სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11198

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
3.15 ვახტანგ II _ 1289 _ 1292 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

3.15 ვახტანგ II _ 1289 _ 1292 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

ვახტანგ II (გ. 1292) — აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1292 წლებში, დავით VI ნარინის ძე. მან აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ტახტი დემეტრე II თავდადებულის სიკვდილით დასჯის შემდეგ დაიკავა.

დავით VI ნარინს ოთხი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან უფროსი — ვახტანგი უკვე გამოცხადებული ჰყავდა თანამოსაყდრედ და ამდენად, დავითის მემკვიდრედ ითვლებოდა. არღუნ-ყაენის დავალებით, ხუტლუბუღა (სადუნ მანკაბერდელის ძე) იმერეთში გადავიდა და დავით მეფეს მისი მემკვიდრის აღმოსავლეთ საქართველოში გამეფება შესთავაზა. ამ ფაქტს ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ ვახტანგი მემკვიდრეობით დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა, რასაც საქართველოს ორივე ნაწილის კვლავ ერთი მეფის ხელისუფლების ქვეშ გაერთიანება მოჰყვებოდა.[3] მართალია, ეს მონღოლთა ბატონობის დასავლეთ საქართველოში გავრცელებასაც გამოიწვევდა, მაგრამ ამჯერად დავით ნარინმა ქვეყნის ერთიანობის აღდგენა უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა და ილხანთა ყაენის წინადადებაზე თანხმობა განაცხადა. იგი ვახტანგისა და ჯარის თანხლებით აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა. მამა-შვილი „დადგეს ტასისკარს, ქვიშხეთის მინდორსა აქათ“. მეფესთან, რასაკვირველია, მონღოლთა ნოინები მივიდნენ, ისევე, როგორც „ყოველნი დიდებულნი საქართველოსანი შემოკრბეს“.[4]

დავით ნარინის შვილთან, ვახტანგთან გამოყოლის მიზანი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ დარწმუნებულიყო მონღოლთა ყაენის ამ პოლიტიკურ გეგმას თავად აღმოსავლეთ საქართველოში რამდენად უჭერდნენ მხარს. ამას ის გარემოება ამჟღავნებს, რომ დავით ნარინმა მხოლოდ მას შემდეგ „მოსცა ძე მისი“, როდესაც იქ თავშეყრილმა დიდებულებმა „ყუეს ფიცი და სიმტკიცე ერთგულობისა“. ამით დამშვიდებული დავით მეფე დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, უფლისწული ვახტანგი კი არღუნ ყაენთან წარსადგენად და დასამტკიცებლად წაიყვანეს.[5]


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0