სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მექა ხანგოშვილი ხასოს ასული დ. 1969წ. ფილოლოგი დაბ. სოფ. დუისი, ახმეტა, პანკისი მექა ხანგოშვილი ხასოს ასული დ. 1969წ. ფილოლოგი დაბ. სოფ. დუისი, ახმეტა, პანკისი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ხანგოშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

68       ბეჭდვა

მექა ხანგოშვილი ხასოს ასული დ. 1969წ. ფილოლოგი დაბ. სოფ. დუისი, ახმეტა, პანკისი

მექა ხანგოშვილი ხასოს ასული დაიბადა 30 მაისი, 1969 წელი,  სოფელი დუისი, ახმეტის რაიონი.


მონაწილეობს ჩეჩნური დედაენის შექმნაში.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1993-1994წწ. კითხულობდა ბიოფიზიკის კურსს გროზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1998 წლიდან "კავკასიური სახლის" ჩეჩნურ-ინგუშური სექტორის ხელმძღვანელი; 2003 წლიდან საქართველოს ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი. ბიოფიზიკოსი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.244


ბიბლიოგრაფია

მექა ხანგოშვილი

 მექა ხასოს ასული ხანგოშვილი დაიბადა 1969 წლის 30 მაისს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში, პედაგოგების ოჯახში.

1986 წელს წარჩინებით დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1987-1992 წწ. სწავლობდა  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა ფიზიკა- მათემატიკოსისა და ბიოფიზიკის სპეციალობით.

1993-1994 წწ. მუშაობდა გროზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოფიზიკის კათედრაზე ასისტენტად.

1996 წლიდან დღემდე ჩეჩენი ლტოლვილებისა და პანკისელი ქისტების უფლებადამცველია.

1996-1998 წწ. იყო სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში: „ახალი 7 დღე“, „დილის გაზეთი“, „ახალი ეპოქა“ და ა.შ. სპეციალური კორესპონდენტი.

1998-2008 წწ. - საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლის“

ჩეჩნურ–ინგშური სექტორის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

2000 წლიდან დღემდე ექსპერტი კავკასიის საკითხებში.

2002-2003 წწ. პლიტიკური მოძრაობა „მშვიდობიანი კავკასიის“ გამგეობის წევრი.

2003 წელს პარტიული სიით (რიგით მეორე) კენჭს იყრიდა საქარველოს პარლამენტში.

2003 წლიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქალთა ფედერაცია კავკასიელ ქალთა კონგრესის“ თავმჯდომარე.

2003-2006 წწ.  - შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი,  ასპირანტ–მაძიებელი ფოლკლორის განხრით.

2004-2006 წწ. კავკასიის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სალექციო კურსი: “კავკასიის ხალხთა ისტორია“.

2004-2007 წწ. - საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა-სემინარიაში/თსუ  უცხოელებს ასწავლიდა ჩეჩნურ ენას.

2004-2008 წწ. - კავკასიოლოგიური უნივერსიტეტი, ჩეჩნური ენის პედაგოგი.

2007 წ. ტელეიმედი ფონდ „ჰორიზონტის“ პროექტი ეროვნული უმცირესობების შესახებ, ტელეპროგრამა „ჩვენი ქვეყანა“  - წამყვანი

2006-2008 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,  სოციალურ–ჰუმანიტარული  ფაკულტეტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მინიჭება: სადოქტორო თემა:  „ვაინახური საგმირო ეპოსი“.

2008- 2014 წწ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სმოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

2009 წლიდან დღემდე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილი სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრი.

2010 წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკის“ დამფუძნებელი.

2012 წლიდან დღემდე საერთაშორისო საზოგადოებრივ-კულტურული მოძრაობა „ერთიანი კავკასიის“ გამგეობის წევრი, კულტურული განყოფილების ხელმძღვანელი.

2014 წლიდან დღემდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი მრჩეველი.

2017-2021 წწ. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.



მექა ხანგოშვილი არის ასეულობით კონფერენციის, სემინარის, სამეცნიერო კონგრესისა და მრგვალი მაგიდის დელეგატი  საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ (ჩეჩნეთი, ინგუშეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, გერმანია, რუმინეთი და სხვ.), წაკითხული აქვს მრავალი საჯარო ლექცია სხვადასხვა თემატიკით, არის სხვადასხვა ვორკშოპებისა და ტრენინგების მონაწილე.

გამოქვეყნებული აქვს ასეულობით სამეცნიერო სტატია საქართველოს ბეჭდურ მედიაში და მის ფარგლებს გარეთ. არის ათეულობით მონოგრაფიისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

მექა ხანგოშვილი არის ქართულ-ვაინახური ურთიერთობების, ასევე პანკისის ხეობის კულტურული ისტორიის წარმოჩენისა და განვითარების კუთხით ორგანიზებული ასეულობით ღონისძიების ორგანიზატორი და წამყვანი.

განსაკუთრებულია მისი წვლილი პანკისელი ახალგაზრდების სწავლა-განათლებისა და მათი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში. წლების განმავლობაში მისი თაოსნობით საქათველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწვალებლებში უგამოცდოდ ირიცხებოდნენ პანკისელი ახალგაზრდები.

არის იშვიათი გამონაკლისი იმ საჯარო მოხელებს შორის, რომელიც ყოველთვის დგას სიმართლი მხარეს, უარს არ ამბობს მორალურ პრინციპებზე და მედგრად იცავს პანკისის ხეობასა  და მის მოსახლეობას.

მიღებული აქვს  სიგელები და ჯილდოები:

2004 წელს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დაჯილდოვდა სპეციალური მედლით ქალთა პრობლემებზე წარდგენილი პროექტების გამო, რომელიც საზეიმო ვითარებაში გადაეცა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ.

2010 წლის მარტში გადაეცა კავკასიის ცივილიზაციის, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტუტის „კავკასიონის“ საპატიო დიპლომი საჯარო აღიარებით - კავკასიის ცივილიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო.


]

2013 წლის 23 თებერვალს დაჯილდოვდა აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახების შერიგებისა და თანადგომის ჰუმანიტარული მომსახურების კავშირი „დიოსკურია - 2005“ ის მიერ მშვიდობის  ვარსკლავითა და დროშით  კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარების საქმეში შეტანილი წვლილის გამო.

2015 წლის ოქტომბერში მიენიჭა დავით აღმაშენებლის აკადემიის  საპატიო პროფესორის  წოდება.

2016 წლის თებერვალში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გადაეცა საპატიო სიგელი მშობლიური ენის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი წვლილის გამო.

2016 წლის ივნისში გახდა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებული ზეპირსიტყვიერების დარგში (შემკრები).

2017 წლის სექტემბერში გადაეცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის  მადლობის სიგელი ქართულ-ვაინახურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

2018 წელს საერთაშორისო ფესტივალის FIESTALONIA MILENIO (ესპანეთის სამეფო) და     ქალაქის საბჭოს LLORET DE MAR (ესპანეთის სამეფო) მიერ დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომით საქართველოსა და ესპანეთს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

2022 წელს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომით მშობლიური ენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

გმოსაცემად გამზადებული აქვს 900 გვერდიანი  წიგნი: „ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“, რომელიც შედგება 45 თავისგან, მათგან 22 თავი მოიცავს ქისტების ისტორიას, აწმყოსა და მათ წარსულს, ხოლო 22 თავი გამოჩენილი და სახელოვანი ქისტების ბიოგრაფიებს, ერთი თავი ეთმობა ბოლო დროს პანკისში განვითარებული მოვლენების ფოტოქრონიკას და პირობითად დასათაურებულია, როგორც “პანკისი გუშინ და დღეს“.

ამჟამად მუშაობს პანკისის ხეობის სკოლების, ჩეჩნური ენის შემსწავლელი კლასებისათვის  მოსწავლის ორენოვანი  რვეულის შექმნაზე.

ჰყავს სამი ქალიშვილი.


ამონარიდი მექა ხანგოშვილის წიგნიდან

ღვაწლმოსილი წინაპრები 


დუი ციცხაშაშვილი


 პანკისის პირველი მოსახლე დუი ციცხაშაშვილი იყო დიშნის თეიფის წარმომადგენელი. დიშნის რეგიონი (“დიშნი მოხქ” - დიშნის ქვეყანა) მდებარეობს ჩეჩნეთში, მდ. არგუნის აუზის შუა წელში, ითუმხალის რაიონში. მდ. არგუნს მარცხნიდან უერთდება დიშნის წყალი, რომელიც ქმნის დასავლეთით შეჭრილ ღრმა ხეობას, გარშემორტყმული მთებით. ეს მხარე განთქმული იყო ნოყიერი სახნავი მიწებითა და საძოვრებით. თვით  სახელწოდება “დიშნი” ნიშნავს ნოყიერს. დიშნელები ცხოვრობენ ასევე ვედენოს რაიონში. დიშნელები განთქმულნი იყვნენ და არიან დღესაც გამორჩეული მეომრული სულისკვეთებით, ჯერ კიდევ შამილის დროს რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინეს და XX ს. დასასრულა და XXI საუკუნის დასაწყისში ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მოწინავე რიგებში იდგნენ.

დუი  იძულებული გახდა სისხლის მაძიებლებს გარიდებოდა და დიშნოდან ავიდა მაისტში და იქ ცხოვრობდა ათი წელი. მაისტში, დედულებში ის აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, მაისტელებთან ერთად იღვწოდა მაისტის თავისუფლებისათვის, მონაწილეობდა თარეშებში, ამის დასტურია ისიც, რომ, როცა საქართველოში გადმოსახლება გადაწყვიტა, მაისტელებმა ცხვარ-ძროხით დაასაჩუქრეს. ცხვრის ფარით ხევსურეთში გადმოსვლისას ერთმა ხევსურმა ძმადნაფიცი მაისტელის ცხვარი იცნო, ეგონა მოპარულიაო და წართმევა დაუპირა. ჩხუბში დუის ხევსური შემოაკვდა. უხუცესები ყვებოდნენ, სისხლის საფასური 80 წლის შემდეგ გადავიხადეთ, ხევსური სისხლს არავის შეარჩენსო.

მაისტში ცხოვრების დროს  დუის ხშირი კონტაქტები ჰქონდა ხევსურებთან, ქართული ენა შეისწავლა, გადმოდიოდა თიანეთში, სტუმრობდა ჩაბანოს ხეობაში გადმოსახლებულ ქისტებთან, ურთიერთობას ამყარებდა ქართველებთან. XIX ს. 20-იან წლებში თიანეთი იყო ახმეტა-თიანეთის მაზრის ცენტრი, მაზრის უფროსად ახმეტელი ჩოლოყაშვილების წარმომადგენელი ინიშნებოდა.

დუი დაუკავშირდა მაზრის უფროსს ჩოლოყაშვილს და მისგან მიიღო ნებართვა თიანეთში, კერძოდ ერწოში დასახლებისა, მაგრამ დუი, როგორც მისი ჩამომავლები, შვილიშვილები ამბობდნენ, დიდხანს არ დარჩენილა თიანეთში. მაზრის უფროსმა შესთავაზა, შეერჩია საცხოვრებელი ადგილი აღმოსავლეთ მთისწინეთში: პანკისის, ლოპოტის, ართანის ხეობებში. რატომ მაინცდამაინც ეს ხეობები? სწორედ ამ ხეობებით ხდებოდა ლეკთა თარეშები კახეთზე, პანკისი, ადრე ქართული მოსახლეობით სავსე, სწორედ ლეკთა თარეშების შედეგად მთლიანად დაიცალა მოსახლეობისგან. XVIII ს. მეორე ნახევრიდან პანკისში სოფლები აღარ არის. 1772 წ. ახმეტაში იმყოფებოდა მოგზაური გულდენშტედტი, რომელიც სოფ. მატანში იმყოფებოდა და წერს, რომ მატნის ზემოთ, ჩრდილოეთით სოფლები არ არის.

თიანეთის მაზრის უფროსის, ქართველი და რუსი მმართველების მიზანი იყო, ჩაესახლებინათ პანკისში ქისტური მეომარი ტომი, რომლებიც ჩაკეტავდა ამ ხეობას და აღკვეთდა ლეკთა თარეშებს. ქისტი ბელადებისთვისაც ხელსაყრელი იყო ნაყოფიერ და მშვიდობიან ქვეყანაში დასახლება. პირიქითა ქისტეთში, ჩეჩნეთში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი, ვერაგი და დაუნდობელი მტრის – დამპყრობელი რუსების წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლები.

დუი დიშნელმა წამოიყვანა თავისი სისხლით ნათესავები, მაისტელები და დასახლდა პანკისის ცენტრში, სადაც იდგა ნიშა-ეკლესია, პანკისის მოურავის მიერ აშენებული. სხვადასხვა მიზეზებით (ეკონომიური სიდუხჭირე, შურისძიებასა და  დანაშაულს გამორიდება და სხვ.) თანდათანობით ემატებიან ჩეჩნეთის მთიანეთიდან

დუი კონტაქტიანი კაცი ყოფილა, დაუკავშირდა მეზობელ ქართველებს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კავშირი დაამყარა, იბრძოდა მოთარეშე ლეკების წინააღმდეგ. სოფლის (მან პირველად ახალშენს “პენგიზი” უწოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ხსოვნის უკვდავსაყოფად მადლიერმა თანასოფლელებმა დუის სოფელი უწოდეს).

პანკისის თავში ააგეს საყარაულო ხის კოშკები, პირიქითა ქისტეთში ქვისგან აშენებდნენ საბრძოლო კოშკებს, მაგრამ აქ, პანკისში საამისო მასალა არ იყო და ხისგან ააშენეს. ამ კოშკზე მორიგეობით ყარაულობდნენ, როგორც კი ლეკები გამოჩნდებოდნენ, განგაშს ტეხდა ყარაული. იმ ადგილს, სოფ. დუისსა და ჯოყოლოს შორის მინდორს, რომელიც ადრე ზღმარტლისა და შინდის ხეებით იყო დაფარული და ეწერს წარმოადგენდა, დღესაც კვეშქოჩს (კოშკების მიღმა) უწოდებენ.

უხუცესების გადმოცემით ყოფილა შემთხვევები, რომ დუი დაღესტანშიც კი მიჰყვებოდა გატაცებულ ტყვეებს (როგორც ქისტ, ისე ქართველ ტყვეებს) და მოლაპარაკებების გზით იბრუნებდა უკან. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ექსპედიციის შემდეგ დუის მამაცობითა და მისი დიპლომატიური ნიჭით აღფრთოვანებულმა თიანეთის მაზრის უფროსმა დუის აჩუქა ხმალი წარწერით, რომელიც რუსეთ-ჩეჩნეთის ბოლო ომებამდე ინახებოდა გროზნოს სახელმწიფო მუზეუმში და არაერთ პანკისელ ქისტს საკუთარი თვალით უნახავს.

დუი სოფლის მამასახლისიც იყო, საქვეყნო საქმეებს განაგებდა, მისი მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტები არსებობდა, ინახებოდა დუის შვილიშვილთან აბდულ დუიშვილთან, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი იყო, საბუთებთან ერთად ზემოთხსენებული  ხმალიც. ამ საბუთების ნაწილი დუის შთამომავალმა მაგეი დუიშვილმა თბილისში ერთ-ერთ ადვოკატს მისცა, რათა მას ეწარმოებინა პენსიის დანიშვნის საქმე და დაიკარგა, ხმალი და დარჩენილი საბუთები ასევე დუის შთამომავალმა მახმად დუიშვილმა ჩაიტანა ჩეჩნეთ-ინგუშეთში და ქ. გროზნოს სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. ეს საბუთებიც ჩეჩნეთ-რუსეთის ომის დროს დაიკარგა, მუზეუმი დაიბომბა და გაიძარცვა.

გადმოხვეწილები და პანკისი იწყებს ხელახალ აყვავებას.

როგორც დუის შვილიშვილები ამბობდნენ, დუი 35 წლის ასაკში დასახლდა პანკისის ხეობაში, პანკისში იცხოვრა 30 წ. გარდაიცვალა 65 წლისა, 1856 წ. გარდაცვალების თარიღი ზუსტია, მაშასადამე, დუი დაბადებული ყოფილა 1791 წ., ხოლო პანკისში ჩამოვიდა 1826 წ. ამ თარიღს ადასტურებს ს. ჩხენკედლიც, რომელიც იკვლევდა პანკისის ისტორიას. არის ვერსია, რომ დუიმ მოიარა პანკისი, ლოპოტა, ართანა და არჩევანი გააკეთა პანკისზე, რადგან იმ პერიოდში პანკისი უკაცრიელი იყო და მის სამშობლოსთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა. სავარაუდოა, რომ 1826 წ. ის პანკისში პირველად მივიდა შესწავლის მიზნით.

დუი დასაფლავებული იყოDდუისის ძველ სასაფლაოზე, ალაზნის პირას, სადაც იდგა პანკისის მოურავის მიერ აშენებული ეკლესია, რომელიც1903 წელს ადიდებულმა ალაზანმა წალეკა, ამის შემდეგ 1903 წელს დუის ნეშტი გადაასვენეს სოფ. Dუისის დასავლეთით ახლად გახსნილ სასაფლაოზე.

მადლიერმა დუისელებმა სოფელ პენგიზს (“პენგიზი” დუიმ უწოდა პანკისის ინტერპრეტაციით) მისი დამაარსებლის, თავიანთი მამასახლისის, პანკისის პირველი მოსახლის დუის სახელი უწოდეს -  “დუი იურთ” (დუის სოფელი), შემდეგ კი სოფელს შემოკლებით დაარქვეს დუისი.

2019 წელს პანკისელებმა ზეიმით აღნიშნეს პანკისში ქისტების ორსაუკუნოვანი ჩამოსახლების ისტორია. Dდუის საფლავზე შეასრულეს რელიგიური რიტუალი ზიქრი, საფლავზე არმართეს ძეგლი, გაიმართა დოღი დუის სახელზე და სხვ., რაც ამავე დროს იყო მადლიერების გამოხატვა ქართველი ხალხის მიმართ, ვინ ცასე ძმურად მიიღეს ქისტები თავიანთ მიწა-წყალზე და აზიარეს მაღალგანვითარებულ კულტურას.


დუის შთამომავლები ცხოვრობენ სოფ. დუისში და ორ გვარზე იწერებიან: ხანგოშვილებად და დუიშვილებად. პირველად დუის მოდგმა დუის პაპის _ ხენგის სახელზე იწერებოდნენ, შემდეგ ზემოთ აღნიშნულმა პიროვნებამ – მაგეიმ იმ მიზნით, რომ დუის შთამომავლები შეღავათებით ისარგებლებდნენ, 1922 წ. დუის ორი ვაჟის _ ხახეისა და იდას შთამომავლები დუიშვილებად დააწერინა, ხოლო უფროსი ორი ვაჟიშვილის _ უმარის და ბეხოს შთამომავლები ხანგოშვილებად დარჩნენ. ამრიგად, დუის შთამომავლები არიან ხანგოშვილები და დუიშვილები, ერთ გვარად ითვლებიან და ჭირში და ლხინში ერთად არიან. ამ გვარში შედიან დუის ქალიშვილის ჩამომავლებიც _ ალდამოვები. Dდუის შთამომავლები დღესაც წამყვან როლს თამაშობენ დუის სოფელში.

დღესდღეობით დუი დიშნელის შთამომავლებიდან 145 ოჯახი ცხოვრობს პანკისის ხეობაში.


თოი ფარეულიძე

 

თოი (თედო) ფარეულიძე, წარმოშობით ხილდიხაროელი, ცხოვრობდა პანკისში, სოფ. ომალოში. იგი სხვა ახალგაზრდებთან ერთად სასწავლებლად გააგზავნეს თბილისში, სადაც მოხვდა იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში. 1914 წ. გაიწვიეს პირველ მსოფლიო ომში ფრონტზე და პირველ თვეებშივე გამოჩენილი მამაცობის გამო, ცხენოსანთა პოლკიდან გადაიყვანეს `ველურ დივიზიაში~, კერძოდ ჩეჩენთა პოლკში. `ველურ დივიზიას~ ხელმძღვანელობდა იმპერატორის ძმა მიხეილი, ეს დივიზია პრივილიგებული იყო მთელ რუსულ არმიაში, მასში მოხვედრა შეეძლო მხოლოდ საუკეთესო მოჯირითეს, ცხენოსნობაში გაწაფულ მხედარს, რომელიც უნდა ყოფილიყო თავზე ხელაღებული, მამაცი, იარაღის ხმარების დიდოსტატი.



არასდროს დაივიწყებს ამ გმირობას რუსეთი. პატივი მათ და ხოტბა!

ძმური სალმით ნიკოლოზ

რუსეთი ყოველთვის ივიწყებდა სიკეთეს, სიკეთეს ბოროტებით უხდიდა იმპერიაში შემავალ ხალხებს, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. როდესაც იმპერატორს წარუდგინეს შტაბსკაპიტანი თედო ფარეულიძე, მან მსუბუქი ავტომობილი აჩუქა, თოიმ გადაწყვიტა ეს ავტომობილი პანკისში ჩამოეყვანა, საოცარია, როგორ მოახერხა ეს, მაგრამ ფაქტია, რომ მან პირველმა პირველი ავტომობილი ამოიყვანა პანკისში.

ეს ამბავი მოედო ხეობას. თვითმხილველი მოხუცები ყვებოდნენ, როგორ იკრიბებოდნენ ხალხი და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, თოის `უღელშეუბმელი ურემი მოჰყავსო.

ომალოელ ქისტებს კიდევ ერთი საოცრება ელოდათ წინ. რა თქმა უნდა, დიდი ხნის უნახავი ნათესავის, თანასოფლელის, უჩვეულო ფორმიანი, ორდენებით მკერდდაფარული თოის ნახვა ყველას უნდოდა, მაგრამ მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კარებში ჩადგა რუსი ჯარისკაცი (`დენშჩიკი) და არავის უშვებდა. აყალმაყალზე თოი გამოვიდა გარეთ, გაიცინა, ხალხი დააშოშმინა და მსახურს უბრძანა, რომ მნახველები შემოეშვა მასთან, რა დროსაც არ უნდა მოსულიყვნენ.

 

მახმად მარგოშვილი 1912-1972წწ 


მახმად კონსტანტინეს ძე მარგოშვილი დაიბადა  1912 წლის 18 სექტემბერს ახმეტის რაიონის სოფ. დუისში.

1934 წელს ჩაირიცხა და 1937 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ფეხოსანთა სკოლა ქ. თბილისში, სადაც მიიღო უმცროსი ლეიტინანტის წოდება.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ  ავიაციისთვის სამედიცინო კომისიის მიერ  შეირჩა 5-6 კაცი, მათ შორის მახმადიც და  1938 წელს გაგზავნეს რუსეთში, ქ. ორენბურგში, ყაზახეთის საზღვართან ახლოს, სადაც ჩაირიცხა საფრენოსნო-საავიაციო სკოლაში. ერთი წლის შემდეგ იგი ავიაციის შტურმანის ხარისხით ბრუნდება სამშობლოში.

1939 წელს აგზავნიან  ქ. ორიოლში მფრინავ-დამკვირვებლად, სადაც მუშაობდა ავიაციის შტურმანად „შორი ბომბდამშენი თვითმფრინავზე“.

სსრკ-ფინეთის ომის დროს 1940 წლის თებერვალ-მარტში მახმად მარგოშვილი ლეიტინანტის ხარისხით გადაყავთ ქ. კურსკში.



1941 წლის ივნისიდან, პირველი მსოფლიო  ომის დაწყებისთანავე იგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბომბდამშენია ომის პირველივე დღიდან. მის ერთ-ერთ ბიოგრაფიულ მონაცემებში წერია: „1941 წელს, როგორც კი სამშობლოს ცაზე შავი ღრუბელი ჩამოწვა, როცა ფაშისტური ურდოები ვერაგულად, ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საბჭოთა კავშირს,  მახმადა -  ავიაციის ლეიტენანტი, გამარჯვების რწმენით, პირველივე დღიდან უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.

შეასრულა 128 საბრძოლო გაფრენა. ჩამოაგდო მტრის არაერთი თვითმფრინავი. მრავალჯერ გამოიყვანა მწყობრიდან მტრის საბრძოლო ტექნიკა, ძვირფასი დანადგარები და სამრეწველო მოოწყობილობა, რისთვისაც მრავალჯერ იქნა დაჯილდოებული სხვადასხვა მადლობის სიგელებით, ორდენებითა და მედლებით“.

1941 წლის 26 ივნისს  ერთ-ერთი სამხედრო დავალების შესრულებისას ვილნიუსსა და მინსკს შორის, მახმადის თვითმფრინავს მოულოდნელად დაესხა თავს მტრის ორი მესერი და ტყვიამფრქვევის ცეცხლით რამოდენიმე მცდელობის შემდეგ მოწინააღმდეგეებმა ჩამოაგდეს მისი თვითმფრინავი პოლონეთის მიწაზე, ქ. ლომჟიდან რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით და მახმადი ტყვედ ჩაიგდეს გერმანელებმა: ის მძიმედ იყო დაჭრილი, დამტვრეული ჰქონდა ხერხემალი, ჩატეხილი ნეკნები და 8 თვის განმავლობაში ჰოსპიტალში მკურნალობდა.

1942 წლის ოქტომბერში გამოწერეს საავადმყოფოდან. ვილნიუსში  ყოფნისას მახმადის გადაბირების მიზნით ვის არ უშვებდნენ მასთან ჰოსპიტალში,  მოლასა და დიაკვანის ჩათვლით, აგიტაცია-პროპაგანდის გზით.

ერთხელაც სამუშაოს შესასრულებლად წაიყვანეს ტყვეები, საიდანაც მახმადმა ერთ უზბეკ მეგობართან ერთად გაქცევა მოახერხა, თუმცა გერმანელებმა განგაში ატეხეს და ისინი ისევ დააკავეს.

1943 წლის 10 იანვარს  მან ხელმეორედ სცადა გაქცევა ტყვეობიდან და თავი შეაფერა მოხუც პოლონელ ცოლ-ქმარს, მაგრამ ეს თავისუფლება დიდხანს არ გაგრძელებულა, ცოლ-ქმარმა  ღალატით გასცეს მახმადი და დააბრუნეს ტყვეობაში. ამჯერად ის გერმანელებმა სასიკვდილო კამერაში მოათავსეს და 12 დღე-ღამის უჭმელ-უსმელი სასიკვდილო მდგომარეობაში გადაყავთ ტყვეთა ბანაკში, სადაც პოლონელი ექიმის დახმარებით მოეწყობა სამუშაოზე, მაგრამ მახმადი თავისი გენეტიკური მენტალობიდან გამომდინარე არ ეპუება ტყვეობას და მუდმივად ფიქრობს თავისუფლებაზე. რამოდენიმე  კვირის  შემდეგ ის ისევ გაიქცევა ბანაკიდან და ერთი თვის უგზო-უკვლო ხეტიალის შემდეგ შეურთდება პარტიზანულ ჯგუფს ბელორუსიაში. თუმცა პარტიზანები მას არ ენდობოდნენ და მახმადმა რთული გზა გაიარა, სანამ თანამებრძოლებს ერთგულება არ დაუმტკიცა. პარტიზანულმა რაზმმა მოსკოვთან კავშირის დამყარების შემდეგ, მახმადის ინიციატივით ბელორუსიის ტყეში გახსნეს აეროდრომი, რომელიც პარტიზანებს ამარაგებდა საკვები პროდუქტებითა და ტყვია-წამლით.

1943 წლის 8 მარტს გერმანელებმა გაიგეს გაქცეულების  ადგილმდებარეობა და დაბომბეს. მახმადი ისევ დაიჭრა, დაკარგა მარცხენა ნეკა თითი, მაგრამ მოახერხა ალყის გარღვევა და საბოლოოდ შეუერთდა საბჭოთა არმიის რიგებს.

1944 წელს სტალინის ბრძანებით დააბრუნეს ქ. მინსკში.

1946 წელს კურსკში ყოფნისას მას ჩააკითხა მეუღლემ ნატაშა ალდამოვამ და შეძლო მახმადის დათანხმება მშობლიურ მხარეში დაბრუნებაზე.

1962 წლამდე მუშაობდა დაბა თიანეთში, ხოლო სიცოცხლის ბოლომდე ქ. ახმეტის აეროდრომის უფროსად.

სამწუხაროდ მახმად მარგოშვილს ულამაზეს და უმამაცეს ნატაშა ალდამოვთან შვილები არ ეყოლა და ის ხელმეორედ დაქორწინდა მშვენიერ  დუისელ ქალიშვილზე ძაბურა ხანგოშვილზე, რომელთანაც ხუთი ვაჟი შეეძინა. ხარობდა თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ვალმოხდილი მფრინავი, მაგრამ ნაადრევად უმტყუნა სამამულო ომის იარამ. 1970-იან წლებში მახმად მარგოშვილის  ჯანმრთელობა გაურესდა, თავი იჩინა ბრძოლის ველზე შეძენილმა ჭრილობებმა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა მისთვის. გარდაიცვალა 1972 წელს, დაკრძალულია მშობლიური სოფლის დუისის სასაფლაოზე.

დიდ სამამულო ომში გამოჩენილი თავდადებისა და მამცობისათვის იგი დაჯილდოებულია:

„წითელი ვარსკლავის“ ორდენით;

„1 ხარისხის  სამამულო ომის პარტიზანის“ მედალით;

1941-45 წლებში დიდ სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების მედალით.

„არა, არ მომკვდარა თავისი ხალხისა და ქყვეყნის გულანთებული პატრიოტი და მამაცი შვილი, არ მომკვდარა, რადგანაც მან ჩვენი უღრუბლო ცისთვის, ჩვენი დღევანდელი დღისთვის გასწირა საკუთარი სიცოცხლე და მარადიულ სევდად შემორჩა ძვირფასი ხალხისა და ახლობელთა გულებს“- ფიქრობენ მადლიერი პანკისელები.

 

ლაბაზ გუმაშვილი 

ლაბაზ ელიოზის ძე გუმაშვილი დაიბადა 1949 წლის 21 მაისს ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში.


1966  წელს ოქროს მედალზე დაამთავრა დუისის საშუალო სკოლა.

1968-70 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

1971 წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ, როგორც გამოკვეთილად ნიჭიერი და  წარჩინებული სტუდენტი წარგზავნილი იქნა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა  1976 წელს.

1976-79 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში, დასწრებულ განყოფილებაზე.

1980 წელს დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1980-84 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისში, მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის ფილიალში დოცენტის თანამდებობაზე. ამ თანამდებობაზე იგი მოწვეულ იქნა უმაღლესი სკოლის ფილიალის ხელმძღვანელობის მიერ, რადგანაც ჩვენი ქვეყანა კრიმინალისტ-კიბერნეტიკის სპეციალისტის დეფიციტს განიცდიდა.



ვინაიდან დაპირება ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის თაობაზე დაპირებად დარჩა და უმაღლეს სკოლაში კი კორუფციული პროცესები უმაღლეს დონეზე ვითარდებოდა, ლაბაზ გუმაშვილისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა აღნიშნული ვითარება. იგი თავს ანებებს მუშაობას და გადადის ქალაქ გროზნოში, სადაც მუშაობას იწყებს გროზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად, ბოლოს კი სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრის გამგედ. სულ მოკლე ხანში ლაბაზ გუმაშვილის მაღალი ხარისხის ცოდნა აშკარად გამოიკვეთა  არა მარტო ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, არამედ რუსეთის სამეცნიერო წრეებში. ფაქტობრივად მისი უშუალო პრაქტიკული შესრულებით დაიწერა ჯერ ჩეჩნეთის რესპუბლიკა „იჩქერიის“, ხოლო შემდეგ კი თანამედროვე პერიოდის ჩეჩნეთის რესპუბლიკის კონსტიტუციები. მარტო კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე მას გამოქვეყნებული აქვს 75 სამეცნიერო ნაშრომი, ხოლო მთლიანობაში მის მეცნიერულ მოღვაწეობას ეკუთვნის 290 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 180 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებულია ვაკ-ის გამომცემლობებში. ამ ნაშრომებს შორის არის 22 მონოგრაფია. აღსანიშნავია, რომ ეს პიროვნება თავისი შინაგანი ბუნებით პრინციპული და შეუპოვარი გახლდათ სიმართლისა და სამართლიანობისათვის დაუდეგარი მებრძოლი, წრფელი და სპეტაკი ბუნების ადამიანი, რომლისთვისაც მიუღებელი იყო თბილისში მილიციის უმაღლეს სკოლაში და ქ. გროზნოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (მას ერთდროულად რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში უხდებოდა მუშაობა) გამეფებული კორუფციული და ბიუროკრატიული ბარიერები. იგი იყო პირდაპირი და შეუდრეკელი პიროვნება, რის გამოც უამრავი პრობლემა ექმნებოდა ცხოვრებაში. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამოძახილი გახლდათ ის ვითარება, რომ ჩეჩნეთში, როდესაც სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა დაჯილდოება ხდებოდა, იმ ადამიანებს აჯილდოვებდნენ, რომელთაც წლის განმავლობაში ორი სამეცნიერო სტატიაც კი არ ჰქონდათ გამოქვეყნებული. საკითხისადმი ასეთი მიდგომის გამო თვით ჩეჩნური სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს უამრავჯერ გამოუთქვამთ პროტესტი.

ლაბაზ გუმაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა გროზნოს პედაგოგიურ უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე, 2009 წლიდან კი სამართლის კათედრის გამგედ. პარალელურად მუშაობას აგრძელებდა ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიაში - ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად.

66 წლის ასაკში, როცა კიდევ უამრავი სამეცნიერო ნაშრომის შექმნის გეგმები და კონტურები ისახებოდა მის აზროვნებაში, უკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა 2015 წელს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ჯოყოლოში.

2019 წელს გროზნოში, ხოლო 2020 წელს საქართველოში ჩატარდა ლაბაზ გუმაშვილის დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები.

 ხასო ხანგოშვილი


 

დაიბადა 1943 წ. 5 იანვარს სოფ. დუისში. 1949 წ. სწავლას დაიწყო დუისის საშ. სკოლის პირველ კლასში. 1959 წელს სწავლა გაგრძელა სოფ. დუმასტურის საშ. სკოლაში, რომელიც იმავე წელს წარმატებით დაამთავრა.

1960 წელს მიემგზავრება წინაპართა სამშობლოში, ჩეჩნეთ-ინგუშეთში და სწავლას იწყებს ქ. გროზნოს ტექნიკურ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ 1962 წ. სწავლას აგრძელებს ჩეჩნეთ -ინგუშეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.


1963 წ. სწავლა გააგრძელა საქართველოში, ქ. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1967 წ. დაამთავრა  ქართული ენისა და ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლის სპეციალობით და მუშაობას იწყებს დუმასტურის საშ. სკოლაში პედაგოგად.


1967 წ. დაქორწინდა თელავის პედინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის სპეციალობით კურსდამთავრებულ სონა გუმაშვილზე, რომელიც მუშაობას იწყებს დუისის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. ხასო ხანგოშვილი პედაგოგიურ მუშაობას ეწევა 27 წლის განმავლობაში, ხოლო მისი მეუღლე პანკისელი ახალგაზრდების აღზრდას  47 წელი ემსახურა.


სკოლაში მუშაობის პერიოდში ხ. ხანგოშვილი გამოირჩეოდა თავის საგნების სწავლებაში  სხვადასხვა ინოვაციური მეთოდების დანერგვით, რომელთა გამოყენებითაც აღწევდა წარმატებებს სწავლების პროცესში, რის გამოც მიენიჭა მეთოდისტი მასწავლებლის წოდება.


1994 წ. ხ. ხანგოშვილი გადის დამსახურებულ პენსიაზე და თავის შემდგომი ცხოვრების წლები მიუძღვნა საზოგადოებრივ საქმიანობას, რასაც დღესაც აგრძელებს. 1989 წელს ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, გაიაზრა რა, რომ ქვეყანაში იწება ძირეული ცვლილებები და მისმა ხალხმა, ქისტებმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე მოვლენებში.


ეს იყო მძიმე პერიოდი, როცა ძველი ქისტური მენტალიტეტი საშუალებას არ აძლევდა ინდივიდს, გაეკრიტიკებინა საჯარო მოხელეები, რომლებიც თავს ბატონ-პატრონად თვლიდნენ პანკისის ხეობისა, არაფრად აგდებდნენ მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას, მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისათვის იღვწოდნენ.


ხ. ხანგოშვილმა თავის გარშემო შეკრიბა მეგობრებისა და ახალგაზრდების ჯგუფი, შექმნა საინიციატივო ჯგუფი, დაიწყეს შეკრებები, თუ როგორ მოეხდინათ ცვლილებები ცხოვრებაში. საჭირო გახდა გამოცდილი, განათლებული, ცხოვრების პრაქტიკის მქონე უფროსი თაობის წარმომადგენლების ჩართვა ახალ ორგანიზაციაში. აღმოჩნდნენ ავტორიტეტიანი უფროსი თაობის საბჭოთა წყობილების პერიოდში მომუშავე სხვადასხვა დარგის მუშაკები, რომლებიც გვერდში დაუდგნენ ახალგაზრდებს. მუხმად ალდამოვი, მახმად ბიბინას ძე მარგოშვილი, ჟორა მაჩალიკაშვილი, შოთა ბაღაკაშვილი, ელმარძი ხანგოშვილი, რამაზ ქავთარაშვილი, ელთი ხანგოშვილი, მუხმად ქავთარაშვილი, აპოლონ გაურგაშვილი და სხვ. მათმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საინიციატივო ჯგუფის შემდგომ წარმატებაზე.


სოფელმა მხარი მისცა ახალი იდეების მქადაგებელ ჯგუფს, რომელიც დაუკავშირდა რაიონის ეროვნული მოძრაობის ლიდერებს: ზაქრო ქინქლაძეს, ნუგზარ ზვიადაურს, ქათამაძეს, ექვთიმიშვილს და დაიწყეს ერთობლივი მუშაობა. საინიციატივო ჯგუფმა შეიმუშავეს ახალი საზოგადოება `ვეინახის~ წესდება და პროგრამა, მოიწვიეს სოფლის ყრილობა, სადაც საზოგადოების დაფუძნება დამტკიცდა, იმსჯელეს სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე, პრობლემების გადაჭრის თაობაზე. საზოგადოება `ვაინახმა~ იტვირთა სოფლის თვითმმართველობა.


სასოფლო საბჭოს, საბჭოთა მეურნეობის აპარატი, ტერიტორიული პარტიული ორგანიზაცია მძაფრად დაუპირისპირდა ხ. ხანგოშვილს და საინიციატივო ჯგუფს. რაიონის ხელმძღვანელობა, კომუნისტური მმართველები ყველანაირად ცდილობდნენ ხელის შეშლას, ებღაუჭებოდნენ საბჭოურ წყობილებას, მაგრამ არჩევნებში დუისელებმა და ხეობის ქისტებმა მრგვალ მაგიდას დაუჭირეს მხარი და პანკისისმომავალმა გაიმარჯვა.


ხ. ხანგოშვილი დეპუტატების ფრაქციას ხელმძღვანელობდა, სათავეში ედგა სოფელში მიმდინარე ცვლილებებს. ყრილობაზე აირჩიეს მიწის საპრივატიზაციო კომისიის თავმჯდომარედ და აქტიურად შეუდგა მუშაობას, მაგრამ თანდათან გამოვლინდა, რომ გამარჯვების შემდეგ ეროვნული მოძრაობის ლიდერები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებაში გავიდნენ, ნაციონალური იდეებისკენ გადაიხარნენ. დიდი წინააღმდეგობა შეხვდა საინიციატივო ჯგუფს მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებით, მიზეზად მეზობელი სახელმწიფოს (რუსეთის) საზღვართან სიახლოვე მოიყვანეს, რაც აბსურდი იყო. შემდეგ შეეცადნენ ჯოყოლოს ს/საბჭოს გაუქმებას, მაგრამ როცა წინააღმდეგობას შეხვდნენ, ორი საკრებულოს ნაცვლად 4 საკრებულო შექმნეს, თანაც ეთნიკური ნიშნით.  ამასაც არ დასჯერდნენ და პანკისის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა ორად გაყვეს, ესეც ეთნიკური ნიშნის მიხედვით.


ყოველივე ამის შემდეგ ხ. ხანგოშვილი თავს ანებებეს პოლიტიკურ მოღვაწეობას და გადაერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში. ეს ის პერიოდია, როცა პანკისში იწყება უკონტროლობის ხანა, როცა კრიმინალი აღზევებას იწყებს, როცა სოფლის მართვა საჭირო ხდება თავად სოფლის მიერ. უხუცესებმა და ახალგაზრდებმა ხელში აიღეს სოფლის დაცვა კრიმინალებისა და ნარკობარონების პარპაშისგან, მაგრამ აქაც კვლავ ხელისუფლება ჩაერია  აბსურდით _ სახელმწიფოს სახელმწიფოში ვერ მოვითმენთო.


1999 წ. ივლისში ხ. ხანგოშვილმა მიიღო ხერხემლის მძიმე ტრავმა და საწოლს მიეჯაჭვა. წლები დასჭირდა, სანამ შეძლებდა ყავარჯნებით გადაადგილებას, მაგრამ უბედურებას არ შეუდრკა და კვლავ დაიწყო აქტიური მოქმედებები საზოგადოებრივ საქმიანობაში. პანკისის კრიზისმა და ქისტი ხალხის ქართველების მტრად დახატვამ არაკეთილმოსურნე ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიერ, გადააწყვეტინა ხელი მოეკიდა კალმისთვის და დაეწერა ქისტების ისტორია: ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, სად დგანან და საით მიიწევენ. ასე შეიქმნა სქელტანიანი წიგნი `ქისტები~, რომელიც დაიბეჭდა 2005 წ.


წიგნ `ქისტებს~ მოჰყვა `აბრაგები~, `საღვთო წიგნები~, `ქისტური ადათ-წესები~, `მონადირის მოგონებები~. ხ. ხანგოშვილი აქტიურად არის ჩართული უხუცესთა საქმიანობაში, არის `უხუცესთა კავშირის~ წევრი. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია დიდ როლს ასრულებს ქისტური თემის ცხოვრებაში, ადათობრივ სამართალზე დაყრდნობით აწესრიგებს ქისტურ საზოგადოებაში არსებულ კონფლიქტებს, აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთან პრობლემების გადაჭრაში.


ხ. ხანგოშვილის თაოსნობითა და რედაქტორობით მოხდა ქისტური სამართლის კოდექსის წერილობითი ტექსტის ჩამოყალიბება. ეს კოდექსი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე გამოიცა ერთ წიგნად. ეს ნაშრომი უნიკალური ძეგლია, ასეთი სახის ჩამოყალიბებული კოდექსი არ არსებობს არც ჩეჩნეთში და არც ინგუშეთში.


ხასო ხანგოშვილი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახუროს პიროვნება საკუთარ ხალხსა და სამშობლოს ზნეობრივ პრინციპებსა და კაცურ ღირსებაზე უარის თქმის გარეშე, თუ როგორ უნდა აზროვნებდეს მოქალაქე სახელმწიფოებრივად მიუხედავად ურთულესი პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ხალხს ყველანაირი ანგარებისა და გარეშე და ბოლოს შენი მთელი ცხოვრების წესით თუ როგორ უნდა იყო ცოცხალი მაგალითი მომავალი თაობისათვის.

 

თამაზ წინწალაშვილი

 

თემო (თამაზ) ყაბილის ძე წინწალაშვილი დაიბადა 1955 წლის 28 თებერვალს, ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში.

1971 წელს დამთავრა თბილისის # 1 სპორტული სკოლა.

ის არის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი არამხოლოდ პანკისისა და საქართველოს მასშტაბით. მისი სპორტული მიღწევების ჩამონათვალი არც ისე მწირია:

1970-1971-1972 წწ. საქართველოს სამგზის ჩემპიონი ნორჩ სპორტსმენებს შორის.

1973-1974-1975 წწ. საქართველოს სამგზის ჩემპიონი ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის.

1976-1977-1981 წწ. საქართველოს სამგზის ჩემპიონი ზრდასრულ სპორტსმენებს შორის.

სსრკ-ის თასის მფლობელი.

ევროპის თასის მფლობელი.

ადრიატიკის თასის მფლობელი

სსრკ-ის პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი და გამარჯვებული (1973წ.)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული იუგოსლავიაში (1977წ.).

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი რუმინეთში (1979წ.).

თავისი სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ თემო წინწალაშვილი საცხხოვრებლად გადავიდა ჩეჩნეთში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა მწვრთნელად.

ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ოჯახთან ერთად დაბრუნდა საქართველოში, მშობლიურ ომალოში, სადაც საკუთარი ინიციატივით წლების განმავლობაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იყო პანკისელი ახალგაზრდების მწვრთნელი.

2008-2012 წლებში მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სოცილაურ საკითხების განხრით.

2016 წლიდან მუშაობს ეგვიპტეში მწვრთნელად კონტრაქტის საფუძველზე.

„ყაბილიჩმა“, როგორც მას პანკისელები სიყვარულით ეძახიან, ეგვიპტეში მწვრთნელის ამპლუაშიც დიდ წარმატებებს მიაღწია. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მის მიერ დადებული შედეგები 2018-2019 წლებში, როცა მისი აღზრდილები 10 წონით კატეგორიაში გახდნენ 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლების მფლობელები, ასევე ეგვიპტის ჩემპიონები სხვადასხვა წონით კატეგორიაში.

ამჟამად ავარჯიშებს ეგვიპტის ნაკრებს ჭაბუკებსა და მოზრდილებში ეგვიპტისა და აფრიკის პირველობისათვის.

ჰყავს მეუღლე, ექვსი შვილი და 15 შვილიშვილი, მათ შორის 11 ვაჟი, რომელთა დიდი უმეტესობა დაკავებულია სპორტით: ორი მათგანი წარმატებით ასპარეზობს საფრანგეთის ნაკრებში, ერთი შვედეთის ნაკრებშია - „ბრძოლა წესების გარეშე“ და ერთიც ამავე განხრით წარმატებულად ასპარეზობს რუსეთის ფედერაციაში. ღირსეული პაპის ღირსეული მემკვიდრეები საკუთარი შედეგებით ახლავე საუბრობენ წარმატებულ მომავალზე.

 

 

ალიკო მუზიკაშვილი (პანკისის ლომი)

 

მას პანკისის ლომს უწოდებდნენ. მისით არამხოლოდ პანკისელი ქისტები ამაყობენ, არამედ სრულიად სპორტული ჩეჩნეთი და კავკასიაც.

ჯერ კიდევ ყმაწვილობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული აღნაგობითა და სპორტული მონაცემებით.  იყო შრომისმოყვარე, მიზანდასახული, არაბუნებრივი ფიზიკური ძალის მქონე. მან ჯერ კიდევ ყმაწვილმა, 1978 წელს დაიწყო მომზადება თავისუფალ ჭიდაობაში, ოლიმპიური რეზერვის სპეციალიზირებულ ნორჩ სპორტულ სკოლაში `სპარტაკში~. მისი მწვრთნელი იყო სსრკ-ის დამსახურებული სპორტის ოსტატი დეგი ბაგაევი, რომელმაც არაერთი ბუმბერაზი სპორტსმენი აღუზარდა ჩეჩნეთს. ასე დაუკავშირდა სამუდამოდ ალიკო მუზიკაშვილის ბედი თავისუფალ ჭიდაობასა და წინაპართა სამშობლოს დედაქალაქს ქ. გროზნოს.



ალიკო ანზორის ძე მუზიკაშვილი დაიბადა 19.... წ. ახმეტის რაიონის სოფ ჯოყოლოში ანზორ მუზიკაშვილისა და ლამარა მუთოშვილის მრავალშვილიან ოჯახში. ბავშვობიდან გამოირჩეოდა სულგრძელოებით, მოკრძალებითა და  კეთილი ბუნებით. უყვარდა ცხოველები, ისტორია, გეოგრაფია და გამორჩეულად ფიზკულტურა.

იყო უაღრესად შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე, ამიტომაც მწვრთნელმა თავიდანვე იწინასწარმეტყველა მისი წარმატებული კარიერა და დიდი შრომა ჩადო კიდევაც მასში.

ყოველდღიურმა თავდაუზოგავმა ვარჯიშებმა, კვების მკაცრმა რეჟიმმა, შესაბამისმა დასვენებებმა პოზიტიურად იმოქმედა ახალგაზრდის ორგანიზმზე და შესაბამისი შედეგიც გამოიღო! მისი სიმაღლე შეადგენდა 194 სმ, ფეხის ზომა 46-ს, იყო ბუმბერაზი ძალისა და აღნაგობის, ჟიგულის მარკის მანქანას მარტო სწევდა ზევით...

1981 წ. ყარაგანდაში სსრკ-ის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში ალიკომ ნორჩ სპორტსმენებს შორის 100 კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო და ამომავალი ვარსკვლავის სახელიც მიისაკუთრა, იქ დამსწრეებმა ნორჩ (სპორტსმენს) გროზნოელს ბრწყინვალე კარიერა უწინასწარმეტყველეს. ამ ჩემპიონატის შემდეგ ალიკო მუზიკაშვილს ჰქონდა შეთავაზებები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ისინი მას ბედნიერ მომავალს ჰპირდებოდნენ, მაგრამ ახალგაზრდა ვარსკვლავმა, წარმატებების ზენიტში მყოფმა არ უღალატა არც თავის მწვრთნელს და არც იმ ქალაქს და ქვეყანას, ვინც ის გაზარდა, როგორც საუკეთესო სპორტსმენი.

სპორტსმენისთვის 1982 წელი განსაკუთრებული იყო, ამ დროისთვის ის უკვე გახდა სრულწლოვანი და მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდებს შორის კავშირის პირველობაში ქ. ტაშკენტში, სადაც გამარჯვებულები იღებდნენ საგზურს მსოფლიო პირველობაში ამერიკის ქალაქ კოლორადო-სპრინგში.

უზბეკეთის დედაქალაქში ალიკო მუზიკაშვილმა ორჯერადი გამარჯვება მოიპოვა და დამსახურებულად დაეუფლა პირველი ხარისხის დიპლომს, ოქროს მედალს, საგზურს მსოფლიო პირველობაზე და რაც მთავარია მაყურებლის უზარმაზარი სიმპათია მოიპოვა.

ქალაქ კოლორადო-სპრინგსში (აშშ), სადაც 200-ზე მეტი ნორჩი და წარმატებული სპორტსმენი მოგროვდა სხვადასხვა კონტინენტიდან, რათა განესაზღვრათ საუკეთესო სპორტსმენის მომზადზების ხარისხი მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალ ჭიდაობაში ალიკო მუზიკაშვილმა გერმანიის წარმომადგენელი სუფთად დაამარცხა ხალიჩაზე, ასევე მოუგო პანამერიკული თამაშობების ჩემპიონს კანადელ ათლეტს, რომლის წონაც 140 კგ იყო, ხოლო მუზიკაშვილი 105 კგ-ს იწონიდა. მაყურებლები აღტაცებით უკრავდნენ ტაშს მსოფლიო პირველობაზე გამარჯვებულს, რომელსაც საზეიმო ვითარებაში გადასცეს პირველი ადგილის დამადასტურებელი დიპლომი, ოქროს მედალი და ფასიანი პრიზი.

17 წლის ასაკში ქ. ორჯონიკიძეში ალიკომ შეასრულა ნორმა სსრკ-ის სპორტის ოსტატისა და კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი. იმავე წელს ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა გამარჯვებული საერთაშორისო ტურნირისა, ოლიმპიური თამაშების ორმაგი ჩემპიონატის პრიზის მფლობელი. ???

18 წლის ასაკში გაიწვიეს საბჭოთა ჯარში, როგორც უკვე ჩამოყალიბებული სპორტსმენი ის გაამწესეს ჯარის სპორტულ კლუბში (ცსკ) ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში. ის მსახურობდა ქ. გროზნოში და მისი მწვრთნელები იყვნენ სსრკ-ის სპორტის ცნობილი ოსტატები დეგი ბაგაევი და ალსანბეგ ბისულთანოვი, ალიკოს გამოსვლებს გეოგრაფიული არეალი თანდათან ფართოვდებოდა, მას ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო არმიის სხვადასხვა შეჯიბრებებში და ასევე ცსკა -ში (არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი). ერთ-ერთი ასეთი შეჯიბრი ჩატარდა ზაპოროჟიეში (უკრაინა) 140 მონაწილით, სადაც ალიკო მუზიკაშვილმა პირველობა არავის დაუთმო. ჯარში მსახურობის დროს  ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი. იყო სსრკ-ის ჩემიონატის პრიზიორი და თასის მფლობელი, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.

სსრკ-ის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ალიკო მუზიკაშვილი, რომელიც არაერთგზის გახდა ჩემპიონი 23 წლის ასაკში წავიდა სპორტიდან, მიუხედავად იმისა, რომ თავის ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით შეეძლო 10-15 წლის განმავლობაში კიდევ მრავალი წარმატება მოეტანა საკუთარი ხალხისათვის.

1990 წელს ის დაქორწინდა, მას შეეძინა ქალ-ვაჟი.

1994 წლის 21 ივლისი საბედისწერო აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. ავტოკატასტროფამ მისი ახალგაზრდა სიცოცხლე შეიწირა და გადავიდა მარადისობაში.

მან თავის მერე დატოვა უზარმაზარი კვალი დიდ სპორტში, მან დატოვა მრავალრიცხოვანი გამარჯვებები არამხოლოდ რიგითი სსრკ-ის სპორტის ოსტატობა, არამედ საერთაშორისო კლასისა და დამსახურებულ სპორტის ოსტატისა. Mმან ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ დატოვა დიდი სიყვარული და პატივისცემა თავის ხალხში. სამარადისო ხსოვნა მის ნათელ სულს, ამინ!

შოთა გუმაშვილის წიგნის “ჩეჩნეთის სპორტის ვარსკლავების” მიხედვით

 ისიდორე ბორჩაშვილი



ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწე, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკი,ყაზახეთის საპატიო იურისტი, ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი-ამ ტიტულებიდან ერთიც საკმარისია იმისათვის, რომ პანკისმა იამაყოს თავის უბეში გაზრდილი შვილის წარმატებებით, თუმცა ,როდესაც აცნობიერებ,რომ ამ წარმატებებს ისიდორ ბორჩაშვილმა მიაღწია უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხში , გაოცება და მისი პიროვნებით აღფრთოვანება ერთნაირად გიპყრობს.

   ისიდორე (ისა) შამილის ძე ბორჩაშვილი დაიბადა 1954წლის 20 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში., მრავალშვილიან ოჯახში.12 წლისამ დატოვა პანკისის ხეობა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გადავიდა, მაგრამ საქართველო მის ცნობიერებაში დარჩა, როგორც მშობლიური,ერთადერთი და დაუვიწყარი.

  1972წელს სკოლის დამთავრებისთანავე გაიწვიეს ჯარში. ვადის მოხდის შემდეგ ის რჩება ყაზახეთში და მუშაობას იწყებს რიგით პოლიციელად. 1976-80წლებში ქ. კარაგანდაში წარჩინებით დაამთავრა მილიციის უმაღლესი სკოლა  და იქვე მიიწვიეს პედაგოგად.

1981-84 წლებში მან დაამთავრა ქ. მოსკოვში  სსრკს შსს-თან არსებული ასპირანტურა  და გახდა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

  წლების განმავლობაში ის ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ, კარაგანდის მილიციის სკოლაში და იურიდიულ ინსტიტუტში(კათედრის გამგე).ის პირველი იყო მილიციის სკოლის კურსდამთავრებულებს შორის,რომელმაც 1996 წელს ქ. მოსკოვში  დაიცვა დისერტაცია და გახდა სამართლის პროფესორი.

    ისიდორე ბორჩაშვილს შრომატევადი და ნაყოფიერი სამეცნიერო კარიერა აქვს.დღემდე  მას გამოქვეყნებული აქვს ორასამდე სამეცნიერო ნაშრომი, არის ოცი მონოგრაფიის ავტორი,ყაზახეთის ისტორიაში პირველად  მისი ხელმძღვანელობით კათედრამ გამოსცა კრიმინოლოგიის კოდექსის კომენტარები ორ ტომად.

   2014წელს ყაზახეთის რესპუბლიკაში ძალაში შევიდა სამართლის ახალი კოდექსი.ახალი სამართლის კოდექსი დაამუშავა და კომენტარები ოთხ ტომად გამოსცა უშუალოდ ისიდორე ბორჩაშვილმა.

  მისი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება შეუმჩნეველი არ დარჩა და ის სახელმწიფოს საპატიო ჯილდოების მფლობელი გახდა მრავალგზის. სახელმწიფოს მხრიდან მაღალი  ნდობის გამოხატვა იყო მისი მიწვევა   მნიშვნელოვან და საკვანძო თანამდებობებზე:

2009-12წ შსს-ს იურიდიული აკადემიის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო განხრით.

2012წ-სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი იუსტიციის სამინისტროში.

2013-17წ -„სასამართლო ექსპერტიზის ცენრის“ დირექტორი, იუსტიციის სამინისტრო.

2018 წლიდან დღემდე  თანამედროვე სამართლის ინსტიტუტის დირექტორი.

სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა იგი აქტიურად არის ჩართული ქვენის საზოგადოებრივცხოვრებაში. არის პარლამენტთან არსებული კანონშემოქმედი სენატის წევრი, კონსტიტუციის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, უმაღლეს სასამართლოსთან არსებული საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტთა საბჭოს წევრი,ყაზახეთის სახალხო ასამბლეის წევრი და სხვ.

 

  ისიდორემ არა მარტო განათლებითა და პროფესიონალიზმით  მიაღწია წარმატებას უცხო ქვეყანაში,არამედ იშვიათი პიროვნული თვისებებითაც მოხიბლა ყაზახი ხალხი.გამორჩეული სიყვარული და სითბო ბევრჯერ დაუდასტურა მას საზოგადოებამ. ისიდორე რამდენჯერმე იყო ხმათა უმრავლესობით არჩეული დეპუტატი კარაგანდის ოლქის პარლამენტში, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

  ყაზახები მას „რჩეულ შვილს“ ეძახიან, უყვართ და ეამაყებათ, ის ხშირად არის სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემების სტუმარი თავის ლამაზ ოჯახთან ერთად.მეუღლე ლალი ბაღაკაშვილი,შვილები -ვალერი და მილენა ბორჩაშვილები მამასთან ერთად დიდი პოპულარობით სარგებლობენ ყაზახეთში, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ის მაინც ახერხებს წელიწადში ერთი თვე  გამონახოს საქართველოში ჩამოსასვლელად. პანკისელებიც დიდი სიყვარულით ელოდებიან. ისიდორე აქ ყველას ძმა და მეგობარია,  ყველას უყვარს და პატივს სცემენ.

   ამ ზღვა წარმატებებისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობის  ფონზე გამორჩეული მისი ერთი თვისებაა-ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება.ხანდახან გიკვირს კიდეც როგორ იტევს ერთი ადამიანის გული ამხელა სიყვარულსა და სითბოს, რომელსაც ყველას მიმართ ავლენს. მატერიალურ თანადგომაზე საუბარი არ უყვარს.ქველმოქმედება ღმერთის სახელით ხდება და მას გაშუქება  არ სჭირდებაო, ამბობს ხოლმე.

ისიდორე დღესაც აგრძელებს აქტიურ სამეცნიერო მუშაობას და საზოგადო მოღვაწეობას ყაზახეთში. მისი ცხოვრების გზა აერთიანებ საქართველოს, ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და ყაზახეთის მიმართ თავდადებასა და სიყვარულს, თუმცა პანკისის ხეობას  გამორჩეული ადგილი უკავია და შეუცვლელად რჩება დღემდე  მის მშობლიურ კერად.

 

უსუფ მარგოშვილი - ქისტი განმანათლებელი

 

უსუფ მარგოშვილი (ქისტებში  მოიხსენიებენ როგორც ოდიი ისუბ) ცნობილი და გამორჩეული პიროვნება იყო. მან ისე განვლო თავისი ცხოვრება, რომ ქისტი ხალხის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. დიდია მისი ღვაწლი თავისი ხალხის განათლების საქმეში, დაუღალავად იღვწოდა ხალხში განათლებისა და კეთილდღეობის  შესატანად. როგორც მის წინამორბედ მათე ალბუთაშვილს მიაჩნდა, ქისტების ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია მხოლოდ სწავლა-განათლებით შეიძლებოდა, ასევე უსუფ მარგოშვილიც თვლიდა, რომ მხოლოდ სწავლის შედეგად შეძლებდა მისი ხალხი ცივილიზაციისკენ გზის გაკაფვას. მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ამ მიზანს და შედეგსაც მიაღწია.

ალბათ, ბედისწერის საქმე იყო, რომ მათე ალბუთაშვილი პანკისიდან მიდის XX ს. 20-იანი წლების დასაწყისში და სწორედ ამ დროს ბრუნდება  სასულიერო განათლებამიღებული უსუფ მარგოშვილი თავის მშობლიურ სოფელში და აქტიურად ებმევა სასწავლო-საგანმანათლებლო  საქმიანობაში. მათე ალბუთაშვილი მოღვაწეობდა სოფ. ჯოყოლოში, ხოლო უსუფ ადოს ძე მარგოშვილი _ სოფ. დუისში. ორივეს სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული: მ. ალბუთაშვილს ქრისტიანული, უ. მარგოშვილს _ მაჰმადიანური. ორი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ერთი საქმის _ სწავლა-განათლების დამკვიდრებისთვის იღვწიან ქისტებში. საინტერესო ისიც გახლავთ მათ მოღვაწეობაში, რომ ორივე დიდი პატრიოტები იყვნენ თავისი ხალხისა, მაგრამ მ. ალბუთაშვილი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა სასულიერო მოღვაწედ, ხოლო უ. მარგოშვილმა საერო მოღვაწეობა აირჩია. საერთო მათ შორის ბევრია, მაგრამ არის განსხვავებაც: უ. მარგოშვილმა საბჭოთა ხელისუფლებაში დაინახა მომავალი, ხოლო ალბუთაშვილი ბოლშევიკებმა გააძევეს პანკისიდან, თუმცა მის ბოლოდროინდელ ნაწერებში ის ხოტბას ასხამს საბჭოთა ხელისუფლებას, რომელმაც, მართლაც, ფუნდამენტალურად შეცვალა უკეთესობისკენ პანკისში სწავლა-განათლების საქმე. ამას ვერ დაუკარგავ ბოლშევიკებს და ეს დააფასეს ამ ორმა დიდმა განმანათლებელმა.

უსუფ მარგოშვილი დაიბადა 1894 წ. ადო მაჰმადას ძის მრავალშვილიან ოჯახში. ის იყო ადოს ექვსი შვილიდან ყველაზე უმცროსი და ყველაზე სახელიანიც გახდა. უსუფის მამის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად გაჭირვებული ცხოვრებისა, მან როცა შეიტყო უმცროსი ბიჭის სწავლის სურვილი, გადაწყვიტა, სკოლაში მიებარებინა. პატარა უსუფი, როგორც თავად ყვეობდა, სახლიდან იპარებოდა, 2-3 კმ. დაშორებით სოფ. ჯოყოლოში ადიოდა, სკოლის კარებთან აიტუზებოდა და უსმენდა მ. ალბუთაშვილის გაკვეთილებს. მასწავლებელი არ უშლიდა მოსმენას, სკოლაში სიარულსაც სთავაზობდა.


მაგრამ უსუფის მამამ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო. XX ს. დასაწყისში სოფ. ჯოყოლოში ქრისტიანი მოსახლეობაა, 8-10 ოჯახია მხოლოდ მუსლიმური. სოფ. ომალოშიც ქრისტიანები სჭარბობენ, ხოლო სოფ. დუისში დიდზე დიდი უმეტესობა მუსლიმურ რწმენას მისდევენ. ამ პერიოდში დაიწყო მაჰმადიანური რწმენის აღზევება, დუისში აქტიურად მიმდინარეობს აგიტაცია-პროპაგანდა მაჰმადიანური რწმენის განმტკიცებისათვის და სავარაუდოა, რომ ადომ არჩევანი მაჰმადიანურ განათლებას მიანიჭა. ამას, ალბათ, იმანაც შეუწყო ხელი, რომ მედრესეებში სწავლება და კვება უფასო იყო.

1907 წელს უსუფი მიაბარეს ზაქათალის რ-ნის ს. ყანდადის სასულიერო სკოლაში. ამ სკოლაში მეცადინეობა როგორც აზერბაიჯანულ, ისე არაბულ ენებზე მიმდინარეობდა. უსუფმა აქ ორი წლის განმავლობაში შეისწავლა ორივე ენა, თავი გამოიჩინა სწავლაში და 1909 წ. სწავლა გააგრძელა ნუხის რ-ნის სოფ. შაბალეთის სასულიერო სკოლაში, სადაც სწავლა მიმდინარეობდა არაბულ ენაზე.

1912 წელს უსუფი მიემგზავრება ჩეჩნეთში და შედის გროზნოს ოლქის სოფ. ღოიტის მედრესეში, სადაც სწავლა ასევე არაბულ ენაზე მიმდინარეობდა. ამ სასულიერო სასწავლებელში უ. მარგოშვილმა თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა, ბეჯითმა მოსწავლემ და სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1916 წელს ის დატოვეს ამავე სკოლაში არაბული ენის მასწავლებლად, სადაც მუშაობდა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

უსუფ მარგოშვილმა ს. ღოიტის სასწავლებელში სწავლისა და მუშაობის პერიოდში ავტორიტეტი მოიხვეჭა როგორც ნიჭიერმა, დახვეწილი ეთიკის მქონე ახალგაზრდამ, გაიცნო იმ დროისათვის განათლებული ადამიანები. მაგალითად, ის მეგობრობდა ნავთობის მაგნატ თაფა ჩერმოევთან, რომელიც შემდეგ გახდა მთიელთა გაერთიანებული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური. როცა ბათუმში მოხდა მთიელთა რესპუბლიკის გამოცხადება უსუფ მარგოშვილი თაფა ჩერმოევთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა. უსუფმა გაიცნო თაფას ცოლის დისშვილი მარიამი და ცოლად შეირთო და მასთან ქალიშვილიც შეეძინა.

ჩრდილო კავკასიაში რევოლუციის შემდეგ არეულობა დაიწყო. ჩეჩნეთი და ჩეჩნები ყოველ დროს იბრძოდნენ დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ, როგორც კი მომენტი გაჩნდებოდა, აღსდგებოდნენ ხოლმე დამპყრობლის წინააღმდეგ. ცხადია, ბოლშევიკების მომხრეებიც გაჩნდებოდნენ და უსუფმა, როგორც ჭკვიანმა და შორსმჭვრეტელმა ადამიანმა იგრძნო საფრთხე და საქართველოში გამოემგზავრა. მეუღლე და ქალიშვილი ჩეჩნეთში დარჩნენ.

როგორც კი პანკისში ჩამოვიდა, დაიწყო ზრუნვა იმისათვის, რომ სოფელში სკოლა გაეხსნა. მეფის ხელისუფლება ყურადღებას აქცევდა პანკისში მხოლოდ იმ სოფლებს, სადაც ქრისტიანი მოსახლეობა იყო. სკოლები არსებობდა სოფ. ჯოყოლოსა და სოფ. კოშკებში (დღევანდელი ყვარელწყალი). ჯოყოლოში ქრისტიანი ქისტები ცხოვრობდნენ, კოშკებში ქრისტიანი ფშავლები. ხოლო პანკისში დაარსებულ პირველ და ყველაზე დიდ  სოფელ დუისში სკოლა არ იყო.  უსუფმა გარს შემოიკრიბა თანამოაზრეები და დაიწყო ბრძოლა სკოლის დაარსებისათვის, მაგრამ მხოლოდ 1922 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიაღწია მიზანს.

პირველად სკოლა დაქირავებულ სახლში გაიხსნა, უსუფის დიდი ძალისხმევა დასჭირდა, დაერწმუნებინა მშობლები, რათა ბავშვები სკოლაში ეტარებინათ. აქამდე დუისში დროგამოშვებით მედრესეები იხსნებოდა, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ აღწევდნენ. უ. მარგოშვილს, განათლებით მოლას, ქართული, ჩეჩნური, რუსული, აზერბაიჯანული და არაბული ენების მცოდნეს შეეძლო მუშაობა თბილისში და სხვა დიდ ქალაქებშიც. დუისშიც ეცადა მედრესეს გახსნა, მაგრამ ის ხვდებოდა, რომ ქისტებისათვის აუცილებელი იყო საერო განათლების მიღება და ისიც ქართულ ენაზე, მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა მძიმე ცხოვრების გაუმჯობესება.

სწორედ ამ მიზნით ის 1927 წ. მიემგზავრება ჩეჩნეთში და 1928 წელს სწავლა გააგრძელა ქ. გროზნოს ორწლიან პედაგოგიურ სასწავლებელში ჩეჩნური ენისა და რუსული ენის სპეციალობით. ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პრაქტიკის შეძენის მიზნით დაიწყო მუშაობა შატოის რაიონის სოფ. ვარანდის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად.

1930 წელს, უკვე დიპლომიანი და ახალგაზრდა, მაგრამ სტაჟის მქონე მასწავლებელი ბრუნდება მშობლიურ სოფელში და იწყებს გაცხოველებულ მუშაობას დუისში სკოლის ასაშენებლად, მან კვლავ შემოიკრიბა თანამოაზრეები, მოიარეს მთელი სოფელი, ზოგი ხე-მასალით, ზოგი აგურით, ზოგი კრამიტით დაეხმარა მშენებლებს. მარგოშვილმა საკუთარი სახსრებიც არ დაზოგა და 1932 წ. დაწყებული სკოლის შენობა 1934 წ. დასრულდა.

1935-1936 სასწავლო წელს პირველი ზარიც დაირეკა და დუისის საშ. სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო. ეს იყო დიდი წარმატება არა მარტო ს. დუისისათვის, არამედ მთელი  პანკისის ხეობისათვის. მოსწავლეთა კონტიგენტი შეივსო შემდეგი სოფლების ბავშვებით: დუისი, ჯოყოლო, ყვარელწყალი, საკობიანო, ბირკიანი, წინუბანი, ხალაწანი, ომალო და დედისფერული. მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან მოდიოდნენ დუისის სკოლაში სამუშაოდ. წლების განმავლობაში ერთადერთი ქისტი მასწავლებელი იყო უსუფ ადოს ძე მარგოშვილი.

“უსუფის განათლებას, ინტელექტსა და ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებულ უნარს დადებითი შედეგიც გამოჰქონდა, რამდენადაც მისი საუბრები ისეთ კვალს ტოვებდნენ, რომ ამ შეხვედრების შედეგად მასზე ბევრი საგაზეთო სტატია და წერილი იბეჭდებდა არა მარტო გროზნოში, არამედ საქართველოშიც. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა ქართულ–ვაინახური ურთიერთობების გაღრმავებას და ქისტების განათლების საქმეში კი ბევრი სასიკეთო საქმეების განხორციელებას, მაგალითად, როგორც ჩეჩნეთ–ინგუშეთის, ისე  საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიუსაფარი ქისტი ოჯახის შვილები ურიგოდ ირიცხებოდნენ სკოლა–ინტერნატებში,  ახალგაზრდებისთვის დაშვებული იყო შეღავათები სასწავლო ლიმიტების სახით,  სწავლის გასაგრძელებლად კი მიზნობრივ ასპირანტურაში  მათთვის გამოიყოფოდა ხოლმე დამატებითი ადგილები და სხვ. შედეგად, პაკისის ქისტებში მრავალი სხვა და სხვა დარგის პროფესიონალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე აღიზარდა,- წერს უსუფის შვილიშვილი ბელა შავხელიშვილი, უსუფ მარგოშვილის 120 წლისთავთავისადმი მიძღვნილ თავის წიგნში “რასაც დათეს... “.

შრომა-ღვაწლი დაუფასდა უსუფ მარგოშვილს. მთავრობისგან დაიმსახურა მადლობები და მრავალი ჯილდოც. 1949 წ. დააჯილდოევს მედლით `შრომითი მამაცობისათვის~. 1956 წ. პენსიაზე გავიდა, მისმა კოლეგებმა, ყოფილმა მოსწავლეებმა, რომლებიც მის კვალს გაჰყვნენ და მასწავლებლები გახდნენ, ზოგიერთები ინჟინრები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, ექიმები და სხვ. მოუწყვეს გამოსაშმვიდობებელი საღამო. 1972 წელს, დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით მიენიჭა დამსახურებული მასწავლებლის წოდება. ხოლო მისი 100 წლისთავთან დაკავშირებით 1994 წ. დუისის საშ. სკოლას მიენიჭა უსუფ მარგოშვილის სახელი.

უსუფ მარგოშვილს და მის ქისტ მეუღლეს ძააძეი ბაღაკაშვილს შეეძინათ ხუთი შვილი; ყველამ მიიღო უმაღლესი განათლება: ოსმანი (იურისტი), მარგო (ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი), ლეილა (ისტორიკოს–ეთნოგრაფი, პროფესორი) ზიზი (ეკონომისტი), – ყველა მათგანს ჰქონდა დამთავრებული თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო სულთანმა (გიგომ) დაამთავრა ქ. გროზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტი  რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.  ყველა დაოჯახდა, ამდენად, მათ დარჩათ დიდი მემკვიდრეობა შვილიშვილებისა და შვილთაშვილების სახით.

უსუფ მარგოშვილი 79 წლის ასაკში 1973 წ. გარდაიცვალა. მაგრამ მისი სახელი ცოცხლობს, როგორც  თავის ხალხის კეთილდღეობისათვის მებრძოლი ადამიანისა. ის თავისი პირადი მაგალითით ცდილობდა ქისტი და ქართველი ხალხის ინტეგრაციას, რადგან იცოდა ქისტების მომავალი ამ ინტეგრაციაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ კავშირს არ წყვეტდა წინაპართა სამშობლოსთან _ ჩეჩნეთ-ინგუშეთთან. ყაზახეთიდან დაბრუნების შემდეგ ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ მისი ყოფილი მეგობრები, ურთიერთობებიც განახლდა და ქართულ-ვაინახური ურთიერთობის გაუმჯობესებაში უსუფმა თავისი წვლილი შეიტანა.

ამის დასტურია ისიც, რომ მან ქართულიდან ჩეჩნურ ენაზე თარგმნა ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებები: `მამის მკვლელი~, `ციცია~ და `ელისო~. ეს კრებული სათაურით `ხერჯინარშ” (რჩეული) გამოიცა ქ. გროზნოში 1969 წელს, რომელიც  სწრაფად გაიყიდა და ჩეჩენმა მკითხველმა პირველად გაიცნო ქართველი და ჩეჩენი ხალხის მეგობრობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლთა მომღერალი ქართველი მწერალი.

2007 წელს ეს კრებული ხელმეორედ გამოსცა ქ. თბილისში `კავკასიურმა სახლმა~. ამ გამოცემამაც გარკვეული როლი ითამაშა საქართველოში ომს გამორიდებული ლტოლვილების ცნობიერებაში.

უსუფ მარგოშვილი იყო ერთადერთი პიროვნება გასული საუკუნის 70 წლამდე, რომელმაც ბრწყინვალედ იცოდა არაბული ენა, წმინდა წიგნი `ყურანი~, ზედმიწევნით იცოდა ისლამის საფუძვლები, მაგრამ არასოდეს ერეოდა ე. წ. თვითნასწავლი `მოლების~ კამათში, დინჯად იჯდა და ისმენდა საუბარს. ხოლო თუ შეეკითხებოდნენ, დინჯად პასუხობდა, თუ არ დაეთანხმებოდნენ, უბრალოდ წყვეტდა საუბარს, არასოდეს აუწევდა ხმას საუბრისას, დინჯად, დალაგებით მეტყველებდა.

ის სოფლის კეთილდღეობისათვის ზრუნავდა, სოფ. დუისი ქაოტურად არის დასახლებული, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით. მან მოიწადინა ალვნების დარად სწორი ქუჩებით მოწყობა სოფლისა, ალვნების დამპროექტებელი ინჟინერი მოიწვია, თავის საღარა ცხენი აჩუქა, მაგრამ ვერ დაიყოლია ვიწრო გლეხური შენ-ჩემობის მენტალიტეის მქონე თანასოფლელები.

უსუფ მარგოშვილის სახელი სამარადჟამოდ დარჩება  იმ ღირსეულ ადამიანთა შორის, ვინც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს პანკისის ისტორიის შემქმნაში



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.04.2023
ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 7





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0