
არაჩემია ალექსი (მღვდელი). სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონის მღვდლად ხელდასხმა მიტროპოლიტმა თეოდორეს (ჭუაძე) მიერ საპატრიარქოს უწყებანი. 2008. - 24-30 იანვარი. ვიდეო
საპატრიარქოს უწყებანი N2 24-30 იანვარი 2008წ გვ. 8
ხელდასხმა
6 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონ ალექსის (არაჩემია)
საპატრიარქოს უწყებანი N12 24-30მარტი 2011წ გვ.3
დაჯილდოება
22 მარტს თბილისის წმინდა ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიაში პირველშეწირულის ლიტურგია აღავლინა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი). ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მან დალოცა ტაძარში შეკრებილი მრევლი და გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ამავე ეკლესიის მღვდელმსახური, იღუმენი ალექსი (არაჩემია).