ოთარ ხარგელია ბიქტორის ძე დაბადებულია 20 მარტი 1940 წელი სოფელი კოლხიდა გაგრა,
განათლება საშუალო, ცოლშვილიანი.
ოთარ ხარგელია ბიქტორის ძე 18 აგვისტო 1992 წელს ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თვდაცვის სამინისტროს პირველ გაგრის ბატალიონში, რიგით მებრძოლად მონაწილობა აქვს მიღებული ყველა საბრძოლო ოპერაციაში. იყო დისციპლინერებული და შემსრულებელი ჯარისკაცი, მეთურის დავავლელებს დროულად და პირნათლად ასრულებდა. თანამებრძოლებთან სარგებლობდა ავტორიტეტით.
02 ოქტომბერი 1992 წელს გარდაიცვალა სოფელ კოლხიდასთან
ყოფილი 23-ე ბრიგადის მე-4-ე გაგრის ბატალიონის მეთაური მაიორი მ. ჭელიძე
1992 წლის 2 ოქტომბერს გამოგვაცილა ძველი გაგრიდან არასდროს დაგვავიწყდება მისი სახე როდესაც გვითხრა წადით და მეც წამოვალ მალეო .ის მიბრუნდა და დათო ჯგერენაიასა და ჟორა ხარგელიასთან ერთად მიბრუნდა ჩვენს დასახლებაში ;,სიხარულში""ოტრადნოეში მიბრუნდნენ რათა არ დაეტოვებიათ იქ დარჩენილი ხალხი და დაეცვათ საკუთარი სახლები იმიტომ რომ ჩვენ ისევ დავბრუნებულიყავით რასაც ვერ ვეღისეთ (30 წელია გული მეწვის ჩემს გაგრაში რომ ვბერდები და ვერ ჩავდივარ. )როგორც კი შევიდნენ სიხარულში იქვე პიტაჩოკტან სამივე იქნა ჩაცხრილული მერე რამდენიმე დღე ისე იყვნენ დაყრილები და აფხაზს ერთად ჩაუყრია და დაუმარხავს მერე ისევ ამოუთხრია და არარიან ღირსებიო და ა.მის მერე არ ვიცი სად არის საფლავები აი ასე ველოდებით მამაჩემის საფლავს ამდენი წლები.
ოთარ ხარგელია სამხედრო სამსახურში
ოთარ ხარგელია სამხედრო სამსახურში
ოთარ ხარგელია სამხედრო სამსახურში
ოთარ ხარგელია სამხედრო სამსახურში
წყარო მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ითანამშრომლა შვილმა ლუიზა ხარგელია