21 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა შიომღვიმის მონასტრის ბერი ევაგრე (კვიმსაძე).
კვიმსაძე - გვარის 6 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
კვიმსაძე თეიმურაზ მღვდელი, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.53 ფოტო
კვიმსაძე ილარიონი - დეკანოზი.
დაბ. 1973წ. 2011 წლის 11 დეკემბერს დაჯილდოვდა: დეკანოზის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით. ქუთაისის წმ. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი
11 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამღვდელოება დააჯილდოვა: დეკანოზი გიორგი სხირტლაძე -– გამშვენებული ჯვრით; მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე -- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; დეკანოზი ილია კარკაძე - გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი ლუკა წითური – გამშვენებული ჯვრით; მღვდელი ილარიონ კვიმსაძე “–- დეკანოზის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით.
კვიმსაძე ნეოფიტე - იღუმენი.
დაბ. 1974წ. 2018 წლის 19 აგვისტოს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენიის ხარისხში; წმიდა არჩილ მეფის მონასტერი
19 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია II-მ (შიოლაშვილი) დააჯილდოვა საქართველოს ეკლესიის სამღვდელოება. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიიდან: მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (კვიმსაძე) -– ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელი ვახტანგ მაჩურიშვილი –- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
კვიმსაძე ნეოფიტე იღუმენი დაბ. 1974წ. წმიდა არჩილ მეფის მონასტერი თიანეთისა და ფშავხევსურეთის ეპარქია 2022წლის მონაცემებით
კვიმსაძე ლაზარე (ცოტნე) - ბერი.
2007 წლის 31 მარტი ბერად აღკვეცა
31 მარტს შიომღვიმის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) ბერად აღკვეცა მორჩილები: ცოტნე კვიმსაძე (სახელად ეწოდა ლაზარე) და ნოე აბრამიძე (სახელად ეწოდა ალექსანდრე).
კვიმსაძე ევაგრე - ბერი დიაკვანი.
2008 წლის 21 დეკემბერს ბერდიაკვნად კურთხევა
21 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა შიომღვიმის მონასტრის ბერი ევაგრე (კვიმსაძე).