სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

დავით ბოლქვაძე 1969-93წწ გარდ. ზუგდიდი, გენოციდი დავით ბოლქვაძე 1969-93წწ გარდ. ზუგდიდი, გენოციდი

1969-1993 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ბოლქვაძე სია

ხულო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

280       ბეჭდვა

დავით ბოლქვაძე 1969-93წწ გარდ. ზუგდიდი, გენოციდი

დავით ბოლქვაძე ოთარის ძე დაიბადა 19 მარტი, 1969 წელს. დახვრიტეს, ზუგდიდი, 28 ოქტომბერი 1993 წელს 


1987 წლიდან მუშაობა დაიწყო სახელმწიფო ტელევიზიაში ჯერ ლიტერატურულ, შემდეგ კი - თეატრალურ რედაქციაში ასისტენტად. 90-იან წლებში, სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხის დაარსებისთანავე, ამ არხზე ოპერატორად მიიწვიეს. 1993 წლიდან ის იყო საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა "ტაიმ-აუტის" უცვლელი რეჟისორი და ოპერატორი. დაღუპვამდე რამდენიმე ხნით ადრე დაინიშნა მეორე არხის საინფორმაციო რედაქციის მთავარ რეჟისორად. ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს ამერიკულმა სააგენტო WTN-მა იგი სააგენტოს კავკასიის ბიუროს ოპერატორად მიიწვია. ის მივლინებულ იქნა სამოქალაქო ომის გასაშუქებლად დასავლეთ საქართველოში, სადაც 1993 წლის 28 ოქტომბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დახვრიტეს. ქართველი რეჟისორი და ოპერატორი, ტრაგიკულად დაიღუპა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს. 


წყარო: თავისუფალი ფორუმი: planeta.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.135


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1994 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008836/


ნინო გიორგობიანის ფეისბუქ პოსტიდან (ბიძაშვილი)

დღეს დათო ბოლქვაძის დაბადების დღეა! გმირი რეპორტიორის, რომელმაც სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლე გასწირა. მისი სახელი და გადაღებული   უნიკალური კადრებიც ისტორიას დარჩა! 

“პატივს მივაგებთ რეპორტიორს, რომელიც მზად არის, იდგეს, როდესაც სხვები გარბიან და სვამდეს კითხვებს, როდესაც სხვებს შიში დუმილს აიძულებს“, - ეს წარწერა ვაშინტგონშია გაკეთებული, სადაც დათო ბოლქვაძის სახელი  და   გვარი მსოფლიო ჟურნალისტებს შორის არის.  ისინი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.

დათო 1993 წლის 28 ოქტომბერს მოკლეს. ის ჩემი ბიძაშვილი იყო..


და, თამარ ბოლქვაძის ინტერვიუ მედიაჰოლდინგი კვირა

23 წლის წინ, 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე და რამდენიმე სამხედრო ტყვე დახვრიტეს. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, მათ, ქართველმა საჯაროდ, ბევრი ადამიანის თვალწინ ესროლა. დღეს, დათო ბოლქვაძეს გაიხსენებენ. ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები დათოს სასაფლაოზე შეიკრიბებიან. 23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 24 წლის დათო ბოლქვაძე სიკვდილს შეხვდა.14874936_1271610072861483_1179546066_n

„რაც დრო გადის, მით უფრო მტკივა გული. მით უფრო მაქვს საოცარი პროტესტისა და ამბოხის გრძნობა, უსამართლობის შეგრძნება,  პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, განსაკუთრებით ცხელ წერტილებში, როგორ შეიძლება ჟურნალისტების – დროისა და ომის მემატიანეების ხელყოფა, ყველაზე დიდი დანაშაული არის ის, რომ ომში დახვრიტო ჟურნალისტი. დათო უპრეცედენტოდ მოკლეს. ბევრი ნაღმზე აფეთქებულა, ბევრს შემთხვევითი ბრმა ტყვია მოხვედრია, ზოგი დაბომბვის შედეგად დაღუპულა, მაგრამ ასე სახალხოდ, საჯაროდ, თან ქართველის ხელით დახვრეტა – ეს არის სასტიკი დანაშაული. ბიჭი, რომელიც აფხაზეთის ომში ჩეჩენის, კაზაკის ტყვიას გადაურჩა, ქართველმა დახვრიტა იმიტომ, რომ თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.“ – ამ სიტყვებით იხსენებს „კვირასთან“ საუბრისას ძმას თამარ ბოლქვაძე.

თუმცა, დას ძმის შესახებ საუბარი მაინც უჭირს. ამბობს, რომ 28 ოქტომბერი, ძალიან მწარეა მის ცხოვრებაში.

„დათოს უკვე 47 წელი უნდა შესრულებოდა. დღეს კი დახვრეტის დღეა, ძალიან მწარე დღეა ჩემს ცხოვრებაში. სიმწარე, რომელიც 23 წლის განმავლობაში არ განელებულა… ზოგჯერ უფრო მეტად განვიცდი და უფრო და უფრო მატულობს ეს სიმწრის განცდა. სულ ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა დღეს დათო ცოცხალი ყოფილიყო, როგორ ლამაზად გააგრძელებდა თავის სიცოცხლეს და საქმიანობას, როგორი პროფესიოონალი იქნებოდა,“ – ამბობს დათო ბოლქვაძის და. იგი რეჟისორ გიორგი ებრალიძის მოგონებებს იშველიებს.

„ყველაზე მეტად იცით, რა მიკვირს ხოლმე, თუმცა არც კი მიკვირს, დაახლოებით იმდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა სიკვდილს შეხვდა. ამდენი ხანი რომ ცოცხლობს დათოს ხსოვნა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მან თავის ხანმოკლე სიცოცხლეში ძალიან დიდი შინაარსი ჩაატია. ზოგჯერ მართლაც ბევრს უჩნდება ასეთი კითხვა, რომ როგორი ცხოვრებით იცხოვრა ამ ბიჭმა? ან ისეთი რა გააკეთა, რომ ყველას ასე თბილად და ტკბილად დაამახსოვრა თავი? ზოგჯერ გუშინდელ და გუშინწინდელს აღარ იხსენებენ ხოლმე. ეს, ალბათ თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული. დათო მართლაც ასეთი იყო და ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მე მისი და ვარ. გავიხსენებ, რეჟისორ გიორგი ებრალიძეს გამონათქვამს, რომელმაც თავდაპირველად დათო მეორე არხზე მიიყვანა. მათ ერთად დაიწყეს იქ მუშაობა. ის მოგონებებში ასეთ რამეს იხსენებს, რომ, – დათო იყო კაცობის ეტალონი. კაცობის საზომი ერთეული იყო ჩემთვის დათო ბოლქვაძეო. სამწუხაროდ, ის რაც ვნახე დათოში, ვერავისში ვეღარ ვნახეო.

„დათოს ჰქონდა საოცრად ღირსეული კაცობის შინაგანი კონსტიტუცია, რომელსაც არასოდეს არ არღვევდა. რომ არ დაარღვია, იმიტომაც შეხვდა ასეთ სიკვდილს. დათოს თავის პროფესიაზე რომ არ ეფიქრა და ეფიქრა სიცოცხლის გადარჩენაზე, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს წაერთმიათ კამერა და კასეტა, თუ ასეთი საშინელება იყო გადაღებული და ამის გამო, რომ ხვრეტ ადამიანს, ეს არის გამოუსწორებელი დანაშაული. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა, მაგრამ ასე საჯაროდ და სახალხოდ დახვრეტილი არის მხოლოდ დათო,“ – აცხადებს თამარ ბოლქვაძე.

და ბოლოს, როგორც თამარ ბოლქვაძე ამბობს, – „ დათოს კაცობა არასოდეს არ ეკიდა თოფის ლულაზე და იარაღზე. ბიჭს, რომელსაც შეეძლო ომში გადაეღო კადრი, თუ როგორ აჭმევენ ჯარიკაცები ბარტყებს, როგორ უყრიან საკვებს ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყებს, იყო დათოს ესთეტიკა. ეს არის დათოს პორტრეტი, ომში, როდესაც ტყვიების ზუზუნი და ტყვიების წვიმა მოდის, მხოლოდ დათოს თვალს შეეძლო დაენახა და ფირზე აღებეჭდა ბუდიდან გადმოფრენილი ბარტყი. ეს იყო დათო ბოლქვაძე.“ – ამბობს თამარ ბოლქვაძე.


ცნობისთვის, 1993 წლის 28 ოქტომბერს, ხობის რაიონული ცენტრის მოედანზე, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე და რამდენიმე ახალგაზრდა დახვრიტეს. 28 ოქტომბრის ტრაგედია უშუალოდ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის ლოთი ქობალიას ხელითა და მისი ორგანიზებით დატრიალდა.

ვახტანგ (ლოთი) ქობალია 1993 წელს დააპატიმრეს და მას ბრალად ედებოდა სამშობლოს ღალატი, ბანდიტიზმი, უკანონო ბანდფორმირების შექმნა, 6 პირის განზრახ მკვლელობა. 1996 წელს უზენაესმა სასამართლომ მას სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 1997 წლის ბრძანებულების საფუძველზე, მას ბრალდება 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი ქობალია 2004 წელს სამოქალაქო შერიგების აქტის საფუძველზე შეიწყალა.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.03.2023
ბოლო რედაქტირება 19.03.2023
სულ რედაქტირებულია 2





სოფ. დრანდა, გულრიფშის რ-ნი, მებრძოლები, ვეტერანები. გენოციდი

2 0

ბაღდათის მუნიციპალიტეტი მებრძოლები, 1990 წლიდან, მოგვაწოდა მინდია ამირანის ძე კიკნაველიძემ დაბ. 1986 წელს, ბაღდათი

2 0

დღის იუბილარი/ხსენება ნიმუში

1 0


საქართველოს ომები ნიმუში

1 0


+კონდოლი თელავი 148 ნაპოვნი დოკუმენტი 1941-45

1 0


1918-21 წლები 400 დაღუპული მებრძოლის სია პაატა გიგაურისგან

1 0