სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
უნდილაძე იმამ ყული-ხანი (1552-1633) სპარსეთის სარდალი ისპაჰანი სპარსეთი

1552-1633 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი უნდილაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

უნდილაძე იმამ ყული-ხანი (1552-1633) სპარსეთის სარდალი ისპაჰანი სპარსეთი

უნდილაძე იმამ ყული-ხანი 1552-1633) დაიბადა იპაჰანში სპარსეთი ალავერდი ხან უნდილაძის შვილი გენერალი. სამხედრო მოღვაწე, სპარსეთის ჯარის სარდალი 1622 წელს  ორმუზის ბრძოლაში. 1610 წელს მოხსენიებულია ქალაქი ლარის მმართველად. 1615 წელს ფარსის პროვინციის მმართველი.


1621 წელს, ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო სპარსეთთან. ამის გათვალისწინებით დაიპყრეს  კუნძული ქეშმი და ორმუზი

1990 წელს კუნძულ ქეშმზე დადგეს მისი ქანდაკება.  

დაკრძალულია შირაზში სპარსეთი



Ундиладзе ( грузинский : უნდილაძე , персидский : اوندیلادزه ) были грузинским дворянским родом , члены которого получили известность на службе сефевидского Ирана и доминировали при шахском дворе в определенный период конца 16 - начала 17 веков.

Первый известный член этой семьи, Аллахверди-хан , родился в христианской семье в Грузии, но был захвачен персами во время одного из их набегов, обращен в ислам и подготовлен для армии гуламов , особой военной структуры, состоящей из пленных христиан. Его повышение до губернатора Фарса в 1595 году положило начало политике шаха Аббаса I по замене тюркских кызылбашских офицеров бывшими гулямами. К 1600 году Аллахверди-хан стал самым влиятельным министром империи Сефевидов, после его смерти в 1613 году ему наследовал его старший сын Имам-Кули-хан .И отец, и сын несли ответственность за армейские реформы и крупные военные подвиги, включая серию успешных кампаний, положивших конец португальским колониальным завоеваниям в Персидском заливе . Младший сын Аллахверди, Дауд-хан , был правителем Гянджи и Карабаха с 1627 по 1633 год и имел более тесные связи с Грузией, страной происхождения семьи.

Шах Аббас I полностью доверял семье и не чувствовал угрозы со стороны их богатства и власти. Со смертью Аббаса в 1629 году влияние семьи начало ослабевать. Новый шах Сафи , крайне подозрительно относившийся к фаворитам Аббаса, прибег к кровавым репрессиям, не без совета и участия своих новых министров, в том числе наставника шаха Хосрова Мирзы (Ростам-хана), мусульманского грузинского князя из династии Багратионов . В конце 1632 года по приказу шаха Сафи Имам-Кули-хан и два его сына, среди которых был Сафиколи-хан , были убиты, а его владения присоединились к владениям короны. [2] Это также послужило прелюдией к расправе над остальными членами его семьи. [2]Ситуация достигла апогея в 1633 году, когда Дауд-хан Ундиладзе, недавно смещенный со своего поста в меджлисе , перешел на сторону Грузии и присоединился к своему шурину Теймуразу I в его восстании против гегемонии Сефевидов. Сыновья Дауд-хана были схвачены и кастрированы. Сам Дауд под давлением персидских войск в Грузии бежал в Османскую империю и исчез из истории. Хотя они были почти полностью устранены после чистки, преемственность линии Ундиладзе среди придворной элиты обеспечивал Джафар Коли , внук Имам-Кули-хана от дочери, которому был предоставлен пост бегларбеги (губернатора) Астрабад в 1664 или 1666 году. [3] [4]

Семья оставила заметный след в иранской культуре. Их покровительство искусству и образованию, а также рвение к строительству привели к созданию нескольких примечательных примеров архитектуры Сефевидов, особенно в Ширазе и Исфахане . Статуя Имам-Кули-хана была установлена ​​на острове Кешм в 2000-х годах.


 იმამყული-ხანი იყო ირანის ყულარაღასის, ალავერდი ხანის ვაჟი –  უნდილაძეთა საგვარეულოდან – სეფიანთა ირანის კარზე დაწინაურებული პოლიტიკური ფიგურა, დიდად განათლებული სახელმწიფო მოღვაწე. ფაქტიურად იგი მეორე კაცი იყო სახელმწიფოში შაჰის შემდეგ.


      იმამყული-ხანის დედაც ქართველი ყოფილა. მას მჭიდრო ნათესაური ურთიერთობა ჰქონდა ქართულ ფეოდალურ ოჯახებთან: მისი ერთი ქალიშვილი გათხოვილი იყო ანდუყაფარ ამილახორზე და საქართველოში ცხოვრობდა ქმართან ერთად, მეორე ქალიშვილი დაუდ-ბეგ გურჯიზე იყო გათხოვილი, მესამე კი ალი-ყული-ბეგის, ირანის სპასალარისა და თავრიზის ბეგლარბეგის როსტომ-ხან სააკაძის ძმის ცოლი იყო.


     ცნობილია, რომ უნდილაძეებს, მიუხედავად მათ მიერ დაკავებული ძალიან მაღალი თანამდებობებისა შაჰის კარზე, არ მიუღიათ მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ღონისძიებებში.       ერთხელ, როდესაც შაჰის ბრძანებით, ფარსის ჯარი, რომლის ბეგლარბეგიც თვითონ იმამ ყული-ხანი გახლდათ, საქართველოში უნდა წასულიყო, მან ავადმყოფობა მოიმიზეზა და თავის მოადგილეს გადააბარა ჯარის წინამძღოლობა, თვითონ კი თავრიზში დარჩა. შაჰი პატიობდა მას, რადგან იგი მისი დასაყრდენი იყო სამხრეთ ირანის სამხედრო პრობლემის მოგვარებაში – კერძოდ, ქიშმის და ჰორმუზის დაპყრობასა, დამოუკიდებელი სამთავროების გაუქმებასა და ირანთან შეერთებაში. ამავე დროს იგი შაჰის დასყრდენი იყო ინტენსიური სამეურნეო მშენებლობების წარმართვაში, ირანის ეკონომიკური განვითარებისა და გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებში. იმამყული-ხანი ხელმძღვანელობდა საირიგაციო ნაგებობების მშენებლობას ისპაჰანის მახლობლად, კაშხლებისა და ხიდების მშენებლობას.


       იმამყული-ხანის ბეგლარბეგობის დროს შირაზში დრამატული მოვლენები მოხდა: აწამეს თეიმურაზის დედა ქეთევანი, მოკლეს ლუარსაბ II, დაასაჭურისეს თეიმურაზის ვაჟი. უაღრესად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამისა, თეიმურაზი საქებარ სიტყვებს არ იშურებს გამაჰმადიანებული ქართველისა და შაჰის ერთგული ბეგლარბეგისათვის:


        “მდაბალი, ტკბილი, მოწყალე, აქებენ სულად ქვენანი,


         ღირსეულია ღვთისაგან, მითა სცავს ძალთა ზენანი”.


      ქეთევან დედოფალი იმამყული-ხანის ძმის, დაუდ-ხანის სიდედრი იყო, მისი მეგობრის, თეიმურაზის დედა და საქართველოს დედოფალი. პიეტრო დე ლა ვალე რომში გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ შირაზის ხანი მფარველობდა ქეთევანს; იყო თავისი ხალხის მოყვარე და გულშემატკივარი. არსებობს საინტერესო ცნობა: შაჰ-აბასს შეუთვლია იმამ ყული-ხანისთვის, თუ ქეთევანი მიიღებს მუსლიმანობას, დაანებე თავი, თუ არა – მაშინ, უნდა მოვკლათო. მას შეუბედავს და შეუთვლია შაჰისთვის პასუხად: „ეს ბერი დედაკაცი არის, არაფრით არ შეიცვლის რწმენას და თავი დაანებე“. როგორც ჩანს, თეიმურაზ პირველისათვის ცნობილი იყო იმამყულის მცდელობა – დახმარებოდა ქეთევანს. მის პოემაში ასეა აღწერილი ეს ტრაგიკული ამბები:


         “იმამ-ყული-ხანს რა ესმა საქმენი საზარონია,


          მეტად გაკვირდა, ესა თქვა: “მისი რა საკადრონია?        


          ვიცი რომ არ გათათრდების, თუცა არა აქვს დრონია,


          თეიმურაზის დედასა ვით ვკადრო უკადრონია?”


       ხანი მოუწოდებდა დედოფალს, “სატანჯველს ნურას იკადრებო”, “შენცა მოიქეც, გათათრდიო”, მაგრამ ქეთევანმა რჯულის გადაგდებაზე მტკიცე უარი თქვა. იგი შაჰის ბრძანებით აწამეს.


                1629 წელს ირანში შეიცვალა პოლიტიკური ვითარება: გარდაიცვალა შაჰ-აბას I, ქართველი უფლისწულის ხოსრო-მირზას (როსტომ-ხანის), ისპაჰანის ტარუღას დახმარებით გამეფდა შაჰ-სეფი.  შეიცვალა პოლიტიკური ორიენტირები, დაიწყო უნდილაძეთა გავლენის შემცირება, თუმცა ეს ერთბაშად არ მომხდარა. მათი პოლიტიკური სარბიელიდან გაქრობას ხანგრძლივი დრო დასჭირდა.


      როსტომ-ხანი იმამყულის სახიფათო მეტოქე იყო. უნდილაძეების წინააღმდეგ ბრძოლა როსტომ-ხანმა კავკასიაში მყოფ თეიმურაზ I-ის მოკავშირე დაუდ-ხანთან დაპირისპირებით დაიწყო. სპარსელების წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, რასაც განჯა-ყარაბაღის დარბევა მოჰყვა შედეგად, თეიმურაზი და დაუდ-ხანი ერთად მოქმედებდნენ. 1633 წლის აჯანყებამ დაადასტურა ირანის მმართველი წრეების ეჭვები დაუდ-ხანის მოღალატეობის შესახებ. შაჰ-სეფი სასტიკად გაუსწორდა დაუდ-ხანის ოჯახის წევრებს. ფაქტიურად ეს გახდა იმამ-ყული-ხანის განადგურების საბაბიც. ყაზვინის მოედანზე სიკვდილით დასაჯეს ხანი და მისი სამი ვაჟი – სეფიყული-ხანი (ლარის ბეგლარბეგი), ფათალი-ბეგი, ალი-ყული-ბეგი. ჯალათობა შაჰ-სეფიმ იმამყული-ხანის ახლო ნათესავებს, მის სიძეებს, ქართველებსა და ერთ ყიზილბაშს დაავალა. შაჰს ამით სურდა თავიდან აეცილებინა შურისძიება ქართველთა მხრიდან, ხოლო ქელბალი-ბეგ ეშიკაღასის მონაწილეობა კი ამ აქტში ყიზილბაშთა მხრიდან შურისძიებად აღიქმებოდა. ფარსადან გორგიჯანიძე იმამყული-ხანის ოჯახის ამოწყვეტას მთლიანად დაუდ-ხანის მოღალატეობით ხსნის: “შაჰ სეფი ყაენმან დაუდ-ხანის ჯავრით მისი ძმა  იმამყული-ხან შვილებიანად დახოცა. დაუდ-ხანი იმამყული-ხანის ძმა იყო, ყაენს უმუხანათა. . . უბრალოთ ძმის ოჯახი მოსთხარა”


       ასე დასრულდა უნდილაძეთა ორმოცწლიანი ბატონობა ირანში.


        აღსანიშნავია იმამყული-ხანის განსაკუთრებული დამსახურება ირანის წინაშე სამხედრო სფეროში. მისი თაოსნობით სპარსეთმა შეძლო სპარსეთის ყურიდან მთლიანად განედევნა პორტუგალიელები. პორტუგალიელები კუნძულ ჰორმუზიდან რომ გადადენა, მისი სახელი მთელს ირანში ქუხდა. ირანის მთავრობამ არ დაივიწყა მისი ამაგი და ახლა, ამ ბოლო წლებში ქალაქ ჰორმოსში მას ძეგლი დაუდგეს.


       იმამ ყული-ხანს ირანში განათლებული ადამიანის სახელი ჰქონდა გავარდნილი. შირაზში არსებობდა კარმელიტების კათოლიკური რეზიდენცია. მათ ძალიან საინტერესოდ აქვთ აღწერილი, რა ხდებოდა იმხანად ირანში და სწორედ ამ ქრონიკაში,  ორდენის ერთ-ერთი პრეფექტი 1623 წელს წერს, იმამ ყული-ხანმა ჩვენგან მოითხოვა პლატონისა და არისტოტელეს წიგნები და, ამავე დროს, ბიბლიის არაბული თარგმანიო. საინტერესოა, რომ ამ დროს ის აღარ იყო ქრისტიანი, თუმცა, ბიბლია მაინც აინტერესებდა.   ბერძნულ-ბიზანტიური და აღმოსავლური კულტურით დაინტერესება იმამყული-ხანს მრავალმხრივ პიროვნებად წარმოგვიდგენს, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებდა ქართულ და სპარსულ კულტურულ ორიენტაციას. იგი ელჩების, ისტორიკოსებისა და მოგზაურების ყურადღებას იქცევდა, მის შესახებ წერდნენ ქართველი და სპარსელი პოეტები.


      იმამ ყული-ხანის სახელი ირანში იმდენად განთქმული იყო, რომ სპარსელ პოეტს, მაულან კადრის, ორი პოემა მიუძღვნია მისთვის: „ჯანგნამა“ და „ჯარუნნამა“. ეს იმ ტერიტორიების სახელწოდებებია, რომლებიც იმამ ყული-ხანმა ირანს შემოუერთა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორივე პოემა სპარსული ლიტერატურის ანთოლოგიაშია შესული.


      1633 წელს, როდესაც თეიმურაზ პირველმა მოაწყო აჯანყება ახალი შაჰის წინააღმდეგ, იმამ ყული-ხანმა მონაწილეობა მიიღო ამ აჯანყებაში, რის გამოც ის სიკვდილით დასაჯეს.

http://georoyal.ge/?MTID=104&TID=84&id=445


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0