და მონასტრიდგან საზრდოობს; ეს მორჩილი წარმოეგზავნათ ჩემთან და დაებარებინათ, ხვალ ჩამოვიდეს მ. დეკანოზი და თან არავინ წამოიყვანოს ქართველთა სავანეს
მღვდელ-მონაზონიო. აქედგან ცხადად დაინახავს ქართველი მკითხველი, თუ რა სიძულვილით უყურებენ ბერძენნი ქართველთა ძმათა.
მეორე დილით ადრე, 11 ივლისს, ცისკრის დასრულების დროს წავედი ივერიის მონასტერში, რომელიც მდებარეობს ერთის საათის სავალს მანძილზედ. ჩემთან წამოვიდნენ: მღვდელი მ. ალექსი ბაქრაძე, დახელოვნებული
მკითხველი ქართულის ძველის ხელთ-ნაწერებისა და ერთიც გაბრიელ მონაზონი, ბერძნულის ენის მცოდნე.
წირვის მოსმენის შემდეგ წინამძღვარი ვერა ვნახეთ, უძლურად არისო, და პირდაპირ წიგნთ-საცავში შევედით. წინ გვიძლოდნენ იღუმენი, სრულიად ახალგაზრდა კაცი, პროიღუმენი და მღვდელ მონაზონი – ბერძენნი; გააღეს
დაკეტილი შკაფი, გადმოიღეს რამდენიმე ქართული წიგნი, რომელთაც მეცნიერებისათვის არა ვითარიმე მნიშვნელობა

65
 არა აქვს. მოვიკითხე კატალოგი ქართულის წიგნთსაცავისა, რომელიც არ აღმოჩნდა შედგენილი. მდაბიო მედუქნეს აქვს შედგენილი სია თავისის საწვრილმანოსი, და ამათ კი სასულიერო საუნჯის სია ჯერ არ შეუდგენიათ. ამისათვის, რასაც თვალითა ვხედავდით, ის წიგნები გადმოვაწყობინე. შემდეგ ვთხოვე ეჩვენებინათ ძველი ქართული სახარება და დაბადება. გადმოიღეს სახარება მხატვრობით, ტყავზედ დაწერილი რომელსაც მრთელი
თაბახები ჰქონდა ამოჭრილი სურათებით. შევნიშნე, ასე ბარბაროსულად როგორ ეპყრობით ამისთანა ძვირფასს წიგნებსა-მეთქი? იმათ მიპასუხეს რუსის მეცნიერმა პორფირი უსპენსკიმ ეპისკოპოზმა ამოსჭრა ჩუმად ეგ სურათებიო. შემდეგ გადმოიღეს ქართული დაბადება.
გადმოვშალე პირველი კაბადონი, წავიკითხე, რომ იგი დაიწყებოდა შექმნათა წიგნის 12 თავით, 11 მუხლიდგან. გადმოვფურცლე ბოლო, რომელსაც აქვს ზედ წარწერილი, რომ იგი გადაწერილია ქორონიკონსა რჟ. 978 წელსა.
გადავათვალიერე შუაში და აღმოჩნდა, რომ შიგ მრავალი თავი აკლია სრულიად. ერთის სიტყვით, სრული დაბადება არ არის. მაშინვე დავრწმუნდი, რომ ეს დაბადება ამ ივერიის მონასტრიდგან მოიტანა პლატონ იოსელიანმა
1848 წ. ქ. ტფილისს და შემდგომ უკანვე მიაქციეს ივერიის მონასტერში.

მერე მოვსთხოვე, მაჩვენეთ დაბადება „რომელიც თვით წმ. მამის ევთიმისაგან იყო თარგმნილი ბერძნულის ენიდგან. მათ მიპასუხეს, რომ ამაზედ მეტი დაბადება არ მოიპოვება აქაო. მე განვაგრძე – წმ. ევთიმის ცხოვრების აღწერაში

66

 არს მოხსენებული, რომელ ახლად უთარგმნია მას ქართული დაბადება. მიპასუხეს, – არ არის სხვა დაბადებაო. მე შევნიშნე, ამისთანა დიდებულს ძველს მონასტერს არ შეიძლება, რომ არ ჰქონდეს ძვირფასი სახარება და
დაბადება, და საღმრთონი ჭურჭელნი; მიპასუხეს: ერთხელ დაიწვა ქართული წიგნთ-საცავი და მეორედაც მოიპარეს ექვსი ჯორის საპალნე ძველი ქართული წიგნებიო, და რაც გადარჩა, ეს არისო. მე ვუთხარი: ერთგულნი მცველნი
არა ყოფილხართ, როდესაც დაკეტილ ეზოდგან, დახშულის ციხიდგან იპარავენ რაოდენსამე საპალნე წიგნებსა და თქვენ ვერ გაიგეთ. ეს ცხადია დღესავით, რომ მოპარული კი არა, გასყიდულია მათგან. ამის გამგონს
ცეცხლი ამეგზნა გულში. ჩვენს წმ. მამათა სისხლითა და ოფლით ნაშრომს სულიერს საუნჯეს ასე ბარბაროსულად წარიტაცებენ. უფრო ადამიანურად მოიქცა ომარ ხალითი, როდესაც დაიპყრო იერუსალიმი მეშვიდე საუკუნეში, მან
არ ინება მაჰმადის წესზედ შესრულება ნამაზისა ქრისტე მაცხოვრის საფლავის ტაძარში, ვიდრე ეხლა ბერძენთა მონაზონნი ეპყრობიან ჩვენს წმ. მამათა სამკვიდრებელს.
დანაშთენი წიგნები სრულიად გადავათვალიერეთ. მომეტებული ნაწილი ეტრადზედ დაწერილი მოძღვრებანი და თარგმანებანია (განმარტებანი) წმ. მამათა: ამათაც ზოგს თავი აკლია, ზოგს – ბოლო. აქ უნდა
შევნიშნო, რომ ივერიის მონასტრის ქართველთა ღირსად მოსახსენებელთა მამათა არცა ერთი თხზულება სულიერის შინაარსისა და ფილოსოფიურიც არ დაუტევებიათ, რომ არ გადმოეთარგმნოთ ბერძნულის ენიდგან ქართულად.

67
ქართველთა ათონის სავანეს ძმანი სთხოვენ გადასაწერად ამ წიგნებს და ამითაც არ აკმაყოფილებენ მათს საღმრთო სულიერს წყურვილს. ამ გულის შემაშფოთებელის სურათის ხილვის შემდეგ თითონ დაგვითხოვეს, ანუ უკეთ ვსთქვა, გამოგვდევნეს, ჩვენის სადილის დროა და აქედგან გაბძანდითო. მივუბრუნდი ქართველთა ძმათა და ვუთხარ მ. ალექსი მღვდელსა და გაბრიელ მონაზონს: ძმანო, ჯიბენი უჩვენეთ კარგად ამ ზედამხედველთა, რათა არ იფიქრონ, რომ მოვიპარეთ რამე ამ მონასტრის წიგნთ-საცავიდგან ამათაც ნამდვილ გადმოიბრუნეს ცალიერი ჯიბენი. ამ წიგნთ-საცავის გადახილვის დროს დაესწრო ერთი პროიღუმენი დანიელ, რომელიც კარგად ჰლაპარაკობს ქართულად, რადგანაც საქართველოში ნამყოფია და ქართველის ერის პურადობა გამოუცდია.
იმანაც კი არ მიგვიწვია, რომ სიცხისაგან დამაშვრალთა ყელი ჩაგვესველებინა ერთი ჭიქა ღვინითა. ქართველთა ძმათა ათონის სავანეს ბერძენნი სთვლიან კელლიად; აქაურის წესით, ქართველთა ძმათ არ შეუძლიანთ ჰყავდეთ მომეტებულ სამ მღვდელ-მონაზონისა. ნება არ მისცა ივერიის მონასტრის კრებულმა ქართველ ძმათა სავანეს, რომ გუმბათი დაადგან ეკკლესიას. მონასტრის შიგნით ეზოში ბერძნის ბერებმა, ვითარცა ხატის მბრძოლთა, აუგლიჯეს ქართველებს ხატი წმ. იოანნე ღვთისმეტყველისა. ნებას არ აძლევენ ქართველთა ძმათ, გამოიყვანონ წყალი მილით ეზოში. ზაფხულობით ეს მცირე ნაკადული, მზეზედ მომდინარე, ჰშრება, პირუტყვნი აუწმინდურებენ. ამ გვარს შევიწროებაში არიან ქართველნი

68

 ძმანი ბერძნების მონაზონთაგან, და ყოველსავე ამას სულგრძელებით ითმენენ. მე-XIX საუკუნის დასაწყისს, როდესაც საქართველოში არეულობა იყო, ძალმომრეობით გამოსდევნეს ბერძენთა ჩვენნი ძმანი ქართველნი და დაიპყრეს, ვითარცა ავაზაკთა, ჩვენი დიდებული ივერიის მონასტერი.
აი ასეთი დამოკიდებულება არსებობს ივერიის მონასტრის ბერძენთა და ქართველთა სავანის ძმათა შორის. და როდის უნდა გასწყდეს ეს დაჭიმული ნასკვი გორდისა?
პირუთვნელი ისტორია სხვადასხვა საუკუნეთა მწერალთა პირით მოგვითხრობს, და ქვანიც კი ჰღაღადებენ, რომ ათონის ივერიის მონასტერი ქართველთა ძმათა სამკვიდრებელია; ამას ჰმოწმობენ და ამტკიცებენ მრავალნი
სიგელ-გუჯარნი და გრამატანი ბიზანტიის კეისართა, ქართველთა მეფეთა და პატრიარქთა.

მეორე საშუალება, ჩემის აზრით, ეს არის, ქართველნი ძმანი მიღებულ იქმნენ ივერიის მონასტერში თანასწორის უფლებით ბერძენთა თანა, მხოლოდ იმ პირობით კი, რომ ყოველთვის მიუცილებლად წინამძღვარი მონასტრისა და
ეგრეთვე ეკონომოსი ამოირჩეოდნენ ქართველთა ძმათაგან, რადგანაც ივერიის მონასტერი ქართველთა სამკვიდრებელს შეადგენს; ერთს ეკკლესიაში განუწყვეტელად ქართულად შესრულდებოდეს ღვთის მსახურება, ხოლო
მეორეში – ბერძნულს ენაზედ, ვითარცა ვხედავთ ამ გვარს დამოკიდებულებას პანტელეიმონის მონასტერში რუსთა და ბერძენთა მონაზონთა შორის. „ჰოი დედოფალო, დედაო კაცთმოყვარისა ღმრთისაო,

69
 ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ, შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა დიდისა ყვარყვარეს შვილისა ქაიხოსროსი და მე, მონა შენი და ყოვლითურთ უღონო ქმნილი საბრალო ამბროსი. გმადლობ, რომელმან ღირს-მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა პორტაიტისა (კარისა). ეჰა, დედოფალო, შეიწირე მცირე ესე ჩემ ცოდვილისა მიერ კადრებული, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა უცოდველად და, ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისა განსლვისასა, შემეწიე, და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით-წერილნი, და წარმადგინე ცოდვილი საყდართა ძისა და ღმრთისა შენისათა დიდებად ძისა შენისა, და თანადაუსაბამოსა მამისა მისისა, და ყოვლად წმიდისა სულისა მისისა.
აწ, და მარადის...

ეს ზემო მოყვანილი წარწერა გადმოვწერეთ ათს ივლისს 1899 წელსა ათონის ივერიის კარისა ღვთისმშობლის ხატიდან, თანადასწრებითა პატიოსანის მღვდლის მ. ალექსი ბაქრაძისა და მონაზონის გაბრიელისათა (აბაშიძისა) როდესაც თაყვანივეცით ამ სასწაულთმოქმედსა ხატსა, მაშინ ვსთხოვეთ ბერძენს იღუმენს, იქ მდგომარესა, დიდის მუდარებით ნებართვა ამ წარწერის წაკითხვისა და გადმოწერისათვის; მან პირველად დიდი უარი განგვიცხადა ჩვენს საღმრთო თხოვნაზედ, ხოლო მეორე და მესამე თხოვნის შემდეგ ნება დაგვრთო, და ჩვენ, დიდის ანთებულის კელაპტრების მპყრობელთა ხელთა შინა, აგვიხადა ფარჩა, რომლითაც დაფარულია ზედწარწერა ყოვლად წმ. ღვთისმშობლის ხატზედა. ამ წარწერას

70

არა აქვს ნაჩვენები ქორონიკონი; ან თუ ყოფილა და შემდეგ მოუშლიათ, ესეც შესაძლებელია. მაგრამ თვით შინაარსი წარწერილისა ცხადად მოგვითხრობს, ვისგან და როდის არის შემკობილი ეს ყოვლად დიდებული ხატი,
და ვის სამეოხოდ, და მოსახსენებელად. აქ მოხსენებული ამბროსი არის ეპისკოპოსი სამცხესი. იგი ყოფილა აღზრდილ ქაიხოსრო ათაბაგის მიერ (1492-1502 წ.). ამის შვილს მზეჭაბუკს (1502-1516 წ.) წარუგზავნია ეს ამბრო-
სი მოსალოცავად და მოსახილველად იერუსალიმისა, სინასა და წმ. ათონის მთისა დიდის შესაწირავებითა და ივერიის ქართველთა მონასტრისათვის შეუწირავს 25,5ოო თუმანი ოქროთი და ვეცხლითა. ამ ხსენებულს ამბროსი
ეპისკოპოზს შეუმკია ოქრომოჭედილის სამოსელითა ანუ კვართითა ივერიის კარისა ღვთისმშობლის ხატი. ამის მეტი წარწერა ქართულს ენაზედ სრულიად მოსპობილია ბერძენთაგან ივერიის მონასტერში, ჩვენდა სამწუხაროდ,
ვითარცა ხატებზედ, ეგრეთვე კედლებზედ, შიგნით და გარეთ. სადაც ის იკადნიერეს, რომ ამ წმ. სავანის აღმაშენებელს თორნიკეზედ მოუშლიათ ქართული წარწერა და ბერძენთა კეისარის სახელზედ გადაუნათლავთ, სხვას
რაღას დაინდობენ?
ათონის ქართველთა სავანეში გარდმომცეს, რომ ივერიის მონასტრის ბერძენთა კრებულსა ქ. მოსკოვში მოემზადებინა ახალი კვართი (პერანგი) ივერიის კარისა ღვთისმშობლის ხატისათვის ბერძნულის წარწერით,
რომელიც მე თვითონ მაჩვენა ბერძნის იღუმენმა. მაგრამ გაძარცვა ძველის ოქროჭედილის პერანგისა, შეწირულისა
71
 ქართველის ეპისკოპოზის ამბროსისაგან და შემოსვა  მშობლის ხატისა ახალის პერანგითა ვეღარ იკადნიერეს, რადგანაც ერთს ბერძენს ძმათაგანს ჩვენება უხილავს, რომ არ გაჰბედონ შეხება მის წმ. ხატისა, გაძარცვა ძველის პერანგისა და შემოსვა ახლისა.
ქართველთა სავანეს ძმათ დაუწყიათ დავა ივერიის მონასტრის გამო 1883 წელსა და აქამდე დასასრული არა აქვს მათს საჩივარსა. მადლობა ღმერთს, რომ ხელმწიფე იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ, აწ ღვთივგანსვენებულმა, კეთილ – ინება და მამობრივ შეიბრალა ქართველნი ძმანი ათონის სავანისანი და ჰბრძანა დაენიშნოს მათ რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდგან სამი ათასი მანეთი წელიწადში შემწეობად”, ვიდრე გადასწყდებოდეს დავა, ივერიის მონასტრის გამო დაწყებული; უამისოდ შიმშილით ამოსწყდებოდნენ ქართველნი ძმანი, როდესაც ამავე დროს ჩვენის საქართველოს პურითა და ღვინით და სხვა კეთილით სუქდებიან ბერძენთა მონაზონნი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

ქართველთა ახალ სავანეში აწ ჰმოღვაწეობენ 33 ძმანი, მათ შორის სამი მღვდელ-მონაზონი: მოძღვარი ამ სავანესი დიდ სქემოსანი, მამა თეოდორე; იგი დიდად პატივცემულია არა თუ მხოლოდ ქართველთა სავანეში, არამედ
მთელის ათონის მთის შვენებას შეადგენს თვისის სულიერის წმიდა მოღვაწეობის ცხოვრებით. დიდ შესანიშნავს ინებებდა რუსეთის იმპერატორი აბა რას იზავდა, ძირძველი ქართული სახელმწიფო უბრძოლველად ჩაიგდო ხელში მან და მისმა წინამორბედებმა – (რედაქტორი გიორგი ბარდაძე).

72

კეთილზნეობის საგნების განსამარტებლად ყოველთვის იმას მიჰმართავენ ხოლმე ყველა“მონასტრიდგან, ეროვნების განურჩევლად. ღირსად ჰმოღვაწეობენ ქართველთა სავანეში აგრეთვე მ. გიორგი და იონა მღვდელ-მონაზონნი. (ეს უკანასკნელი დროებით განაგებს სავანესა და ყოველ დღე მწირველია) მამა გიორგი (გოგოლაძე) უკვე გარდაიცვალა 25-სა დეკემბერსა 1899 წელსა, და განვიდა ამიერ სოფლით; და ისრედაც რიცხვ-მცირე ქართველთა ძმათა სავანეს სამშობლოს გარედ მოაკლდა ეს ღირსი, მხნე, დიდი მოღვაწე და მშრომელი ძმა.
დაფუძნებიდამ ათონის ქართველთა ახალის სავანისა ნეტარ-ხსენებულმა, სულით კურთხეულმა გაბრიელ, იმერეთის ეპისკოპოსმა, წარგზავნა ათონის მთაზედ გელა- თის მონასტრიდამ ორნი ცნობილნი მოღვაწენი მამანი –
თეოდორე და გიორგი, აწ ღვთისა მიერ განსვენებული, ვითარცა მტკიცენი სვეტნი.
სხვადასხვა შევიწროებათა გარდა, ქართველთა ძმათა შეშით სარგებლობის ნებასაც არ აძლევენ ბერძენთა მონაზონნი ივერიის მონასტრისანი არცა საფასითა. ერთხელ ნება გამოსთხოვეს ქართველთა ძმათ შეშის მოჭრისა და დაამზადეს შეშა ჩამოსატანად. ამ დროს მოცვივდნენ ივერიის მონასტრის ბერძენთა მონაზონნი, მორეკეს 12 ჯორი, დატვირთეს და წაიღეს თავის სასარგებლოდ. ქართველთა ხმა ვერ გასცეს, რადგანაც ისინი რიცხვით მცირედნი არიან და სულგრძელად მოითმინეს, ხმაც არ ამოუღიათ და სავანეს ეზოდგან გარედ არავინ

73
 მათგანი არ გასულა, რადგანაც კეთილგონიერება მოითხოვდა ამას.
ყოველის ამის მხილველნი და მსმენელნი მაინც დიდის პატივისცემით ვეპყრობით ბერძენთა მონაზონთა, როდესაც ისინი მობრძანდებიან საქართველოში; ამავე დროს ისინი წყურვილით არჩობენ ჩვენთა ძმათა, ნებასაც არ აძლევენ ჩვენთა ძმათა სუფთად წყალის გაყვანისას სავანეს ეზოში, არ აძლევენ ნებას, ისარგებლონ მათ იმ წყალით, რომლითაც თითონ ბერძნები არა სარგებლობენ, რადგანაც თითონ არა საჭიროებენ, უკეთესი წყარო თვით მონასტრის ეზოშივე აქვთ.

ივერიის მონასტერში გაუტარებია ბ-ნს მარრს წარსულს წელში 40 დღე, ბევრი უშრომია, ბევრი ამოუწერია ქართულ წიგნებიდგან და ფოტოგრაფიითაც გადმოუღია. ამასთანავე ბ-ნი მარი დაჰპირებია მონასტრის ძმათა ქართული წიგნების კატალოგის შედგენას, რადგანაც არ არის იგი აქამდე შედგენილი. მოგახსენებენ, რომ ბოთლისათვის საცობი რომ დასჭირდეთ, ქართულის წიგნის ეტრადზედ მოჰხევენ ტყავს და ჰხმარობენო, ანუ თევზის დასაჭერად ჩანგალზედ ამ წიგნების ტყავსავე ჰხმარობენო. რა ეწოდება ამ გვარს მოქმედებას? ბარბაროსობა. აი ნიმუში გონების სიბნელისა განათლებულს 19 საუკუნის დასასრულს!
იქამდის მიაღწევს სიძულილი ივერიის მონასტრის ბერძენთა მონაზონთაგან, რომ ნებას არ აძლევენ ქართველთა სავანის ძმათა თავისუფლად შევიდნებ თაყვანისსაცემლად ივერიის კარის ღვთისმშობლის ხატისა,

74

საქართველოს ეკკლესიისა და ერის მფარველისა. ათონის ივერიის მონასტერი დაფუძნებულია მეათე საუკუნის დასასრულს იმ ადგილზედ, რომელიც შეუძენიათ საქართველოს დიდებულთა შვილთა თვისის სისხლითა, თვისი სისხლი დაუთხევიათ მათ ბერძენთა სამეფოს დასახსნელად მტერთაგან, მონასტერი აღშენებულია საქართველოს მეფეთა და მთავართა უხვის შეწირულებითა, მორწყული და განაყოფიერებულია ქართველთა წმ. მამათა მოღვაწეობის სისხლის ოფლითა, ლოცვითა და ცრემლითა.
შემდეგ ამ ორის შემთხვევისა ქართველთა ძმათაგანს აღარავის აწერინებენ ხელსა ბერძენნი, როდესაც ლატარიაში საეკკლესიო ნივთს ათამაშებენ, იმ შიშისა გამო, რომ ქართველებს არ ერგოთ ნივთიო.

ბ-ნ მარის ყოფნის დროს ივერიის მონასტერში მოსულა იქვე სხვა პროფესორი რუსეთიდან, ბ-ნი კონდაკოვი, რომელსაც მოუთხოვნია, რათა ეჩვენებინათ მისთვის ქართული შესანიშნავი ·ეტრადნი, (ტყავზედ დაწერილი
წიგნები) და სხვა შესანიშნავი ძველი ნივთები ივერიის მონასტრისა. არაფერი არ უჩვენებიათ და პროფესორი მეტად გაბრაზებულა; ან კი ვინ არ განრისხდება ბერძენთა ამგვარ ველურ საქციელისაგან? 7 ათასის ვერსის სიშორიდგან მოსულა მეცნიერი კაცი მოსახილველად ძველთა არქეოლოგიის ნაშთთა და არ აკმაყოფილებენ მისს საღმრთო მოთხოვნილებას.
ივერიის მონასტრის ციხის ზევით სართულში აქვთ დაკრძალული უძვირფასესი სამეფო და საეკკლესიო სამკაულნი:
75
 გვირგვინები და სკიპტრანი ქართველთა მეფეთანი, ძვირფასი სამი სახარება და ამ მონასტრის აღმაშენებელის, მარად მოსახსენებელის თორნიკე ერისთავის საჭურველნი (საომარნი იარაღნი): ხმალი, ჩაფხუტი, ფარი, ჩაჩქანი და მშვილდი, რომელთაც არავის ქართველთაგანს არ უჩვენებენ. ეს ცნობები გარდმოცემულია ქართველისათვის მეგობრობით ერთის ბერძენის ბერისაგან.
ათონის ივერიის მონასტრის საკრებულო ტაძრის დასავლეთის კარებზედ დახატულია აღმაშენებელი ამ წმ. სავანისა და ტაძრისა თორნიკე ერისთავი, შეჭურვილი სამხედრო იარაღითა; ამაზედ ყოფილა ქართული წარწერა 1880 წლამდის ხოლო შემდეგ მოუშლიათ ეს ქართული წარწერა და გადაუკეთებიათ ბერძნულად და მაგიერ ჩვენის დიდებულის სპასპეტის თორნიკისა მოსჩანს ეხლა ნიკიფორე, ბერძენთა კეისარი.
1882 წელს მე ვიყავ ათონის მთაზედ და სხვა მონასტრებთან ერთად ივერიის მონასტერიც ვილოცე. დავათვალიერე ისტორიული მხატვრობა და წარწერანი. გუმბათის პირდაპირ იატაკზედ ივერიის ტაძარში თითბრის ასოებით
არის წარწერა, რომელიც სავსებით აღარ ეტყობა და რომლიდგანაც შეიძლება კიდევ ამოიკითხოს ადამიანმა სიტყვები „აღმაშენებელი გიორგი ქართველი“. ტაძრის სამხრეთის მხარეს არის დახატული სამღვდელო შესამოსით თავზედ შარავანდედითა და ზედ ბერძნულად აწერია: „წმიდა მღვდელ-მონაზონი მარკოზი ქართველი“ რომელსაც, ბერძენ პროფესორის გედეონის სიტყვით, მეთექვსმეტე საუკუნის გასულს უცხოვრია, გამოჩენილი მხატვარი ყოფილა,

76

მისი მხატვრობა მრავალს ეკკლესიაში ახლაც საუკეთესო მხატვრობად ითვლება. თვით ივერიის მონასტრის სხვა ეკკლესიებიც ამ მარკოზ ქართველს დაუხატავს.

„ამავე ტაძრის კარის ბჭეზედ იყვნენ დახატულნი ათამდის მეფენი, რომელთაგან შუა ადგილას დახატულს თავზედ შარავანდედი პქონდა და ერთიც სამხედრო ტანისამოსით იყო დახატული. როდესაც ვათვალიერებდი,
ერთმა მოხუცებულმა ბერძენმა ბერმა მითხრა: „ესენი, შვილო საქართველოს მეფენი არიან, ამ მონასტრის აღმაშენებელნი და განმაახლებელნი და აი, ეს მხედრულად ჩაცმული, – თორნიკე ქართველიაო“ . მეფეებს ზემოდგან
საერთო ჰქონდათ წარწერა: „მეფენი საქართველოსანი “.
მერე იყო წარწერა თითოეულისა ცალკე, მაგრამ ერთის მეტი ყველა ისე იყო წაბღალული, რომ არ ამოიკითხებოდა, ერთს კი ეწერა: „დედოფალი ნესტან დარეჯანი".
„მონასტრის მახლობლად არის მაღლობი ადგილი, რომელსაც „ილია წინასწარმეტყველის დასაყუდარი“ ეწოდება. აქ ვნახე ღრმად მოხუცებული ქართველი ბერები, რომლებიც ივერიის მონასტრის ძმებად ირიცხებიან და
იქიდგან საზრდოობენ. ამ მამებს ხელში ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი ჰქონიათ და მეტის მოღვაწეობისათვის გამოსულან მონასტრიდგან. ამათ შემდეგ ქართველთა მიღება ივერიის მონასტერში შეუწყვეტიათ.

„1887 წელს მეორედ ვიმოგზაურე ათონის მთაზედ, სხვათა შორის მივედი ივერიის მონასტერშიაც. კარის ბჭეზედ შევიხედე და დავინახე, რომ ჩემგან ნანახი მხატვრობა მეფეებისა განეახლებინათ და წინანდელის საერთო

77
 წარწერის – „საქარველოს მეფენი, აღმაშენებელნი და განმაახლებელნი ივერიის მონასტრისა“ – მაგიერ იწერა: „ბიზანტიელნი მეფენი, აღმაშენებგელნი ივერიის მონასტრისანი“; „დედოფალის ნესტან-დარეჯანის მაგიერ ეწ-
ერა: „ირინა დედოფალი“...
ათონის მთაზედ მონასტერნი: ივერიის კარისა ღვთისმშობელისა და წმ. ფილოთეოსისა, პალესტინაში – ცხოველსმყოფელის ჯვარისა და წმ. საუფლო საფლავისა, და სინას მთაზედ – წმ. ეკატერინასი ყოველ წლივ იღებენ დიდს
შემოსავალსა საქართველოდან. საქართველოს მეფეთა და მთავართა შეუწირავთ ზემოხსენებულს სავანეთათვის სოფელნი, ვენახები, აგარაკნი, დუქნები და ყმები. ყოველთა ამათ შემოწირულებათაგან აქამომდის სარგებლობენ
ბერძენთა მონაზონნი და ამავე დროს ქართველთა მონაზონთაგანი რომ მივიდეს ვინმე სალოცავად ამ ზემოხსენებულ მონასტრებში, ბერძენნი ისე უყურებენ, ვითარცა მაწანწალასა, რომელსაც გამოჰკვებავენ შებრალებითა და
არა მოვალეობისაებრ. აგერ ორმეოცი წელი შესრულდა, რაც ყმები განთავისუფლდნენ მონებისაგან რუსეთის იმპერიაში ნეტარ-ხსენებულის იმპერატორის ალექსანდრე II-ს მეფობის დროს, რისათვისცა აკურთხევენ მისს ხსენებას
ორმოცი მილიონი განთავისუფლებულნი გლეხნი; ხოლო ბერძენთა ბერების უღელსა ქვეშე მონებისა და კირთებისაგან, არ იქმნა, ვერ ეღირსნენ განთავისუფლებას მონასტრების ყმანი, თუმცა იგინი აქამომდის ითმენენ არა
მცირედთა შევიწროებათა და ქენჯნათა. ათონის ახალს ქართველთა სავანეს შეუსყიდნია მამული

78

 ივერიის მონასტრისაგან 2,000 მანეთად 1867 წელსა. გარდა ამისა, ვითარცა შემოღებულია ათონზედ, ყოველ წლივ უნდა ეძლია ხარკად ივერიის მონასტრისათვის რამდენიმე ლირა ოქრო (თითო ლირა ეთანასწორება რვა
მანეთს) და აგერ ათი წელია ქართველთა ძმათა სავანე აღარ იხდის ამ ხარკს, რადგანაც მას აქვს დაწყებული ივერიის მონასტერთან დავა 1883 წლიდან და ითხოვს იგი, რათამცა დაუბრუნდეს მას ივერიის მონასტერი თვისის
მამულებითა, რომლითაც სარგებლობენ აქამომდის ბერძენნი სრულიად უსამართლოდ, ვითარცა მკრეხელნი და არა ვითარცა ნამდვილი პატრონები. თვით ნეტარხსენებულნი ქართველნი მართლმადიდებელნი მეფენი წინასწარ
ხედავდნენ კეთილ გონიერებითა და უშიშარ ყოფისათვის მომავალში, როდესაც წყალობის სიგელს ანუ გუჯარს აძლევდნენ რომელისამე შეწირულებისას ივერიის მონასტერს, ასრე მოიხსენებდნენ: ამა წყალობის წერილსა ვა-
ძლევთ ანუ ვუბოძებთ ჩვენს ქართველთა ათონის ივერიის მონასტერს, რადგანაც წინასწარვე ჰქონიათ სახეში, რომ დავა არავინ აღძრას ამ ივერიის მონასტრის მფლობელობის გამო უცხო ტომმა ანუ ერმაო.
ეს დავა ივერიის მონასტერზედ ქართველთა ძმათაგან პირველი არ არის. ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე მე-XI დროსა, კონსტანტინეპოლის ოსმალთაგან დაპყრობის რამდენისამე თვის წინად, ქართველთა სასარგებლოდ
გარდასწყვიტა ბერძენთა კეისარმაც ფლობა ივერიის მონასტრისა და რადგანაც დღე-დღეზედ მოელოდებოდა კონსტანტინეპოლის აღებას მტერთაგან, უკვე გარემოდგომილთგან

79
 ამისათვის ისწრაფა კეისარმა და ხომალდით წარგზავნა ინგლისს დროებით დასაცველად სახელმწიფო მნიშვნელობის სიგელნი და მათ შორის ის საბუთის ქაღალდიც, რომლითაც კვალადცა მიანიჭა ქართველთა ძმათ ყოვლის მხრივ უფლებანი ათონის ივერიის მონასტერზედ, ვითარცა მათ ეროვნულს სამკვიდრებელზედა.
ათონის ივერიის კარისა ღვთისმშობლის მონასტერში არის დაცული ორი ცალი ქართულის დაბადებისა, ერთი მათგანი შეუძენია დამფუძნებელს ამ სავანისას ღირსსა იოანნეს, მამას წმ. ევთიმისას, 978 წელსა, ვითარცა არის მოხსენებული ზედ მიწერითა ამავე დაბადებაში თანამედროვე მწერალთაგან, რომელთაც გადაუწერიათ ეს დაბადება. ხოლო მეორე ცალი დაბადება ახლად შეუსწორებია ღირსსა ევთიმის, ვითარცა უფროს მეცნიერს ბერძნულის ენისას. წმ. ევთიმისა მიერ შესწორებულს დაბადებას არავის უჩვენებენ, არცა ქართველთა და არცა რუსთა. ამ დაბადების შესახებ აი რას იწერება ერთი ქართველი მონაზონი ათონის მთიდამ: უწმიდესის სინოდის მოთხოვნით თესალონიკის კონსულმა გამოსთხოვა ივერიის მონასტრის წინამძღვარსა ქართული დაბადება პერღამენტისა (ტყავზედ ნაწერი) ორი ტომი წარსადგენელად რუსეთის სინოდში. ამაზედ მონასტრის ძმათა ბერძენთა მონაზონთა ორი კვირა დიდი და განუწყვეტელი ბაასი ჰქონდათ: უმეტესობა ძალიან უარზედ იდგა და უმცირესობა თანხმობას აცხადებდა დაბადების გაგზავნისას. ბოლოს უმეტესობამ უარ ჰყო მოთხოვნილება სინოდისა და ასეთი პასუხი შეუთვალა:

80

„ვინაიდგან ორი ტომი დაბადება არის გადმოთარგმნილი და დაწერილი წმ. მამისა“ევთიმე ქართველისაგან; შიგ არის შეჩვენება და კრულება საუკუნოდ და მეორედ ქრისტეს მოსლვასა პასუხის-გება მისდა, ვინც მათ შეეხება და გასცემს, ამ მიზეზით ჩვენ არ ძალგვიძს სადმე გავგზავნოთ. ამის გამო, ვისაც სურდეს გადაწერა მათი, მობრძანდნენ ივერიის მონასტერში. სახლს, ბინას მივართმევთ და ხარჯზე უზრუნველ-ვყოფთ, დაბრძანდნენ, გარდასწერონ, რაოდენი ხანიც ენებოსთ. ეს პასუხი მისცეს კონსულს წარსადგენელად უწ. სინოდში, 16 თებერვალს, 1900 წელსა“.
ზემოხსენებულის წერილიდან სჩანს, რომ ქართული დაბადება, რომელიც 1848 წელს მოუტანია ათონის ივერიის მონასტრიდამ პლატონ იოსელიანს, არ არის დაწერილი და შესწორებული წმ. ევთიმისა მიერ, რადგანაც ამ დაბადებაში არ არის გამოცხადებული არა” ვითარიმე წყევა და შეჩვენება მათზედა, რომელნიც. გარდასცემენ ვისმე ამ წიგნსა და ეგრეთვე მათზედაც, რომელნიც წამოიღებენ ათონის ლავრიდან.
ხოლო ამ წმ. ევთიმის დაბადებასთან შედარება და შესწორება ახლად დასტამბულის ქართულის დაბადებისა, და ეგრეთვე სლავურისა და რუსულისა, მიუცილებლად საჭიროა და სასარგებლო ვინაიდგან არცა საქართ-
ველოში, და არცა რუსეთში არ მოიპოვება დაბადება იმა დროისა და ღირსებისა. ჩვენს ქართულს დაბადების ტექსტში მრავალი შეცდომაა და მისი გასწორება ყოვლად
81



დეკანოზი პეტრე დავითის ძე კენჭოშვილი

შემოკლებით გთავაზობთ გრიგოლ ფერაძის ინგლისურ ენაზე დაწერილ პუბლიკაციას „ქართული ელემენტის გავლენის შესახებ ბალკანურ კულტურაზე“. ეს პუბლიკაცია საგულისხმო მასალას შეიცავს იმდროინდელ ქართველ ათონელ ბერებზე.

(რედაქტორები)

'დიდი ხანია ვნატრობდი ათონის მთის მონასტრების მოხილვას, მხოლოდ 1935 წლის ზაფხულში მოვახერხე ამ ნატვრის ასრულება. ათონზე ორი მიზნით გავემგზავრე – როგორც მოგზაური და როგორც მკვლევარი. ვითარცა საეკლესიო. მოღვაწეს, მაინტერესებდა შემეტყო, როგორ ცხოვრობდნენ იქაური ბერები და თვითონაც მეგემა იქაური ცხოვრება, ამასთან, მსურდა ივერთა მონასტრის ქართული.
ხელნაწერები დამეთვალიერებინა, ზოგი მათგანი კი გადამეწერა, შემეკრიბა მასალები მეცხრამეტე საუკუნეში იქ მცხოვრები ქართველების შესახებ; და ბოლოს, მსურდა შემეძინა ქართული წიგნები და თუ შევძლებდი, ქართული. ხელნაწერებიც.

ათონის წმინდა მთაზე ოცი მონასტერი, თხუთმეტი სკიტი და ორასზე მეტი სენაკია. ეს ყველაფერი ერთ დამოუკიდებელ სამონასტრო რესპუბლიკას წარმოადგენს. მისი დედაქალაქია კარიესი. აქვეა რესპუბლიკის პარლამენტი, რომელიც ოცი წევრისგან (ოცი დიდი მონასტრის წარმომადგენლისგან) შედგება. აქვე ცხოვრობს. პრეზიდენტიც. რესპუბლიკას თავისი პატარა ნავსადგური. აქვს – ქალაქი დაფნი. ჰყავს თავისი მცირერიცხოვანი

83
პოლიციაც. ოცი მონასტრიდან ხუთს, უძველესს, უმეტესი უფლებები გააჩნია. სწორედ ამ ხუთი მონასტრიდან ყოველწლიურად რიგრიგობით ირჩევენ პრეზიდენტს. ეს მონასტრებია: 1. ლავრა; 2. ვათოპედი; 3. ივერონი; 4.
ხილანდარი; 5. წმინდა დიონისე. დღეისთვის ამ მონასტერთაგან ოთხი ბერძნების ხელშია და მხოლოდ ერთი, ხილანდარი, ეკუთვნით სერბებს.

წინათ ივერთა მონასტერს მეორე ადგილი ჰქონდა მიკუთვნებული და ქართველებისა იყო. თვით სახელიც მიანიშნებს ამას. ის მეათე საუკუნეში ააშენეს ქართველებმა – იოანე და თორნიკე ერისთავებმა. მომდევნო საუკუნეში ივერთა მონასტერი ქართული განათლებისა და კულტურის ცენტრი გახდა. აქ ცხოვრობდნენ დიდი მწერლები ექვთიმე (გარდ. 1028) და გიორგი (გარდ. 1065) მთაწმინდელები, რომლებმაც უამრავი თეოლოგიური და ფილოსოფიური თხზულება თარგმნეს როგორც ბერძნულიდან ქართულად, ისე – პირუკუ.

ათონზე ადრეული საუკუნეების კულტურულ მემკვიდრეობას ისევ მიაქციეს ყურადღება, წიგნების უმრავლესობა ხელახლა ითარგმნა ოფიციალური ბიზანტიური ტექსტებიდან. თეოლოგიის ყველა სფეროში დიდი მუშაობა გასწიეს, რათა ათონზე მისი დონე ბიზანტიის დონემდე და უფრო მაღლაც აეწიათ.

ივერთა ქართული მონასტრის დაამარსებლები ათონზე ბერმონაზვნობისა და დიდი ლავრის დამაარსებლის – ათანასეს მეგობრები იყვნენ. ივერთა მონასტრის ასაგებად აირჩიეს კლიმენტის

84

უბის სანაპირო, სადაც ღვთისმშობელი და იოანე მოციქული ერთად მოვიდნენ ღვთის სიტყვის გასაცხადებლად. სწორედ ამ ადგილებში იმალებოდა დევნილობისას წმინდა ეპისკოპოსი კლიმენტი. ქართული მონასტერი აგებისთანავე გადაიქცა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად“.

ღვთისმშობლის ხატი გამოჩნდება ზღვაზე და – ქართველი ბერი, სახელად გაბრიელი – გაივლის ზვირთებზე, როგორც მიწაზე. მოჰკიდებს ხელს ღვთისმშობლის ხატს და დიდი ზეიმით დაასვენებს ეკლესიაში. მეორე დილით
ხატი ბერებს მონასტრის კარზე, გარეთ დახვდება. შეასვენებენ ეკლესიაში. სასწაული განმეორდება. ბოლოს ღვთისმშობელი სიზმრად მოევლინება გაბრიელ ქართველ მონაზონს და მოახსენებს: „არ მსურს, ბერები მიცავდნენ, მე თვითონ დავიცავ თქვენს მონასტერს“. მაშინ კარიბჭესთან პატარა საყდარი ააგეს და ხატი შიგ დაასვენეს.
იგი დღესაც იქ არის.

სასწაულებრივმა ხატმა აურაცხელი სიმდიდრე შესძინა მონასტერს მთელი საქართველოდან, რომელიც ამ პერიოდში თავისი ძლიერების მწვერვალზე იმყოფებოდა. ივერონს უამრავ სიმდიდრეს სწირავდნენ ეკლესიები, მეფეები, თავადები, რათა ქართველთა მონასტერს უცხოეთში შესაფერისად წარმოეჩინა მათი ქვეყნის სიმდიდრე და დიდება. მეჩვიდმეტე საუკუნეში (1647 წელს) ამ ხატს ერთ-ერთ ბერძნულ ინტერნეტ საიტზე გავრცელებულია მცდა–
რი ინფორმაცია, რომ ივერთა მონასტრის ადგილზე ძველათ, წმ. კლიმენტის სახელობის მონასტერი იყო აშენებული (რედაქ...

85

ცაა, რადგან სიმართლეს და სიმართლის დადგენას საზღვრები არ გააჩნია დროსა და სივრცეში. სხვათა შორის, ხელნაწერთა ინსტიტუტში მამა იოანე აღმსარებლის ორი სხვადასხვა ხელნაწერი ინახება, რაც იმაზე მიუთითებს,
რომ სხვანაირად ფიქრობდნენ ჩვენი წინაპარი წმინდა. მამები – უფრო ღრმად, უფრო დაკვირვებით, უფრო თადარიგიანად – ჩვენზე ფიქრობდნენ: ერთი ხელნაწერი თუ დაიკარგებოდა მეორეს აუცილებლად იპოვიდა წინაპრის
ნაკვალევის მაძიებელი შთამომავალი. ასევე ფიქრობენ ჩვენი თანამედროვე წმინდა მამები, ასევე განიცდიან წარსულს, აწმყოსა და მომავალს, ერთ მთლიან ხაზად.
განიცდიან, მთლიანობაში. ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილის დამსახურებაა ის, რომ ეს წიგნი გამოდის, მან მიგვითითა, მან გვასწავლა, მან დაგვარიგა. მადლობა მას. და ამასთანავე პატიება გვინდა ვთხოვოთ მისი დავალების
ესოდენ დაგვიანებით შესრულებისთვის – ვიმეორებ ჩვენი უმეცრების გამო და უყურადღებობის. პატიება გვინდა ვთხოვოთ მკითხველასაც, თუკი რაიმე ისე ვერ ვთქვით, ვერ გამოვხატეთ და შესაბამისად ბერის დავალება ვერ შევასრულეთ ჯეროვნად, ისე როგორც მას ეგების და მის წმინდა მასწავლებლებს წარსულიდან.

ლაზარე ზაქარიაძე.
(რედაქტორებისაგან)
ტის ასლი მოსკოვში გაგზავნეს და მონასტერს თვით რუსეთშიც უბოძეს დიდძალი მიწები და სიმდიდრე.

ივერთა მონასტრის დიდებამ და სიმდიდრემ ბერძენ ბერებს შური აღუძრა და მოინდომეს, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, მიეთვისებინათ იგი. როგორც ქართული წყაროები გვამცნობენ, ბერძნებმა ჯერ კიდევ ადრე, მეთერთმეტე საუკუნეშივე, მოინდომეს ქართველების გაძევება მონასტრიდან, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოახერხეს. შემდგომ საუკუნეებში კი მიზეზთა გამო უფრო გაძნელდა მონასტრის დაცვა ბერძნების შემოტევებისგან:
მეცამეტე საუკუნის შუა წლებიდან ქართველების პოლიტიკური ძლიერება თანდათან ეცემა. ქვეყანა სუსტდება და ღატაკდება. მონღოლების შემოსევამ, სპარსელებისა და თურქების წინააღმდეგ დაუსრულებელმა ომებმა
ერთიანად გამოაცალეს ძალა. ამას დაემატა არეულობა ქვეყნის შიგნით. საქართველო რამდენიმე სამეფოდ და სამთავროდ დაიშალა. ძლიერ გაჭირდა უცხოეთში მონასტრების შენახვა. ქართველებს რომ ორიოდე მონასტერი ჰქონოდათ, კიდევ შეძლებდნენ მათ მოვლასა და დაცვას, მაგრამ მონასტერი საკმაოდ მრავლად იყო. მარტო პალესტინაში ოცამდე ქართული სავანე იღვწოდა. ქართული სამონასტრო კომპლექსი იყო სირიაშიც (საკვირველ მთაზე), სინაზეც. საქართველოდან წამოსულ მოგზაურებსა და ბერებს გზაზე თურქები ძარცვავდნენ და ხოცავდნენ. ქართველები იძულებული გახდნენ, ივერონში ბერძნები შეეშვათ. მაგრამ დამკვიდრდნენ თუ არა მონასტერში, ბერძნებმა მოახერხეს, დაეკავებინათ ყველა

86

მაღალი თანამდებობა და ქართველები შეევიწროებინათ. სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით, როდის გადავიდა ივერთა მონასტერი ბერძნების ხელში.
მეცხრამეტე საუკუნეში ქართველი ეპისკოპოსები შეეცადნენ დაებრუნებინათ მონასტერი, მაგრამ რუსეთის მთავრობას დიდი გულისყური არ გამოუჩენია ამ საქმის მიმართ. მან მხოლოდ ის მოითხოვა, რუსებიც მიეღოთ ივერთა მონასტერში, რაც იმას მოასწავებდა, რომ ბერძნულად ქცეული მონასტერი ახლა რუსულად გადაიქცეოდა. ქართველებმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. გარდა ამისა, რუსებს არ სიამოვნებდათ, რომ მათი ხელქვეითი ქვეყნის ეკლესია რანგით მესამე იყო ათონის იერარქიაში, ეს მაშინ, როცა რუსული წმინდა პანტელეიმონის მონასტერი მეცხრამეტე ადგილზე იდგა მხოლოდ.
რუსეთის პოლიტიკა საქართველოში ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიური ტენდენციების წინააღმდეგ იყო მიმართული და როგორღა დაგვეხმარებოდა რუსეთის მთავრობა ქართული კულტურის ახალი ცენტრების დაარსებაში?
ბოლოს ქართველმა ეპისკოპოსებმა ათონზე სენაკი დაიმკვიდრეს იმ ადგილას, სადაც წინათ იოანე მახარებლის მონასტერი მდებარეობდა. ეს სენაკი ივერიის მონასტრის ახლოს იდგა და მასვე ეკუთვნოდა. მას ქართველები 1885-
იდან 1919 წლამდე განაგებდნენ. ამ სენაკმაც საკმაოდ დიდ როლი შეასრულა ქართული კულტურის ისტორიაში. სამ-წუხაროდ, მის შესახებ ჯერ არაფერი დაწერილა. ათონზე ყოფნისას შევეცადე შემეგროვებინა მასალა სენაკის ისტორიისთვის, მაგრამ ბევრს ვერაფერს მივაკვლიე. სენაკში 
87
ორმოცდაათი ბერი ცხოვრობდა. ჰქონდათ კარგი ბიბლიოთეკა. ნაბეჭდი წიგნების გარდა აქ იყო ხელნაწერები, რომლებიც თვითონ გადაეწერათ ივერონისა თუ სხვა ქართული მონასტრებიდან და მუზეუმებიდან. ბედმა გამიღიმა თხუთმეტი ხელნაწერი ვიშოვე და თან წამოვიღე.
ბერძნები ითმენდნენ ამ სენაკის არსებობას, მაგრამ ხელსაყრელ დროსა და საბაბს უცდიდნენ იქიდან ქართველების გასაძევებლად. ასეთი ხელსაყრელი დრო დაუდგათ ომის შემდგომ წელს, როცა რუსეთში არეულობა დაიწყო და ბოლშევიკების მოძრაობა გაძლიერდა, ახალგაზრა საქართველოს რესპუბლიკის წინაშე კი უამრავი პრობლემა იდგა – მას არ ჰქონდა საშუალება, დაეცვა ქართველი ბერების უფლებები ათონზე. სწორედ მაშინ გამოაძევეს ქართველები სენაკიდან და, როგორც იტყვიან, ქუჩაში დაყარეს. ზოგი მათგანი საქართველოში გაემგზავრა დახმარების მისაღებად, დანარჩენებმა კი რუსეთის მონასტრის კუთვნილ პროტომარტირ სტეფანეს სენაკს შეაფარეს დროებით თავი. აქ 1926 წლიდან ხუთი ქართველი ბერი დასახლდა ქირით. დღეს იმ ხუთიდან სამია ცოცხალი: ძმები მათე და ათანასე გვაზავები
და ტიხონი. ახლაც იქვე ცხოვრობენ და ბაღში მუშაობენ.
ორი ქართველი ბერი – იოანე და მიქაელი – ღვთისმშობლის საფარველის ეკლესიის სენაკში ცხოვრობს, ბერი სიმონ ბაღდავაძე კი წმინდა პანტელეიმონის მონასტრის სამზარეულოში მუშაობის საფასურად ცხოვრობს ოთახში და თავს ირჩენს.
ათონზე მცხოვრები ქართველები ძლიერ მოხუცდნენ

88

და გაღარიბდნენ. მაგრამ სიღარიბეს ისე არ უჩივიან, როგორც იმას, რომ შესაძლოა უკანასკნელი ქართველები აღმოჩნდნენ ათონზე, მათი სიკვდილის შემდეგ იქ ქართველის სახსენებელი გაქრება. ერთადერთი სალოცავი ის არის, რომ მათ შემდეგაც დარჩნენ ათონზე ქართველები. იქნებ მოხერხდეს მათთან მოწაფეების გაგზავნა!

როდესაც ქართველები იოანე მახარებლის სენაკიდან გააძევეს, მათ შეძლეს გადაერჩინათ ბიბლიოთეკა და ახალ ადგილას გადაეტანათ. მაგრამ 1932 წელს ხანძარი გაუჩნდა სწორედ იმ შენობას, სადაც ბიბლიოთეკა იყო მოთავსებული და თითქმის მთლიანად განადგურდა" – რაც დიდი დანაკლისია ქართული კულტურისთვის! ერთი ბერი, მამა ბართლომე, იმ ხანძრის დროს დაიღუპა. დღეისთვის ბიბლიოთეკაში დარჩენილია 200 ნაბეჭდი წიგნი და ხელნაწერი. ამათგან მე სამოცი წამოვიღე. ქართველებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ევროპაში გაიტანონ ბიბლიოთეკის დანარჩენი ნაწილი. ათონზე ყველაფერს განადგურება ემუქრება, ევროპაში კი ამ წიგნებს მეცნიერულად გამოიყენებენ და დაამუშავებენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ათონზე მცხოვრები ბერები ახლა ღრმად მოხუცები არიან და წარსულის შესახებ ბევრს ვერაფერს გვიამბობენ. განსაკუთრებით ერიდებიან იმაზე საუბარს, თუ როგორ დევნიან ბერძნები. ალბათ ეშინიათ, ბერძნებმა შური არ იძიონ ანდა, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, ამას ქრისტიანული კეთილშობილების
89
რატომ მაინცდამაინც ამ ბიბლიოთეკას გაუჩნდა ხანძარი?!.

 გამო აკეთებენ, რომელიც გვასწავლის – შურისა და სიძულვილის წილ სიკეთე და სიყვარული მივუზღოთ ჩვენს მტრებს. ყოველ შემთხვევაში, რელიგიური და ზნეობრივი ნორმების მიხედვით, ქართველები დღესაც პირველნი არიან ათონზე. ასე დამარწმუნეს ბულგარელმა და მოლდაველმა ბერებმა.
ზემოხსენებული სენაკის გარდა, მეცხრამეტე საუკუნეში ქართველები ილია წინასწარმეტყველის სენაკშიც ცხოვრობდნენ. ისიც ივერთა მონასტერს ეკუთვნის და მისგან რამდენიმე ნაბიჯზე მდებარეობს. ქართველებმა სასწაულებრივად შეაღწიეს ამ ადგილებში. როგორც უკვე ვთქვით, მეცხრამეტე საუკუნეში ქართველებს ბერძნები ივერთა მონასტერში აღარ აჭაჭანებდნენ. მხოლოდ ერთხელ დაემორჩილნენ თურქეთის ფაშას ბრძანებას და ბენედიქტე ქიოტიშვილი შეუშვეს მონასტერში.

მამა ბენედიქტეს ქადაგება ღვთისმშობლის ხატს უკავშირდებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მან სენაკი ითხოვა. ნება დართეს, ქართველებიც მიეღო ამ სენაკში. პირველად ბესარიონ ქიქოძე, სახელგანთქმული გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის ძმა (გარდაიცვალა 1896 წელს) მივიდა მასთან. ბესარიონ ქიქოძემ მთელ კუნძულზე გაითქვა სახელი თავისი უბიწო ცხოვრებით. რუსებმა მისი „ცხოვრება“ იმ ბრწყინვალე ბერების „ცხოვრებათა“ სიაში შეიტანეს, რომლებიც წმინდანებად უნდა შეერაცხათ. ბესარიონის ხსენების დღეს ისინი 10 ოქტომბერს ზეიმობენ. ამ სენაკში უკანასკნელად ცხოვრობდა ბერი საბა, მაგრამ 1919 წელს, როცა მისი თანამემამულენი იოანე მახარებლის 

90

სენაკიდან გამოაძევეს, პროტესტის ნიშნად დატოვა ილია წინასწარმეტყველის სენაკი და საქართველოში დაბრუნდა. საბედნიეროდ, მან თან წაიღო ყველაზე მნიშვნელოვანი ხელნაწერები. ისინი ახლა თბილისის არქე-
ოლოგიურ მუზეუმში ინახება.
ამ ორი სენაკი გარდა მეცხრამეტე საუკუნეში ქართველები ცხოვრობდნენ ათონის ნახევარკუნძულის სხვადასხვა მონასტერსა თუ სენაკში. მათი უმრავლესობა წმინდა დიონისეს მონასტერში მიიღეს, რამდენიმე ბერი კი წმინდა პანტელეიმონის მონასტერში ცხოვრობდა. ქართველ ბერებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მამა ილარიონი. ის იმერეთის უკანასკნელი მეფის, სოლომონის აღმსარებელი იყო. მას შემდეგ, რაც იმერეთში
რუსები დამკვიდრდნენ, მეფე ტრაპიზონში გადავიდა.
თან გაჰყვა ილარიონიც. მეფის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, შემდეგ კი სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა გაძევებული იმერეთის დედოფლის სანახავად. ბოლოს ილარიონი ათონს წავიდა. მაგრამ ბერძნებმა ივერონში არ შეუშვეს და წმინდა დიონისეს მონასტერში მიიღეს. ილარიონი 1864 წელს გარდაიცვალა. მან სიცოცხლეშივე რამდენიმე სასწაული მოახდინა. სიკვდილის შემდეგ კი მისი ცხოვრება ბერძნულად აღწერა მისმა მოწაფემ ბერმა საბამ. აღსანიშნავია, რომ ორივე ილარიონის ცხოვრება, როგორც უფროსის (875), ასევე უმცროსის, თავდაპირველად ბერძნულად დაიწერა. მე ეს ცხოვრება გადავაწერინე. ერთ თვეში, ბუნებრივია, ძნელი შეიქნა
ამომწურავი ინფორმაციის მიღება ყველა საკითხზე, 

91
ყველაფრის მოხილვა, ყველა უმთავრესი დეტალის შესწავლა, რაც შუქს მოჰფენდა ათონზე ქართველების მოღვაწეობის ისტორიას. ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. ამას რამდენიმე მოგზაურობა დასჭირდება. არ გვგონია, საქართველოდან ვინმემ შეძლოს ათონზე მისვლა, ამიტომ ეს ქართველი ემიგრანტების მოვალეობაა და რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს. დროთა განმავლობაში ათონზე მობინადრე უკანასკნელი ქართველებიც დაიხოცებიან და ის მცირედიც, რაც კიდევ არსებობს, დაიკარგება.
ინგლისურიდან თარგმნა ნათელა ფოფხაძემ
92
მოამზადა მანანა ტუაევამ
„კარიბჭე”-2008 წ. #25
შემოკლებული სახით გაწვდით თინათინ მჭედლიშვილის მიერ დამუშავებულ მასალას ისტორიული წყაროებიდან

...1665 წ. ათონის ბიბლიოთეკები გაიცნო და იქიდან 498 ბერძნული ხელნაწერი წამოიღო რუსმა მოღვაწე ა. სუხანოვმა (სუხანოვის მიერ წამოღებული ხელნაწერები შეიცავდა არა მხოლოდ ქრისტიანი მწერლების, არამედ წარმართი მწერლებისა და ფილოსოფოსების თხზულებებსაც), აქედან 156 იყო ივერთა სავანიდან. ეს მოწმობს ამ სავანის ბიბლიოთეკის სიმდიდრეს და წარმოაჩენს მის მნიშვნელობას ათონის წიგნთსაცავების ისტორიაში.
XVIII ს-ის შუა წლებში ათონზე სამჯერ მოილოცა გამოჩენილმა საეკლესიო მოღვაწემ, ეპისკოპოსმა ტიმოთე გაბაშვილმა 1755-1758 წლებში. მან ნახა და აღწერა ათონის მთის მრავალი მონასტერი. იგი ეძებდა ქართველთა
ნაკვალევს. მეუფე ტიმოთე არაერთ სავანეში შეხვდა თავის თანამემამულეებს. მან, „ათონის მღვიძარეთა დაყუდებულთა ადგილში, რომელსა უწოდიან კაფსოკალივა“, ნახა ანთიმოზ ჯავახი, გერასიმე ატოცელი, გერასიმე ფცელი,
ხრისტოდულო საქარელი, გრიგოლ კახი; დიონისიოს მონასტერში – თეოდორე (სოფლისაგან უსისტყისა, ყმა საყდრისა სამთავისისა), გაბრი; ანკითელი და სხვ.

პირველად 1725 წ, ხოლო მეორედ 1744 წ. ათონის მთაზე იყო ცნობილი რუსი მოგზაური ვ. გრიგოროვიჩ-ბარსკი (1701-1747), რომელმაც აღწერა იქაური მონასტრები, განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ივერთა მონასტერს. ათანასეს დიდი ლავრის შემდეგ, – ყველაზე სრულად და დაწვრილებით მან ივერონი წარმოაჩინა (ქართველთა ნაკვალევი მან შენიშნა ფილოთეოსის მონასტერშიც).


93

XIX ს. დამდეგიდან ქართველთა მდგომარეობა ათონზე კიდევ უფრო გართულდა. მას შემდეგ, რაც ივერთა მონასტერმა დაკარგა მფარველ-შემწენი ქართველ მეფეთა სახით, ხოლო ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა, ბერძნებმა ათონელი ქართველები კიდევ უფრო შეავიწროვეს და სულ გამოდევნეს ძველი სავანიდან. ისინი აღარ კმაყოფილდებოდნენ სავანის გამგეობის ხელში ჩაგდებით და ცდილობდნენ ქართველ მოღვაწეთა სახელებიც კი აღ-
ეხოცათ – ფრესკებს აფუჭებდნენ, შლიდნენ წარწერებს, რომლებშიც ქართველი ბერები იხსენიებოდნენ.

მალე ბერძნებსაც ცუდად წაუვიდათ საქმე. 1820 წელს ათონი თურქმა ჯარებმა დაიკავა და ბერძენმა ბერებმა გაქცევით უშველეს თავს, ქართველი ბერები კი არ შედრკენ და მონასტერი არ მიატოვეს. ამ ქართველ ბერებს შორის იყვნენ მამა ბენედიქტე (ბესარიონ ქიტიაშვილი) და მამა ილარიონი (ყანჩიშვილი). მათ სახელთან არის დაკავშირებული ივირონელ ბერთა მოღვაწეობის უკანასკნელი გაელვება. ღირსი ილარიონი იმერეთის მეფის სოლომონ
მეორის (წმ. მეფე სოლომონ II სამშობლოსათჯს თავდადებული) მოძღვარი იყო და ტრაპიზონშიც ახლდა მას. მეფის გარდაცვალების შემდეგ კი რუსეთს გაემგზავრა იმერეთის დედოფალთან, მაგრამ რუსეთის სამეფო კარის ცხოვრება ვერ აიტანა და ათონზე დასახლდა. უშიშრად წარსდგა თურქთა ჯარის სარდლის წინაშეც. თურქეთ-საბერძნეთის ბრძოლის დამთავრების შემდეგ (1830 წ) ათონს კვლავ ბერძნები დაეპატრონნენ. ისინი

94

დაბრუნდნენ ივერთა მონასტერშიც და მადლობის მაგიერ საბოლოოდ გააძევეს ქართველები ივერონიდან, ხოლო დარჩენილ ბერებს საყოფელად ილია წინასწარმე-ტყველის სადაყუდებულო (სკიტი) მიუჩინეს. მამა ბენედიქტე და მისი მოწაფეები იქ დასახლდნენ, ხოლო მამა ილარიონი განმარტოვდა („სამხოლოეში“) და იქ განაგრძო მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა. მამა ბენედიქტეს (ქიტიშვილის) გარდაცვალების (1861 წ.) შემდეგ, მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

ბერძნებმა იერიში გააძლიერეს, ქართველ მომლოცველებს აღარ იღებდნენ და საგანგებო გადაწყვეტილებით ქართველთა ძმობაში ჩარიცხვაც აკრძალეს მამა ბენედიქტეს ოთხ მოწაფეს (ერთ-ერთი წმ. გაბრიელ
ეპისკოპოსის ძმა – მამა ბესარიონ ქიქოძე იყო) ნება დართეს გარდაცვალებამდე მონასტრიდან ულუფის მიღებისა, მაგრამ საერთოდ ქართველთა უფლებები ივერთა მონასტერზე საბოლოოდ უარყვეს. ამ დროს მივიდა იქ ვ. ბარკალაია (1834-1911) და ბერობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ უარით გაისტუმრეს. საქართველოში დაბრუნებულმა მიიღო ბერობა (ბენედიქტეს სახელით), შეკრიბა შეწირულება და მალე 12 ქართველი ბერის თანმხლებით მიაშურა ათონს. იქ მან შეიძინა (1870 წ.) დანგრეული სავანე და მის აღდგენა-განახლებას შეუდგა, მაგრამ ბერძნების წინააღმდეგობას წააწყდა. ბერძნებმა უარი უთხრეს სამშენებლო მასალის მიყიდვაზე, სანახევროდ აღდგენილი ტაძრის დანგრევაც კი დააპირეს, მაგრამ მამა ბენედიქტემ მიზანს მაინც მიაღწია და ივერთა მონასტრის ახლოს,
95
იოანე ნათლისმცემლის ქართული სავანე დააარსა და იქ შემოიკრიბა ათონის მთაზე მიმოფანტული ქართველობა. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სავანის სამართლებრივი სტატუსი ფრიად არამყარი იყო. სავანე ოფიციალურად
ირიცხებოდა, როგორც ივერთა მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი სენაკი. ათონის მთაზე მოქმედი კანონით კი სენაკში მოღვაწე ბერების უფლებები შეზღუდული იყო, „დედა მონასტრის“ ნებართვის გარეშე ძმათა რიცხვის გაზრდა, ან, თუნდაც, რაიმე შენობის აგება მკაცრად ეკრძალებოდათ. ამ უფლებრივ მდგომარეობას ბერძენი ბერები ბოროტად იყენებდნენ. ქართველთა ეკლესიას მოანგრიეს გუმბათი, არ აძლევდნენ ზარის დარეკვის ნებას. სასმელი წყლის მილებით გაყვანას და შეშით სარგებლობას უკრძალავდნენ.” თავს იმით იმართლებდნენ, რომ იცავდნენ ათონის მთის განაწესს, ქრისტიანი მოღვაწის უპირველესი მოვალეობა კი სრულადავიწყდებოდათ.ქართველბერებსა, კვირვებდათ ამგვარი სისასტიკე, მაგრამ ითმენდნენ უკეთესი მომავლის იმედით. ამ სავანის არსებობა ივერთა მონასტრის ბერძენ ბერებს ძლიერ აშფოთებდათ. ერთი მხრივ, სინდისი
ამხილებდათ, როდესაც ქართველებს ქართულ მონასტერში არ უშვებდნენ, მეორე მხრივ, მონასტრის მმართველებისა და მისი უზარმაზარი შემოწირულობების დაკარგვის შიში ჰქონდათ. ყოველივე ამას ხელს უწყობდა თავად მონასტრის

 ივერის მონასტრის ორი წყაროს წარწერა გვამცნობს, რომ წყალი გაყვანილია შერმაზინ ქართველისა და ნიკოლო% ვალახიელის თანხით და ნათლისმცემლის სავანეში კი არ აძლევდნენ წყლის გამოყვანის საშუალებას.
96

 გადაგვარებული შინაგანაწესი. ივერთა მონასტრის დამაარსებელ წმინდა მამათა მიერ განწესებული ტიპიკონი უკანონოდ იყო შეცვლილი ახალი განაწესით, ბერძნებთან მორიგებას აფერხებდა ქართველი ბერების მოთხოვნა: აღმდგარიყო ივერთა მონასტრის დამაარსებელი წმიდა მამების წესი. რადგან ქართველ მამებს აშინებდათ წმიდა მამათა შეჩვენება მათი განწესებულის დამღვევისადმი. რომ არა რუსეთის იმპერიის შიში, რომლის მოქალაქეებადაც ითველობდნენ ქართველი ბერები, ბერძნები დაუყოვნებლივ მოიშორებდნენ აბეზარ ქართველებს. მათ განრისხებას ზრდიდა ის ფაქტიც, რომ რუსეთის მთავრობამ საქმის მოგვარებამდე, მცირე ნაწილი რუსეთიდან შემავალი შემოსავლისა ქართველთა სავანეს მიაკუთვნა.

მამა ბენედიქტე შემდეგაც აქტიურად მოქმედებდა მიმართავდა რუს ხელისუფალთ და გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებს და დახმარებას სთხოვდა. ბეჭდავდა წერილებს, რომლებშიც წარმოაჩენდა ქართველთა დამსახურებას ივერთა სავანის დაარსება-განვითარებაში, ამხელდა ბერძენ სამღვდელო პირთა მიმტაცებლობასა და ძალმომრეობას, ითხოვდა ქართველთა კანონიერი უფლებების აღდგენას, თანამემამულეებს მოუწოდებდა აქტიური მოქმედებისა და ქართული მონასტრის დახსნისაკენ და სხვ. პრესაშიც ხშირად იბეჭდებოდა წერილები მის საქმიანობაზე და დახმარების აუცილებლობზე. მიუხედავად ამისა ქართველთა მდგომარეობა ათონზე დღითი დღე უარესდებოდა. ბერძენთა მოძალება და ქართველთა შევიწროება ყოველგვარ ზღვარს გასცილდა. ბერძნები კიდევ უფრო ენ-

97
ერგიულად შეუდგნენ ქართველთა ნაკვალევის მოსპობა განადგურებას. გ. ნადარეიშვილი ერთ-ერთი უკანასკნელი ქართველი მომლოცველია, რომელმაც აღწერა ათონის ქართველთა სავანე. მან „მონასტრის გარეთ ილია წინასწარმეტყველის სადაყუდებლოში, მონასტრისავე კუთვნილში“ ნახა (1882 წ.) ოთხი ქართველი მოხუცი ბერი ერთ-ერთისათვის – ბესარიონს ქიქოძეს უთქვამს: „როდესაც ახლად მოველ მონასტერში, ქართული დაწერილი ქვა გამოცვალეს ტრაპეზისა და სამრეკლოისაო და ბერძნული ჩასვესო“. მანვე იოანე ნათლისმცემლის სავანეში ნახა 30-ზე მეტი ქართველი ბერი, რომელთა მდგომარეობა, ბერძენთა ძალმომრეობის გამო, ერთობ მძიმე იყო. ამის მიუხედავად, ქართველი მოღვაწენი კვლავ განაგრძობდნენ მწიგნობრულ საქმიანობას – ხელნაწერთა გამრავლებას. მაგ. ბერი პ. ასათიანს რამდენიმე ხელნაწერი დაუმზადებია, ტექსტებს იწერდა „ივერო-მონასტრის დედა წიგნისაგან“. ათონზე იყო ს. ლამბროსი, რომელმაც შეადგინა იქაურ ბერძნულ ხელნაწერთა კატალოგი. ამ კატალოგმა ცხადყო, რომ ათონზე ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა ივერთა მონასტერს ჰქონდა. ათონის 20 მონასტერში სულ 5766 ხელნაწერი ინახებოდა, მათგან ივერთა მონასტერში – 1386. ბერძენი ბერების უსამართლობით განაწამები ქართველები თავის დასაცავ გზებს ეძებდნენ. მღვდელსქემმონაზონი იონა ჩადიოდა კონსტანტინეპოლში და რუსეთის ელჩსა და კონსულს სთხოვდა შუამდგომლობას. ამ თხოვნებმა შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ბერძენი ბერები ქრთამით იკაფავდნენ გზას. სამაგიეროდ, ქართველებზე

98

გაბოროტებულებმა 1911 წელს საჩივარი შეიტანეს ათონის მთის უმაღლეს მმართველ ორგანოში – პროტატში: – „ქართველები არ გვემორჩილებიან და გთხოვთ მიიღოთ ზომები: ან დაგვიმორჩილეთ და განდევნეთო“. ქართველი
ბერები გამოდევნისგან იმხანად ოსმალეთში მყოფმა არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (ნამორაძე) იხსნა. იგი დაუკავშირდა სულთანის კართან დაახლოებულ მუსულმან ქართველებს გვარად ირემაძეებს და მათი საშუალებით გაიგზავნა ათონზე მოთხოვნა – თავი დაენებებინათ ქართველი ბერებისათვის (ქალკედონის ნახევერკუნძული, სადაც მდებარეობს ათონის მთა, 1913 წლამდე ოსმალეთის შემადგენლობაში შედიოდა).

რუსეთის 1917 წ. მომხდარმა რევოლუციამ რადიკალურად შეცვალა ვითარება. ათონზე შეწყდა შემოწირულობანი, რომელზეც მთელი ათონის მთა დიდად იყო დამოკიდებული. მსოფლიო ომის გამო, გაუარესდა ეკონომიკური ვითარება, ჩამოვარდა შიმშილობა. 1918 წ. ნოე ჟორდანიას მთავრობის ანტიეკლესიური რეფორმების შედეგად, ეკლესია-მონასტრებს კუთვნილი მიწები ჩამოერთვა. ბუნებრივია, მათ შორის იყო ივერთა მონასტრის მამულებიც, რომლებსაც ბერძენი ბერები განაგებდნენ.
საქართველოს მთავრობაზე განრისხებულმა ბერძენმა არქიმანდრიტებმა ათონელ ქართველებზე იყარეს ჯავრი.
1918 წლის მიწურულს, მღვდელსქემმონაზონი იონას (ხოშტარიას) გარდაცვალების შემდეგ ქართველებს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სავანის დატოვება მოსთხოვეს. დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი სიმონი (ბაღდავაძე) –

99
ძმობამ გამოირჩია ქართველი ბერების დროებით მმართველად. დიდი სადარდებელი და საფიქრალი დაეკისრა მამა სიმონს, მრავალჯერ ეახლა იგი, მღვდელმონაზვნებთან იოანე (მაისურაძე) და მელეტისთან (თოფურია) ერთად, ივერთა მონასტრის ბერძენ არქიმანდრიტებს, მრავალჯერ ევედრა ქართველი ძმების სახელით, მაგრამ ბერძნებს ქართველთა მოშორება მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი. 1919 წლის 9 მარტს ივერთა მონასტრის მმართველი ბერები ჯარისკაცების თანხლებით მივიდნენ იოანე ღვთისმეტყველის სავანეში, მამა სიმონს ძალით წაართვეს გასაღებები და დაეპატრონენ სავანესა და მის ქონებას.
18 ქართველ ბერსა და რამდენიმე მორჩილს მიეცათ უფლება, გაეტანათ პირადი ნივთები და ბიბლიოთეკის ნაწილი, ხოლო დანარჩენი ქონება, სურსათის მარაგის ჩათვლით, მიითვისეს. ქართველები დარჩნენ უბინაოდ, ყოველგვარ ნუგეშს მოკლებულნი. მამა სიმონი გაეშურა წმინდა პანტელეიმონის მონასტრის წინამძღვართან თავშესაფრის სათხოვნელად. რუს ბერებთანაც გართულებულიყო ურთიერთობა, რადგან ზოგიერთი რუსი ბერი 1917 წლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას „რასკოლს“ უწოდებდა. არქიმანდრიტმა მისაელმა ქართველ ბერებს შესთავაზა სტეფანე პირველმოწამის სკიტში დაბინავება. ეს სენაკი ხევში, მეტად მოუხერხებელ და ნესტიან ადგილზე მდებარეობდა. რამდენიმე ბერმა უარი განაცხადა იქ ცხოვრებაზე, მაგრამ არჩევანი არ იყო და 9 ქართველი ბერი მღვდელსქემმონაზონ სიმონის წინამძღვრობით იქ დასახლდა. მუხლჩაუხრელი შრომით ცდილობდნენ

100

მოღვაწეები საარსებო საკვების მოპოვებას. ცხრა ბერიდან სამი ღრმადმოხუცი იყო, და ბუნებრივია, ფიზიკური შრომა აღარ შეეძლოთ. შრომას ნაჩვევი მამა სიმონი გაორმაგებული ძალით იღვწოდა, მაგრამ მძიმე შრომამ და ცუდმა პირობებმა მამა სიმონი დააავადა. სიცოცხლის ბოლო წლები მან პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გაატარა. ქართველი ბერების მცირე ჯგუფმა და მათ შორის წმიდა იოანე აღმსარებელმა (მაისურაძე), ათონის მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც იმჟამად საშინელი უღმერთობა იყო გამეფებული. დანარჩენი მოღვაწეები კი ათონის წმიდა მთის სხვადასხვა მონასტრებს შეეკედლნენ. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ გაწყდა ყოველგვარი კავშირი საზღვარგარეთ მყოფ ქართველებთან. ათონზე დარჩენილი ბერების ნათესავებს ამ დროიდან აღარ მოეწოდებოდათ ცნობები საბერძნეთიდან. „წარმოუდგენელია, თუ ვითარ მწუხარებაში და უნუგეშოდ დარჩნენ ისინი“ – წერს წმ. მამა იოანე ბეთანელი თავის ერთ-ერთ მოგონებაში.

1966 წ. ათონის მთა მოინახულა ქართველმა რეჟისორმა გურამ პატარაიამ. მან გადაიღო დოკუმენტური ფილმი ათონის ივერთა მონასტერზე. ფილმში შესულია "მცირე ცნობა ივერთა მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერის, ტიხონის (ფაღავა)  შესახებ, რომელიც 1956 წ. ოთხმოცდაათი წლის ასაკში აღესრულა. სიკვდილის წინ ეკლესიის კედელზე ამოუჭრია თავისი გვარი ქართულ ენაზე.

 ტიხონ (შერაზადიშვილი)

101
პტრიწონის მონასტრის ტიპიკონი დაიწერა დაახლოებით 1033 წელს. ათონის ივერთა მონასტერი დაარსდა 980-983 წლებში, სავარაუდოდ იმდროინდელ ივერიის მონასტრის ქართველ ბერებს უნდა სცოდნოდათ საბერძნეთის მეზობლად არსებული ქართველთა პეტრიწონის სავანე ბულგარეთში და მისი ტიპიკონი.
(რედაქტორები)


1. წაიწერა  დაემტკიცა წესი ესე განგებისაი ამის პატიოსნა მონასა ამე და დაე მაერეეისა! ა 'შეტრიწონისაი ბრპა-
წბითა ჩემ 'სრიგოლ სევასტოსისა და დიდისა დე ესტიკოსისა ყოვ-
ლსა თასავალეთისა მიდამოისა, ძისა აკურიანისაითა, მაშენებ–
ლისა ზემო თქუმულისა ამის მონასტრისა და ეკლესიისა, წერილითა
სერძულითა და ქართულითა, თუესა! დეკენბერსა; მეშჯდესა ინდიკ–
დიონსა, დასაბამითგანთა წელთა ექუს ათას ხუთას ოთხმეოცდ
მეათორმეტესა.

2. 6ა ქუემოით წარიწერნეს' ჭელითა ჩემითა ზემო ვსენებულის,
“სრიგოლისითა ყოველნივე ესე ტიპიკონნი, ხოლო ბერძულნი ორნი.
ვე წარიწერნეს შემდგომად ჩემისა დაწერილისა წმიდისა პატრიაქი-

ა ერ. სალემელისა ღირსისა 'ფთჯმესითა დასამტკიცებელად დ
სარწმუნო ყოფად ყოვლისავე, რომელიცა ტიპიკონსა ამას შინა ფ-
რილ არს, დახუდომითა მისითა ჩუენ თანა, რამეთუ სამეუფოითა
ბრძანებითა 0-ესალონიკედ მოსრულ იყო |136) წშჯდობისა და სი-
ყუარულისა ყოფად შორის ფრანგთა და მოქცევასა მისსა ჩუენ თან
"წარმოვიდა რილიპოპოლისა პრასტინთა ჩუენთა

8. წა ამისთჯს დაიწერა ბერძულად და ქართულად, რამეთუ მო-
ნაზონნი მონასტრისა ჩემისანი გუარად „ქართველ! ი არიან და არა
იციან ბერძული წარკითხვაი, და ჯერ-არს, რაითა ქართულად წე.
რილსა აღმოიკითხვიდენ და გულისჯმა-ჰყოფდენ აღწერილსა გან-
საზღვრებულსა ამას შინა სელიმ წოლო სიმტკიცის,

ონებად უბრძანებთ ბერძულსა წერილსა, რ.
მეთუ დასასრულსა საქმისასა ქუემო წარწერილი მას უპყრიეს.

102

თავი ხწ
რაითა არაო ს აიკარგოს მონას რსა
შიგნით ბერძენს ზ გეზი ანუ ი მონაზონი
და თუ რაი არს' ამისი მიზეზი

1. წუალად ვამცნებ ამასცა და შჯულ-დებით დავამ იცებ, რაი-
თა არაოდეს იყოს მონასტერსა შინა ჩემსა მკვდრობით ბერი ხხ ზუცე-
სი ანუ მონაზონი,  თვნიენ, 'ერთისა ზოდი მონაზუნისა, რომელ! ან
ჯელით წ(107)ერილი იცოდის და მწიგნობრობასა იქმოდის და თა–-

ადსა თანა მიივლინებოდის " წინამძღურისაგან და მონასტრისა Lაქ-
დ 'ვლინებოდ; ღურისაგან დ, ტ
მეთა იურვოდის.

2. ხოლო ამას ამისთჯს განვაწესებ ესრეთ დამტკიცებით, რომელ
ვითა არიან ბუნებით მძლავრნი და ანგაჰარნი'და ხელოვანნი, მეშინის,
თუ ნუთუ სა: ებელი და დასაკლებელი რაიმე შეამთხჯონ მონასტერ–
სა, ანუ თუ ში ა-აღმდგომცა ადგილისა იქმნენ და სრულიად ფლე–
პად მისა” ეცადნ ნ მამასახლისობად ველ–ყოფითა, ანუ სხჯსა რა»სმ

დ ეცადნე! ლ დ პელ–ყოფ 'უ სხ ე
მიზეზისა სახითა, და თავისდა “ შექმნად ინებონ მონასტრისა. იხომე –
ლი-ესე მრავალ გზის გჯხილავს მათგან ქმნილად ჩუენისა ნათესავისა
უმანკოებისა და გულ– არტიობისაგან.

თავი ხ%

ხრძალვით დამარხვისათჯს გუჯარისა ამის

განსაგებელისა, რომე არს ტიპიკონი, და

რა«თა ეკლესიისა ჩუენისა დღესასწაულსა
და სამთავე წმიდათა მარსვათა

შემოსლვასა წარიკითსვოდის
ტიპიკონი 28) (12) ი საერთდ
სრულებით,

1. წაფუცებ უფლისა მიმართ და სიტყუასა დავსდებ ყორილთა
თანა, რახთა არაოდეს დააკლოს გინ 2 მიერ დადებულთა ამათ
წესთაგან, არცა გარდაჰვდეს კანონთა ამათ. 0; კუეთუ კულა ინებოს
ვინ დავსნად სჯულის–დებაი ესე, ანუ მცნება« განწესებულისაი ამის
შეცვალოს, ანუ და–რა«-აკლოს ამისგანი, ანუ თუ იოტაოდენი ერთი
რქა» გამოიღოს ამისგან (შდრ. შათ. 5, 18), გინა თუ ყოვლითურთ
მებრ სრულიად მოპარვაი ანუ წარწყმედაი და გამოჭუება« მონასტ–
რისა ამისგან მოიგონოს წინამძღუარმან ანუ ძმათაგანმან ვინმე, ანუ–
თუ სხუამან რამანცა გუარმან კაცმან, დასჯილ იყავნ ღმრთისაგან და
ყოველთა წმიდათა მისთაგან და ბრალთა და ცოდვათა ჩუენთა თანა–
მდებ იყავნ წინაშე +რისტესა.

» სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით მძლავრი – ყველანაირი უშეჯულოე-
ბითა და ყოველი უსამართლოებით აღსავსეს.
ანგაპარი – უსამართლოდ შემკრებელი, მომხვეჭელი და მჭამელი გლახაკთა

103
ბოლოსიტყვაობა

ალბათ ყველა დაგვეთანხმება იმაში, რომ არსებობს
ისეთი დეტალები და ნიშანსვეტები ჩვენს ცხოვრებაში და
ქვეყნის ცხოვრებაშიც მთლიანად, რომლებსაც მეხსიერე-
ბა გარკვეული დროის შემდეგ ამოატივტივებს და მაშინ
ხვდები რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა ეს ამბავი პირა-
დად შენთვის და ზოგჯერ შენი თანამედროვეობისთვისაც
ზოგადად. ერთი ასეთი ამბავი, ერთი ნიშანსვეტი ჩვენთ-
ვის, ამ წიგნის გამომცემლებისათვის აღმოჩნდა მღვდელ-
მონაზონ ნიკოლოზის შენიშვნა, თუ მითითება, რომ
მოგვეძიებია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული
აწ უკვე წმინდანად შერაცხული ბეთანიელი ბერის იოანე
მაისურაძის – აღმსარებლად წოდებულის – ხელნაწერები.
„აწ უკვე“ ვამბობთ იმიტომ, რომ ეს იყო 2000 წელს ბე-
თანიელი წმინდა ბერების გიორგი მხეიძის და იოანე მაი-
სურაძის წმინდანად შერაცხვამდე. 13 წელი დაგვჭირდა
იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს ნამდვილად საშური
საქმეა და საზოგადოებისთვის სასარგებლო. არ ვიცი რა-
ტომ მოხდა ეს, ჩვენი დაუდევრობის გამო, შეუსმენადო-
ბის გამო, მცონარების გამო, უცოდინარობის გამო. ალ-
ბათ ყველაფერი ერთად. ასეა თუ ისე, ავად თუ კარგად,
13 წლის გასვლის შემდეგ როგორც იქნა თავი მოვაბით
ამ საქმეს და ბერ ნიკოლოზის დავალება შევასრულეთ,
მკითხველს ვთავაზობთ წმ. ბერ იონაეს ხელნაწერებს და
არა მხოლოდ. საქმე იმაში გახლავთ, რომ წიგნზე მუშაო-

104

ბისას მრავალი საინტერესო ინფორმაცია გახდა ჩვენთვის საცნაური და ხელმისაწვდომი. "შევეცადეთ მათი ნაწილი მაინც შეგვეტანა ამ დოკუმენტების კრებულში და ამიტომაც დაგვიგროვდა წინასწარ გაუთვალისწინებელი ვრცელი მასალა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ისტორიული დოკუმენტებია, რომლებიც ცხოველმყოფელად ასახავენ წმინდანთა ჯაჭვის მიერ განვლილი ტანჯვა-შევიწროვების, ლოცვისა და სულიერი თუ ფიზიკური ღვაწლის გზას, ურომლისადაც ალბათ არც ჩვენ ვიარსებებდით, ყოველ შემთხვევაში როგორც ქართველები, ქართული, ქრისტიანულ-ისტორიული სულის მატარებელი თანამედროვე ადამიანები და მოქალაქეები უბრალოდ. ამიტომაც არის საჭირო ეს გახსენება, საჭირო კი არა აუცილებელი. გარდა ამისა, ეს ხომ ისტორიული დოკუმენტებია, ისტორიული სიმართლის პირუთვნელად აღმწერელი და გადმომცემელი, რომელთა ცოდნისა და სრული გასიგრძეგანების გარეშე ვერც მომავალი სიმაღლეებისკენ გაიკვლევ გზას, სიმართლისკენ ზოგადად, „მართლმადიდებლობისკენ. ჩვენი აზრით კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი ბერძნულადაც გვეთარგმნა სამომავლოდ, რათა ჩვენმა ბერძენმა ძმებმაც, მათ ვინაც ქართველებისა და საქართველოს კეთილმოსურნეა და გულშემატკივარი, კარგად გაითავისონ წარსული სინამდვილე და ისიც, თუ რა ისტორიულ უსამართლობასთან გვაქვს საქმე, გვქონდა ყოველ შემთხვევაში, ათონის ივერთა მინასტერსა და მის მიმდებარე ტერიტორებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი წარსულია თითქოს, მაგრამ თანამედროვეობაცაა,

105
 რადგან სიმართლეს და სიმართლის დადგენას საზღვრები არ გააჩნია დროსა და სივრცეში. სხვათა შორის, ხელნაწერთა ინსტიტუტში მამა იოანე აღმსარებლის ორი სხვადასხვა ხელნაწერი ინახება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სხვანაირად ფიქრობდნენ ჩვენი წინაპარი წმინდა მამები – უფრო ღრმად, უფრო დაკვირვებით, “უფრო თადარიგიანად – ჩვენზე ფიქრობდნენ: ერთი ხელნაწერი თუ დაიკარგებოდა მეორეს აუცილებლად იპოვიდა წინაპრის ნაკვალევის მაძიებელი შთამომავალი. ასევე ფიქრობენ ჩვენი თანამედროვე წმინდა მამები, ასევე განიცდიან წარსულს, აწმყოსა და მომავალს, ერთ მთლიან ხაზად განიცდიან, მთლიანობაში. ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილის დამსახურებაა ის, რომ ეს წიგნი გამოდის, მან მიგვითითა, მან გვასწავლა, მან დაგვარიგა. მადლობა მას და ამასთანავე პატიება გვინდა ვთხოვოთ მისი დავალების ესოდენ დაგვიანებით შესრულებისთვის – ვიმეორებ ჩვენი უმეცრების გამო და უყურადღებობის. პატიება გვინდა ვთხოვოთ მკითხველასაც, თუკი რაიმე ისე ვერ ვთქვით, ვერ გამოვხატეთ და შესაბამისად ბერის დავალება ვერ შევასრულეთ ჯეროვნად, ისე როგორც მას ეგების და მის წმინდა მასწავლებლებს წარსულიდან.
ლაზარე ზაქარიაძე
(რედაქტორებისაგან)

106

დიდსქემოსანი მღვდელ მონაზონი სიმონ ბაღდავაძე, რომელიც ძალით წაართვეს ბერძნებმა ნათლისმცემლის სავანის გასაღები 1857-1942

სქიმმონაზონი ათანასე გვაზავა
ათონელი ბერი ტიხონ შერაზადაშვილი
ათონელი ბერი მამა იოაკიმე რამაზაშვილი
ათონის მთის ბერი გიორგი

ათონის მთის ბერი იაკობ ჩაჩუა
მღვდელმონაზონი ილია ათონის მთის ქართველი ბერი
მამა ათანაზე (ალექსი) ბაქრაძე ათონის მთაზე წასვლის წინ
წმიდა მამები გიორგი მხეიძე და მამა ვასილ ფირცხალავა

წმიდა მამები გიორგი მხეიძე, იოანე მაისურაძედა მამა ვასილ ფირცხალავა
წმიდა მამა გაბრიელ (ურგებაძე)
წმიდა გაბრიელი სალოსი და აღმსარებელი
მღვდელ მონაზონი ნიკოლოზ მაქარაშვილი


“რედაქტორები:
„გიორგი ბარდაძე 599 47 0062.
"ლაზარე ზაქარიაძე 551 41 1919.
"ლეონ ფირცხალავა.
ზვიად აქუბარდია.

"მასალების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით:

დამს „გლობალ-პრინტს“.
და მათ ვინც წვლილი შეიტანა წიგნის გამოცემაში.
"ტექნიკური რედაქტორი.
"ალექსანდრე კუზანაშვილი.
"წმინდა მამა იოანე მაისურაძის.



ტექსტის მოგვაწოდა მარიამ გრიშიკაშვილი ვლადიმერის ასული დაბადებულია თელავში

ითანამშრომლა ნინო გრიშიკაშვილი (პიტიურიშვილი) ბონდოს ასული დედის მხრიდან ეკუთვნის პაპად


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.09.2022
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 30





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0