სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10543

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მემედ აბაშიძე (ბეგი)  1873-1937წწ საზოგადო მოღვაწე დაბ. ბათუმი აჭარა მემედ აბაშიძე (ბეგი)  1873-1937წწ საზოგადო მოღვაწე დაბ. ბათუმი აჭარა მემედ აბაშიძე (ბეგი)  1873-1937წწ საზოგადო მოღვაწე დაბ. ბათუმი აჭარა

1973-1937 წწ. გარდ. -36 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი აბაშიძე სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

62       ბეჭდვა

მემედ აბაშიძე (ბეგი) 1873-1937წწ საზოგადო მოღვაწე დაბ. ბათუმი აჭარა

მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძემემედ-ბეგი (დ. 18 იანვარი1873ბათუმი — გ. 1937)


— ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, ქართველი (აჭარის) მუსლიმების აღიარებული ლიდერი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი.სტალინური რეპრესიების მსხვერპლი.


დაწყებითი განათლება მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბულ, თურქულ და სპარსულ ენებს. ახალგაზრდობიდანვე იზიარებდა ქართველი სამოციანელების ეროვნულ-განმათავისუფლებელ იდეებს და სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლისთანავე ცდილობდა ქართველ მუსლიმთა საერთო-ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებას, მათ ინტეგრაციას ქართულ ეროვნულ-კულტურულ სივრცეში, რომელიც საფუძვლიანად იყო შერყეული ოსმალთა რამდენიმე საუკუნოვანი ბატონობის შედეგად აჭარაში.


იყო ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის აქტიური წევრი და ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. ეროვნულ-პოლიტიკური საქმიანობისათვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული რუსეთის ხელისუფლების მიერ, რომელმაც ბოლოს ციმბირში გადაასახლა. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა აჭარის მაჰმადიან ქართველობას, რომელიც მწვავედ დაუპირისპირდა პროისლამურ ძალებს, რომლებსაც ამ ძირძველი კუთხის ოსმალეთთან შეერთება სურდათ. 1917 წლის შემოდგომაზე, ბათუმში გამართულ აჭარის მოსახლეობის წარმომადგენელთა ყრილობაზე შეიქმნა "ქართველ მაჰმადიანთა საქველმოქმედო საზოგადოება", მემედ აბაშიძე თავმჯდომარედ აირჩიეს.


ოსმალების მიერ ბათუმის ოლქის ოკუპაციის პერიოდში დააპატიმრეს და ერთხანს ტრაპიზონის ციხეში იმყოფებოდა, საიდანაც გაქცევა მოახერხა. მისი განსაკუთრებული ძალისხმევით, 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში გაიმართა ქართველ მუსლიმანთა წარმომადგენლების ყრილობა, რომელმაც მიიღო უმნიშვნელოვანესი დადგენილება - ბათუმის ოლქის (აჭარის) "დედასამშობლოსთან" - საქართველოსთან - "სამარადისოდ" შეერთების შესახებ, ფართო ავტონომიის სახით. იყო ყრილობის მიერ არჩეული სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის (პარლამენტის) პირველი თავმჯდომარე, რომელიც ფაქტობრივად ადგილობრივი პროქართული ორიენტაციის მუსლიმი ქართველების მთავრობის ფუნქციებს ასრულებდა ბათუმის ოლქში ბრიტანული ადმინისტრაციის ყოფნის პერიოდში. მისი რედაქტორობით გამოდიოდა განმათავისუფლებელი კომიტეტის ორგანო - გაზეთი "სამუსლიმანო საქართველო", რომელმაც დიდი როლი შეასრულა ადგილობრივი მოსახლეობის საერთო-ქართული თვითშეგნების ფორმირების პროცესში. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში რჩებოდა მეჯლისის თავმჯდომარედ, იყო ადგილობრივი რევკომის (რევოლუციური კომიტეტის) წევრი. მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტში არაბული ენის სახელმძღვანელოს შემდგენ კომისიაში. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნაზიმ ქემალის ნაწარმოებები; თურქულად თარგმნიდა ქართულ ნაწარმოებებს (ს. შანშიაშვილის "ანზორი"). დაიწყო შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" თურქულად თარგმნა. წერდა მოთხრობებს. როგორც თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი, მაინც მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლებისათვის და 63 წლის ასაკში შეეწირა რეპრესიებს.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 9-10

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი, თავმჯდომარე (1918-)
  • სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი (პარლამენტი), პირველი თავმჯდომარე
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი, აჭარის სექციის თავმჯდომარე
  • ქართველ მაჰმადიანთა საქველმოქმედო საზოგადოება, თავმჯდომარე (1917-)

ბიბლიოგრაფია

  • თხზულებანი : ეძღვნება აჭარის დედა-სამშობლოსთან დაბრუნების 120 წლისთავს. (ავტორი). - თბილისი, სახალხო წიგნი, 1998. - 656გვ.
  • ფიქრები საქართველოზე : კრებული (ავტორი). - ბათუმი, ალიონი, 1998. - 68გვ.
  • რჩეული ნაწერები : აჭარის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის წერილები სამუსულმანო საქართველოს შესახებ (ავტორი). - ბათუმი , საბჭ. აჭარა, 1973. - 129გვ.
  • რჩეული ნაწერები : წერილები, სიტყვები... (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1967. - 58გვ.


წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.01.2023
სულ რედაქტირებულია 2





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0