კარანაძე ნათია ელგუჯას ასული დაბ. სოფ. მარანი (აბაშა) 1987წელს. ქრონოგრაფი (საპარტიარქოს ტელევიზია ერსულოვნების რუბრიკა) სასულიერო პირების ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ წამყვანი 2010-2022 წლებში
კარანაძე - გვარის 6 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
კარანაძე ათანასე (ზურაბ) - არქიმანდრიტი.
დაბ. 1960წ. 2006 წლის 7 აპრილს ბერად აღკვეცა. 2008 წლის 28 დეკემბერს ბერდიაკვნად კურთხევა. 2009 წლის 27 დეკემბერს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. თბილისი 40 მოწამეთას მონასტერი აბანოთუბანი. 2010 წლის 13 ივლისს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; 2012 წლის 29 აპრილს, დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით;
28 დეკემბერს სოფელ პატარძეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა ბერი ათანასე (კარანაძე).
27 დეკემბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდი ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვანი ათანასე (კარანაძე). მღვდელ-მონაზონი ათანასე ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
13 ივლისს სვეტიცხოვლის წმინდა თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში მრავალწლიანი ერთგული სამსახურისათვის მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი). ამავე დღეს ასევე დაჯილდოვდნენ: მიტრით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ვახტანგ სარდლიშვილი; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (კარანაძე).
29 აპრილს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -– ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურები: იღუმენი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) და იღუმენი ათანასე (კარანაძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -– დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახური, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იოანე (ხელაია); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გაბრიელ გიგაური.
კარანაძე თომა მღვდელი 1883წ. მაიდანი (აბაშა) წმიდა გიორგის ეკლესია 1870წ. დიაკვანი 1887წ. მღვდელი სამიქაო (აბაშა) წმ. გიორგის ეკლესია 1874წ. ონოღია (მარტვილი) წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 1
კარანაძე ნათია ელგუჯას ასული დაბ. სოფ. მარანი (აბაშა) 1987წელს. ქრონოგრაფი (საპარტიარქოს ტელევიზია ერსულოვნების რუბრიკა) სასულიერო პირების ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ წამყვანი 2010-2022 წლებში