სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

იმედაიშვილი გაბრიელი (გელა) არქიმანდრიტი (კაპელანი)

2008 წლის 07 აპრილს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით, 2012 წლის 07 ოქტომბერს დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით;

2020წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი (კაპელანი) რუისისა და ურბნისის ეპარქია

იმედაიშვილი  გაბრიელი არქიმანდრიტი რუის-ურბნისის ეპარქია 2020წ.

საპატრიარქოს უწყებანი N13 10-16აპრილი 2008წ გვ. 8

დაჯილდოება

7 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: არქიმანდრიტის წოდებით სოფელ სავანისუბნის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (თედეევი); ქვათეთრის ყოველთა წმინდანთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გრიგოლი (თოიძე); ქარმელის წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და ბრეთის წმინდა პიროს ბრეთელის სახელობის მამათა მონასტრების წინამძღვარი, იღუმენი ზაბულონი (გელაშვილი);  სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ესაია (გოგიბერიძე); გამშვენებული ჯვრით  ტბეთის მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (იმედაიშვილი); ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის მოძღვარი, იღუმენი საბა (ჟღენტი); ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გიორგი (ედილაშვილი); იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით სოფელ წაღვლის წმინდა სვიმონ მესვეტისა და ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მღვდელმონაზონი იობი (გეგეშიძე); იმერხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ზენონი (სანოძე); დეკანოზის წოდებითა და ოქროს ჯვრით ხაშურის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ცქიფურიშვილი.

 საპატრიარქოს უწყებანი N2 22-28იანვარი 2009წ გვ.4

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ბრძანებით 2009 წლის 15 იანვრიდან

რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი გაბრიელი (გელა იმედაშვილი) დაინიშნოს გორის I სამხედრო ქვეითი ბრიგადის სულიერ მოძღვრად; 

საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი 2012წ გვ.7

დაჯილდოება

7 ოქტომბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება:  არქიმანდრიტის წოდებით -–- იღუმენი გაბრიელი (იმედაიშვილი), იღუმენი ბასილი (კაკიაშვილი), იღუმენი ზენონი (სანოძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით --  მღვდელ-მონაზონი ანთიმოზი (არუნაშვილი),  მღვდელ-მონაზონი თადეოზი (მჭედლიშვილი), მღვდელ-მონაზონი იოსები (მაჩაიძე), მღვდელ-მონაზონი ონოფრე (კვინიკაძე); მიტრით -– დეკანოზი იაკობ ჩოჩნიძე, დეკანოზი კახაბერი ფირანიშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით - მღვდელი დავით ჯიშკარიანი.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.