სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
წარმატებული სპორტსმენები
ალექსანდრე კახნიაშვილი (შაშო ვერელი) ქართული ჭიდაობის ფალავანი დაბ. ქსოვრისი, მცხეთა ალექსანდრე კახნიაშვილი (შაშო ვერელი) ქართული ჭიდაობის ფალავანი დაბ. ქსოვრისი, მცხეთა
ბმულის კოპირება

წარმატებული სპორტსმენები

გვარი კახნიაშვილი სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

371       ბეჭდვა

ალექსანდრე კახნიაშვილი (შაშო ვერელი) ქართული ჭიდაობის ფალავანი დაბ. ქსოვრისი, მცხეთა

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება

ალექსანდრე კახნიაშვილი (შაშო ვერელი) დაბადებულია სოფელი ქსოვრისი, მცხეთა


ქართული ჭიდაობის ისტორია

მე-19 საუკუნის პერიოდიკაში საკმაოდ დეტალურად და უხვადაა წარმოდგენილი ჭიდაობასთან დაკავშირებული მოვლენები. იმ პერიოდის ჟურნალ-გაზეთები (ივერია" დროება" და სხვ.) ყურადღებას უთმობდნენ ქართულ ჭიდაობას. ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგეი მესხი, დანიელ ჭონქაძე და ა.შ. ჭიდაობის დიდი გულშემატკივრები იყვნენ. მე-19 საუკუნეში ქართული ჭიდაობის ცენტრად იქცა თბილისი, სადაც თავს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნაცადი ფალავნები. სპეციალურად ამ მიზნით საჭიდაო მოედნებიც კი არსებობდა (ე.წ. ,,კრუგები”). თავიდან ასეთი საჭიდაო მოედანი ყოფილა მთაწმინდაზე, რომელიც მოგვიანებით დიდუბის ერთ-ერთ ბაღში გადაუტანიათ, ამას გარდა საჭიდაო მოედნები არსებობდა ვერაზე ,,ფიქრის გორაზე”, მაშინდელ ელისაბედის ქუჩაზე (ახლა წინამძღვრიშვილის ქუჩა), ავლაბაში, ნაძალადევში (ხუდადოვის ტყის მახლობლად), ელიას ზევით- მახათაზე, ცნობილმა მოჭიდავემ ნესტორ ესებუამაც გამართა საკუთარი ,,კრუგი”, რომელსაც სამეგრელო დაარქვა და ა.შ. ჭიდაობა იმართებოდა უმეტესად უქმე დღეებში, მსაჯებად ინიშნებოდნენ და ჭიდაობას წარმართავდნენ პატივსაცემი პირები, რომლებიც ხალხში დიდი სახელით სარგებლობდნენ, მაგალითად მე-20 საუკუნის დასაწყისში ვერაზე ,,ფიქრის გორაზე” ჭიდაობის ჩატარებას ხელმძღვანელობდა ცნობილი ყარაჩოღელი გიორგი (გოლა) ლეჟავა, მეტსახელად ,,ბაბაჭუა”, ასევე იმ პერიოდში მსაჯებად ყოფილან სახელგანთქმული მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, პოეტი ბეჩარა, არბიტრი ვანო ჩიბალოვი, ცნობილი იურისტი შალვა მესხიშვილი და ა.შ; წრეში წესრიგის დასამყარებლად საგანგებოდ ირჩევდნენ მარდ ჭაბუკებს, რომლებიც სახრით ხელში გარს უვლიდნენ საჭიდაო წრეს და აზარტში შესულ, გადმოწეულ მაყურებელს უკან ახევინებდნენ. ხალხს თავისი საყვარელი ფალავნები ჰყავდა, რომლებიც დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ, მათ შორის: დათა ხიზამბარელი, იაკობ ეგნატაშვილი, ივანე ყირიმელაშვილი (კულა გლდანელი), ნესტორ ესებუა, ლუკა დადიანიძე, კოსტა მაისურაძე, ვანო აბულაძე (კამბეჩუა), სანდრო კანდელაკი, ალექსანდრე კახნიაშვილი (შაშო ვერელი), მიხა ქურხული, იოსებ ცერაძე და სხვები.

წყარო თამაზ გოგიბედაშვილი ნუგზარის ძე სპორტ. დ.1967წ. ჟურნლტ. ტელ. კომენტატორი წარმ. სოფ. ხანდაკი კასპი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.09.2022
ბოლო რედაქტირება 13.09.2022
სულ რედაქტირებულია 1





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16