სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11910

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ყანდარელი  ალექსი ლავრის მოსწავლე 1851წ. გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი, მოკლეს ლეკებმა

ყანდარელი  ალექსი ლავრის მოსწავლე

არქიმანდრიტ იოანეს დროს, 1851 წ. 18 ივლისს, გარეჯის მონასტერი ლეკებმა ააოხრეს. თავად წინამძღვარი ამ დროს თბილისში იმყოფებოდა. 1851 6. 25 ივლისს იგი სინოდალურ კანტორას სწერდა: „1851 წლის 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე, მონასტრის ერთ-ერთმა მოსწავლე ილია მჭედლიშვილმა ეზოში დაინახა რამდენიმე ადამიანი, შევიდა მონასტერში და მოახსენა, რომ იქ იდგნენ უცხო ადამიანები. რის გამოც მაშინვე ჩაკეტეს დიდი კარები. შეკითხვაზე, თუ ვინ იყვნენ, ლეკებმა უპასუხეს, რომ უნდოდათ წყლის დალევა. მონასტრის ხაზინადარმა გადააწოდა მათ წყალი დასალევად. ამავდროულად აღმოსავლეთი მხრიდან ლეკები მოადგნენ ერთ-ერთ კარებს, შეშინებული ხაზინადარი შევარდა თავის კელიაში. ერთ-ერთმა მოწაფემ აიღო იარაღი თავის დასაცავად, მაგრამ ლეკებმა სწრაფად დაჭრეს ის ფეხში, და ამის შემდეგ შეამტვრიეს ორივე კარი. ამ დროს მონასტერში იმყოფებოდნენ მონასტრის 9 წევრი და 7 მოსწავლე. აქედან ორი მოსწავლე ალექსი ყანდარელი და გიორგი დალბაშვილი, წასული იყვნენ წყლის მოსატანად, და როგორც კი დაინახეს ესეთი ამბავი, მაშინვე გაიქცნენ მაშველის დასაძახებლად ნათლისმცემლის მონასტერში. ორმა მოწაფემ, საბა გილაშვილმა და ილია მჭედლიშვილმა, მოასწრეს კიბის ქვეშ არსებულ ორმოში დამალვა, ხოლო დავით დოლმაზაშვილმა მოასწრო დამალვა დიდ ეკლესიაში. ტყვედ აიყვანეს: ხაზინადარი მღვდელ-მონაზონი მაკარი, მღვდელ-მონაზონი ისააკი (დოღონაძე), დიაკონი საბა გველესიანი, მიხეილ დოლმაზაშვილი, ვასილ მოსიაშვილი, ხოლო დანარჩენი – მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე), მღვდელ-მონაზონი გერასიმე (გერონტი ვაჩნაძე), ბერი გერმანე, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი, ანაფორიანი მორჩილი ბესარიონი, მიხეილ ქართველიშვილი და მოსწავლე სვიმონ ლომიძე, დახოცეს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კარები შეამტვრიეს, ტრაპეზის მორთულობა, საეკლესიო შესამოსელი და ტაძრის ინვენტარი დაიტაცეს. აღსავლის კარები დაამტვრიეს“.

მათი აღსასრულიდან 144 წლის შემდეგ, 1995 წ. 17-18 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის გაფართოებულ სხდომაზე ეს წამებული კრებული წმიდათა დასში შეირაცხა.

1851წ. გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი

ყანდარელი - გვარის 6 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ყანდარელი  გიორგი სტეფანეს ძე დიაჩოქი1850წ. სართიჭალის (გარდაბანი) წმიდა ლაზარეს ეკლესია თელავის მაზრა


სრულად ნახვა

ყანდარელი  ზაქარია დავითის ძე მედავითნე1866, 1870, 1871წ. საგარეჯო ნათლიმცემლის შობის თელავის მაზრა, 1893წ. არხოტი/ბზა (თეთრი წყარო) მიძნების/წმ. გიორგის ეკლესია


სრულად ნახვა

ყანდარელი  ალექსი დავითის ძე მღვდელი1870წ. ხანდაკი (ქვემო) კასპი მიძინების ეკლესია


სრულად ნახვა

ყანდარელი დიმიტრი პეტრეს ძე მეფსალმუნე, პრიჩეტნიკი1860, 1870წ. ურბნისი (ქარელი) წმიდა სტეფანეს ეკლესია


სრულად ნახვა

ყანდარელი  ზაქარია მედავითნე 1912წ. ლამისყანა (კასპი) წმიდა გიორგის ეკლესია


სრულად ნახვა
ყანდარელი ნიკოლოზ დიაკონი 1909წ. მედავითნე, ლამისყანა (კასპი) წმიდა გიორგის ეკლესია


სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 1

ყანდარელი  ალექსი ლავრის მოსწავლე 1851წ. გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი, მოკლეს ლეკებმა


სრულად ნახვა
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.