სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ალი რიზა ფაშა (ჯაყელი) 1854-1921წწ ოსმალეთის სენატის სპიკერი, გენერალი დაბ. ართვინი ტაოკლარჯეთი ალი რიზა ფაშა (ჯაყელი) 1854-1921წწ ოსმალეთის სენატის სპიკერი, გენერალი დაბ. ართვინი ტაოკლარჯეთი

1854-1921 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ჯაყელი სია

ართვინი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

365       ბეჭდვა

ალი რიზა ფაშა (ჯაყელი) 1854-1921წწ ოსმალეთის სენატის სპიკერი, გენერალი დაბ. ართვინი ტაოკლარჯეთი

ალი რიზა ფაშა (ჯაყელი) (1854-1921) გენერალ-ლეიტენანტი


ალი რიზა ფაშა საქართველოს ერთ–ერთი ძველი და წარჩინებული გვარის, ათაბაგების წარმომადგენელია. იგი ღაზი სეფერ ფაშას შვილიშვილის, მეჰმედ მედეთ ბეის შვილია. დაბადებულია 1854 წელს დაბა ლივანეში. არზრუმში სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო სტამბოლში, სამხედრო სახმელეთო–საინჟინრო სასწავლებელში, რომელიც 1881 წელს დაამთავრა უმცროსი ლეიტენანტის წოდებით და განწესებულ იქნა საარტილერიო ქარხანაში სამუშაოდ.


1882 წელს ალი რიზა გერმანიაში გააგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. სწავლაში მიღწეული წარმატებებისათვის გერმანიის იმპერატორმა უფროსი ლეიტენანტის წოდება მიანიჭა. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ იგი სულთანის ადიუტანტის საპატიო თანამდებობაზე დანიშნეს და ქოლაღას წოდება მიანიჭეს. მუშაობდა საარტილერიო სასწავლებლის მასწავლებლად. 1889 წელს განამწესეს მე–4, მე–5 და მე–6 არმიების საარტილერიო შენაერთებში, სადაც მათ წვრთნას ხელმძღვანელობდა. არტილერიის დარგში რამდენიმე ნაშრომის გამოცემის შემდეგ, დააწინაურეს და 1894 წელს, ბრიგადის გენერლის წოდებით, საბერძნეთის საზღვარზე განლაგებული საარტილერიო ჯარების სარდლად დანიშნეს.


ბერძნებთან ომში მიღწეული წარმატებებისთვის, ალი რიზა დააჯილდოვეს დიდების მედლით და მეჯიდის პირველი ხარისხის ორდენით. ომის შემდეგ დივიზიის გენერლის წოდება და ოსმანის ორდენი მიანიჭეს. 1896 წელს იგი შავი ზღვის სრუტისა და ჩათალჯას ხაზის გასამაგრებლად გაგზავნეს. 1897 წელს არტილერიის სფეროში სიახლეების შესასწავლად ევროპაში მიავლინეს. ამ ვიზიტისას მან გერმანიის, ბელგიის, ავსტრიისა და საფრანგეთის საარტილერიო ქარხნები და ამ ქვეყნების საარტილერიო მიღწევები აითვისა.

1903 წელს ალი რიზა მეორედ მიავლინეს შავი ზღვის სრუტის გასამაგრებლად და მიანიჭეს სრული გენერლის ჩინი. ქვეყანაში კონსტიტუციური წყობის დამყარების შემდეგ, ხელმძღვანელობდა არსენალს და სამხედრო სასწავლებლების სამმართველოს. იყო სამხედრო მინისტრი. მოგვიანებით უმაღლესი სამხედრო საბჭოს და სენატის წევრი გახდა. ქემალ ფაშას კაბინეტში საზღვაო მინისტრის პორტფელი ჩააბარეს. 31 მარტის მოვლენების დროს, მას თავს დაესხნენ მეჯლისის შენობის წინ.

გერმანიის სახელმწიფოსგან ალი რიზას მიღებული ჰქონდა სამეფო გვირგვინის პირველი ხარისხის და წითელი არწივის მეორე ხარისხის, რუსეთის იმპერიისგან წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის, ავსტრიისგან ფრანც–იოსების მეორე ხარისხის ორდენები.

ალი რიზა ფაშა სარდლობდა ჩანაქქალეს დამცველებს იტალიასთან ომის დროს, 1911 წელს და ჩათალჯას დამცველებს 1912 წელს, ბალკანეთის ომების დროს. 1919 წელს იგი მინისტრთა საგანგებო საბჭოს წევრი, ხოლო 1920 წელს სენატის სპიკერი გახდა.

ცნობილია ალი რიზას გამოსვლა 1920 წელს, ილდიზის სასახლეში გამართულ სახელმწიფო საბჭოს ბოლო კრებაზე, როცა იგი სევრის ხელშეკრულების მიღების წინააღმდეგ გამოვიდა.

ალი რიზა ფაშას საარტილერიო თემაზე გამოცემული აქვს რამდენიმე ნაშრომი: „სროლის წესები“, „დამოუკიდებელი სიმაგრე“, „ინსტრუქცია საველე არტილერიის მსროლელთა წვრთნისათვის“, "საველე შეკრებისთვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობის ცხრილი“, „სამხედრო სამსახური მშვიდობიან და საომარ ვითარებაში“ და სხვა. იცოდა ფრანგული და გერმანული ენები. მისი მეუღლე იყო ერკინისლი ჰუსეინ ჰუსნუ ფაშას ასული სადიკა, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი – ფალიზ ბეი.

ალი რიზა ფაშა მხარს უჭერდა თურქეთის ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას, მაგრამ ასაკისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მასში მონაწილეობა ვერ მიიღო. გარდაიცვალა 1921 წელს, სტამბულში, საკუთარ სახლში. დაკრძალულია ფათიჰის მეჩეთის ეზოში. მისი საფლავის ქვაზე შემდეგი წარწერაა: „ სიკვდილს ყველა გაუსინჯავს გემოს (ანკებუტის სურა 57). დივიზიის გენერალი ალი რიზა ფაშა იყო მეჰმედ მედეთ ბეის შვილი, ქართველი ათაბაგების საგვარეულოდან. იგი ერთადერთია ვინც, ფადიშაჰის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, სევრის უდღეურ ხელშეკრულებას შეეწინააღმდეგა. ყველას ახსოვდეს ეს ისტორიული მოვლენა და აღავლინოს ლოცვა განსვენებულის სულის მოსახსენებლად. 1921 წლის 27 მაისი“.

მუსტაფა ქემალ ათათურქმა ალი რიზა ფაშას გარდაცვალების გამო მის შვილს, ფაზილ ბეის, ასეთი შინაარსის სამძიმრის წერილი გაუგზავნა: „ მამათქვენს ჩვენი ხსნისა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენის იმედი ჰქონდა. გისამძიმრებთ და დიდი პატივისცემით გეამბორებით. მუსტაფა ქემალი“. 

Ali Rıza Paşa ya da Düztaban Ali Rıza Paşa (d. 1860 - ö. 31 Ekim 1932[1]), Osmanlı Devleti'nin son yıllarında Harbiye Nazırı ve Bahriye Nazırı, Ayan Meclisi üyesi ve 4 Ekim 1919 - 2 Mart 1920 tarihlerinde VI. Mehmed saltanatında ve İstanbul'un işgal altında bulunduğu dönemde Sadrazamlık görevlerinde bulunmuş bir devlet adamı, Osmanlı müşiri.[2].

1860 yılında İstanbul'da doğdu. Jandarma Binbaşısı Tahir Efendi'nin oğludur. 1886 yılında Mekteb-i Harbiye'den mezun oldu. 1897 Osmanlı-Yunan Savaşı sırasında Askerî Harekât Dairesi Müdürlüğü görevini yaptı. 1903 yılında Manastır Valiliği görevini yaparken Manastır'daki Rus Konsolosunun öldürülmesi konusunda sorumlu olduğu gerekçesiyle Rusya'nın ısrarı üzerine Trablusgarp'a sürüldü.

14 Ağustos 1908'de Harbiye Nazırı oldu ama İttihat ve Terakki Partisi'nin itirazı üzerine 41 gün sonra görevden alındı. 1909 ve 1918 yıllarında iki kez Bahriye Nazırı oldu. 1912-1913 yılları arasında Balkan Savaşı'nda Garp Ordusu Başkomutanlığı yaptı. Daha sonra İstanbul'un işgal altında bulunduğu yıllarda 2 Ekim 1919 - 8 Mart 1920 tarihleri arasında beş ay yedi gün sadrazamlık yaptı. Anadolu'da gelişen Kuvâ-yi Milliye'cilerle anlaşmanın kaçınılmaz olduğunu görerek, Heyeti Temsiliye ile ilişki kurdu ve Salih Paşa'yı, Mustafa Kemal Paşa ile görüşmek için, Amasya'ya göndererek anlaşma yollarını aradı. Kuracağı kabinede Heyeti Temsiliye'nin isteklerini dikkate alacağına söz verdi. Fakat Kuvâ-yi Milliye'nin yönetim gücünü eline geçirmeye ve Heyeti Temsiliye'yi kaldırma çabalarına girişti. 1920 yılında Müttefik Devletlerin baskısı karşısında istifa etmek zorunda kaldı. 1922 yılındaki Son Osmanlı kabinesinde Nafıa ve Dahiliye Nazırıydı.

31 Ekim 1932 tarihinde İstanbul Erenköy'de öldü ve İçerenköy Mezarlığı’na defnedildi.[1]

https://tr.wikipedia.org/wiki/Ali_R%C4%B1za_Pa%C5%9Fa_(sadrazam)


დაიბადა ქ.ართვინში.

ალი რიზა ფაშა საქართველოს ერთ–ერთი ძველი და წარჩინებული გვარის,

ათაბაგების წარმომადგენელია. იგი ღაზი სეფერ ფაშას შვილიშვილის, მეჰმედ

მედეთ ბეის შვილია. არზრუმში სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო

სტამბოლში, სამხედრო სახმელეთო–საინჟინრო სასწავლებელში, რომელიც 1881

წელს დაამთავრა უმცროსი ლეიტენანტის წოდებით და განწესებულ იქნა საარტილერიო

ქარხანაში სამუშაოდ.

1882 წელს ალი რიზა გერმანიაში გააგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად.

სწავლაში მიღწეული წარმატებებისათვის გერმანიის იმპერატორმა უფროსი

ლეიტენანტის წოდება მიანიჭა. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ იგი სულთანის

ადიუტანტის საპატიო თანამდებობაზე დანიშნეს და ქოლაღას წოდება მიანიჭეს.

მუშაობდა საარტილერიო სასწავლებლის მასწავლებლად. 1889 წელს განამწესეს

მე–4, მე–5 და მე–6 არმიების საარტილერიო შენაერთებში, სადაც მათ წვრთნას

ხელმძღვანელობდა. არტილერიის დარგში რამდენიმე ნაშრომის გამოცემის შემდეგ,

დააწინაურეს და 1894 წელს, ბრიგადის გენერლის წოდებით, საბერძნეთის

საზღვარზე განლაგებული საარტილერიო ჯარების სარდლად დანიშნეს.

ბერძნებთან ომში მიღწეული წარმატებებისთვის, ალი რიზა დააჯილდოვეს

დიდების მედლით და მეჯიდის პირველი ხარისხის ორდენით. ომის შემდეგ დივიზიის

გენერლის წოდება და ოსმანის ორდენი მიანიჭეს. 1896 წელს იგი შავი ზღვის

სრუტისა და ჩათალჯას ხაზის გასამაგრებლად გაგზავნეს. 1897 წელს არტილერიის

სფეროში სიახლეების შესასწავლად ევროპაში მიავლინეს. ამ ვიზიტისას მან

ალი რიზა ფაშა (ჯაყელი)

(1854-1921)

გენერალ-ლეიტენანტი

( )

(1854-1921)

-

53

გერმანიის, ბელგიის, ავსტრიისა და საფრანგეთის საარტილერიო ქარხნები და ამ

ქვეყნების საარტილერიო მიღწევები აითვისა.

1903 წელს ალი რიზა მეორედ მიავლინეს შავი ზღვის სრუტის გასამაგრებლად

და მიანიჭეს სრული გენერლის ჩინი. ქვეყანაში კონსტიტუციური წყობის დამყარების

შემდეგ, ხელმძღვანელობდა არსენალს და სამხედრო სასწავლებლების

სამმართველოს. იყო სამხედრო მინისტრი. მოგვიანებით უმაღლესი სამხედრო

საბჭოს და სენატის წევრი გახდა. ქემალ ფაშას კაბინეტში საზღვაო მინისტრის

პორტფელი ჩააბარეს. 31 მარტის მოვლენების დროს, მას თავს დაესხნენ მეჯლისის

შენობის წინ.

გერმანიის სახელმწიფოსგან ალი რიზას მიღებული ჰქონდა სამეფო გვირგვინის

პირველი ხარისხის და წითელი არწივის მეორე ხარისხის, რუსეთის იმპერიისგან

წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის, ავსტრიისგან ფრანც–იოსების

მეორე ხარისხის ორდენები.

ალი რიზა ფაშა სარდლობდა ჩანაქქალეს დამცველებს იტალიასთან ომის

დროს, 1911 წელს და ჩათალჯას დამცველებს 1912 წელს, ბალკანეთის ომების

დროს. 1919 წელს იგი მინისტრთა საგანგებო საბჭოს წევრი, ხოლო 1920 წელს

სენატის სპიკერი გახდა.

ცნობილია ალი რიზას გამოსვლა 1920 წელს, ილდიზის სასახლეში გამართულ

სახელმწიფო საბჭოს ბოლო კრებაზე, როცა იგი სევრის ხელშეკრულების მიღების

წინააღმდეგ გამოვიდა.

ალი რიზა ფაშას საარტილერიო თემაზე გამოცემული აქვს რამდენიმე ნაშრომი:

„სროლის წესები“, „დამოუკიდებელი სიმაგრე“, „ინსტრუქცია საველე არტილერიის

მსროლელთა წვრთნისათვის“, "საველე შეკრებისთვის საჭირო სპეციალური

აღჭურვილობის ცხრილი“, „სამხედრო სამსახური მშვიდობიან და საომარ

ვითარებაში“ და სხვა. იცოდა ფრანგული და გერმანული ენები. მისი მეუღლე

იყო ერკინისლი ჰუსეინ ჰუსნუ ფაშას ასული სადიკა, რომელთანაც შეეძინა ერთი

ვაჟი – ფალიზ ბეი.

ალი რიზა ფაშა მხარს უჭერდა თურქეთის ეროვნულ–განმათავისუფლებელ

მოძრაობას, მაგრამ ასაკისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მასში მონაწილეობა

ვერ მიიღო. გარდაიცვალა 1921 წელს, სტამბულში, საკუთარ სახლში. დაკრძალულია

ფათიჰის მეჩეთის ეზოში. მისი საფლავის ქვაზე შემდეგი წარწერაა:

„ სიკვდილს ყველა გაუსინჯავს გემოს (ანკებუტის სურა 57). დივიზიის გენერალი

ალი რიზა ფაშა იყო მეჰმედ მედეთ ბეის შვილი, ქართველი ათაბაგების საგვარეულოდან.

იგი ერთადერთია ვინც, ფადიშაჰის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე,

სევრის უდღეურ ხელშეკრულებას შეეწინააღმდეგა. ყველას ახსოვდეს ეს ისტორიული

მოვლენა და აღავლინოს ლოცვა განსვენებულის სულის მოსახსენებლად.

1921 წლის 27 მაისი“.

მუსტაფა ქემალ ათათურქმა ალი რიზა ფაშას გარდაცვალების გამო მის შვილს,

ფაზილ ბეის, ასეთი შინაარსის სამძიმრის წერილი გაუგზავნა: „ მამათქვენს ჩვენი

ხსნისა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენის იმედი ჰქონდა. გისამძიმრებთ და დიდი პატივისცემით

გეამბორებით. მუსტაფა ქემალი“.




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.03.2023
სულ რედაქტირებულია 6





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0