სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10074

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
ეპისკოპოსი დავითი (ბურდილაძე) 1877-1963წწ ალავერდელი ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ვაქირი სიღნაღი ეპისკოპოსი დავითი (ბურდილაძე) 1877-1963წწ ალავერდელი ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ვაქირი სიღნაღი

1877-1963 წწ. გარდ. 86 წლის

წმიდა სინოდი

გვარი ბურდილაძე სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

107       ბეჭდვა

ეპისკოპოსი დავითი (ბურდილაძე) 1877-1963წწ ალავერდელი ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ვაქირი სიღნაღი

ეპისკოპოსი დავითი, ერისკაცობაში დავით აღათონის ძე ბურდილაძე დაიბადა 1877 წლის 12 მარტს სიღნაღის  მაზრის სოფელ ვაქირში,


მედავითნის ოჯახში. სიღნაღის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეხმარებოდა მამას ეკლესიაში. 1893-1898 წლებში სიონის საკათედრო ტაძრის მორჩილია. 1898 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ გამწესებულ იქნა თელავის მაზრის სოფელ ვარდისუბნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულსა და საეკლესიო გალობას.


1915 წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ხელი დაასხა მღვდლად. 1918 წელს ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის მიერ გამწესებულ იქნა ვაჩნაძიანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში. 1925 წელს მიტროპოლიტ იოანეს (მარღიშვილი) მიერ დადგენილ იქნა თელავის მაზრის სოფელ შილდის მღვდლად. 1929 წელს იგი აიძულეს თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისათვის.

1944 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ იგი აღადგინა მღვდლის ხარისხში და გაგზავნა ახმეტაში, 1952 წლიდან დეკანოზი და ალავერდის ეპარქიის მთავარუხუცესია. 1958 წლის 8 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად, 9 ოქტომბერს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1958 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად. მეუფე დავითი წირავდა თელავის ღვთაების ეკლესიაში იმ დროს, როცა ალავერდის საკათედრო ტაძარში სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვა ხელისუფლებისაგან აკრძალული იყო. 1962 წლის შემოდგომაზე ალავერდობის დღესასწაულზე მეუფე დავითმა გადაწყვიტა ალავერდის მონასტერში ეწირა, მაგრამ დიდი უსიამოვნებები შეამთხვიეს. ამის შესახებ მეუფე დავითი 7 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-სადმი გაგზავნილ მოხსენებაში წერს: "დღესასწაულის დროს ტაძარში შემოვიდნენ ახმეტის  აღმასკომის თავმჯდომარე მაღლაკელიძე მილიციელებით და შეტევით მომმართეს: როგორ გაბედე ალავერდში ჩამოსვლა და ეკლესიაში შემოსვლა. როდესაც მე ვუპასუხე, რომ მე ალავერდის ეპისკოპოსი ვარ და ჩემს მოვალეობას შეადგენს ამ ტაძარში საღმრთო ვედრების შესრულება-თქო, ამაზე დაცინვით მიპასუხეს, ვინ ეპისკოპოსი ხარ? აბა, საბუთი წარმოგვიდგინეო, აქ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მიერ დანიშნულია მღვდელი გიორგი კუკუნაშვილი, მის მეტს აქ არავის არაფრის უფლება არ აქვსო. მოკლედ, შეგვექმნა ცხარე კამათი, დამემუქრნენ, დაგაპატიმრებთო. დამაპატიმრეთ - მეთქი, - ვუპასუხე. მათ უნდოდათ, წირვა შემეწყვიტა და მათი ბრძანებით გავსულიყავი ტაძრიდან, მაგრამ როდესაც დაინახეს, მაგრად დავუდექი და წირვის შეწყვეტას არ ვაპირებდი, ბოლოს მაღლაკელიძემ მითხრა, შენს მოხუცებულობას ვცემთ პატივს და არ გაპატიმრებთ, მაგრამ როცა წირვას დაამთავრებთ, დაუყოვნებლივ დატოვეთ ალავერდის ტაძარიო" (28, 693). ალავერდობას ალავერდელ მღვდელმთავარს არ ჰქონდა ტაძარში წირვის ჩატარების უფლება. ეს იყო სამწუხარო რეალობა.

ეპისკოპოსი დავითი გარდაიცვალა 1963 წლის აპრილში, 86 წლის ასაკში. როგორც მისი ახლობელი იგონებდა, "დაეწყო სტენოკარდიული შეტევები... მოითხოვა ჩემი ნახვა, მეც მაშინვე ჩავედი თელავში ჩემს მეუღლესთან და ორ პატარა ბავშვთან ერთად. მე დამინახა თუ არა, გამოცოცხლდა. მეორე დღეს გამიმხილა, უნდა მაზიაროთო. მე შემეშინდა, ძალიან განვიცადე, მაგრამ რას ვიზამდი. მოვიყვანეთ მოძღვარი, ოთახში მარტო მე დამტოვა. ეს სურათი ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება. იწვა პაპა არაჩვეულებრივად ლამაზი სანახავი, სათნო, სიკეთით სავსე თვალებით, გამხდარ ხელისგულზე სეფისკვერი ედო. მიყურებდა მე და ჩამოსდიოდა ცრემლები, მეც ვერ ვიკავებდი თავს და ცრემლად ვიღვრებოდი მთელი ზიარების განმავლობაში. პაპა ეთხოვებოდა ამქვეყნიურს. ეს ჩემთვის იყო უდიდესი განცდა. მეორე დღეს გარდაიცვალა." (56, 49). დაკრძალულია თელავის საერო სასაფლაოზე.


სერგო ვარდოსანიძე

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=337&fbclid=IwAR0Ft9sx8NJ_lqCQxNHIrO_Dp_DqjF3h2UWCSAdeIbA2KmE_sEjTeeUVUh0



საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.10.2022
ბოლო რედაქტირება 03.10.2022
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


წმიდა სინოდი


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0