სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11793

მთავარი იუბილარი/ ხსენება

თოიძე გრიგოლი არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

თოიძე გრიგოლი არქიმანდრიტი

2006 წლის 10 ნოემბერს დაჯილდობდა გამშვენებული ჯვრით, 2008 წლის 07 აპრილს დაჯიოლდოვდა არქიმანდრიტის წოდებით. ქვათეთრის ყოველთა წმინდათა სახელობის, მამათა მონასტრის წინამძღვარი

2024წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი ათონის მთა საბერძნეთი


თოიძე გრიგოლი  არქიმანდრიტი, წინამძღოლი: ქვათეთრის ყოველთა ქართველთა წმიდათა მონასტერი (2001 წ.) 2005წ.  ვიდეო 2024წ.



თოიძე  გრიგოლ არქიმანდრიტი ათონის მთა 2021წ. მდგომარეობით

2006 წლის 10 ნოემბერს დაჯილდობდა გამშვენებული ჯვრით, ქვათეთრის ყოველთა წმინდათა სახელობის, მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი თოიძე გრიგოლი 

საპატრიარქოს უწყებანი N13 10-16აპრილი 2008წ გვ. 8

დაჯილდოება

7 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: არქიმანდრიტის წოდებით სოფელ სავანისუბნის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (თედეევი); ქვათეთრის ყოველთა წმინდანთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გრიგოლი (თოიძე); ქარმელის წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და ბრეთის წმინდა პიროს ბრეთელის სახელობის მამათა მონასტრების წინამძღვარი, იღუმენი ზაბულონი (გელაშვილი);  სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ესაია (გოგიბერიძე); გამშვენებული ჯვრით  ტბეთის მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (იმედაიშვილი); ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის მოძღვარი, იღუმენი საბა (ჟღენტი); ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გიორგი (ედილაშვილი); იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით სოფელ წაღვლის წმინდა სვიმონ მესვეტისა და ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მღვდელმონაზონი იობი (გეგეშიძე); იმერხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ზენონი (სანოძე); დეკანოზის წოდებითა და ოქროს ჯვრით ხაშურის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ცქიფურიშვილი.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.