სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 9987

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მიტროპოლიტი დავითი (გრიგოლ ჭკადუა) 1926-1992წწ წარმ. ზემო ქვალონი ხობი მიტროპოლიტი დავითი (გრიგოლ ჭკადუა) 1926-1992წწ წარმ. ზემო ქვალონი ხობი

1926-1992 წწ. გარდ. 66 წლის

წმიდა სინოდი

გვარი ჭკადუა სია

ხობი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

125       ბეჭდვა

მიტროპოლიტი დავითი (გრიგოლ ჭკადუა) 1926-1992წწ წარმ. ზემო ქვალონი ხობი

მიტროპოლიტი დავითი (ერისკაცობაში გრიგოლ ივანეს ძე ჭკადუა; დ. 22 მარტი1926 — გ. 8 ოქტომბერი1992) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტიცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი.


დაიბადა 1926 წლის 22 მარტს ქალაქ თბილისში, სასულიერო პირის ოჯახში. 1942 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1955 წელს დაამთავრა პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. 1956–1978 წლებში მუშაობდა სტომატოლოგიური კაბინეტის გამგედ. 1978 წლის 13 აგვისტოს ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა მარტყოფის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.


1978 წლის 20 ოქტომბერს გრიგოლ ჭკადუა მცხეთის სამთავროს მონასტერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დავითი, 15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად.



1980 წლის 14 ოქტომბერს მეუფე დავითი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. ამ თანამდებობაზე იყო 1984 წლამდე1981წლის 8 სექტემბერს გადაიყვანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად.


1983 წელს მიტროპოლიტი დავითი კანადაში, ქ. ვანკუვერში VI მსოფლიო საეკლესიო ანსამბლეაზე აირჩიეს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს ცენტრალური კომიტეტის და სამედიცინო კომისიის წევრად, ამავე კომიტეტისა და კომისიის წევრად 7 წლის ვადით ხელმეორედ აირჩიეს 1990 წელს ავსტრალიის ქ. კანბერანში.



1984 წლიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელია. 1983 წლის 26 ივნისიდან მიტროპოლიტია. იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. იგი დაჯილდოებული იყო საქართველოს, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, რუსეთის საპატრიარქოს ორდენებით.

1991 წლის 29 სექტემბერს კენჭს იყრიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დეპუტატად.

1991 წლის დეკემბერში იმყოფებოდა ვატიკანში, სადაც შეხვედრები გამართა რომის პაპთან. 6 დეკემბერს სიტყვით გამოვიდა კათოლიკური ეკლესიის სინოდის სხდომაზე.

მიტროპოლიტი დავითი გარდაიცვალა 1992 წლის 7 ოქტომბერს. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

მეუფის მამა იოანე

 დეკანოზ ივანე ჭკადუას ბიძა დეიდის მეუღლე და შემდგომში იღუმენი ეპიფანე გაბელაია.ქაშვეთთან დახვრიტეს 1937 წელს


ითანამშროლა მასალა მომაწოდა ივა (იოანე) ჭკადუა (შვილიშვილი მარცხნივ) და დეკანოზი გიორგი რევიშვილი.მამა გიორგის ძმა მიტროპოლიტი დავითის ნაკურთხია.დეკანოზი გიორგი ნაკურთხია მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძის მიერ დეკანოზი აკაკი მელიქიძის მამის



საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.10.2022
ბოლო რედაქტირება 04.10.2022
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


წმიდა სინოდი


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0