2021წ. ღვთივგანისვენა დეკანოზი მესხეთი ქვედა (წყალტუბო) წმ. სამების ეკლესია
საპატრიარქოს უწყებანი N4 27იანვარი-2თებერვალი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
23 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: დეკანოზის წოდებით და გამშვენებული ჯვრით: ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი გაბუნია; დეკანოზის წოდებით: მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოსებ ზაქარაიძე; მაღლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესის წინამძღვარი, მღვდელი დავით ჯანელიძე; პატრიკეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ხოჯავა; ქუთაისის (პანთეონი) წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რევაზ კოხრეიძე; წყალტუბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ხარაბაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ლუკა წითური; თბილისის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი დიმიტრი ბურდული.