სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
წარმატებული სპორტსმენები
გოგლა რამაზაშვილი (ლამისყანელი) 1899-1960წწ ბეჭდაუდებელი ფალავანი, ქართული ჭიდაობა დაბ. სოფ. ლამისყანა, კასპი გოგლა რამაზაშვილი (ლამისყანელი) 1899-1960წწ ბეჭდაუდებელი ფალავანი, ქართული ჭიდაობა დაბ. სოფ. ლამისყანა, კასპი

1899-1960 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება

წარმატებული სპორტსმენები

გვარი რამაზაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

გოგლა რამაზაშვილი (ლამისყანელი) 1899-1960წწ ბეჭდაუდებელი ფალავანი, ქართული ჭიდაობა დაბ. სოფ. ლამისყანა, კასპი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება

გოგლა რამაზაშვილი (ლამისყანელი) მიხეილის ძე 1899-1960წწ ბეჭდაუდებელი ფალავანი, ქართული ჭიდაობა დაიბადა სოფ. ლამისყანა, კასპი


პირველი ფალავნობა თბილისში, ვერაზე, ესიკოვის ცირკში, 1928 წლის ივლისის თვეში ჩატარდა.  ჭიდაობა 5 წონით კატეგორიაში ჩატარებულა.

მძიმე წონაში პირველობა გოგლას მოუპოვებია. გოგლას, როგორც მთავრობის მოწინააღმდეგეს და რეპრესირებულს არ მისცეს ფინალში ჭიდაობის უფლება, ხალხის მტერი არ უნდა ყოფილიყო პირველი ფალავანი. ტურნირშიც, არა როგორც რამაზაშვილი, არამედ როგორც ლამისყანელი ჩაწერეს.


ტურნირის გამარჯვებული ვანო წამალაშვილის 20 წლის მოწაფე შალვა რჩეულიშვილი (70 კგ კატეგორია) გახდა.

ინფორმაცია არქივიდან მოიპოვა ბატონმა გაბრიელ ბარჯაძემ. აღნიშნულ ფაქტზე ისაუბრა სიმონ ქოთოლაშვილმა (დამკვრელი 90 წლის).



რკინა ხელით მოღუნა გოგლა ლამისყანელმა, ხმალი ნაჩუქარია რუსი ოფიცრის მიერ, მეგობრობის ნიშნად, რომელიც ალექსანდრე ორბელიანი ივანეს ძე 1847-1919წწ გენერალ მაიორი წარმ. სოფ. ლამისყანა, კასპი, სტუმარი იყო. სპეციალურად მოსულა გოგლას ჭიდაობის სანახავად..გოგლას ჭიდაობითლს განცვიფრებულს...ხანჯალი და საათი უჩუქებია.

ალექსანდრე ორბელიანი ივანეს ძე 1847-1919წწ გენერალ მაიორი წარმ. სოფ. ლამისყანა, კასპი

გოგლა რამაზაშვილი (ლამისყანელი) 

ყოველწლიურად ამ დევკაცის მშობლიურ სოფელ ლამისყანაში 28 ივლისს, ივლიტობის დღესასწაულს ქართული ჭიდაობით აღნიშნავენ! წელს სამწუხაროდ ცნობილი მიზეზის გამო ვერ ტარდება ამ გოლიათი ფალავნის (1.96 სმ 130 კგ.), სახელობის ტურნირი, თუმცა გვერდის საშუალებით მაინც გავიხსენოთ ეს მართლაც ბეჭდაუდებელი ფალავანი. მართალია ეს შესატყვისი ბეჭდაუდებელი ძირითადათ ხატოვნად იხმარება და ამ თუ იმ ფალავნის სიძლიერეს აღმნიშვნელია მაგრამ, გოგლა ლამისყანელის გალახვა მართლა არავის ახსოვს არადა თავად არაერთი თავგამოჩენილი ფალავანი ჰყავს წაქცეული.

აი მაგალითად ერთ-ერთი უძლიერესი ფალავნის სოგრა ურიგაშვილის მოგონება გავიხსენოთ, რომელსაც თავის დროზე თითქმის ყველა უძლიერესი ჰყავდა დამარცხებული მათ შორის ძმები გიორგი და შაშო ვერელები, კასპელი ძმები კიტრიაშვილები, კოლა იარმურკელი და სხვები.

გოგლას სამებობას 1927 წელს შევხვდი ბერშუეთში და ისე უმოწყალოდ დამახეთქა, რომ ცხოვრებაში არ დამავიწყდება მისი ეფექტური გდებაო იხსენებდა ცნობილი მოჭიდავე სოგრა ურიგაშვილი.

არაერთი საფალავნო, თუ სარაინდო ისტორიაა შემონახული გოგლა ლამიყანელის კარგი კაცობისა, რომლებსაც პერიოდულად დროთა განმავლობაში შემოგთავაზებთ...

შუაში ჩოხებით გოგლა რამაზაშვილი, ლადო გარაყანიძე


1928 წელი – შალვა რჩეულიშვილი (თბილისი), წარმომავლობა თელავი, მწრთვნელი ვანო წამალშვილი, (გლდანელი) საქართველოს ფალავანი


გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა


მადლობა გიორგი რამაზაშვილი რამაზის ძე (შვილიშვილი)


მადლობა გიორგი რამაზაშვილი ომარის ძე (შვილიშვილი)



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.05.2023
ბოლო რედაქტირება 08.05.2023
სულ რედაქტირებულია 7





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16