სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11858

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

თელია გიორგი (მალხაზ) არქიმანდრიტი

2005 წლის 27 მარტს ბერად აღკვეცა, 2007 წლის 26 აგვისტოს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა, 2012 წლის 17 ივნისს, დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით; ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი.

2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია

თელია გიორგი მღვდელმონაზონი. საპატრიარქოს უწყებანი. 2007. - 14-19 სექტემბერი. 

საპატრიარქოს უწყებანი N13 31მარტი-6აპრილი 2005წ გვ.6

ბერად აღკვეცა

27 მარტს, სვეტიცხოვლის 12 მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, იღუმენმა ისააკმა (ღადუა) ბერად აღკვეცა მორჩილები: გულადი ბუსკანაძე (სახელად ექვთიმე უწოდა), მალხაზ თელია (სახელად გიორგი უწოდა) ნიკოლოზ შავერდაშვილი (სახელად იაკობი უწოდა).

საპატრიარქოს უწყებანი N8 22-28 მარტი 2007წ გვ. 6

18 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა სვეტიცხოვლის ბერი გიორგი (თელია), მამა გიორგი სვეტიცხოვლის ტაძარში იმსახურებს.


26 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერდიაკონ გიორგის (თელია).

საპატრიარქოს უწყებანი N24 21-27 ივნისი 2012წ გვ.8

დაჯილდოება

17 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი გიორგი (თელია) –– არქიმანდრიტის წოდებით; მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონი (ფიჩხაია) –– არქიმანდრიტის წოდებით; ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, იღუმენი იოანე (გაბრიელიანი) – არქიმანდრიტის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით; მლეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარიამი (კიკურიშვილი) -- ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით. 

თელია - გვარის 3 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

თელია იესე დავითის ძე - დიაკონი.

1846წ. დიაკონი საჭილაო (აბაშა) მთავარანგელოზის ეკლესია

სრულად ნახვა
თელია დიონისე - მედავითნე.

1881წ. მედავითნე საჭილაო (აბაშა) მთავარანგელოზის ეკლესია

1897წ. მედავითნე საჭილაო (აბაშა) მთავარანგელოზის ეკლესია

სრულად ნახვა
თელია გიორგი (მალხაზ) - არქიმანდრიტი. 2005 წლის 27 მარტს ბერად აღკვეცა, 2007 წლის 26 აგვისტოს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა, 2012 წლის 17 ივნისს, დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით; ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი.

2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.